დროის გაყვანის მასტერკლასი ისრაელის ჩემპიონატში (ვიდეო)

3 იანვარს, ისრაელის ჩემპიონატის მე-16 ტურში პრინციპული დაპირისპირება გაიმართა. ჰაიფას “მაკაბი” საკუთარ მოედანზე თელ ავივის “მაკაბის” დაუპირისპირდა და მეტოქე 3:2 დაამარცხა.

მასპინძლები ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდნენ, თუმცა 76-ე წუთის შემდეგ სამი გოლი გაიტანეს და გამარჯვება მოიპოვეს. მატჩის მიწურულს, ჰაიფას “მაკაბის” ფეხბურთელებმა დაახლოებით ორი წუთი კუთხურის ალამთან გაატარეს, დროის გაყვანაში კი ყველაზე დიდი წვლილი მოჰამად აბუ ფანიმ შეიტანა.

იხილეთ ვიდეო

რამდენი ქართველი ფეხბურთელის აგენტია მამუკა ჯუღელი?

საფეხბურთო აგენტი მამუკა ჯუღელი, რომელიც 2009 წელს “ანჟის” სპორტული დირექტორი იყო, 2010 წელს კი იმავე პოზიციაზე “ვოლგაში” მუშაობდა, საკმაოდ ბევრი გამორჩეული ქართველი ფეხბურთელის აგენტია და მათ შორის, საუკეთესოებისაც.

ჯუღელი შემდეგი ფეხბურთელების წარმომადგენელია: ხვიჩა კვარაცხელია, ირაკლი აზაროვი, ზურიკო დავითაშვილი, ილია ბერიაშვილი, საბა კვირკველია, ბექა ქავთარაძე, ნიკა ყიფიანი, გია გრიგალავა, გიორგი ხაბულიანი.

ამ მოთამაშეების შესახებ ჩვენ დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს, თუმცა მამუკას კავშირები სხვებთანაც აქვს, რაც ცნობილი არ არის.

ხვიჩა 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, აზაროვი კი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად. ირაკლის ტრანსფერი “ტრაბზონში” თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში მნიშვნელოვნად შეფერხდა. მანამდე თურქული პრესა წერდა, რომ ჯუღელს აზაროვის წაყვანა “კრასნოდარში” სურდა.

ვნახოთ, რა ტრანსფერებს გაჩარხავს მამუკა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს.

HullDaily: “ჰალ სიტის” რუსი მთავარი მწვრთნელი ეყოლება”

HullDaily, რომელიც “ჰალ სიტის” არაოფიციალური ვებ-გვერდია , გუნდში დიდი ცვლილებების და აჯუნ ილიჯალის მოსვლასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.

აჯუნ ილიჯალი თურქი ბიზნესმენია, რომელმაც “ჰალ სიტი” შეისყიდა და გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემები დარჩა მოსაგვარებელი. როგორც იცით, ილიჯალი “ჰალში” შოთა არველაძეს მთავარ მწვრთნელად იწვევს. HullDaily ამ საკითხსაც გამოეხმაურა.

“შოთამ ბოლოს ინგლისთან დაკავშირებულ შეკითხვას არ უპასუხა და განაცხადა, რომ საჭირო განმარტებები მაშინ გაკეთდებოდა, როცა ამის საჭიროება დადგებოდა. კიდევ ერთხელ, ეს არის იმ მენეჯერის პასუხი, რომელმაც სოციალურ ქსელში დაპოსტა, რომ ინგლისურს სწავლობს. მოვიცადოთ და ვნახოთ რას იზამს რუსეთში დაბადებული ყოფილი თავდამსხმელი” – წერს ინგლისური გამოცემა.

ჩვენ უკვე მივწერეთ ამ გვერდს, თუმცა ფაქტია, არველაძეს თავიდან მოუწევს ინგლისში ყველგან დააფიქსიროს რომ ქართველია და საქართველოშია დაბადებული და არა რუსეთში.

შეგიძლიათ თქვენც მიწეროთ ამ ლინკზე 

რამდენი ათასით მეტი მოსთხოვა “დინამომ” “ტრაბზონს” აზაროვში”?

ბათუმის “დინამო” 19 წლის ირაკლი აზაროვის სანაცვლოდ თურქულ “ტრაბზონსპორს” თავიდან 1.8 მილიონ ევროზე შეუთანხმდა, თუმცა, როგორც თურქული მედია წერს, ბოლო მომენტში “დინამომ” თანხა 200 ათასი ევროთი გაზარდა.

სწორედ 2 მილიონი ევროს გადახდას იყო მზად რუსული “კრასნოდარი” აზაროვისთვის და ბათუმმაც ამდენი მოსთხოვა “ტრაბზონს”, რაზეც თურული მხარე ჯერ კიდევ ფიქრობს.

თანხის 40% თბილისის “დინამოს” ერგება, გარკვეულ თანხას, რა თქმა უნდა, აგენტი მამუკა ჯუღელიც მიიღებს. მხარეები ცდილობენ ირაკლის ტრანსფერისგან მაქსიმალურად მეტი დადონ.

ფეხბურთელის ანაზღაურება დაკონკრეტებული არ არის.

რა ხდება აზაროვის გარშემო? რატომ იშლება ტრანსფერი?

გუშინ ირაკლი აზაროვი თურქეთში ჩავიდა და მისი ტრანსფერის შესახებ არა მარტო ქართული, ყველა თურქული სპორტული გამოცემა წერდა, თუმცა დღეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

როგორც აღმოჩნდა, ბათუმის “დინამომ” აზაროვში გაცილებით მეტი მოითხოვა, ვიდრე ეს 1.8 მილიონი ევროა და გუნდების ხელმძღვანელობა პრობლემის გადაწყვეტილებას ცდილობენ. ირაკლი გუნდს ოფიციალურად დღის პირველ ნახევარში უნდა შეერთდებოდა, თუმცა პირველი მცდელობა ჩავარდა.

ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ტრანსფერის 40%-ს თბილისის “დინამო” მიიღებს, ამიტომ ბათუმელებს დაახლოებით 1 მილიონ 100 ათასი ევრო შეხვდებოდათ 1.8 მილიონი ევროდან. გარდა ამისა, 2 დღის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “კრასნოდარი” 2 მილიონს იხდიდა ფეხბურთელში და თურქული პრესა წერდა, რომ რუსეთში მისი წაყვანა მამუკა ჯუღელს სურდა.

მოსალოდნელია, კონტრაქტში ჩაიწეროს პუნქტი, როგორც ეს თბილისელებმა გააკეთეს და მომდევნო ტრანსფერიდან გარკვეული თანხა ამჯერად ბათუმს ერგოს.

“რა გჭირს ადამიანო”? – ქართველი მოკრივე მსოფლიო ყურადღების ქვეშ (ვიდეო)

ქართველმა მოკრივემ 35 წლის იაგო კილაძემ 1-ელ იანვარს ჰოლივუდში პროფესიულ კრივში კიდევ ერთი ორთაბრძოლა გამართა, თუმცა მატჩი სკანდალით დასრულდა.

კილაძე უკრაინელ ვიქტორ ფაუსტის დაუპირისპირდა, რომელსაც აქამდე წაგება არ ჰქონდა და ქართველი უკრაინელს არაფერს უთმობდა, მაგრამ მსაჯმა მანუელ ბურგოსმა მოულოდნელად შეხვედრა შეაჩერა. საერთო ჯამში, 2-ვე მოკრივე ნოკდაუნში 5-ჯერ ჩავარდა, მაგრამ სწორედ კილაძის ნოკდაუნში ყოფნისას ბურგოსმა ორთაბრძოლა შეწყვიტა და ფაუსტს გამარჯვება ჩაუთვალა.

რეფერის გადაწყვეტილებას კილაძე გაღიზიანებული შეხვდა და მსაჯს მსუბუქად ჩაარტყა. იაგო სასჯელს ვერ გადაურჩება.

კილაძის ეს ვიდეო მრავალმა სპორტულმა გამოცემამ გააზიარა.

მამარდაშვილმა კონკურენტი ამერიკაში გაუშვა

“ვალენსიას” გოლკიპერი კრისტიან რივერო კარიერას ამერიკულ “დალასში” გააგრძელებს.

რივეროს “დალასში” “ვალენსიას” ყოფილი მწვრთნელი ნიკო ესტევესი დახვდება. მეკარე იჯარსი წესით 2023 წლის ივნისამდე წავა და “დალასს” მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნება.

კრისტიანის როლი “ვალენსიაში” მას შემდეგ მოჩვენიბითი ხასიათის, რაც “ღამურებმა” მამარდაშვილი დაიმატეს და პლუს, გიორგის სანაცვლოდ 1 მილიონის გადახდას დათანხმდნენ.

“ვალენსიაში” ახლა 3 მეკარე – სილესენი, ხაუმე და მამარდა არიან.

რა კომპონენტში უნდა მოუმატოს ირაკლი აზაროვმა ყველაზე მეტად?

სულ მალე ბათუმის “დინამოს” მარცხენა მცველი “ტრაბზონის” წევრი გახდება და 19 წლის ასაკში თურქეთის საუკეთესო გუნდს შეუერთდება.

ირაკლი ეროვნული ლიგის საუკეთესო მარცხენა მცველად და საუკეთესო ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელად დასახელდა, მაგრამ ის ჯერ კიდევ თინეიჯერია და ბევრი რამ აქვს მოსამატებელი.

“აზაროვი ძალიან კარგად ფლობს ბურთს, შეუძლია 1-2 მეტოქე თავისუფლად ჩამოიცილოს და მაგარი დარტყმით გამოირჩევა, რაც, თუნდაც თბილისის “დინამოსთან” გამოჩნდა, როცა 25 მეტრიდან გაიტანა. მშვენიერი სისწრაფე და გამძლეობა აქვს, მაგრამ აშკარად სჭირდება ფიზიკაში მომატება. თანამედროვე ფეხბურთისთვის ზედმეტად სუსტია და თურქეთში ძალიან დაიჩაგრება თუ არ მოუმატა.

სამაგიეროდ, ყველაზე კარგად რაც გამოსდის, მომენტის შექმნა და ჩაწოდებაა”, – წერს აზაროვზე თურქული პრესა.

ირაკლის “ტრაბზონი” 1.8 მილიონ ევროდ ყიდულობს.

ინიაკი უილიამსმა ძმა დაიცვა – ინციდენტი ლა ლიგის მატჩში (ვიდეო)

4 იანვარს, ლა ლიგის მე-19 ტურში “ოსასუნამ” საკუთარ მოედანზე ბილბაოს “ატლეტიკი” მიიღო და 1:3 დამარცხდა.

მატჩის დამატებით წუთებში მასპინძელთა ფეხბურთელმა ჩიმი ავილამ 19 წლის ნიკო უილიამსის წინააღმდეგ ძალიან უხეშად იმოქმედა. ახალგაზრდა ფეხბურთელს მალევე მისი ძმა ინიაკი უილიამსი გამოექომაგა.

იხილეთ ვიდეო

რამდენი მილიონი მიიღეს “დინამოებმა” ირაკლი აზაროვში?

“დინამო ბათუმის” მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი კარიერას თურქულ “ტრაბზონში” გააგრძელებს, რომელიც მის სანაცვლოდ 1.8 მილიონ ევროს იხდის.

“დინამო ბათუმმა” ირაკლი 2019 წელს 40 ათას ლარად იყიდა, თუმცა “დინამო თბილისი” მომდევნო გაყიდვიდან 40%-ს მიიღებდა.

შესაბამისად, ბათუმელებს 1 მილიონ 80 ათასი ევრო ერგება, “დინამო” კი 720 ათას ევროს მიიღებს.

ბათუმმა აზაროვისგან 2 წლის განმავლობაში მაგარი თამაში და მისი ტრანსფერისგან 94-ჯერ მეტი თანხა გამოიმუშავა.

მთავარი მოგებული მაინც “ტრაბზონია”, რომელმაც ასეთი ტალანტი მსოფლიო ბაზრისთვის საკმაოდ მცირე თანხად შეიძინა.

გიგა ჭიკაძე საჩემპიონო ფორმაში იმყოფება (ფოტო)

15 იანვარს გიგა ჭიკაძე UFC-ში კელვინ კატარს დაუპირისპირდება. ქართველი ბრძოლისთვის ძალიან მაგრად ემზადება და სოციალურ ქსელში მისი საოცარი ფორმის ფოტოს ქვეყნებს.

როგორც ჭიკაძე იტყოდა, Gigashow იწყება!

ირაკლი აზაროვი “ტრაბზონში” ითამაშებს

ბათუმის “დინამოს” 19 წლის მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი კარიერას თურქულ “ტრაბზონში” გააგრძელებს. აზაროვი თურქეთში სარფის საბაჟოს გავლით გადავიდა და “ტრაბზონთან” საბოლოოდ შეხვედრებს მართავს.

აზაროვში თურქები 1.5 მილიონ ევროდან 2 მილიონ ევრომდე გადაიხდიან.

“ტრაბზონი” მისით უკვე 6-თვეზე მეტია, რაც ინტერესდება და როგორც ჩანს, საქმე ბოლომდე მიიყვანეს.