ვლაჰოვიჩის სახლთან პოლიციაა მობილიზებული

“ფიორენტინას” თავდამსხმელ დუშან ვლაჰოვიჩის საცხოვრებელ სახლთან ფლორენციის პოლიცია მობილიზდა. ამის საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც “ვიოლას” ტიფოზები სერბ ფეხბურთელს ფიზიკური დაპირისპირებით დაემუქრნენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ 21 წლის ფორვარდი კარიერას ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელებს, რამაც “ფიორენტინას” ფანების აღშფოთება გამოიწვია. “ვიოლას” ქომაგებმა ფლორენციული კლუბის სტადიონთან ბანერები გამოფინეს, რომელზეც ვლაჰოვიჩის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი გზავნილებია გამოყენებული.

თავად დუშან ვლაჰოვიჩს მომხდართან დაკავშირებით პოლიციაში საჩივარი არ შეუტანია, თუმცა სამართალდამცავმა ორგანომ უსაფრთხოების მიზნით ფეხბურთელის სახლთან პატრულირება მაინც გადაწყვიტა.

რატომ ვერ მიდის არველაძე ინგლისში?

“ჰალ სიტიმ” რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დაადასტურა მთავარი მწვრთნელის, გრანტ მაკკანის გათავისუფლება.

გუნდში შოთა არველაძეს ელოდებიან, რომელმაც სამუშაო ვიზა დიდხნიანი ლოდინის შემდეგ მიიღო და სტამბულიდან ინგლიში გაფრენას დღეს აპირებდა, მაგრამ თოვლის გამო სტამბულიდან ყველა ფრენა შეჩერდა და საერთოდ, სტამბულის აეროპორტი თოვლის გამო მინიმუმ ღამის 10 საათამდე დაიხურა.

არველაძის წარდგენას დღეს აპირებდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, პრეზენტაცია 1 დღით გადაიდება.

ქართველი აგენტი: “ხვიჩა კვარაცხელია თითქოს არც არსებობს”

რუსეთში მომუშავე ქართველმა აგენტმა თემურ ღურწკაიამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

“ხვიჩაზე საუბარი საერთოდ არ მიდის. თითქოს ესეთი ფეხბურთელი საერთოდ არ არსებობს, ინტერესი სრულიად დაიკარგა. თუ გაზაფხულზე სიტუაცია არ გამოასწორა, იქნება ისევ ინტერესი მის მიმართ და მისცემენ “რუბინს” 10 მილიონს? “რუბინისთვის” ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაზაფხული იქნება”, – განაცხადა ღურწკაიამ.

გავრცელებული ცნობით, ყაზანური გუნდი ხვიჩას ყველა მსურველს 15-დან 20 მილიონამდე ევროს სთხოვდა.

კვარაცხელიამ სეზონის პირველ ნახევარში 15 მატჩი გამართა და 1 გოლი და 2 საგოლე პასი განახორციელა. დეკემბერში Transfermartk-მა კვარა 16 მილიონად შეაფასა, როცა მანამდე 18 მილიონად იყო შეფასებული.

გიორგი ყიფიანი: “Europebet უპრეცედენტო თანხას გვთავაზობდა”

თბილისის “ლოკომოტივის” ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა  Bmg-ის ეთერში სათამაშო ბიზნესის რეგულაციებზე ისაუბრა.

“უპრეცედენტო შემოთავაზება მივიღეთ გემბლინგ კომპანიისგან, უპრეცედენტო თანხას გვთავაზობდნენ სასპონსორო კუთხით. გარდა ფიქსირებული თანხისა, Europebet იღებდა ვალდებულებას კლუბის პოპულარიზაციის და გულშემატკივრის მოყვანის. ბიუჯეტის 25%-ს ავსებდა.”

“რეგულირებული რომ უნდა იყოს სათამაშო მიმართულებები, მეც ვფიქრობ, რომ ასე უნდა იყოს. ამ ყველაფერს სჭირდება სწორი კომუნიკაცია. არ შეიძლება, დაუგეგმავად, ერთი ხელის მოსმით რაღაცეები გააკეთო, თუნდაც ჩვენ შემთხვევაში ამდენი პრობლემა შეიქმნა”

“ჩვენ გვქონია მცდელობები სხვა კომპანიებთან ურთიერთობის, იყო ბანკი ჩვენი პარტნიორი. თუმცა ამ ბიუჯეტის მქონე პოტენციურად დამხარჯველი, რასაც რეალურად გემბლინგი სთავაზობს სპორტს, არ არსებობს”

“ლოკომოტივი” ფინანსური პრობლემების გამო 14-მა ფეხბურთელმა დატოვა.

გაგი მარგველაშვილი “დინამოში” რჩება

ბათუმის “დინამოს” 25 წლის ცენტრალური მცველი გაგი მარგველაშვილი “ბოსნია-ჰერცეგოვინაში” წასვლას არ აპირებს და გუნდში რჩება.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარგველაშვილი ბოსნიის მე-8 ადგილოსან “ველეს მოსტარში” მიდიოდა, თუმცა შემდეგ აღარ დადასტურდა.

მარგველაშვილი შეკრებაზე სოლიდურად არ გამოიყურება და გასულ საჩემპიონო სეზონშიც ელიგაში მხოლოდ 9 მატჩი ითამაშა. გარდა ამისა, გულშემატკივარი განსაკუთრებულად დაცვის გაძლიერებას ლეგიონერით თხოვს, თუმცა ბათუმში გიორგი რეხვიაშვილი და ლუკა ქაფიანიაძე ვიხილეთ. კარგი მცველები, მაგრამ ნაკლებად მოქნილები.

გაგი “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილია და კლუბის კაპიტანიც იყო. 2017 წლიდან მოყოლებული გუნდში 120-ზე მეტი მატჩი ჰქონდა გამართული და კარიერის გაგრძელება უნგრულ “მეზოკოვეშდიში” გადაწყვიტა, სადაც სამედიცინო შემოწმებაც გაიარა, ვარჯიშობდა, თუმცა მოულოდნელად წამოსვლა მოუწია და საქართველოში დაბრუნდა.

კომოროსის ნაკრების ფეხბურთელის ულამაზესი გოლი კამერუნის კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

ჭიკაძე, ნგანუ, თოფურია, დიასი და UFC-ის ვარსკვლავები ლეგენდარული როკის პროექტში

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა დუეინ ჯონსონმა (როკი) UFC-სთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ყოველი ახალ ღონისძიებაზე, აწონვებისას და პრესკონფერენციაზე მებრძოლებს როკის კომპანიის ფეხსაცმელები ეცმევათ.

UFC 270-ზე არცერთი ქართველი არ გამოსულა, მაგრამ უკვე მარტში, ლონდონში, ილია თოფურიას ველით და თოფურია მატჩამდე სწორედ როკის ფეხსაცმელებით გამოჩნდება.

ფართო გაყიდვებისთვის ფეხსაცმელი წლის ბოლომდე ჩაეშვება.

პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელები

ბრიტანული ტელეკომპანია “ბიბისი” ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო აფრიკელი მოთამაშის გამოსავლენად გამოკითხვას ატარებს. გარი ლინეკერმა, ალან შირერმა და მიკა რიჩარდსმა საუკეთესო აფრიკელთა ათეული შეადგინეს. საიდანაც გულშემატკივრებმა სამი საუკეთესო უნდა ამოარჩიონ.

გამოკითხვაში მონაწილეობენ:

ემანუელ ადებაიორი (ტოგო, “არსენალი”, “მანჩესტერ სიტი”, “ტოტენჰემი”, “კრისტალ პალასი”), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (გაბონი, “არსენალი”), დიდიე დროგბა (კოტ დივუარი, “ჩელსი”), მაიკლ ესიენი (განა, “ჩელსი”), ნვანკვო კანუ (ნიგერია, “არსენალი”, “ვესტ ბრომვიჩი”, “პორტსმუთი”), რიად მარეზი (ალჟირი, “ლესტერი”, “მანჩესტერ სიტი”), სადიო მანე (სენეგალი, “საუთჰემპტონი”, “ლივერპული”), ჯეი-ჯეი ოკოჩა (ნიგერია, “ბოლტონი”, “ჰალი”), მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე, “ჩელსი”, “ლივერპული”), იაია ტურე (კოტ დივუარი, “მანჩესტერ სიტი”).

ნიკოლოზ ბასილაშვილი ფარულ ვიდეო-ჩანაწერებზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

“2 დღის წინ ტელეკომპანია “პირველმა” ვიდეო-ჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც ბასილაშვილი ყოფილ ცოლს, ნეკა დოროყაშვილს შეურაცხყოფას აყენებდა.

მინდა გამოვეხმაურო ორი დღის წინ, ჩემს წინააღმდეგ შეკვეთილ სიუჟეტს, რომელიც სამარცხვინო ტელევიზიამ მოამზადა:

ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, არის ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. არ ყოფილა სრული სახით ნაჩვენები და არ ასახავდა ნამდვილ შინაარს.

ამ გადაცემით, პირველ რიგში, შეილახა ჩემი შვილის უფლებები, რომელიც სკოლის მოსწავლეა და შესაძლოა მარტივად გახდეს ბულინგის მსხვერპლი.

ჩემი შვილი არის ჩემთვის უპირველესი ადამიანი, მოტივატორი და ვფიქრობ, მხოლოდ ასეთი უზნეო ჟურნალისტების მსგავსად მოაზროვნე ადამიანებმა შეიძლება შეიტანონ ეჭვი ამაში .

ჩემი დუმილი განპირობებული არის ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე და არ მსურს დეტალებზე საუბარი!

მე პარალელულური მართლმსაჯულების გამართვას არ ვაპირებ და ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – წერს ბასილაშვილი

“გავაძრობ თავს” – ილია თოფურია ევლოევზე

ამერიკაში UFC-ის მებრძოლები, მერაბ დვალიშვილი და ზვიად ლაზიშვილი ილია თოფურიას შეხვდნენ და როგორც დვალიშვილი წერს, თოფურია ჯანმრთელად არის და შემდეგი ბრძოლისთვის ემზადება.

აქვე, ბიჭები ევლოევთან დაპირისპირების თემას შეეხნენ.

“მთავარია ჯანზე ხარ და გელოდებით, ევლოევს როდის დაუნგრევ თავს” – დვალიშვილი

“გავაძრობ თავს” – თოფურია

მოსალოდნელია, რომ მარტში UFC ლონდონზე ევლოევი – თოფურია ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

არის! – შოთა არველაძემ ნანატრი ბრიტანული ვიზა მიიღო

“ჰალ სიტიმ” აჯუნ ილიჯალის მოსვლის შემდეგ ლიდერებს 2 მატჩი მოუგო – ჯერ “ბლექბერთან” გაიმარჯვა, გუშინ კი “ბორნმუთი” სტუმრად 0-1 დაამარცხა.

მიუხედავად ამისა, თამაშის შემდეგ ილიჯალიმ გუნდის მთავარი მწვრთნელი სტივ მაკკანი გაათავისუფლა. ამავდროულად, როგორც იქნა, შოთა არველაძემ სამუშაო ვიზა მიიღო და სამშაბათს ინგლისში იქნება. კვირის ბოლომდე კი კლუბის მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნება.

Hulldaily შოთას შესახებ წერს, რომ ლუის ვან გააალის ასისტენტი იყო, “აიაქსსა” და “რეინჯერსში” წარმატებულად თამაშობდა და ბოლოს “ფახთაქორს” თავკაცობდა.

“ჰალის” 29 ქულა დაუგროვდა და გასავარდნ ზონას 10 ქულით დაშორდა.

სერხიო რამოსმა პსჟ-ში სადებიუტო გოლი გაიტანა (ვიდეო)