“ჰამბურგის” მწვრთნელი: “აი, ამიტომ ვერ თამაშობდა ჩაკვეტაძე “გენტში”

ხვალ “ჰამბურგი” მე-2 ბუნდესლიგის ლიდერ “დარმშტადს” ესტუმრება და გამარჯვების შემთხვევაში ბუნდესლიგაში გადასასვლელად დიდ ნაბიჯს გადადგამს.

მოსალოდნელია, რომ გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი სწორედ “დარმშტადთან” შედგება. მატჩამდე კომენტარი “ჰამბურგის” მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა.

“მას მეტი დრო სჭირდება, ბოლო 2 წელია პრაქტიკულად არ უთამაშია და დიდი ნეგატივი მიიღო, მუდმივად უარყოფით ემოციებში იყო. დროის გარდა, მნიშვნელოვანია ჩვენი მხარდაჭერა და სიყვარული მივცეთ, რაც ასე აკლდა. ბევრს ველაპარაკები და რჩევებს ვაძლევ. გიორგის ბურთთან საოცარი ურთიერთობა აქვს”, – განაცხადა ტიმ ვალტერმა.

ჩაკვე “ჰამბურგში” 6-თვიანი იჯარით ითამაშებს.

ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავთ – ყველა დროის ყველაზე უცნაური ავტოგოლი (ვიდეო)

მაროკოს ჩემპიონატში ძალიან უცნაური ავტოგოლი გავიდა. საინტერესოა, რამდენად სჭირდებოდა მეკარეს საკუთარ კარში ასეთი გოლი.

მამარდაშვილს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება! – “იბრძვის, შრომობს, იმსახურებს”

“ვალენსიას” მთავარი მწვრთნელის, ხოსე ბორდალასის გადაწყვეტილებით გიორგი მამარდაშვილი უკვე 5 თვეა მოედანზე არ გამოსულა.

იასპერ სილესენს ტრავმა აქვს, კრისტიან რივერო იჯარით მე-2 ლიგაში წავიდა, წასვლა მამარდასაც უნდოდა, მაგრამ არ გაუშვეს.

მიუხედავად იმისა, რომ ხაუმე დომენეკი საკმაოდ ცუდ ფორმაშია, გიორგის შანსი კვლავ არ ეძლევა.

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, უთამაშებლობამ ქართველის ფსიქოლოგიური მდგომარეობას მძიმედ დააწვა და იმედგაცრუებულია, არადა, “ვალენსიამ” მასში 900 ათასი ევრო გადაიხადა.

“ვალენსიას” გვერდებზე სოციალურ ქსელში კომენტარის დატოვება და ქართველისთვის მხარდაჭერის გამოცხადება რთულია, რადგან ესპანურ გუნდს კომენტარის დატოვების სექცია პრეზიდენტის მიმართ ფანების უარყოფითი განწყობის გამო გამორთული აქვს.

სამაგიეროდ, შეგვიძლია მამარდას ბოლო პოსტზე გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და იმ ესპანელ გულშემატკივარს შევუერთდეთ, რომლებიც მუდმივად მამარდაშვილის დაყენებას ითხოვს. მაგალითად – “არ გაჩერდე მამარდ” და ასე…

“ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელები გვყავს” – “ჰალის” ფანები

“ჰალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი გრანტ მაკანი Sky Sport-ზე “ჰალის” ამომავალი ვარსკვლავების, კინ ლუიზ-პოტერისა და ჯეიკობ გრივსზე გაკეთებულ გადაცემას გამოეხმაურა.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდი მაკკანმა 1 კვირის წინ დატოვა, ფეხბურთელების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

“დიდი ტალანტი, სისწრაფე, დარტყმა, ძალა, დასრულება. დიდი პატივი იყო ამ ბიჭებთან ერთად მუშაობა და ყველაფერი კარგი წინ არის”, – დაწერა გრანტმა ტვიტერზე.

მწვრთნელს ინგლისელი ქომაგი გამოეხმაურა და მისი საქციელი ძალიან მოიწონეს. ზოგიერთი ფანი ბოდიშსაც უხდიდა თავკაცს, რომ გუნდიდან წასვლა მოუწია.

“ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელები გყავდა – სტივ ბრუსი და ფილ ბრაუნი. მას შემდეგაც კი საუკეთესო მწვრთნელები გვყავს – გრანტ მაკანი და შოთა არველაძე. მაკანს წარმატებას ვუსურვებ, ყველგან სადაც არ უნდა იყოს, შოთა შენ კი ჩვენი იმედი ხარ”, – დაწერა “ჰალის” ერთ-ერთმა ფანმა.

მოსალოდნელია, რომ ჩრდილო ირლანდიელმა სპეციალისტმა “სანდერლენდი” ჩაიბაროს.

“ხაბიბმა და მისმა ბანდამ დამცინეს” – დიასი ნურმაგომედოვთან ჩხუბს იხსენებს (Video)

UFC-ის მებრძოლი ნეიტ დიასი ხაბიბ ნურმაგომედოვთან დაპირისპირების დეტალებს იხსენებს. 36 წლის დიასი და ხაბიბი ერთმანეთს 2015 წელს, ოქტაგონს გარეთ დაუპირისპირდნენ.

“12 რუსი ბიჭი დამცინოდა ხაბიბთან ერთად. მათ სურათის გადაღება ისე გადაწყვიტეს, რომ მეც გამოვჩენილიყავი. მე ხაბიბს სახეში გავარტყი ჩემზე დაცინვის გამო და მას არაფერი გაუკეთებია. გარეთ ველოდებოდი, მაგრამ ხაბიბი არ გამოჩენილა. მისი ცემა მინდოდა, თუმცა გაიქცა” , -ამბობს დიასი.

მაშინ ჩხუბის კადრები ვირუსულად გავრცელდა, თუმცა მიზეზი ცნობილი არ იყო.

რატომ არ აფორმებს ჯანო ანანიძე “დინამოსთან” კონტრაქტს?

ჯანო ანანიძე ახალი სეზონისთვის ბათუმის “დინამოსთან” ერთად ემზადება და წესით, თურქულ შეკრებაზე ამხანაგურ მატჩებშიც უნდა გამოჩნდეს.

“დინამომ” ყველა სასურველ კანდიდატთან გააფორმა კონტრაქტი, თუმცა ჯერ ანანიძესთან ხელშეკრულება არ დადებულა. როგორც გაირკვა, ეს ჯანოს სურვილია, რომელსაც უნდა საბოლოოდ დარწმუნდეს, რომ მისი მუხლები დატვირთებს გაუძლებს და ტრავმა კვლავ არ შეაწუხებს, რაც უკვე თითქმის 2 წელია თამაშის საშუალებას არ აძლევს.

30 წლის ანანიძემ თბილისის “დინამოში” მხოლოდ 25 წუთი ითამაშა და თბილისელებმა ის ტრავმიანობის გამო კლუბიდან გაათავისუფლეს. მისი დამატებით ბათუმი დაინტერესდა და თუ ანანიძე სრულად მწყობრში იქნება, კონტრაქტიც დაიდება.

ზორან მარუშიჩი: “ერთი საუკეთესო მეკარედ არ დავუსახელებივარ…”

თბილისის “დინამოს” ყოფილი თავდამსხმელი ზორან მარუშიჩი უზბეკურ “ნავბაჰორში” გადავიდა და უზბეკურ Sports.uz-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც “დინამოდან” წამოკითხის საკითხზეც ისაუბრა.

“დინამოდან წამოსვლაზე ჩემს ადვოკატებს უნდა დაუკავშირდეთ და ისინი ყველაფერს გეტყვიან. მკითხეს, პრობლემის მიუხედავად მინდოდა, თუ არა “დინამოში” დარჩენა, მე კი წასვლა მსურდა. ის, რომ კონტრაქტი დავარღვიე, ეს აბსოლოტურად არასწორია”

“საქართველოში ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ლეგიონერი, საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ასისტენტი გავხდი. ერთი საუკეთესო მეკარის ტიტული არ მოუციათ და დანარჩენი ყველაფერი იყო (იცინის)”, – განაცხადა მარუშიჩმა.

სერბმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში 16 გოლი და 8 საგოლე პასი გააკეთა. ზორანს “დინამოსთან” 1-წლიანი კონტრაქტი ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ “ნავბაჰორში” წავიდა, სადაც მეტი ხელფასი შესთავაზეს. “დინამომ” მის წინააღმდეგ დავა დაიწყო.

 

პირადი ცხოვრების პრობლემები? – ბასილაშვილმა ზედიზედ მე-9 მატჩი წააგო

საქართველოს ნ1 ჩოგანმა ნიკა ბასილაშვილმა მონპელიეს 250 ქულიან ტურნირზე 152-ე ნომერთან, დამირ-ჯუმჰურთან 6:1, 5:7, 6:2 წააგო.

ნიკამ ბოლოს მატჩი 25 ოქტომბერს ვენის ტურნირზე მოიგო და მას შემდეგ ერთეულებში 7, წყვილებში 2 – ჯამში ზედიზედ 9 შეხვედრაში დამარცხდა.

შესაძლოა, მის თამაშზე გავლენას პირად ცხოვრებაში ყოფილ ცოლთან, ნეკა დოროყაშვილთან ბოლო დროინდელი დაპირისპირება ახდენს.

ნიკა შვილთან ურთიერთობას დღემდე ვერ ახერხებს.

“თუ მხოლოდ ადგილობრივი ფეხბურთელებით ვითამაშებდით, საქართველოს გავანადგურებდით”

აზერბაიჯანის ფუტსალის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ელმან ალეკპეროვმა ევროპის ჩემპიონატზე აზერბაიჯანის ნაკრების გამოსვლა შეაფასა Azerisport-თან შეაფასა და საქართველოს ნაკრებსაც გადაწვდა.

“როგორ შევაფასებ აზერბაიჯანის ნაკრების გამოსვლას? აუცილებლად უნდა მოგვეგო საქართველოსთვის პირველი მატჩი. ქართველებს ჩვენი ეშინოდა, მათი მთავარი მწვრთნელი ჩვენი მწვრთნელისგან სწავლობდა ფუტსალს, მაგრამ ტაკტიკურად მაინც მოგვიგეს. საქართველოსთან წაგება საწყენია.  მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ჩვენი შანსი საქართვლეოსთან გავანიავეთ. თუ მხოლოდ ადგილობრივი მოთამაშეებით ვითამაშებდით, ჩვენ მათ გავანადგურებდით” , – განაცხადა ალეკპეროვმა.

საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანთან 2-0 მარცხდებოდა, მაგრამ ქამბექი დავდეთ და 3-2 მოვუგეთ.

 

ბეილმა აზარს დასცინა (ფოტო)

3 თებერვალს, ესპანეთის თასის მეოთხედფინალში ბილბაოს “ატლეტიკმა” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” 1:0 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, El Chiringuito-ს კამერებმა გარეტ ბეილი დააფიქსირეს, რომელიც ედენ აზარზე იცინოდა.

“მარკას” ცნობით, ეს კადრი მატჩის 75-ე წუთზეა გადაღებული. ანჩელოტიმ სათადარიგოთა სკამზე მყოფი აზარი გასახურებლად გაუშვა, რათა შემდეგ ის თამაშში ჩაერთო, თუმცა იტალიელმა სპეციალისტმა მალევე ის ისევ სკამზე დასვა.

რამდენი ათასი ლარი აქვთ ეროვნულ ლიგაში ფეხბურთელებს ხელფასი?

ბათუმის “დინამოს” თავდამსხმელი გიორგი ნიქაბაძე მალტის მე-9 ადგილოსან “გუჯა იუნაიტედში” გადავიდა, სადაც მას გაცილებით უკეთესი პირობები შესთავაზეს.

დავინტერესდით და მოვიძიეთ ინფორმაცია, დაახლოებით რა არის ეროვნულ ლიგაში, ლიგა 2-ში და ლიგა 3-ში ფეხბურთელების საშუალო ხელფასები.

ეროვნული ლიგა:

ბათუმის “დინამო,” თბილისის “დინამო, ქუთაისის “ტორპედო” – 15 ათასი ლარი

“საბურთალო” – 7 ათასი ლარი

დანარჩენი გუნდები – 3-დან 5 ათას ლარამდე

მაგალითი: გორის “დილას” აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჯოხაძის განცხადებით, ირაკლი ბიძინაშვილს საქართველოს პირობაზე საკმაოდ კარგი ანაზღაურება შესთავაზეს, მაგრამ ბათუმის “დინამო”  2-ჯერ მეტი დაპირდა.

ლიგა 2 :

პირველი სამეული – 3-4 ათასი ლარი

დანარჩენი – ძირითადად 2 ათასი ლარი

თუ გავითვალისწინებთ “შუქურას” დანამატებს, შესაძლოა, მე-2 ლიგაში ყველაზე მეტს სწორედ “შუქურა” იხდიდეს

ლიგა 3

საშუალოდ 1000-1500 ლარი, გადასვლის მსურველ კლუბებში – 2500

ფოთის “კოლხეთს” და ლანჩხუთის “გურიას” ბოლო დროს ფინანსური სიტუაცია გამოუსწორდათ

აი, რა მოუვა ყველა იმ გუნდს, რომელიც ქალზე მოძალადეს დაიმატებს!

ეს ამბავი 1 თებერვლიდან მოყოლებული ბრიტანული პრესის მთავარი ამბავია.

შოტლანდიის ჩემპიონშიპის მე-4 ადგილოსანმა “რეით როვერსმა” გაუპატიურებაში ბრალდებული დევიდ გუდვილი დაიმატა.

გუდვილი ქალზე ძალადობაში 3-ჯერ –  2008, 2009 და 2010 წლებში დაადანაშაულეს. 2011 წელს ის მის თანაგუნდელ დევიდ რობერტსონთან ერთად გაუპატიურებაში იყო ბრალდებული, თუმცა სისხლის სამართლებრივი დევნა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო შეწყდა. 2016 წელს სამოქალაქო სასამართლოში გუდვილს 100 ათას ფუნტიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრეს.

გუდვილი აქამდე შოტლანდიის ნახევრად-პროფესიონალურ კლუბ “კლაიდში” თამაშობდა, სადაც 142 მატჩში 92 გოლი შეაგდო. “რეით-როვერსი” ჩემპიონშიპის კლუბია, სპონსორები ჰყავს, ქალთა გუნდი და დირექტორთა საბჭო.

ქალთა გუნდმა გუდვილის დამატებისთანავე მხარდამჭერების დახმარებით “რეითისგან” გამოყოფის პროცესი დაიწყო, წავიდა რამდენიმე სპონსორი, დირექტორთა საბჭო 2-მა წევრმა დატოვა, რომლებიც თავიდანვე წინააღმდეგი იყვნენ ფეხბურთელის დამატების.

შედეგად, “რეითმა” გუდვილი მომდევნო მატჩის განაცხადიდან ამოიღო და განაცხადა, რომ მის კონტრაქტს გადახედავენ. მოსალოდნელია, რომ დევიდს კონტრაქტს გაუწყვეტენ. ჯერჯერობით, პროცესი მიმდინარეობს.

საინტერესოა, რომ 32 წლის თავდამსხმელი 2007-08 წლებში უკვე ირჯებოდა “რეითი-როვერსში” და 21 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი. წარმატებული სეზონების შემდეგ 2011 წელს “ბლექბერნმა” 2 მილიონად იყიდა, თუმცა პრემიერ ლიგური კარიერა არ გამოუვიდა.

რამდენიმე დღის წინ “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი მეისონ გრინვუდი გაუპატიურებაში და მეგობარ გოგონაზე ძალადობაში დაადანაშაულეს. გრინვუდი დააკავეს და ახლა გირაოთი არის გათავისუფლებული. “იუნაიტედმა” მას თამაში აუკრძალა და თუ ბრალდება დაუდასტუდა, 10 წლიანი ციხე ელოდება.