ხვიჩა კვარაცხელიას პასუხი კრიტიკოსებს (ფოტო)

ყაზანის “რუბინმა” საახალწლო ჰიმნი ჩაწერა და განსხვავებით წინა წლის ჰიმნისგან, სადაც კვარა მღერის, ამჯერად ქართველი ხელში გაზეთის დაჭერით და შემდეგ გაზეთების ჩამოხევით შემოიფარგლა.

კვარაცხელიას სიმბოლური ჟესტი პრესაში გავრცელებულ ყოველდღიურ ამბებს ეხმიანება, როცა ხვიჩა ყოველდღე ახალ გუნდში გადადიოდა და ბოლოს ვერ გადავიდა. მას ამით იმის თქმა სურდა, მედიაში დაწერილ ინფორმაციას და კრიტიკას მასზე გავლენა აღარ აქვს და იგნორს უკეთებს.

შეძლებს კვარაცხელია ამ ზამთარს “რუბინიდან” წასვლას?

რამდენი მილიონი მიიღო “დინამომ” ტალანტების გაყიდვით 2021 წელს?

“დინამო თბილისმა” 2021 წელს 3 ფეხბურთელი გაასხვისა და საკმაოდ სოლიდური თანხა მიიღო.

“დინამომ” 18 წლის გიორგი აბუაშვილი “პორტოს ახალგაზრდულ გუნდში 240 ათას ევროდ გაუშვა.

გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიაში” ტრანსფერით 850 ათასიდან 1 მილიონამდე მიიღებს.

ლუკა გაგნიძის მოსკოვის “დინამოში” გაყიდვით კი ყველაზე მეტი, 1.5 მილიონი ევრო დაიდო. ჯამში თუ ლარებში გადავიყვანთ, თბილისურმა გუნდმა მისი აკადემიის წყალობით, დაახლოებით, 10 მილიონი ლარით შეივსო ბიუჯეტი.

ყველაზე დიდი ფული “დინამოს” ფეხბურთელში “მან სიტის” 1995 წელს აქვს გადახდილი – გიორგი ქინქლაძის სანაცვლოდ 4 მილიონი ევრო.

 

მამარდაშვილს “ვალენსიაში” ხელფასი საგრძნობლად ეზრდება

მანამ სანამ 2022 წელი დადგება, “ვალენსია” გიორგი მამარდაშვილს გამოსყიდვას ოფიციალურად დაადასტურებს.

ესპანური გამოცემა PlazaDeportivo აღნიშნავს, რომ გიორგის გამოსყიდვის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ სექტემბერში იყო მიღებული, “ვალენსიას” პრეზიდენტმა, პიტერ ლიმმა მამარდას საკითხი კლუბის მფლობელ, ენილ მარტისთან ერთად სინგაპურში დადებითად გადაწყვიტა. მათი აზრით, ქართველში ფულის ჩადება ღირს.

პირველი ტრანზაქცია “დინამოს” ანგარიშზე 1 იანვარს დაჯდება, მეორე კი პირველ ივლისს. ჯამში “ვალენსია” 850 ათას ევროს გადაიხდის და ასე მეკარის ყიდვა გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე მთელი თანხის ერთად გადახდა.

გიორგი 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მინიმუმ 2025 წლამდე დარჩება. წლიდან წლამდე გაიზრდება მისი სატრანსფერო ღირებულებაც. ჯერ 20 მილიონი, 2023/24-ში 25, 2024-25-ში კი 30 მილიონად შეეძლებათ მსურველებს მისი გადაბირება.

გაიზრდება მამარდაშვილის ხელფასი და მას ძირითად შემადგენლობაში ყველა მატჩისთვის ბონუსები დაერიცხება, მართალია 1 მილიონი ევრო არ გახდება, მაგრამ საგრძნობლად მოიმატებს. პირველი 6 მატჩით ჩატარებით “მამა”-მ კარგი თანხა გამოიმუშავა. ასევე, ექნება ე.წ. მოჭრილი ჰონორარიც.

გარდა ამისა, “ღამურები” მეკარე კრისტიან რივეროს იჯარით გაუშვებს.

“ტორპედომ” მთავარი ტრანსფერი განახორციელა

ქუთაისის “ტორპედომ” “დინამო თბილისის” 22 წლის თავდამსხმელი, თორნიკე ახვლედიანი დაიმატა.

ახვლედიანი უკვე დაემშვიდობა “დინამო თბილისს” და მალე სრულფასოვან კონტრაქტს “ტორპედოსთან” გააფორმებს.

მისი სურვილიც იყო, “დინამოს” ხელი არ შეეშალა და ქუთაისში გადასვლის შესაძლებლობა მიეცა. თორნიკე პლეი-აუტში მარტვილის “მერანთან” საუკეთესო იყო და გამარჯვების გოლი დამატებით დროში შეაგდო.

ახვლედიანმა კარიერა “ნორჩი დინამოში” ვალერი გაგუასთან და ვლადიმერ კაკაშვილთან დაიწყო. “ნორჩი დინამოს” გუნდის დაშლის შემდეგ სინჯებზე თბილისის “დინამოში” მივიდა, მაგრამ მე-3 დღესვე მაშინდელმა მწვრთნელებმა უარით გამოისტუმრეს, ისე რომ, შანსიც არ მიუციათ.

შემდეგ იყო “ავაზა”, “ცხინვალი”, “გაგრა”, სადაც ერთხელ ელიგა 2-ში ითამაშა. “გაგრაში” საფეხბურთო კარიერის დასრულებაც სურდა, თუმცა ესპანეთში აღმოჩნდა, სადაც “ლეგანესის”, “სან სებასტიანის” და “დე ლორკის” ახალგაზრდებში ასპარეზობდა. “ლორკაში” მისი მენტორი ურუგვაელი ვალტერ პანდიანი იყო.

საბუთების პრობლემების გამო საქართველოში დაბრუნება მოუწია და მე-4 ლიგელ “ზესტაფონში” საფეხბურთო მენეჯერის, ირაკლი ხვედელიანის დახმარებით მოხვდა, სადაც 5 მატჩში 7 გოლი გაიტანა და რამდენიმე საგოლე პასი შეასრულა. მაშინვე მისით, ამჯერად უკვე,”დინამო თბილისი” დაინტერესდა და მთავარ გუნდში მიიწვიეს.

შეკრებაზე თორნიკე უდავოდ საუკეთესო იყო, თავდამსხმელების პრობლემების გამო 2020 წელს ძირითადშიც გამოჩნდა, მაგრამ ჯერ ტრავმა მიიღო, ბოლოს სხვა ფორვარდებიც დაიმატეს და ახვლედიანი ქუთაისის “ტორპედოში” გაანათხოვრეს.

“ძალიან ემოციურია” – ზაზა ფაჩულიას შვილი საქართველოს 13-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს

ზაზა ფაჩულიას შვილი, დავით ფაჩულია საქართველოს 13-წლამდე საკალათბურთო ნაკრებში გამოიძახეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი ზაზამ გამოაქვეყნა.

“ძალიან ემოციურია და თან სასიხარულო ამის დაწერა. ტრადიცია გრძელდება. დათი U13 ნაკრებში”, – წერს ზაზა ფაჩულია.

დავით ფაჩულია აშშ-ში ძმასთან, საბა ფაჩულიასთან ერთად ვარჯიშობს და თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას 17 წლის განმავლობაში იცავდა.

ბუფონმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები დაასახელა

“პარმას” 43 წლის კარის დარაჯმა ჯანლუიჯი ბუფონმა მსოფლიო ფეხბურთის საუკეთესო მეკარეები დაასახელა.

ვეტერანმა კიპერმა რამდენიმე გამოარჩია, თუმცა თქვა, რომ ჯანლუიჯი დონარუმას შეუძლია ყველას აჯობოს.

“საუკეთესო მეკარეები ამჟამად? ობლაკი, კურტუა, დონარუმა, ნოიერი, ტერ შტეგენი და კეილორ ნავასი. ყველა მათგანს ერთ საფეხურზე დავაყენებდი, თუმცა ჯიჯიო დონარუმას შეუძლია ერთ წელში ყველას აჯობოს. მას ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს”, – ციტირებს ბუფონის სიტყვებს Calciomercato.

“საბურთალომ” “დინამოების” ფეხბურთელები დაიმატა

“საბურთალომ” “დინამო თბილისიდან” 2, ბათუმის “დინამოდან” კი 1 ფეხბურთელი დაიმატა.

“საბურთალოში” დაბრუდნენ ნოდარ იაშვილი და ლაშა შინდაგორიძე, ბაქარ ქარდავა “საბურთალოში” პირველად ითამაშებს. იაშვილი და შინდაგორიძე უკვე ოფიციალურად გაფორმდნენ, ქარდავა უახლოეს დღეებში დადასტურდება.

სამივე ფეხბურთელი გუნდებში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდიდნენ და სეზონის ბოლოს მათი წასვლა გადაწყვეტილი იყო.

ისევე როგორც “ტორპედომ”, როცა გიული მანჯგალაძე (დინამო ბათუმი) და გიორგი ქიმაძე გადაიბირა (დინამო თბილისი), “საბურთალოშიც”დინამოების” გაშვებული მოთამაშეები ჩაირიცხნენ.

“ვალენსია” ერთ მეკარეს იჯარით უშვებს, სილესენს 12 მილიონად ყიდის

“ვალენსიას” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს 23 წლის გოლკიპერი კრისტიან რივერო დატოვებს, რომელიც იჯარის წესით ესპანეთის დაბალ დივიზიონში წავა.

რივეროს არსებული კონკურენციიდან (სილესენი, მამარდაშვილი, ხაუმე) სათამაშო დრო საერთოდ არ ეძლევა და “ვალენსიას” გასაშვებ სიაში პირველი სწორედ კრისტიანი წერია.

გარდა ამისა, ესპანურ გამოცემებში კვლავ აქტიურად განიხილება იასპერ სილესენის წასვლის საკითხიც, რომელიც ბორდალასის ხელმძღვანელობით ბოლო დროს ძირითადში შეუცვლელია. “ვალენსიას” სურს სილესენი ზაფხულში სარფიანად, მინიმუმ 12 მილიონად გაყიდოს.

მამარდას გამოსყიდვის გადაწყვეტილება სწორედ რივეროს იჯარით გაშვებაზე და სილესენის გასხვისებაზე მოდის. მასში “ღამურები” 1 მილიონს გადაიხდიან და ჯერ 20, შემდეგ კი 30 მილიონად შეაფასებენ. მას მომავლის მეკარედ მოიხსებიან.

საქართველოს ნაკრების 4-ადგილიანი პროგრესი ფიფას რეიტინგში

ფიფამ ნაკრებების 2021 წლის საბოლოო რეიტინგი გამოაქვეყნა და საქართველოს ნაკრებს რეიტინგში 85-ე ადგილი უჭირავს. წინა თვესთან შედარებით ნაკრებმა წინ 1 პოზიციით წაიწია და სირიას გადაასწრო.

საქართველომ 2021 წელი 89-ე პოზიციით დაიწყო, აგვისტოში 91-ე პოზიციაზე ჩამოვიდა, სექტემბერში, როცა რამდენიმე მატჩი წააგო, 96-მდე დაეშვა, შემდეგ კი ბოლო 2 გამარჯვებით დეკემბერში 85-ზე გადავედით.

საუკეთესო რეიტინგი 1998 წელს გვქონდა – 42, ყველაზე უარესი კი 2015 წელს – 156.

დათო ტურაშვილი: “წყალი არ გვაქვს, აუზი არ გვაქვს და ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობთ”

მწერალი დათო ტურაშვილი “ლაგუნა ვერეს” დანგრევას ეხმაურება და ამასთანავე, “დინამო თბილისის” ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას აღნიშნავს.

“თქვენ ვერ ხვდებით რა მოხდა, რომ ქართული გუნდი გავიდა ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე წყლისა და აუზის გარეშე. წყალბურთელებს საცურაო პირობები არ გაქვთ, თორე საჭყუმპალაო კი არის, აგერ ვერაზეც წახვალ და ჩაყავი ფეხები. წარმოიდგინე რა ნიჭიერი ხალხი ვართ, აუზი არ გვაქვს, წყალი არ გვაქვს და საუკეთესო გუნდებშიც ქართველები გვყავს ყველაზე წარმატებულები”, – განაცხადა ტურაშვილმა.

“დინამო თბილისი” ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო 8 გუნდში “ბარსელონასთან”, “ბრეშასთან” და სხვა გრანდებთან ერთად ასპარეზობს.

ლევან ყენია ფეხბურთელის კარიერას ანახლებს

“უერდინგენის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ლევან ყენია მოედანზე ბრუნდება.

“ასისტენტ მწვრთნელი ლევან ყენია დღეიდან უკვე მოთამაშე-მწვრთნელი იქნება. ყენია 2022 წლიდან დაიწყებს თამაშს, მანამდე კი ტრავმების სრულად მოგვარებაზე იზრუნებს. ლევანს ჩემპიონთა ლიგის და ბუნდესლიგის გამოცდილება აქვს”, – წერია “უერდინგენის” ოფიციალურ გვერდზე.

გუნდი გერმანიის მე-4 ლიგაში 9 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება და 9 ქულა აშორებს გადასარჩენ ზონას.

31 წლის ყენია ბოლოს 2019-20 წლების სეზონში “საბურთალოში” თამაშობდა. შემდეგ სწორედ “უერდინგენში” იყო სინჯებზე, მაგრამ არ მიიღეს. ცოტა ხანში საფეხბურთო კარიერაც დაასრულა და უკვე მე-3 ლიგიდან გავარდნილ “უერდინგენში” მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მივიდა.

თემურ ქეცბაია: “ჩამომიყვანეთ ქვეყანაში, სადაც ფეხბურთი იყო გაპარტახებული”

თემურ ქეცბაიას ამ ლეგენდარული განცხადებიდან 7 წელი გავიდა, თუმცა მისი ეს სიტყვები დღესაც აქტუალურია.

“ჩამომიყვანეთ ქვეყანაში, სადაც ფეხბურთი იყო გაპარტახებული, დანგრეული. გამიწოდეთ დახმარების ხელი, დავტოვე ყველაფერი, ოჯახი, სახლი, კარი და ჩამოვედი და როგორ მომექცა ქვეყანა? მე ჩამომიყვანეს სახელმწიფო პროგრამით წინა მთავრობამ. ამათ ჰგონიათ, რომ ნაციონალი ვარ. არავითარი კავშირი არ მაქვს არც ნაციონალებთან, არც ოცნებასთან, არც ლეიბორისტებთან და ფეხებზე მკიდია პოლიტიკა. რომ მდომებოად პოლტიიკა, ახალ ევროპარლამენტში ვიჯდებოდი და ევროპარლამენტში მოხვედრისთვის დღეს საქართველოდან რამდენი ხელებს და ფეხებს დადებდა. მაგრამ აქ ჩამოვედი, რადგან დამიძახეს. თქვენ თუ იცით, ყველა სახელმწიფო პროგრამიდან ერთადერთი მწვრთნელი ვარ, ვის დაფინანსებაზეც უარი განაცხადეს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამდენი ხალხი უყურებს საზღვარგარეთ, არიან უცხოეთში, ფიქრობენ, როდის დადგება ის დრო, როცა ქვეყანაში ჩამოვლენ და ესენი უყურებენ ამ გადაცემას და ვინღა იფიქრებს აქ ჩამოსვლაზე?”, – განაცხადა ქეცბაიამ დავით მინაშვილთან სპორტულ გადაცემაში.

როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგი მწვრთნელი იყო ქეცბაია ნაკრებისთვის?

გადაცემა სრულად