პოლონეთში ნიკა ძალამიძის ელეგანტური გოლი გაიხსენეს (ვიდეო)

პოლონური ექსტრაკლასის ოფიციალურმა გვერდმა დღის გოლი დაასახელა და ნიკა ძალამიძის საკმაოდ ლამაზი გოლი გაიხსენა.

ძალამიძეს პოლონეთში – “იაგელონიაში”, “ვიძევში” და “გორნიკში” უთამაშია. ნიკა ბოლოს “შუქურაში” იყო და ახლა მალტის “იუნაიტედში” გადავიდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა: “ჩემი შვილი თავისუფალი სამყაროს სპარტაკი გახდა”

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის მთავრობამ საზღვარზე აუცრელობის გამო არ გადაუშვა, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიის ღია პირველობისგან უფლება ჰქონდა მიღებული აცრის გარეშე გამოსულიყო ტურნირზე.

ჯოკოვიჩი მესაზღვრეებმა შეაჩერეს და თუ სასამართლომ განსხვავებული გადაწყვეტილება არ მიიღო, სერბეთში დაადეპორტებენ.

“დღეს მათ შეუძლიათ ის საპყრობილეში ჩააგდონ, შემდეგ ბორკილები დაადონ. სიმართლე ისაა, რომ ნოვაკი, როგორც წყალი ისეა და წყალი კი თავის გზას ყოველთვის მოძებნის. ჯოკოვიჩი ახალი სამყაროს სპარტაკია, რომელიც არ შეურიგდება უსამართლობას, კოლონიალიზმს და ფარისევლობას”, – განაცხადა მსოფლიოს ნ1 ჩოგბურთელის მამამ, სდრიან ჯოკოვიჩმა.

საინტერესოა, რომ ATP-ის რეიტინგის პირველი 5 ჩოგბურთელი(ჯოკოვიჩი, მედვედევი, ზვერევი, ციციპასი, რუბლევი) კოვიდ ვაქცინის გაკეთებას ეჭვით უყურებენ.

6 მიზეზი, თუ რატომ ითხოვს დემბელე “ბარსელონასგან” ასტრონომიულ ხელფასს

კატალონიის “ბარსელონამ” ძალიან ბევრჯერ ეცადა უსმან დემბელე კონტრაქტის გახანგრძლივებაში დაერწმუნებინა, მაგრამ ჯერ კვლავაც უშედეგოდ. დემბელემ “ბარსას” 45 მილიონის ჰონორარი და დამატებით, 45 მილიონის ბონუსი მოსთხოვა.

დემბელე დღეში 31 ათას დოლარს გამოიმუშავებს, კვირაში 218 ათასს, თვეში 943-ს. Soccer Times-ს 6 მიზეზს წარმოადგენს, რატომ ითხოვს უსმანი ამდენს.

1) ფერან ტორესი – მაშინ, როცა “ბარსელონა” ფეხბურთელებს ვერ არეგისტრირებს და მათ შორის, ტორესს, “ბარსა” “მანჩესტერ სიტის” 60 მილიონ დოლარს აძლევს ესპანელის ტრანსფერისთვის. თან, ტორესი სწორედ დემბელეს პოზიციაზე თამაშობს.

2) ლაპორტა ფერანის პრეზენტაციისას შემდეგ რამეს ამბობს: “ყველა დიდ ფეხბურთელს “ბარსაში” გადმოსვლა სურს, ჩვენ დავბრუნდით”. გარდა ამისა, ლაპორტა მინი რაიოლას შეხვდა და ჰალანდის ტრანსფერთან დაკავშირებით იანვარში კიდევ ერთხელ გამართავს შეხვედრას. დემბელესთვის ესაც გაუგებარია.

3) ფრანგის აგენტი მუსა სისოკოაა, რომელმაც “დორტმუნდისთვის” გადახდილი 120 მილიონიდან 5% წამოიღო, ახლა კი მოთხოვნილი 45 მილიონიდან – 30 უსმანს ერგება, თვითონ კი 15.

4) დღეს დემბელე “ბარსელონასთვის” უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. გუშინ, სანამ ჩავი მოედანზე მას არ შემოიყვანდა, გუნდი “ლინარესთან” აგებდა. 63-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და გამარჯვებაში გარდამტეხი როლი შეიტანა. 1 თვეა ტრავმა არ მიუღია და ყველა მატჩში 90 წუთს თამაშობს.

5) ლაპორტას ძველი განცხადება: “მე მჯერა, რომ ის მბაპეზე უკეთესია”. მბაპე “პსჟ”-ში 45 მილიონს იღებს, თუ “ბარსასთვის” უსმანი უფრო ძვირფასია, მაშინ მან მინიმუმ 45 მილიონი უნდა მიიღოს.

6) დემბელე დაქორწინდა. “ბლაუგრანას” ფეხბურთელებმა არც კი იცოდნენ, რომ უსმანს შეყვარებული ჰყავდა ან დაქორწინებას აპირებდა. ორ ადამიანს უკვე მეტი ფინანსები სჭირდება.

დემბელე “ბარსელონაში” 2017 წელს 120 მილიონად გადავიდა, დღეს კი 30 მილიონად არის შეფასებული.

ასეთი რამ ოდესმე გინახავთ? რა გააკეთა მამარდაშვილის კონკურენტმა (ვიდეო)

“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა კოპა დელ რეის 1/16 ფინალში ძირითადში კვლავ ხაუმე დომენეკი დააყენა, მამარდაშვილი კი სკამზე დარჩა.

მატჩის 75-ე წუთზე, როცა “ვალენსია” 1-0-ს იგებდა, “ღამურების” კარში პენალტი დაინიშნა, ხაუმემ კი ბურთის აღება ძალიან უცნაურად სცადა. დარტყმის წინ მუხლებზე იდგა რამდენიმე წამის განმავლობაში და ბურთის  რა თქმა უნდა, ვერ აიღო.

ამ მომენტმა “ვალენსიას” ფანების გაღიზიანება გამოიწვია და ისინი კვლავ მოითხოვენ მამარდა სასტარტოში დაბრუნდეს.

ბათუმის “დინამო” აზაროვთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ ირაკლი აზაროვის “ტრაბზონში” ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

“არაფერი საოცრება არ მომხდარა. ჩვენ მოთხოვნილ თანხასთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად არის, თანხა ჩვენ არ გაგვიზრდია. თუ პირობებმა ვინმემ შეცვალა, ეს თურქული მხარეა. ფეხბურთელის გადასახადებთან დაკავშირებით არის საკითხები დასაზუსტებელი.

ბათუმის სურვილია, რომ ირაკლი ჩვენთან დარჩეს და ლიგაზე დაგვეხმაროს, მაგრამ ასეთ კლუბში გადასვლაში ხელს არ შევუშლით”, – განაცხადა ბერიძემ.

“დინამო ბათუმი” და “ტრაბზონი” 1.8 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ. შემდეგ გავრცელდა ინფორამცია, რომ “დინამომ” მასში 2 მილიონი მოითხოვა, რასაც ბერიძე უარყოფს.

Breaking: ავსტრალიამ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმა და სახლში უშვებენ

ავტრალიამ მსოფლიო ნ1 პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმა და საზღვარზე არ შეუშვა.

ჯოკოვიჩი მელბურნში ჩაფრინდა, თუმცა მესაზღვრეებმა მის აპლიკაციაში რაღაც შეცდომა აღმოაჩინეს და საზღვარზე არ გადაუშვეს.

არადა, ნოვაკს შეთანხმებული ჰქონდა, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებდა, მიუხედავად აუცრელობისა. როგორც ჩანს, ავსტრალიელი ხალხის მოთხოვნამ, რომ აუცრელი ხალხი ქვეყანაში არ დაუშვან, მთავრობაც დაყაბულდა.

გავრცელდა ნოვაკის მამის კომენტარიც, რომ თუ ჯოკოვიჩს არ გამოუშვებდნენ, ისინი ქუჩაში დაიწყებდნენ შეკრებას.

შოთა არველაძემ “ჰალ სიტიში” პირველი ტრანსფერი განახორციელა

გადაწყვეტილია, რომ შოთა არველაძე ინგლისურ “ჰალ სიტის” ჩაიბარებს, რომლის მფლობელი თურქი აჯუნ ილიჯალი ხდება.

ილიჯალისა და შოთას პირველი ტრასნფერი “ბურსასპორის” ფეხბურთელი ემირჰან აიდოღანი იქნება. განიხილებოდა “გალათასარაის” ფორვარდი მბაიე დიანის ტრანსფერიც, მაგრამ მან ტრავმა მიიღო და გამოირიცხა.

მოსალოდნელია, რომ შოთი “ჰალში” თავის ძმიშვილს, ამჟამად “ქარაგიუმრუქის” თავდამსხმელ ვატო არველაძეს წაიყვანს.

“ჰალის” საკმაოდ მძიმე სეზონი აქვს და გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 ქულა აშორებს.

კაპელო: “არავაქცინირებულ ფეხბურთელებს ხელფასები უნდა შეუმცირდეთ”

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.

“აცრაზე უარის თქმა ეგოიზმია. თუ პოლიციელები ვალდებულნი არიან, აიცრან, რატომ არ უნდა გაიკეთონ ვაქცინა ფეხბურთელებმა? არავაქცინირებული ფეხბურთელები ზიანს აყენებენ საზოგადოებას. მათ ხელფასები უნდა შეუმცირდეთ. ვაქცინირებული ადამიანები უფრო ადვილად იტანენ დაავადებას და უფრო სწრაფად ჯანმრთელდებიან”, – ციტირებს კაპელოს სიტყვებს “ლა გაძეტა დელო სპორტი”.

იტალიის ჩემპიონატში ფეხბურთელებისა და პერსონალის 98 პროცენტი აცრილია, რაც ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ონანამ “ინტერთან” ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა

ამსტერდამის “აიაქსის” კიპერმა ანდრე ონანამ მილანის “ინტერში” სამედიცინო შემოწმება წარმატებულად გაიარა და იტალიურ კლუბთან ხუთწლიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც ძალაში ზაფხულში შევა. ინფორმაციას ამის შესახებ ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს თანახმად, 25 წლის კამერუნელი მეკარის წლიური ანაზღაურება სუფთა სახით სამი მილიონი ევრო იქნება.

ანდრე ონანა “ინტერს” ივლისში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

გინდა დაიჯერეთ, გინდ არა: ტრავმირებულმა ტომპსონმა უფრო მეტი გამოიმუშავა!

“გოლდენ სტეიტის” მსროლელმა კლეი ტომპსონმა, რომელიც გუნდში 2011 წლიდან ირიცხება, ბოლო 2 წელიწადში უფრო მეტი გამოიმუშავა, ვიდრე 2011-დან 2018 წლამდე.

საგულისხმო ის არის, რომ ბოლო 2 წელია კლეი ტრავმირებულია და პარკეტზე დაბრუნებას მხოლოდ ახლა, კვირის ბოლოს შეძლებს.

ტომპსონმა 78 მილიონი მიიღო, როცა თამაშობდა და როცა რეაბილიტაციას გადიოდა, 84 მილიონი.

ამერიკელი ზაზა ფაჩულიას გამორჩეული მეგობარია.

გურამ კაშია ღვინის რეცეპტით – კაშო კონფერენს ლიგაზე მეორეა

34 წლის ასაკში საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია კვლავ საუცხოო კონდიციებში იმყოფება და უეფას მიერ გავრცელებული სტატისტიკით, მხოლოდ “ანორთოსისის” არაჯურის ჩამორჩება.

კაშიამ “სლოვანის” შემადგენლობაში უეფას კონფერენს ლიგაზე 13 წარმატებული ვარდნა გააკეთა.

“კაშია აშკარად ღვინის რეცეპტით მოძრაობს” – ხუმრობენ სლოვაკი ფანები გურამზე.

ვაისს კიდევ ერთი მაგარი ქართველი ვეტერანი, ჯაბა კანკავაც ჰყავს, რომელიც 35 წლისაა.

 

 

მესუთ იოზილი გუნდს 20 მილიონ ლირად ყიდულობს

33 წლის თურქი ნახევარმცველი მესუთ იოზილი თურქეთის მე-3 დივიზიონის გუნდს ყიდულობს.

საუბარია “ქორუმზე”, რომელიც ამ სეზონში საკმაოდ ნორმალურად გამოიყურება და 19 ტურის შემდეგ 34 ქულით მე-6 ადგილზეა.

Bild-ს ინფორმაციით, კლუბის მეპატრონე 20 მილიონ ლირას ანუ დაახლოებით მილიონ 300 ათას ევროს ითხოვს, რაც მესუთისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

ცოტა ხნის წინ “რეალში” მისმა თანაგუნდელმა მარსელომ პორტუგალიის მე-2 დივიზიონის “სიდე მაფრა” შეიძინა.

იოზილი ახლა ბურთს “ფენერბაჰჩეში” აგორებს და 20 მატჩის შემდეგ 8 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს შესრულებული.