“დინამო თბილისმა” პირველი ლეგიონერი დაიმატა

დინამო თბილისის შემადგენლობაში უკრაინელი ფორვარდი სტანისლავ ბილენკი ჩაირიცხა. ბილენკიმ თბილისურ კლუბთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა.

სტანისლავი სლოვაკური “დუნაისკა სტრედას” საკუთრება იყო და 2021 წლის სეზონში განათხოვრების წესით ბრესტის “დინამოში” თამაშობდა. უკრაინელი ფორვარდის ანგარიშზე 31 მატჩში 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ბილენკიმ ბელარუსის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილი დაიკავა.

ფეხბურთელი დონეცკის “შახტარისა” და “ოლიმპიკის” აღზრდილია. სხვადასხვა დროს იგი როგორც ოლიმპიკის ძირითად გუნდში ასევე, სლოვაკურ დუნაისკა სტრედაში, პოლონურ ზაგლებიეში და უკრაინულ რუხში ასპარეზობდა. რაც შეეხება ბილენკის სანაკრებო კარიერას, თავდამსხმელი უკრაინის 19-წლამდე და 21-წლამდე ნაკრებების წევრი იყო. 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში მან 7 შეხვედრა გამართა და 2 გოლის გატანა მოახერხა, 19-წლამდელთა რიგებში კი ბილენკის ანგარშიზე 1 მატჩია.

Fcdinamo.ge

პირველად ისტორიაში ქართველ არბიტრს ფიფას პირველი კატეგორია მიენიჭა

ქართველი არბიტრი, გიორგი ყრუაშვილი ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა. ქართველი მსაჯი ფიფას პირველი კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა, რაც მას უფლებას მისცემს უმაღლესი დონის საფეხბურთო მატჩები განსაჯოს. ქართული ფეხბურთის ისტორიაში გიორგი ყრუაშვილი პირველი არბიტრია, რომელმაც ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში აღნიშნულ დონეს მიაღწია.

გიორგი ყრუაშვილმა სამსაჯო კარიერა 2003 წელს დაიწყო. 35 წლის ქართველი არბიტრი ბოლო წლებში უეფას ეგიდით გამართულ სხვადასხვა დონის მატჩებზე მუშაობს. 2020 წელს კი, ქართულ ბრიგადასთან ერთად გიორგი ყრუაშვილმა 21-წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალი განსაჯა.

ქართველი არბიტრები გოგა კიკაჩეიშვილი და ირაკლი კვირიკაშვილი კი, რომლებიც დღემდე ფიფა-ს მესამე კატეგორიის არბიტრის რანგში მსაჯობდნენ, დღეიდან საქმიანობას მეორე კატეგორიის არბიტრის რანგში განაგრძობენ.

“ის ღმერთის დონეზეა!” – რას წერენ უცხოელები ლაშა ტალახაძის საოცარ გამოსვლაზე?

17 დეკემბერს, ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონი კარიერაში მეხუთედ გახდა. ქართველმა ძალოსანმა უზბეკეთში გამართულ მსოფლიო პირველობაზე შთამბეჭდავად იასპარეზა და ორი ახალი რეკორდიც დაამყარა.

ლაშამ ატაცში 225კგ აწია, აკვრაში კი – 267.

მის საოცარ ასპარეზობას უცხოელი ქომაგები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ:

“ლაშა ტალახაძე ყველა დროის საუკეთესოა, უბადლო ჯარისკაცია, რომელიც ღმერთის ძალით არის გაჟღენთილი!”

“ლაშა ტალახაძე ღმერთის დონეზეა. როგორ შეუძლია ათლეტს ყველა ჯერზე ახალი რეკორდი დაამყაროს, როცა ფიცარნაგზე ადის. გასაგიჟებლად დაუჯერებელია.”

“დიდი პატივისცემით მაიკლ ფელპსთან, მაგრამ ლაშა ტალახაძე, საქართველოდან, არის ყველა დროის საუკეთესო ათლეტი ისტორიაში.”

“დაუჯერებელია.”

“ვიღაცამ წითელს რატომ დააჭირა?”

“ღმერთო ჩემო! თითქოს არც კი გაუჭირდა.”

“ყველა დროის საუკეთესო.”

“სიტყვები ზედმეტია.”

“ჯამში 500 კილო უფრო და უფრო ახლოვდება. ეს კაცი შეუდარებელია.”

“არანაირი კითხები. ყველა დროის სუპერმძიმეწონოსანი.”

“ყველაზე ძლიერი ადამიანი მსოფლიოში.”

“ჯანდაბა… ყოველ ჯერზე, როცა ის მსოფლიო რეკორდს ამყარებს, ვგრძნობ, რომ უფრო მეტის აწევაც შეეძლო. გასაოცარი სანახავი იქნება, თუ მალე ატაცში 230 კილოგრამს აწევს.”

ლაშა ტალახაძის ფენომენალური გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე! (ვიდეო)

მსოფლიოს ყველაძე ძლიერი მამაკაცი ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ზედიზედ 5-გზის გამარჯვებულია.

ლაშა ტალახაძემ ატაცში და აკვრაში საკუთარი მსოფლიო რეკორდები გააუმჯობესა. ატაცში პირველ მისვლაზე 210 კილოგრამი დააფიქსირა, მე-2 ცდაზე 218, საკუთარი რეკორდი კი 2 კილოგრამით გააუმჯობესა – 225.

აკვრაში ტალახაძე ჯერ 247-ზე მივიდა, შემდეგ 257 აწია, ბოლოს კი საკუთარი რეკორდზე 2 კილოგრამით მეტი – 267, ჯამში კი 492 კილოგრამი დადო.

მე-2 ადგილზე გასულ ლალაიანს ტალახაძემ 35 კილოგრამით აჯობა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი წიტაიშვილი ქართველების გუნდში გადადის

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კიევის “დინამოს” შემტევი გიორგი წიტაიშვილი, დიდი ალბათობით, კარიერას სლოვაკურ “სლოვანში” გააგრძელებს.

მხარეებმა თითქმის ყველა დეტალზე მოილაპარაკეს და ტრანსფერი მალე ოფიციალურად გამოცხადდება. წიტაიშვილი “სლოვანში” იჯარით წავა და სლოვაკებს მისი გამოსყიდვა 2 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

გიორგი იჯარით ოდესის “ჩერნომორეცში” გამოდიოდა, თუმცა “ჩერნომორეცში” ხელმძღვანელობა იცვლება და არენდით მოსულ ფეხბურთელებს უკან აბრუნებენ.

“სლოვანს” საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი თავკაცობს. გუნდში ნაკრების კაპიტნები, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა არიან.

ჩავი “ბარსელონაში” 2 ყოფილ ფეხბურთელს აბრუნებს

კატალონიის “ბარსელონა” მილანის “ინტერთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს ლუკ დე იონგისა და ალექსის სანჩესის გაცვლაზე. გარდა ამისა, ჩავის გუნდში მარკ ბარტრას დაბრუნება სურს.

დე იონგი ჩავის გეგმებში არ შედის, სანჩესს კი “ინტერში” ძალიან მცირე სათამაშო დრო ეძლევა.

ესპანური Sport-ის მიხედვით, ბარტრათი პირადად ჩავია დაინტერესებული, რომელიც წლების წინ ფეხბურთელობისას მარკის მენტორი იყო. 2018 წლიდან მოყოლებული “ბეტისის” ღირსებას სტაბილურად იცავს.

სანჩესი “ბლაუგრანაში” 2011-14 წლებში თამაშობდა და 88 მატჩში 39 გოლი გაიტანა.

ბოლო დროს საუბარია “მანჩესტერ იუნაიტედიდან” ედისონ კავანის დამატებაზეც.

ლუკა ლოჩოშვილი მილიონს აცდა, გიორბელიძეს მოტივაცია მიეცა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ავსტრიული “ვოლფსბერგერის” ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი Transfermartk-ზე უკვე მილიონ 200 ათას ევროდ ფასობს.

Transfermartk-მა გერმანიასა და ავსტრიაში მოთამაშე ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა და ლოჩოშვილი ერთბაშად 400 ათასი ევროთი გაძვირდა. 2 ივნისს ლუკა 800 ათას ევროდ იყო შეფასებული.

გერმანიის მე-2 ბუნდესლიგაში მოასპარეზე გურამ გიორბელიძის ფასი 150 ათასი ევროთი შემცირდა და ახლა 450 ათას ევროდ ფასობს.

ოთარ კიტეიშვილი, ტრავმის მიუხედავად, 3 მილიონიან ნიშნულზე დარჩა.

გიორგი პაპავამ ულამაზეს მარიამ გველესიანს ხელი სთხოვა (ვიდეო)

თბილისის “დინამოს” კაპიტანმა გიორგი პაპავამ ულამაზეს მოდელ მარიამ გველესიანს ხელი სთხოვა და გველესიანიც დათანხმდა. წყვილი ერთმანეთს უკვე წლებია ხვდება.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Anano Sakhelashvili 🇬🇪 (@anano_sakhelashvili)

ორი კალაძე – 2 ავტოგოლი VS 2 ჩემპიონთა ლიგა

კახა კალაძე უდავოდ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანია. ბოლო გამოკითხვებით, კალაძე, როგორც პოლიტიკოსი, მოსახლეობის 55%-ს პროცენტს მოსწონს, რაც მას რეიტინგში პირველ ადგილზე აყენებს.

კალა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია. ერთადერთი ქართველია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო და თანაც ორჯერ. “მილანში” ლეგენდების გვერდით 10 წელი თამაშობდა და 194 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 2010 წელს “ჯენოაში” გადავიდა და 2010/11 წლებში სერია ა-ს მე-2 საუკეთესო მცველად დასახელდა ტიაგო სილვას შემდეგ. მის გამოსამშვიდობებელ მატჩში მალდინიმ, ინძაგიმ, ვიერი, შევჩენკომ, სერჟინიომ და სხვა ლეგენდებმა მიიღეს მონაწილეობა. მისი მოწვევით კრიშტიანო რონალო “დინამო თბილისის” აკადემიის გახსნას დაესწრო. კახას ევროპულ ფეხბურთში დიდი ავტორიტეტი აქვს.

2009 წლის 5 სექტემბერი – საქართველო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალიის ნაკრებს უპირისპირდება. კალაძემ ზუსტად 11 წუთში ორი ავტოგოლი გაიტანა. მატჩი 2-0 დასრულდა და ამ ავტოგოლებმა მის საფეხბურთო კარიერას დიდი დაღი დაასვა. აბრალებდნენ, რომ მოისყიდეს, თამაში გაყიდა და იტალიელებს გაურიგდა. ნაკრებში 83 მატჩი ჩაატარა და ბოლო წლები, მათ შორის, იტალიასთანაც გუნდი კაპიტნის რანგში გაიყვანა.

ფაქტია, კალაძის დონის საკლუბო კარიერა არცერთ ქართველს არ ჰქონია, თუმცა მე-2 მხრივ ორი ავტოგოლია, რომელმაც ბევრისთვის ყველაფერს ხაზი გადაუსვა.

და მაინც, გადაწონის კახის კარიერაში 2 ჩემპიონთა ლიგა 2 ავტოგოლს?

 

 

 

სად გაქრა მამარდაშვილი? ბორდალასმა ხაუმე დააყენა, გიორგი განაცხადშიც არ ჩანს

“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა კოპა დელ რეის 1/32 ფინალის მატჩში “არეინტეიროსთან” ძირითადში მეკარე ხაუმე დომენეკი დააყენა, როგორც ეს, წინა შეხვედრაში მოხდა.

მამარდას კვლავ სკამზე ყოფნა უწევს, მაგრამ ჯერჯერობით რამდენიმე ცნობილ სპორტულ გამოცემაში მამარდაშვილი განაცხადშიც აღარ ფიქსირდება.

ფაქტია, ბორდალასმა კვლავ ხაუმე აირჩია და ქართველი კი კლუბის მე-3 მეკარედ იქცა.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე მე-4 ჯგუფში მოხვდა

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის  C ლიგის მე-4 ჯგუფში გიბრალტართან, ჩრდ.მაკედონიასთან და ბულგარეთთან მოხვდა.

ჯგუფური ეტაპის მატჩები 2022 წლის ივნისსა და სექტემბერში ჩატარდება, 2022 წლის ზამთრის მსოფლიოს გამო კი ივნისში 4 შეხვედრა გაიმართება.

A ლიგის ნახევარფინალები 2023 წლის 14 და 15 ივნისს იქნება, ფინალი 18 ივნისს.  С ლიგის პლეი-ოფებს კი 2024 წლის მარტში ვიხილავთ.

ყველა ჯგუფის ბოლო ადგილოსნები ერთით დაბალ ლიგაში დაქვეითდებიან.

როგორ აისახება ერთა ლიგის შედეგები ევრო 2024-ის  საკვალიფიკაციო სისტემაში, ამას მომდევნო წელს გავიგებთ.