მარტვილის “მერანი” – 5 მოვიდა და 8 წავიდა

დღეს, მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე “მერანი” შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა.

ცოტნე მონიავას გუნდმა 5 ფეხბურთელი დაიმატა: პაპუნა ფონიავა (სამგურალი), ლევან წოწონა, ლაშა ჩალაძე (ორივე ტორპედო), მალხაზ გაგოშიძე (ბათუმის დინამო), თორნიკე მუზაშვილი (ვიტ ჯორჯია)

“მერანიდან” 8 მოთამაშე წავიდა: გიორგი ბეგაშვილი, თენგიზ თოლორდავა, ცოტნე მესხი, ზურაბ ენდელაძე, ნიკოლოზ ხარაბაძე, ვასილ გოგოლიძე, ბაქარ ლაღაძე, დავით ჯიქია

22 იანვარს, “მერანი” ამხანაგურ მატჩს გამართავს წყალტუბოში, “სამგურალის” წინააღმდეგ. თებერვალში კი დაგეგმილია შეკრება თურქეთში.

პაპუნაშვილის პირველი ინტერვიუ: “მქონდა ვრცელი საუბარი…”

26 წლის გიორგი პაპუნაშვილმა “ტორპედოში” გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

“მადლობას გადავუხდი ხელმძღვანელობას, მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს. ჩვენ გვქონდა ვრცელი საუბარი სამომავლო გეგმებზე, როგორ უნდა განვითარდეს “ტორპედო”, რაც ჩემთვის ძალიან მომხიბვლელი იყო. ვიცნობ ძირითად ბირთვს ქუთაისის “ტორპედოს” და მოხარული ვარ, ამ გუნდის წევრობით.”

“ვიცი და ვადევნებ შორიდან თვალყურს. ჯერ აქ მომიწია ბევრი თამაში და ვნახე, თუ როგორ უყვართ “ტორპედო”, როგორი გულშემატკივრობა აქვთ და იმედია გვერდში დაგვიდგებიან, რადგან ახალი გუნდი ვართ, ახალი მიზნებითა და ამბიციებით”

“დღევანდელი ბირთვი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ შეგვიძლია ვიბრძოლოთ ჩემპიონობისთვის, თასისთვისა და ევროტურნირებზე გასასვლელად”, – განაცხადა პაპუმ.

გიორგი თბილისის “დინამოს” აღზრდილია, უთამაშია ბრემენის “ვერდერის” მე-2 გუნდში, “სარაგოსაში”, “რასინგსა” და “აპოლონში”.

დავით კობოური ჩეხეთში გადავიდა – გუნდს მოგება არ აქვს

თბილისის “დინამოს” 24 წლის ფებურთელი დავით კობოური კარიერას ჩეხეთის ბოლოადგილოსან გუნდში, “კარვინაში” გააგრძელებს.

კობოურმა გუშინ პირველად ივარჯიშა.

“მას ძალიან მაგარი მონაცემები აქვს, თანაც ცაციაა. ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ადაპტაცია მალე გაიაროს, რადგან ჩვენი ლიგა საქართველოსგან ძალიან განსხვავდება” – “კარვინას” სპორტული დირექტორი

“ეს ჩემი პირველი უცხოური გუნდია. ცენტრალური მცველი ვარ, მაგრამ მარცხენა ფლანგზეც შემიძლია თამაში. მომწონს აქ”, – განაცხადა კობოურმა.

დავითი “დინამოს” აღზრდილია და კლუბში 100-ზე მეტი აქვს ჩატარებული. ბოლო პერიოდში, ნემსაძე და ცხადაძე მას ნაკლებად ათამაშებდნენ. იყო პერიოდი, კობო მარცხენა შემტევ ნახევარმცველადაც გამოსულა.

“კარვინას” 19 ტურის შემდეგ 0 მოგება და 5 ფრე აქვს.

 

ოფიციალურად: გიორგი პაპუნაშვილი “ტორპედოს” ფეხბურთელია

26 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი “ტორპედოს” შეუერთდა.

“ტორპედომ” მისი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. პაპუ გუნდს თურქულ შეკრებაზე წაყვება.

გიორგი ბოლოს კვიპროსულ “აპოლონში” ირიცხებოდა, თუმცა სათამაშო პრაქტიკა საერთოდ არ ჰქონდა. მანამდე კი “რასინგში”, “სარაგოსაში”, ბრემენის “ვერდერსა” და თბილისის “დინამოში” უთამაშია.

“ტორპედომ” მის გარდა დინო ჰამზიჩიც დაიმატა.

ამერიკელმა ჟურნალისტმა გიგა ჭიკაძეს შეკითხვა ქართულად დაუსვა (ვიდეო)

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ კალვინ კატართან შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გიგას შეკითხვა ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებით დაუსვა და საუბრისას სიტყვა “შეჯიბრი” ქართულად თქვა. ასევე, მან სპორტსმენს მადლობაც ქართულად გადაუხადა.

ჟურნალისტი: “ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ ახლოს არიან ერთმანეთთან ქართველი მებრძოლები, როგორ გულშემატკივრობთ თქვენ ერთმანეთს. ხომ არ არის თქვენს შორის შეჯიბრი, თუ ვინ გახდება პირველი ჩემპიონი?”

ჭიკაძე: “ეს ჯანსაღი კონკურენციაა. ძალიან გამიხარდება, თუ მალე მერაბი [დვალიშვილი] ჩემპიონი გახდება, თუმცა მისი მეგობარია ჩემპიონი და ნათლად განაცხადა, რომ მასთან არ იჩხუბებს. ვნახოთ, რა მოხდება. ეს მოტივაცია ორივეს გვაქვს. არა მარტო ჩვენ ორს, UFC-ში კიდევ არიან ქართველი მებრძოლები, რაც ძალიან მიხარია და მეამაყება. ჩვენ პატარა ქვეყნიდან ვართ. ისტორიულად, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც უამრავი ომი გაიარა. საქართველოს ძალიან სტრატეგიული ტერიტორია უჭირავს, ამიტომაც მისი დაუფლება ყველას სურდა, მაგრამ ეს ვერავინ მოახერხა. ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. ძლიერი მებრძოლი ბიჭები მოდიან, მათ ჩვენ კარი გავუღეთ. ქართულ MMA-ში საქმე კარგად მიდის. იმედი მაქვს, ერთ დღეს ყველას საქართველოში წაგიყვანთ, სადაც Fight Night Georgia გვექნება.”

ჟურნალისტი: “მე საქართველოდან ახლახანს დავბრუნდი. მადლობა!”

ჭიკაძე: “მართლა? მაგარია!”

შეგახსენებთ, რომ ჭიკაძე ნახევრადმსუბუქი წონის რეიტინგში მე-8 ნომერია და ის მეხუთე ადგილზე მყოფ კატარს თბილისის დროით 16 იანვარს, გამთენიისას დაუპირისპირდება.

იხილეთ ვიდეო

ევრა: “თითო გუნდში ორი გეი ფეხბურთელი მაინც არის”

“მანჩესტერ იუნაიტედის”, “იუვენტუსისა” და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მარცხენა მცველმა პატრის ევრამ ფეხბურთში ჰომოსექსუალიზმის საკითხზე კომენტარი გააკეთა.

ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, ახლა თითო გუნდში მინიმუმ ორი გეი ფეხბურთელი თამაშობს, თუმცა ამაზე ღიად არ საუბრობენ.

“როცა ინგლისში ვთამაშობდი, მოგვიყვანეს პიროვნება, რომელიც გუნდს ჰომოსექსუალიზმზე ესაუბრებოდა. ჩემმა რამდენიმე კოლეგამ თქვა: “ეს ჩვენს რელიგიას ეწინააღმდეგება. თუ გუნდში ჰომოსექსუალი გვეყოლება, მას გავაგდებთ.”

მაშინ ვთქვი: “მოკეტეთ!” მყოლია რამდენიმე ისეთი თანაგუნდელი, რომელიც გეი იყო. ისინი ამ თემაზე ჩემთან საუბრობდნენ, სხვებთან ლაპარაკის ეშინოდათ. თითო გუნდში ორი გეი ფეხბურთელი მაინც არის, მაგრამ თუ ამაზე ღიად ისაუბრებ, მაშინ ყველაფერი ცუდად დასრულდება”, – ციტირებს ევრას სიტყვებს Goal.Com.

თბილისის “ლოკომოტივი” უკანასკნელმა ლიდერმა დატოვა

თბილისის “ლოკომოტივი” ფინანსური პრობლემების გამო 14-მა ფეხბურთელმა დატოვა. მათ შორის, ირაკლი სიხარულიძემ, სანდოხაძემ, უბილავამ, გაბაძემ და სხვებმა.

“ლოკომოტივს” მაროკოელი ულად ომარ იმრანიც დატოვებს. იმრანს შემოთავაზებები, როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან აქვს და კლუბის დატოვება უკვე თავისუფალი აგენტის სტატუსითაც შეუძლია.

მისით ბოლოს ბათუმის “დინამო” ინტერესდებოდა, რომელსაც თბილისის “დინამომ” თორნიკე კირკიტაძის დამატება დაასწრო.

იმრანმა “ლოკოს” მაისურით 44 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა. თბილისურ გუნდში რუმინეთიდან მოხვდა, როცა 100 ათასი ევრო ღირდა, დღეს კი 400 ათას ევროდ არის შეფასებული.

რამდენი მილიონი არის თბილისის “დინამოს” ბიუჯეტი?

კომპანია Betlive თბილისის “დინამოს” სპონსორი აღარ იქნება. სახელმწიფოს მიერ შემოღებული ახალი რეგულაციების შედეგად, ყველა კაზინომ საფეხბურთო გუნდებთან გააუქმა სასპონსორო ხელშეკრულებები და მათ შორის, “დინამოც” მოხვდა.

შესაბამისად, “დინამოს” 600 ათასი ლარი დააკლდება, რაც გუნდის ბიუჯეტის 15%-ია. თბილისელებს წლიურად დაახლოებით 4 მილიონიანი ბიუჯეტი აქვთ.

კომპანია Europebet ბათუმის “დინამოს” აღარ დაასპონსორებს, Crocobet თბილისის “ლოკომოტივს”.

მენდის ფინტები საკუთარ საჯარიმოში (ვიდეო)

შანსი მამარდაშვილს – სილესენს კოვიდი დაუდასტურდა

“ვალენსიას” 5 ფეხბურთელს – მაქსი გომესს, ჰელდერ კოშტას, ჩერიშევს, დანიელ ვაასს და იასპერ სილესენს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

“ვალენსია” მომდევნო მატჩს 16 იანვარს კოპა დელ რეიზე ჩაატარებს, 20 იანვარს კი “სევილიას” ეთამაშება. სწორედ “სევილიასთან” დაუშვა მამარდამ მძიმე შეცდომები.

ესპანურ პრესაში სხვა ფეხბურთელების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შესაბამისად, “ღამურებს” მწყობრში 2 მეკარე – ხაუმე დომენეკი და გიორგი მამარდაშვილი ჰყავთ.

ბათუმის “დინამო” მეკარეს იმატებს

ბათუმის “დინამო” 30 წლის მეკარეს, გიორგი ბეგაშვილს იმატებს.

ბეგაშვილი ბოლოს მარტვილის “მერანში” გამოდიოდა და დღეს გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ოფიციალურად დატოვა.

გიორგი კარიერის განმავლობაში სხვადასხვა ქართულ კლუბში თამაშობდა, მათ შორის, თბილისის “დინამოშიც”. თბილისში გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მუშაობდა.

ბათუმელებს თუ რამე არ შეიცვალა უკვე 3 კვალიფიციური მეკარე ეყოლება – კუპატაძე, ალავიძის ჩათვლით. პლუს, ახალგაზრდა ლუკა ხარატიშვილიც.

კრის მაგუაირმა გოლი ყოფილი მწვრთნელის წინ აღნიშნა (ვიდეო)

11 დეკემბერს, ინგლისის ლიგა ერთში “სანდერლენდმა” საკუთარ მოედანზე “ლინკოლნ სიტი” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

სტუმართა მხრიდან სამივე გოლი კრის მაგუაირმა გაიტანა. 32 წლის თავდამსხმელმა პირველი გოლი მეტოქე გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლი ჯონსონის წინ აღნიშნა.

მაგუაირის 2018-2021 წლებში “სანდერლენდის” ღირსებას იცავდა. ზაფხულში მას ამ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა, ხოლო ლი ჯონსონმა მასთან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვა.