“ჰალ სიტი” ვატო არველაძეში 1 მილიონ ევროს იხდის

ინგლისური “ჰალ სიტი”, რომელიც თურქმა ბიზნესმენმა აჯუნ ილიჯალმა იყიდა და გუნდის მთავარი მწვრთნელი ან ტექნიკური დირექტორი შოთა არველაძე გახდება, ვატო არველაძეს ყიდულობს.

თურქული მედია აქტიურად წერს, რომ “ჰალი” არველაძეში 1 მილიონ ევროს იხდის.

ვატო თურქულ “ქარაგიუმრუქში” თამაშობს და 29 დეკემბერს თურქეთის თასის შეხვედრაში შეაგდო. მანამდე “ლოკომოტივში” და პოლონურ “კორონაში” გამოდიოდა.

Transfermarkt ვატოს 250 ათას ევროდ აფასებს. თუ ტრანსფერი შედგა, ვატო დიდი ხნის შემდეგ პირველი ქართველი იქნება ინგლისში.

“ჰალი” 24 ტურის შემდეგ 23 ქულით მე-19 ადგილზეა.

ირაკლი ბუღრიძემ გორის “დილა” დატოვა

გორის “დილა” 24 წლის შემტევმა ირაკლი ბუღრიძემ დატოვა და მოსალოდნელია, კარიერა ყაზახეთში გააგრძელოს. ბუღრის შემოთავაზებები ეროვნული ლიგის გუნდებიდანაც აქვს.

ირაკლი “დილამ” გასულ სეზონში “დინამო თბილისიდან” 80 ათას ლარად შეიძინა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ძალიან იშვითად ხვდებოდა და 28 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასი შეასრულა.

ბუღრიძე 2017 წელს “ლოკომოტივში” იყო, შემდეგ საუკეთესო პერიოდი საჩხერის “ჩიხურაში” გაატარა, საიდანაც ბელგიურ “ბეერსხოტში” მოხვდა, თუმცა ბელგიაში სათამაშო დრო ვერ მიიღო და “დინამო თბილისში” გადმოვიდა. “დინამოში” 10 შეხვედრა ჩაატარა და “დილაში” წავიდა.

 

შოთა არველაძე ინგლისური გუნდის ტექნიკური დირექტორი ხდება

თურქმა ბიზნესმენმა აჯუნ ილიჯალიმ “ჰალ სიტი” უკვე სრულად იყიდა და იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურობას აპირებს.

თურქული მედიის ერთი ნაწილის ინფორმაციით, შოთა არველაძეს ილიჯალი კვლავ მწვრთნელობას სთავაზობს, მე-2 ნაწილი ამბობს, რომ შოთა ტექნიკური დირექტორი გახდება.

ფაქტია, არველაძე კარიერას “ჰალ სიტიში” გააგრძელებს და ტრანსფერების განხორციელებას მის თავზე აიღებს. “გალათასარაიდან” მბაიე დინის ტრანსფერი სურდა, რომელი ახლა იჯარით “ვესტ ბრომვიჩში” თამაშობს, თუმცა დინი ტრავმირებულია.

“ჰალის” ჩემპიონშიპში 24 ტურის შემდეგ 23 ქულა აქვს და მე-19 ადგილზე იმყოფება.

შოთას დანიშვნა რამდენიმე დღეში უნდა გაოფიციალურდეს.

როგორ შეასრულა “ნანსის” ფეხბურთელმა პენალტი “რენთან” მატჩში (ვიდეო)

ტერ შტეგენის სეივი მატჩის 92-ე წუთზე (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

დე იონგს სუპერგოლამდე ცოტა დააკლდა (ვიდეო)

მატეო კოვაჩიჩის ულამაზესი გოლი “ლივერპულის” კარში (ვიდეო)

როგორ შეხვდნენ ქართველი სპორტსმენები ახალ წელს (ფოტო)

ლაშა ბექაური ახალ წელს ახალი ავტომობილით შეხვდა (ფოტო)

ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს ახალი ავტომობილი ჰყავს. 21 წლის ძიუდოისტმა Mercedes-Benz G-Class შეიძინა. სპორტსმენი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს.

იხილეთ ვიდეო

“სამწუხაროდ, ვერ შევთანხმდით” – “თელავის” განცხადება

საფეხბურთო კლუბი “თელავი” ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

“ძვირფასო გულშემატკივრებო, მართალია, რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, რომ სკ “თელავი” არ იშლება და კლუბის ხელმძღვანელობაც აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა ფეხბურთელებთან ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე, მაგრამ უდიდესი სურვილის და არაერთი მცდელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, ვერ შევთანხმდით

დაბეჯითებით გეტყვით, რომ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კლუბი, ცხადია, არსებობას არ წყვეტს, მაგრამ ფაქტობრივად, სრულიად ახალი გუნდით და თავისთავად, ახალი მწვრთნელით მიიღებს მონაწილეობას 2022 წლის ეროვნულ ჩემპიონატში და ასევე ისიც გვჯერა, რომ ჩვენს დევიზს არ გადავუხვევთ!

ერთი სიტყვით, ჩვენი გუნდის მაისურით მომავალი სეზონიდან არ ითამაშებენ:

  1. მიხეილ ბაშელეიშვილი
  2. ირაკლი რუხაძე
  3. თორნიკე ძოწენიძე
  4. ლაშა შერგელაშვილი

სკ “თელავი” მადლობას უხდის ბიჭებს, ჩვენი გუნდისთვის მართლაც კოლოსალური შრომით და სიყვარულით გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ თითოეულ მათგანს ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს ვუსურვებთ მადლობა ბაშალ, მადლობა რუხა, მადლობა ძოწენ და მადლობა შერგელ – ყველაფრისთვის გემადლიერებით, ძალიან გაფასებთ და გვიყვარხართ”, – წერია განცხადებაში.

რამდენიმე წუთში “სამგურალმა” ბაშელეიშვილისა და რუხაძის ტრანსფერები გამოაცხადა. “თელავს” ერთ-ერთ სპონსორად “კროკობეთი” ჰყავდა, რომელიც ახალი წლიდან სხვა კაზინოებთან ერთად ქართულ გუნდებს აღარ დაასპონსორებს.

ნიჯატ ყურბანოვი – ლეგიონერი, რომელიც ყველა ქართულ გუნდს გამოადგებოდა!

აზერბაიჯანული “კეშლა” 29 წლის თავდამსხმელმა ნიჯატ ყურბანოვმა დატოვა და ჯერჯერობით, უგუნდოდ არის.

ყურბანოვი საქართველოში 2019-20 წლებში თამაშობდა და შედეგიანადაც. “სამტრედიაში” ჩატარებულ 25 მატჩში 10 გოლი შეაგდო და სამტრედიელთა საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

ყურბანოვს ძალიან მძლავრი დარტყმა და პოზიციის კარგი შერჩევა გამოარჩევს. ფიზიკურად საკმაოდ ძლიერია და ქართულ ფეხბურთს მშვენივრად მოერგო.

გასულ წელს მისი შენარჩუნება “სამტრედიას” სურდა, მაგრამ ნიჯატმა აზერბაიჯანში დაბრუნება არჩია. იმ ფონზე, რომ ელიგაში კვალიფიციური თავდამსხმელების ნაკლებობაა, ყურბანოვი ნებისმიერ ქართულ კლუბს გამოადგებოდა თავისი გამოცდილებით და საგოლე ალღოთი.

გიორგი დანელიას უნიკალური NFT – მარადონა და შოთა არველაძე

პოპულარულმა ბლოგერმა გიორგი დანელიამ უნიკალური NFT შექმნა და მყიდველი მიიღებს ციფრული და ფიზიკური უფლება საფეხბურთო ლეგენდის, დიეგო მარადონას მიერ ორჯერადად ხელმოწერილ A4 ფორმატის ფოტოზე.

2008 წლის 25 ოქტომბერს მარადონამ “დინამო არენაზე” თავის მეგობრებთან და ქართველ ფეხბურთელებთან ერთად ბურთი გააგორა. აღნიშნული ფოტო კი თამაშის დაწყებამდე არის ამობეჭდილი და ორივე მხრიდან ხელმოწერილი მარადონასა და არველაძის მიერ.

NFT-ს შეძენის მერე დანელია შემძენს ფიზიკურ ვერსიასაც გაუგზავნის. ფოტო 3.75 ეთერიუმად ანუ თითქმის 14 ათას დოლარად არის შეფასებული.

NFT ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტის, ეთერიუმის ბლოკჩეინის ნაწილი. ეთერიუმი კრიპტოვალუტაა, როგორც ბიტკოინი. NFT (Non-fungible-token) კი უნიკალურს ნიშნავს და ის რამით ვერასდროს ჩანაცვლდება.

არტისტებს შეუძლიათ თავიანთი ნამუშევრები ციფრულ ვერსიად აქციონ და მარტივად გაყიდონ, ხოლო, მყიდველი არტისტის მხარდამჭერის გარდა, პროდუქტის გამოყენების საბაზისო უფლებას მოიპოვებს. ეს საკმაოდ ახალი და ინოვაციური ამბავია და საქართველოდან სპორტის მიმართულებით მსგავსი რამ პირველმა დანელიამ გააკეთა.

ყიდვის მსურველებს

 

View this post on Instagram

 

A post shared by Giorgi Danelia 🇬🇪 (@giodannell)