ნიკოლოზ ბასილაშვილის ღირსეული საქციელი – 5000 ლარი უანგაროდ!

გიორგი დიდებაშვილის ამბავი ლამის მთელმა საქართველომ გაიგო. ახალგაზრდა ლეიკემიას ებრძვის, მას ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდება, რისთვისაც ოპერაციამდე 20 ათასი დოლარი, ძვლის ტვინის გადანერგვისთვის კი 65 ათასი დოლარია საჭირო, რაც 250 ათას ლარზე მეტია.

ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები ყველაფერს აკეთებენ გიორგისთვის თანხა რაც შეიძლება მალე შეგროვდეს. როგორც ჩანს, ეს ისტორია საქართველოს ნ1 ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმაც შეიტყო, რომელმაც დიდებაშვილის დასახმარებლად 5000 ლარი გადარიცხა.

თუ დახმარების სურვილი თქვენც გაქვთ…

საბანკო რეკვიზიტები:
ლიბერთი ბანკი
#GE58LB0711102013683340
მიმღები: მამუკა დიდებაშვილი
თიბისი ბანკი
#GE13TB7414345061100110
მიმღები: მარიამ ოდიშვილი
საქართველოს ბანკი
#GE19BG0000000357664300
მიმღები: ზურაბ დიდებაშვილი
🙌 გადმორიცხვა ასევე შესაძლებელია საქართველოს ბანკის Plus ქულებით პირადი ნომრით:
🆔 31001054376
მიმღები: ნ.დ
ვინც უცხოეთში იმყოფებით ,ნებისმიერი ქვეყნიდან შეგიძლიათ გადმორიცხოთ თანხა ფეიფალის საიტზე, ამ მეილის მეშვეობით teaesitashvili@gmail.com , გადმორიცხვის დროს დანიშნულებაში დაწერეთ რომ თანხა ეკუთვნის გიორგის…

ედუარდ მენდის გადამწყვეტი სეივი ეგვიპტესთან (ვიდეო)

სენეგალის მეკარემ ედუარდ მენდიმ ეგვიპტესთან გადამწყვეტი პენალტი აიღო.

სენეგალმა აფრიკის თასი ისტორიაში პირველად მოიგო.

ის, რაც ქუთაისის “ტორპედოს” არცერთმა ფანმა არ იცის!

ქუთაისის “ტორპედოს” ეროვნულ ლიგაში დარჩენაში უდიდესი წვლილი, მაშინ ჯერ კიდევ თბილისის “დინამოდან” განათხოვრებულმა თორნიკე ახვლედიანმა შეიტანა, რომელმაც გადამწყვეტი გოლი შეაგდო და “მერანთან” საუკეთესო იყო.

“ტორპედომ” 2 დღის წინ მოულოდნელად ბელარუსიდან 23 წლის მეკარე ავთო ლაბაძე დაიმატა, რომელ ტრანსფერსაც ქუთაისელი გულშემატკივარი სიხარულით ნაკლებად შეხვდა.

“ტორპედოს” ფანებისთვის უცნობია, მაგრამ ორივე ფეხბურთელი რამდენიმე წელი საქართველოში ბავშვთა ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის, ვალერი გაგუას ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა და ქუთაისელ ფანებს, როგორც ახვლედიანის, ისე ლაბაძის იმედი სრულებით შეუძლია ჰქონდეთ.

ფაქტია, ახვლედიანმა კლუბი პრაქტიკულად ელიგიდან გავარდნას გადაარჩინა…

მართალია, კვასხვაძე-ჰამზიჩთან კონკურენციის გაწევა საკმაოდ რთულია, მაგრამ ავთოს აქვს ყველა ის მონაცემი, რაც ძლიერ და პერსპექტიულ მეკარეს სჭირდება. თორნიკეზე საუბარი უკვე აღარც არის საჭირო.

ამიტომ, ეროვნულ ლიგაში ქუთათურებს უძლიერესი გუნდი ეყოლებათ და გამარჯვებებში წვლილს ეს ბიჭებიც შეიტანენ.

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა.

“ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭის თავდამბლობით, შრომისმოყვარეობით. მე ჩემებურად ვუყურებ სპორტსმენებს. არასდროს განცხადებით არ გამოირჩეოდა, ყოველთვის თავისთვის, წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს. ახლაც დასაფასებელია და ოლიმპიადაზე ასეთი შედეგის მერე, დიდ წარმატებას მოსდევს მოდუნება, როგორც ეს ბევრს მოსდის, მაგრამ ლაშას არა. გილოცავ ლაშა, უკვე მოგილოცე და გისურვებ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს”, – განაცხადა გორგოძემ.

შავდათუაშვილმა კარიერა პირველად პარიზის გრან-სლემი მოიგო.

ჟორდი ალბას ბრწყინვალე გოლი “ატლეტიკოს” კარში (ვიდეო)

ავთანდილ ასათიანი: “ჩვენ 7 ნომერს კოვიდი ჰქონდა, 39 სიცხიანი და ისეთი ტრავმით თამაშობდა”

ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა გადაცემაში “სპორტი იმედზე” გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა

“კუმანას, თოფურიას, ჩვენ 7 ნომერს ისეთი ტრავმა ჰქონდა, პლუს, თურმე კოვიდი, 39 სიცხიანი, რაც მატჩის შემდეგ გაირკვა. თუ დავაკვირდებით ვიდეოებს, ცოტა არანორმალური სახე აქვს. თავისი ქვეყნის სიყვარულს, თავის განწირვამდე მიჰყავს. ჩემი მხრიდან, მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭებს და გულშემატკივარმა ეს იცოდეს”, – განაცხადა ასათიანმა.

ასათიანის დამატებით, თალესი სწორედ კორონავირუსის გამო დააკლდათ რუსეთთან, ხოლო თუ ნახევარფინალში გავიდოდით, კიდევ 5 მოთამაშე არ გვეყოლებოდა. ნახევარი გუნდი კარანტინშია კორონავირუსის გამო.

რამდენი გამოიმუშავა ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრან სლემის მოგებით?

30 წლის ლეგენდარულმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა კარიერაში პირველად პარიზის გრან სლემი მოიგო.

ფინალში ლაშამ იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტო დაამარცხა. ბრინჯაო მოიპოვეს ვაჟა მარგველაშვილმა და ამირან პიპინაშვილმა.

შავდათუაშვილს ოქროს მედალთან ერთად 5000 ათასი ევრო ერგო, აქედან გარკვეული ნაწილი მწვრთნელთან წავა. ვაჟას და ამირანს კი 1500-1500 ევრო, საიდანაც 300 ევრო მწვრთნელისაა.

დღეს ტატამზე ტატო გრიგალაშვილი, ბექა ღვინიაშვილი და ლუკა მაისურაძე გამოვლენ.

რა ხდება ქალაქ მანჩესტერში”? ყველა პედოფილი, მოძალადე, გაუპატიურება

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალგაზრდა ვარსკვლავმა მეისონ გრინვუდმა მეგობარი გოგონა სცემა, დააკავეს, “მანჩესტერმა” მას პრაქტიკულად ყველაფერი აუკრძალა, დღეს კი გრინვუდი გირაოთი არის გათავისუფლებული.

საინტერესო გამოდგა ჩვენ მიერ გამოქვეყნებული სხვა სტატიაც, სადაც აღმოჩნდა, რომ გაუპატიურებაში ან პედოფილიაში ბრალდებულ ყველა ფეხბურთელს  “მანჩესტერ სიტიში” უთამაშია ჩედ ევანსი (გაამართლეს), ადამ ჯონსონი (პედოფილია), რობინიო და ბენჟამინ მენდი.

ბოლო 2 დღეში ბენჟამინ მენდის სავარაუდო მსხვერპლთა სია 7-დან 9 მდე გაიზარდა.

ხალხი ფიქრობს, რომ მდიდარ ფეხბურთელებს გოგოები უჩალიჩებენ, მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, რომ ყველა მათგანი მანჩესტერიდან არის.

ორი რამ, რაც ბათუმის “დინამოს” ყველაზე მეტად სჭირდება!

ბათუმის “დინამოს” დღეს ყველაზე მეტად ორი რამ სჭირდება.

“დინამოს” შემადგენლობაში დღეს ყველაზე სუსტი რგოლი ცენტრალური დაცვაა. ბელგრადის “პარტიზანთან” მატჩიც გამოჩნდა, რომ გუნდის დაცვა კრიტიკას ვერ უძლებს.  განსაკუთრებით, აზაცკი გამოირჩა, რომელმაც ძალიან ცუდად ითამაშა.

“დინამოში” სხვა მცველები – კობახიძე, რეხვიაშვილი და ქაფიანიძე არიან. საჭიროა სოლიდური და კვალიფიციური ლეგიონერი.

გარდა ამისა, “პარტიზანთან” თამაშის დროს რამდენჯერმე საყურებელი ლინკი გაფუჭდა და მას შემდეგ, რაც Europebet-მა სპონსორობაზე უარი თქვა, კლუბს ფოტოგრაფები, სოციალური მედიის მენეჯერები და ციფრული მარკეტერები აღარ ჰყავს, რაც დღემდე ვერ იპოვეს.

მალე ეროვნული ლიგა დაიწყება, “დინამო” კი საქართველოს სახელს ჩემპიონთა ლიგაზე დაიცავს…

შოთა არველაძემ პირველი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა

შოთა არველაძემ “პრესტონთან” 0-1 მარცხის შემდეგ მატჩი შეაფასა.

“ვაღიარებ, რომ ჩვენმა მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა. კარგად დავიწყეთ, სოლიდურად. ბურთთან ერთად გადაწყვეტილებებს ცოტა ნაჩქარევად ვიღებდით, ეს უნდა გამოვასწოროთ”

“ჩვენ მოკლე პასი გავუშვით და თავდამსხმელი თავისუფალი დავტოვეთ. ასე არ შეიძლება. შეგვეძლო ბოლო კუთხურიდან ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყოველთვის არ გაგიმართლებს. ეს ყველაფერი ახალ კიდევ უფრო გაგვაძლიერებს და მომავალ მატჩებს ველით”

“ვიცი, რომ ახლა შეცვლებთან და ახალი ფეხბურთელების შემოსვლასთან დაკავშირებით სირთულეებია. მოკლე სკამი გვქონდა, ახლა ოდნავ გრძელია. ყველა მზად უნდა იყოს მისი შანსისთვის, – განაცხადა შოთამ.

 

ოლივიე ჟირუმ “ინტერს” ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

გიორგი არაბიძემ “ტორპედოში” ულამაზესი ჯარიმა გაიტანა (ვიდეო)

თურქულ შეკრებაზე ქუთაისის “ტორპედომ” სერბულ “ნაპრედაკს” 4-1 მოუგო. პირველი გოლი მჭელიძემ შეაგდო, ბოლო შულაიამ, დუბლი არაბიძემ დადო. გიორგის ლამაზი საჯარიმო დარტყმა გამოუვიდა. შეხვერაში მონაწილეობა პაპუნაშვილმაც მიიღო.