რა გაუკეთა “ტრაბზონმა” ირაკლი აზაროვს? ჩემპიონების სიძუნწე

საბოლოოდ გაირკვა, რომ ირაკლი აზაროვის ტრანსფერი “ტრაბზონში” არა ბათუმის “დინამოს” გაზრდილი მოთხოვნებით იყო გამოწვეული, არამედ “ტრაბზონის” შეცვლილი პირობებით.

“ტრაბზონმა” აზაროვს ადგილზე გაცილებით ნაკლები ხელფასი დაახვედრა და პირველად თანხა გადასახადების ჩათვლით არ იყო შეთავაზებული.

“ტრაბზონს” “დინამოსთვის” 1.8 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა, თუმცა ახლა “უნიონ ბერლინს” 22 წლის მარცხენა მცველის, ტიმოტეუშ პუხაჩის სანაცვლოდ 2 მილიონ ევროს აძლევს. განსხვავება 200 ათასი ევროა, რაც შეეძლოთ ირაკლისთვის მიეცათ, თუმცა არ გააკეთეს.

19 წლის აზაროვი, დიდი ალბათობით, ზაფხულამდე ბათუმში დარჩება და გუნდს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაეხმარება.

ეროვნული ლიგის მომდევნო სეზონის საუკეთესო მოთამაშე იქნება…

ეროვნული ლიგის გუნდების უმრავლესობა შეკრებას თურქეთში, ბილეკში გაივლის და ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებენ.

რა თქმა უნდა, ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი კვლავ ბათუმის “დინამო” იქნება, რომელიც ქვეყნის სახელს ჩემპიონთა ლიგაზე დაიცავს.

გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ თავდამსხმელი ზორან მარუშიჩი დასახელდა, ამჯერად, ჩვენი გვერდის რჩეული, “დინამოსა” და საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი, გრიგოლ ჩაბრაძე იქნება. ვფიქრობთ, სწორედ ჩაბრაძე გახდება მომდევნო სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, თუ მანამდე უცხოეთში არ წავიდა.

“თელავიდან” მოყოლებული გრიგოლი სრულიად სხვა მოთამაშეა და უკვე ნაკრებშიც დამკვიდრდა. მართალია, მცველები ძალიან იშვიათად მოიპოვებენ საუკეთესოების ტიტულს, მაგრამ ჩვენ ფსონს ჩაბრაზე ჩამოვდივართ.

ჩაბრაძისგან კიდევ უფრო მეტ გოლს და საგოლე პასს ველით, ხოლო, დაცვაში კვლავინდებურად სოლიდურ თამაშს.

გრიგოლი უკვე გადაერთო სხვა დონეზე მენტალურად, შეკრების პერიოდში ფიზიკურ კონდიციები თუ მოუმატა, მისი შეჩერება ძალიან რთული იქნება.

ვინ არის თქვენი ფავორიტი?

პ.ს. გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის “ტორპედო” გიორგი პაპუნაშვილს იმატებს, რომელიც “დინამო თბილისის” აღზრდილია.

ვინ არის ფაბრიციო რომანო? მოფლიოში ნ1 პირველი სპორტული ჟურნალისტი

იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო დღეში დაახლოებით 50 ზარს ახორციელებს, ამოწმებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასტუმროებს და კლუბების შტაბებს, ესაუბრება საფეხბურთო აგენტებსა და გუნდების დირექტორებს.

ფაბრიციო რომანო 28 წლის იტალიელი ჟურნალისტია, რომელმაც ყველაზე სწრაფად, აკურატულად და სანდოდ იცის ინფორმაცია ტოპ ჩემპიონატებში მომხდარი ტრანსფერებისა და საუბრების შესახებ.

რომანოს მიერ დაწერილი სიახლეების უდიდესი ნაწილი მალევე სრულდება და მისი სტილია, რომ არასდროს გამოაქვეყნოს ისეთი რამ, რაშიც 100%-ით არ არის დარწმუნებული.

ინსინიეს “ტორონტოში” გადასვლის შესახებ პირველად ინფორმაცია ფაბრიციომ გაავრცელა და სწორედ მან დაასრულა.

ვიდეოში ფაბრიციო იწყებს შემდეგი სიტყვებით: “Here we go” – ანუ ახლა რაღაც იწყება. სწორედ ეს სიტყვები გახდა ფაბრიციო რომანის საფირმო ნიშანი. პირველად, “მანჩესტერ იუნაიტედში” პოგბას ტრანსფერის დროს გამოიყენა და მას შემდეგ ბრენდია. რომანომ თავისი თავი თვითონვე შექმნა და დღეს Twitter-ზე 6.3 მილიონი, Instagram-ზე 5.5 მილიონი, Facebook-ზე 4.4 მილიონი, Youtub-ზე კი 500 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

ქართველი ფეხბურთელების შესახებ ფაბრიციოს მხოლოდ ერთხელ აქვს ნათქვამი და ისიც ხვიჩა კვარაცხელიაზე, თუმცა ეს უფრო შეფასება იყო, ვიდრე ინფორამცია: “ხვიჩა კვარაცხელია “რუბინიდან” – არ ვიცი, ზუსტად გამოვთქვამ თუ არა. 3 თვის წინ შევხვდი ადამიანს, რომელმაც მითხრა – “ფაბრიციო, შეხედე ხვიჩა კვარაცხელიას”. მე ვნახე მისი თამაში და შემიძლია ვთქვა, კლუბი, რომელიც ამ ფეხბურთელს კონტრაქტს გაუფორმებს, ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტს შეიძენს. დიახ, ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტს! მან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა – ძალიან დიდი შთაბეჭდილება!” , – განაცხადა მან.

ფაბრიციოს წყაროდ იყენებს მრავალი გამორჩეული სპორტული გამოცემა და ამჟამად, მუშაობს Sky Sport-ისთვის და Guardian-ისთვის. წარმოიდგინეთ, ის არის, როგორც მინი რაიოლა, თუმცა რაიოლასგან განსხვავებით ფანებს ძალიან უყვართ, რაიოლას კლიენტურა მაინც შეზღუდულია, ხოლო, რომანოს გვერდებზე ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვანი ფეხბურთელის შესახებ შეხვდებით. ის დღეს ნ1 პირველია თავის საქმეში.

შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ფაბრიციოს ან თუ დრო არ გაქვთ, ჩვენ, Fanebi.com-ს, რომლის ჯგუფიც დღეში 10-ჯერ ამოწმებს ფაბრიციოს გვერდებს და ყველაზე ზუსტ და სწრაფ ინფორმაციას გაწვდით თქვენ.

გია ცეცაძემ გიორგი არაბიძის შემცვლელი დაიმატა

ქუთაისის “ტორპედომ” გიორგი არაბიძის დამატება “ნასიონალის” მიერ მოთხოვნილი (400 ათასი ევრო) თანხის გამო ვერ მოახერხა და მის ნაცვლად ქუთაისში ირაკლი ბუღრიძე ითამაშებს.

ბუღრიძე სწორედ არაბიძის სტილის ფეხბურთელია, ორივე ცაციაა და მარჯვენა ფლანგიდან უტევენ. ირაკლი ბოლოს გორის “დილაში” ასპარეზობდა, მანამდე კი “ლოკომოტივში”, საჩხერის “ჩიხურაში”, “ბეერსხოტში” და “დინამო თბილისში” იყო.

ირაკლის გარდა კარიერას “ტორპედოში” ნიკა სანდოხაძეც გააგრძელებს. ნიკა ბოლო 2 სეზონი “ლოკომოტივში” თამაშობდა.

ვინისიუსის დასაფასებელი საქციელი – ბრაზილიელმა “რეალის” ლოგოს ფეხი არ დააბიჯა (ვიდეო)

გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი არაბიძე გუნდებიდან ვერ მოდიან

გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიური “გენტის” ხელმძღვანელობას შეხვდა და გუნდიდან იჯარით წასვლა მოითხოვა, მაგრამ “გენტმა” ქართველ უარი უთხრა.

გიორგი არაბიძე, ძალიან დიდი ალბათობით, კვლავ პორტუგალიურ “ნასიონალში” დაბრუნდება, რადგან “ნასიონალმა” მასში 400 ათასი ევრო მოითხოვა და “ტორპედოში” იჯარით არ უშვებენ.

ფაქტია, არაბა და ჩაკვე არსებული სიტუაციით უკმაყოფილონი არიან, თუმცა ჯერჯერობით არაფერი სასიკეთოდ არ იცვლება.

არაბიძეს “ნასიონალთან” კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება, ჩაკვეტაძეს კი 2023 წლის 30 ივნისს.

ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში – როგორ ემზადება “მარგვეთი” ახალი სეზონისთვის

“მარგვეთი 2006”, რომელმაც მე-4 ლიგის წითელ ჯგუფში 29 ქულა აიღო და მე-4 ადგილი დაიკავა, შეკრებაზე წავიდა და შეკრების მე-2 დღის ფოტოებს ავრცელებს.

“მარგვეთის”  გვერდზე ვერ ნახავთ ვარჯიშს ამსახველ კადრებს, მაგრამ შეხვდებით სუფრის ფოტოებს, როგორც პირველი, ისე მე-2 დღის.

პირველი დღე ასე დაიწყო

“მარგვეთის” ადმინისტრაციის თანამშრომელი დიმიტრი მაღრაძე გვერდის კომენტარებში წერს: “ჩვენ აბსოლუტურად არავინ გვეხმარება, მთლიანად ფონდის გამოყოფილ ფულზე ვართ დამოკიდებული. შარშან ბიჭებმა გმირობა ჩაიდინეს, მხოლოდ სამი თვე მიიღეს ხელფასები, მაგრამ ბოლომდე იბრძოლეს და 150 ათასიან დაფინანსებაში მოხვდნენ, საიდანაც მხოლოდ 60%-90 ათასი ლარი შეგვიძლია ხელფასებში გავცეთ. ადმინისტრაციის არცერთი თანამშრომელი არ აიღებს აქედან ხელფასს და ეს თანხა მთლიანად ფეხბურთელების ხელფასებში წავა. მთელი სეზონის განმავლობაში ექნებათ სტაბილური, მე-4 ლიგისათვის შესაბამისი ხელფასი. შარშან დახმარებისათვის რომ მივმართეთ ზესტაფონელ ბიზნესმენებს, ერთმა 500 (ხუთასი) და მეორემ 1500 (ათას ხუთასი) ლარი ჩაგვირიცხეს, მეტი თავი არავის შეუწუხებია. სამწუხაროდ, გარედან დახმარების გარეშე ჩვენ მეტი არ შეგვიძლია.”

ამასთანავე მაღრაძე ამბობს: “საქართველოში ყველა დიდი საქმე სუფრით იწყებოდა და სუფრით მთავრდებოდა!”

 

მოკლედ: სასიამოვნო სიახლე ბათუმის “დინამოს” გულშემატკივრობისთვის

ბათუმის “დინამოს” მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი “ტრაბზონში” არ გადავა და “დინამოსთან” ერთად შეკრებაზე წავა.

თუ “დინამო” 2 მილიონზე მეტს შემოთავაზებას არ მიიღებს, აზაროვის გუნდიდან წასვლა არ იგეგმება და მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმს დაეხმარება.

გარდა ამისა, “დინამო” უარყოფს გავრცელებულ ცნობას 200 ათასი ევროთი თანხის მომატებასთან დაკავშირებით. არჩილ ბერიძის განცხადებით, თურქულმა მხარემ აზაროვს ადგილზე სულ სხვა პირობები დაახვედრა, რაც დიდწილად ხელფასთან იყო დაკავშირებული. “ტრაბზონმა” აზაროვს გაცილებით ნაკლები ჰონორარი შესთავაზა.

 

პატივისცემა: რა ვიდეოს აქვეყნებს მამუკა გორგოძე?

ლეგენდარული ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე სოციალურ ქსელში “ტორინოს” ფეხბურთელის, ანდრია ბელოტის ვიდეოს აქვეყნებს, როცა ბელოტი საჯარიმოსთან წაიქცევა და ღირსეულად მოიქცევა. მამუკა, როგორც მოედანზე, ისე მოედნის გარეთ ყოველთვის ღირსეული იყო.

რა გუნდი დარჩა “ლოკომოტივს” დაშლის შემდეგ?

თბილისის “ლოკომოტივი” ფინანსური პრობლემების გამო 14-მა ფეხბურთელმა დატოვა და უმეტესმა მათგანმა უკვე იპოვა ახალი კლუბი. მაგალითად, კირკიტაძე – “დინამო თბილისში”, უბილავა და სიხარულიძე – “საბურთალოში”. ვნახოთ, რა გუნდი დარჩა “ლოკოს” იმ ფეხბურთელებიდან, რომლებთაც ეროვნულ ლიგაში 1 მატჩი მაინც ჩაუტარებიათ.

“ლოკომოტივიდან” წავიდა ჰოლანდიელი მეკარე მარკ სპენკელინკი. დარჩნენ რევაზ თევდორაძე და 15 წლის სოსო კოპალიანი. როგორც ჩანს, სოსო ახალი სეზონიდან მე-2 მეკარე იქნება.

ძირითადი შემადგენლობის 4-ვე მცველი წავიდა. ახლა მარჯვენა ფლანგზე რატი მჭედლიშვილს, შუაში ბექა ბუიღლიშვილსა და ალექსანდრე ანდრონიკაშვილს, მარცხნივ კი გიორგი ქველაძეს ვიხილავთ.

ყველაზე დიდი დანაკლისი ნახევარდაცვაშია, როცა მხოლოდ 3 ნახევარმცველი – ლუკა კეკელიძე, ირაკლი ჭიაბრიშვილი და გივი მუკბანიანი ჰყავს აქტივში “ლოკომოტივს”.

წინ ირაკლი სიხარულიძეს და მამია გავაშელიშვილს (სამგურალი) გიორგი იაკობიძე ცვლიდა. ამჯერად, იაკობიძე ძირითადიდან შეუტევს.

კლუბის ახალ მთავარ მწვრთნელს მოთამაშეების დამატება აკადემიიდან მოუწევს და შესაძლოა, ვეტრანი ფეხბურთელების დამატებაც მოხერხდეს, რომლებთაც, შედარებით, ნაკლები ფინანსები დააკმაყოფილებს. წარმატებები ახალგაზრდებს.

შესაძლოა, სეზონის ბოლოს ბეილმა კარიერა დაასრულოს

შესაძლოა, მადრიდის “რეალის” გარემარბმა გარეტ ბეილმა მიმდინადრე სეზონის ბოლოს მოთამაშის კარიერა დაასრულოს.

“სამეფო კლუბი” 32 წლის უელსელ ფეხბურთელთან შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს. ბეილის კარიერა უელსის ნაკრებზეა დამოკიდებული. თუ უელსელები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდებიან, ბეილი ახალი კლუბის ძიებას დაიწყებს, რათა სანაკრებო ტურნირს მომზადებული შეხვდეს. თუ უელსის ნაკრები მუნდიალს მიღმა დარჩება, სავსებით შესაძლებელია, რომ ფეხბურთელმა ბუცები ლურსმანზე დაკიდოს.

მსოფლიოს ჩემპიონატის საპლეიოფო რაუნდზე უელსელები ავსტრიელებს დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში, უელსის ნაკრები მუნდიალის საგზურისთვის შოტლანდიისა და უკრაინის წყვილში გამარჯვებულს შეეცილება.