ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი უზბეკეთში ითამაშებს

თბილისის “დინამოს” 28 წლის თავდამსხმელი ზორან მარუშიჩი კარიერას უზბეკურ “ნავბაჰორ ნამანგანში” გააგრძელებს. ორივე მხარემ შეთანხმებას მიაღწია და კონტრაქტი მალე გაფორმდება.

მარუშიჩი გასულ სეზონში ეროვნული ლიგის ბომბარდირი, საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ლეგიონერი გახდა. სერბმა 17 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი შეასრულა.

იყო გარკვეული იმედი, რომ მარუშიჩი “დინამოში” დარჩებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, უზბეკებმა ფეხბურთელს მეტი თანხა შესთავაზეს.

“ნავბაჰორმა” 14 გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავა. გუნდში ქართველი ელგუჯა გრიგალაშვილიც თამაშობს.

თემურ ქეცბაია: “ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, ბურთს არ დაგანახებენ, მაგრამ ეს აღარ არის ფეხბურთი”

ვაგრძელებთ რუბრიკას და ვიხსენებთ საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ცნობილ და ლეგენდარულ გამონათქვამებს.

“ჩვენ გვყავს კატეგორია ფეხბურთელების, ბურთთან, 1 მონაკვეთში ბურთს არ დაგანახებს. დღეს არ არის ეს ფეხბურთი, 1 კვადრატულ მონაკვეთში რომ იტრიალო და იტრიალო. ზიდანი 31 წლის იყო “რეალიდან” რომ წავიდა, ფეხბურთს დაანება თავი, რადგან სირბილი აღარ შეეძლო. მეც აღარ ვთამაშობ, სირბილი არ შემიძლია, აბა თუ სიარულით თამაშია, არავისზე ნაკლებად არ გავაჩერებ, არ დავარტყმ და არ მოვატყუებ.

17-18 წლის ფეხბურთელი დღეს 2 მეტრზე ხტება, წინ და უკან დარბის. ეს არის ფეხბურთი. ჩვენ გვყავს ასეთი ფეხბურთელები – ბურთი მომეცი, მე იქ რაღაცას ვიმატავებ, დავკარგავ, მე გავჩერდები, შენ ირბინე და ისევ მომეცი. ანუ ამათმა უნდა ირბინონ, რომ იმათმა თავი ხოში გაისწორონ. დღევანდელი ფეხბურთი არის წინ და უკან სირბილი. თუ ბურთი დაიკარგა, ყველა დაცვაში ვეხმარებით. შენ ახლა დაცვაში ახერხებ დახმარებას, თუ წინ ვერ მიდიხარ. ჩვენ არავისთვის დაგვიშლია, შვილო, წადი წინ შეუტიე, გაიქეცი, თუმცა თუ დაიკარგა, ნება იბოძე და ჩამოდი უკან, აიყვანე შენი კაცი. შენ თუ იმის თავი არ გაქვს, იქითაც გაიქცე და აქეთაც გამოიქცე, ალბათ ერთ რაღაცას აირჩევ. წინ ვეღარ დარჩები, იქედან მე დაგიყვირებ და გინდა, არ გინდა, ჩამოგიყვან უკან. ეგრეა, აბა როგორ გინდა.

ხალხი დარბის 15 კილომეტრს, საქართველოს პირველობაზე რომ გასინჯო, აღარ დარბიან 4 კილომეტრს, 3.5 კილომეტრზე მეტს. პრობლემა ეგეც არის. ხალხს ვუყურებ, ვფიქრობ, აწონვა აღარ ხდება? სულ წონის პრობლემაა. ყველა ცდილობს სულ სხვა იმით მიიქციოს ყურადღება და არა ფეხბურთის თამაშით მინდორზე. ხან ტატუაჟებიტ სავსე, ერთს იმხელა წვერი მოუშვია, მუჯაჰედირი მეგონა. იდგა და წვერს ისწორებდა” , – თქვა ქეცბამ.

ქეცბაიას გიჟური აღნიშვნა და გოლი, რომელიც ინგლისში არასდროს ავიწყდებათ (ვიდეო)

1998 წელს ამ დღეს თემურ ქეცბაიამ “ბოლტონს” გამარჯვების გამტანი გოლი გაუტანა და მას შემდეგ რაც გააკეთა უკვე ისტორიაა. ქეცბაიამ ისე აღნიშნა, ეს მომენტი ინგლისში დღემდე ახსოვთ. ჟურნალისტების კითხვაზე თუ რატომ მოიქცა ასე, ქეცბას პასუხი მწვრთნელის მიმართ მისი გამოხატული ბრაზი იყო, რომელმაც სასტარტო არ დააყენა.

ბათუმის “დინამომ” მეკარე “შუქურაში” გაუშვა

ქობულეთის “შუქურამ” ბათუმის “დინამოს” 19 წლის მეკარე ლუკა ხარატიშვილი დაიმატა.

“დინამოში” გიორგი ბეგაშვილის მისვლის შემდეგ ცხადი იყო, რომ ხარატიშვილი გუნდის მე-4 მეკარედ განიხილებოდა და სათამაშო დრო საერთოდ არ მოუწევდა. ლუკა 19-წლამდე ახალგაზრდული ნაკრების წევრია.

შესაძლებელია, კლუბიდან მიხეილ ალავიძეც წავიდეს, რომელიც წლების განმავლობაში ბათუმელთა კაპიტანი იყო.

“შუქურამ” ახალწლამდე კახაბერ მეშველიანი ( სამგურალი ), რომან ჩაჩუა ( საბურთალო ), ოლეგ მამასახლისი ( ტორპედო ), ალეკო ჩაკვეტაძე ( ტორპედო ), გიორგი ჯანელიძე ( თელავი ), ნიკოლოზ ბაშელეიშვილი ( თელავი ), ვაკო თევდორაძე ( დინამო ბათუმი ), გაგა გაზდელიანი ( სამგურალი ), გიორგი ერისთავი ( საბურთალო ), ირაკლი ლექვთაძე ( სამგურალი ) და დავით სამსონია ( გაგრა ) დაიმატა.

გუნდში დარჩნენ მირზა ფარტენაძე, ბექა ვარშანიძე, ირაკლი კომახიძე, მიშიკო სარდალიშვილი, კახაბერ კაკაშვილი, ზურაბ მუსელიანი, ლევან ინგოროყვა, ბექა ვერულიძე და საბა ჯინჭარაძე.

წავიდნენ ლუკა შეროზია, ნიკა ჭანტურია, ლევან ხმალაძე, გიორგი გაფრინდაშვილი, გელა გოგიტიძე და შალვა ექვთიმიშვილი.

შუქურა 2- დან მთავარ გუნდში დაწინაურდნენ: დავით მოწყობილი, ნიკო ღლონტი და ალეკო ანანიძე.

ვოლკანოვსკი: “გიგა ჭიკაძეს ძალიან ცუდ სანახავს გავხდიდი”

UFC-ის მსუბუქი წონის 33 წლის ჩემპიონმა ალექსანდრე ვოლკანოვსკიმ გიგა ჭიკაძეზე ისაუბრა.

“ყოველთვის არის ხალხი, რომლებიც “თრეშ” საუბარს იყენებენ და ეს თამაშის ნაწილია, მესმის ეს. მაგრამ სხვა ასპექტებიც არსებობს და ეს უკვე უპატივცემულობაა, არა მარტო ჩემთვის, კელვინ კატარისთვისაც. შენ წინ ტოპ კანდიდატია და ისე იქცევი და საუბრობ, თითქოს, უბრალოდ გადაუვლი. არადა, ყველამ ვნახეთ რაც მოხდა. როცა ამბობ, რომ უფრო მარტივ გზას ირჩევ და ამით კორეელ ზომბს შეურაცხყოფ, ეს უკვე ყველას შეურაცხყოფაა.”

“გიგას შევხვდი და მითხრა, რომ ჩემთან ბრძოლა სურდა. მე ვუთხარი, გააგრძელე ის, რასაც აკეთებ. ცუდი ბიჭი არაა, მაგრამ ცუდი არჩევან იყო მსგავსი განცხადებები, რადგან მატჩამდე ყველას განადგურებას აპირებდა, ახლა კი ცოტა იდიოტივით ჩანს”

“კატართან მატჩმა გიგას თვალები აუხილა. თუ Giga Kick-ს გაანეიტრალებ, ის უბრალოდ სავარჯიშო ტომარა ხდება. როცა კონკურენტებს ებრძვი, საუკეთესო ბიჭებს, უფრო მეტი უნდა იმუშავო კარდიოზე, ოპონენტის შესწავლაზე და სხვადასხვა კომპონენტებზე. ჩემთან ბრძოლისას ძალიან ცუდ სანახავს გავხდიდი. ის ჩემ დონეზე არაა”, – განაცხადა ჩემპიონმა.

ჭიკაძე კატართან გამარჯვების შემთხვევაში ვოლკანოვსკის გამოწვევას აპირებდა, თუმცა ეს მომენტი გარკვეული დროით გადაიდო.

ფიფას დაჯილდოება — რომელმა მწვრთნელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან

ფიფას წლის საუკეთესო მწვრთნელის ვინაობა ეროვნული ნაკრებების თავკაცების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგების დაჯამებით ვლინდება. ცნობილი გახდა, თუ რომელმა მწვრთნელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა ასეთი არჩევანი გააკეთა: 1. რობერტო მანჩინი (იტალიის ნაკრები); 2. ჰანსი ფლიკი (“ბაიერნი”/გერმანია); 3. თომას ტუხელი (“ჩელსი”).

ანალოგიურად გადანაწილდა საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას ხმები: 1. რობერტო მანჩინი (იტალიის ნაკრები); 2. ჰანსი ფლიკი (“ბაიერნი”/გერმანია); 3. თომას ტუხელი (“ჩელსი”).

საქართველოს მხრიდან ჟურნალისტმა ზურაბ ფოცხვერიამ ხმები შემდეგნაირად გაანაწილა: 1. რობერტო მანჩინი (იტალიის ნაკრები); 2. თომას ტუხელი (“ჩელსი”); 3. ჰანსი ფლიკი (“ბაიერნი”/გერმანია).

შეგახსენებთ, რომ ფიფას 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდება ლონდონის “ჩელსის” თავკაცმა თომას ტუხელმა მოიპოვა.

ფიფას დაჯილდოება — რომელმა ფეხბურთელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან

როგორც მოგეხსენებათ, ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგების დაჯამებით ვლინდება. ცნობილი გახდა, თუ რომელმა ფეხბურთელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ასეთი არჩევანი გააკეთა: 1. კარიმ ბენზემა („რეალი“, ესპანეთი); 2. რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“, პოლონეთი); 3. კილიან მბაპე („პსჟ“, საფრანგეთი).

საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას ხმები ასე გადანაწილდა: 1. ლიონელ მესი („პსჟ“, არგენტინა); 2. ნგოლო კანტე („ჩელსი“, საფრანგეთი); 3. ჟორჟინიო („ჩელსი“, იტალია).

საქართველოს მხრიდან ჟურნალისტმა ზურაბ ფოცხვერიამ ხმები შემდეგნაირად გაანაწილა: 1. რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“, გერმანია); 2. კარიმ ბენზემა („რეალი“, ესპანეთი); 3. კრიშტიანუ რონალდუ („მანჩესტერ იუნაიტედი“, პორტუგალია).

შეგახსენებთ, რომ ფიფას 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელი მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი გახდა.

საბა, საბა! – 20 ათასი თურქი გულშემატკივარი საბა ლობჟანიძის სახელს სკანდირებდა (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების შემტევმა თურქეთის სუპერ ლიგაში “გალათასარაის” 2 გოლი გაუტანა და “ჰათაისფორს” “გალასთან” 4-2 მოაგებინა.

გოლების გატანის შემდეგ მთელი სტადიონი ლობჟანიძის სახელს გაჰყვიროდა, რაც ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო.

მიზეზი: რატომ წავიდა ლადო ხინჩეგაშვილი ამერიკაში?

ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი გასულ წელს გორის მუნიციპალიტეტის მერი გახდა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ ხინჩეგაშვილმა შვებულება აიღო და ამერიკაში გაემგზავრა.

ხინჩეგაშვილი ამერიკაში, სავარაუდოდ, თავისუფალი ჭიდაობის გამო ჩავიდა. ლადომ, 2020 წელს ამერიკელ მოჭიდავეებს მასტერკლასი ჩაუტარა და საქველმოქმედო ტურნირებზეც მიიღო მონაწილეობა.

სპორტსმენი ნიუ ორკში, ოჰაიოში და კალიფორნის შტატებში იმყოფებოდა. კალიფორნიაში გიგა ჭიკაძესთან ერთად ვარჯიშობდა.

ხინჩეგაშვილი ამ მატჩში ამერიკელთა მთავარ იმედს, იანი დიაკომიჰალის ებრძოდა და ტექნიკური ქულებით დაამარცხა.

დავით თაქთაქიშვილი: “დინამო სოხუმი ჩემპიონთა ლიგაზე გავა!”

“დინამო სოხუმის” გენერალური დირექტორი დავით თაქთაქიშვილი განცხადებას ავრცელებს. “დინამოს” ქალთა გუნდმა ბოლოს კენიის ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი, რეიჩელ მუემა (14 მატჩი 7 გოლი), ნიგერიელი ცენტრალური მცველი მარგარეტ ადემულეგუნი, 26 წლის განელი გამთამაშებელი ფორტუნე კედე და მეკარე იამაიკელი კრის-ენ ჩემბერსი დაიმატა.

“მოგესალმებით!

დღეს “დინამო” სოხუმის დაარსებიდან 97 წელი შესრულდა! მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან დიდი დროა, არაერთ თაობას ცმია “დინამო” სოხუმის მაისური, ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა ის პირველი თაობა, 1925 წლის 14 იანვარს, რომ გავიდოდა 97  წელი და  გუნდი ქართული დროშის ქვეშ  სოხუმიდან შორს იქნებოდა!

“დინამო” სოხუმი არის, ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო კლუბი, თავისი აღზრდილი ფეხბურთელებით, თავისი ისტორიით, კულტურით, ტიტულებით. ჩვენ ბევრს ვცდილობთ, რომ გუნდი ვაქციოთ ისევ იმ დიდ გუნდად, რაც უწინ იყო … ამისთვის ბევრი შრომა გვჭირდება, სამწუხაროა ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ აზერბაიჯანმა გვაჯობა! რაში? მათ ყავთ გუნდი “ყარაბახი”. ეს გუნდი სახელმწიფომ აქცია გრანდად და არ გავა წელი, რომ ის  არ იყოს ევროპის რომელიმე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე! ჩვენთან კი რა ხდება? “დინამო” სოხუმი არ არის პრივილეგირებული გუნდი. სამწუხაროდ, ალბათ აზერბაიჯანში უფრო სახელმწიფოებრივად აზროვნებს ის ხალხი, ვისაც ეს ეხება, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში. “დინამო” სოხუმი არის ხიდი აფხაზ ძმებთან საურთიერთობოდ, ამის გამოყენება შესაძლებელია და ამას ჭირდება ნება და პირობები! თუ ვინმეს გაუჩნდება კითხვა, რატომ უნდა იყოს “დინამო” სოხუმი პრივილეგირებული და არა სხვა რომელიმე დევნილი გუნდი, მას შემიძლია ურჩიო წიგნის გადაშლა და ისტორიის გაცნობა, თუ რამდენად მაღლა დგას “დინამო” სოხუმი ნებისმიერ სხვა დევნილ გუნდზე.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ავიხდინოთ ოცნება და ვითამაშოთ ევროტურნირებზე! ამას ჩვენ გავაკეთებეთ! მე როგორც ამ დიდი გუნდის მმართველი, ვდებ საჯაროდ პირობას – “დინამო” სოხუმი ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე 2023 წელს, პირველ ეტაპზე ქალთა შორის! “დინამო” სოხუმი დიდი გუნდია და სულ მალე ვიტყვით სათქმელს, რაც უნდა თქვას ამ გუნდმა! 2022 წელი იქნება ძალიან კარგი წელი, მიუხედავად იმ პრობლემებისა, რაც გუნდს აქვს! თუ რა გზას გავივლით, ამაზე ვრცლად ვისაუბრებ 2023 წელს, როდესაც მე პირობას შევასრულებ და “დინამო” სოხუმს გავიყვან ჩემპიონთა ლიგაზე მათთან ერთად, ვინც მუშაობენ ჩემს გუნდში!”, – დაწერა თაქთაქიშვილმა.

მეკარე კრის-ენ ჩემბერსი

ვინ არის გიგა ჭიკაძის ყველაზე დიდი გულშემატკივარი? – თამუნა გაზაშვილი!

გიგა ჭიკაძეს კარიერაში 4 თიაქარი, ორივე მენისკი, ყველაფრის “მრავალჯერადი” მოტეხილობა, იდაყვები, კოჭები, ლავიწები, ნეკნები, ცხვირი, პახის ჰერნია, ბიცეფსების გაგლეჯა, მყესების გაგლეჯა, კინთლების გაგლეჯა, სმენის დაქვეითება 25%-ით და სხვა ტრავმები აქვს მიღებული.

გუშინ ჭიკაძემ კელვინ კატართან მძიმე ბრძოლა ჩაატარა და სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ამ დროის განმავლობაში კი მასთან ყველაზე ახლოს და ყველაზე მეტად მისი ცოლი, თამუნა გაზაშვილი გულშემატკივრობდა. ადვილი არ არის მებრძოლის ცოლი იყო.

“ყველაფერს რასაც ვაკეთებდი, ყოველთვის მქონდა მხარდამჭერა 1 გოგოსგან, რომელიც 14 წლის ასაკში ვნახე და ეს გოგო შემდეგ ჩემი ცოლი გახდა, ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი. ამ გოგოს ჰქონდა თავისი ოცნება, თავისი სამსხური, კარიერა. მან მე ყველაფერი მომცა, მას ჩემი სჯეროდა. როგორ, როგორ შემიძლია დავუბრუნო მას, როცა ყველაფერს ერთად გავივლით. ჩემი სიცოცხლეა”, – თქვა ჭიკაძემ.

კატართან ბრძოლის შემდეგ თამუნას პოსტი სოციალურ ქსელში.

ტიბო კურტუამ პენალტი ფანტასტიკურად მოიგერია (ვიდეო)

მადრიდის “რეალი” სუპერთასის გამარჯვებული გახდა. 86-ე წუთზე “რეალის” კარში პენალტი დანიშნა, მაგრამ კურტუამ ძალიან მაგარი სეივი დადო.