გიორგი აბურჯანიას უზადო გადაცემა 95-ე წუთზე (ვიდეო)

ქართველი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია “ჟილ ვისენტეს” მთავარმა მწვრთნელმა მოედანე 90-ე წუთზე შეიყვანა, როცა ანგარიში 0-0 იყო. თითქოს ყველაფერი ყაიმისკენ მიდიოდა, მაგრამ 95-ე წუთზე აბურჯანიას უზადო პასით თავდამსხმელი 1-1-ზე დარჩა მეკარესთან და გოლიც შეაგდო. აბუს პასი დაუფასდება.

კლოპი: “სტივენ ჯერარდზე დასმულ შეკითხვებს არ ვუპასუხებ!”

11 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-16 ტურში “ლივერპული” საკუთარ მოედანზე “ასტონ ვილას” მიიღებს.

ეს მატჩი იმითაცაა გამორჩეული, რომ “ენფილდზე” სტივენ ჯერარდი, რომელიც ამჟამად “ასტონ ვილას” მთავარი მწვრთნელია.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, იურგენ კლოპმა პრესკონფერენცია გამართა. გერმანელმა მწვრთნელმა იხუმრა და თქვა, რომ ჯერარდზე დასმულ შეკითხვებს არ უპასუხებდა: “სანამ დავიწყებთ, მინდა, ვთქვა, რომ სტივენ ჯერარდზე დასმულ შეკითხვებს არ ვუპასუხებ.”

ცხადია, კლოპმა “ლივერპულის” ლეგენდარულ კაპიტანზე მაინც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ერთ დღეს მერსესაიდელთა მთავარი მწვრთნელი აუცილებლად გახდება.

“ქართველ ხალხს უყვარხარ, ძმაო” – ედუარდ ტრიპელმა ლაშა ბექაურს უპასუხა (ფოტო)

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელში გერმანელ ედუარდ ტრიპელთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და მის მიმართ პატივისცემა გამოხატა.

როგორც იცით, ბექაურმა ტოკიოს ოლიმპიადაზე, -90კგ წონითი კატეგორიის ფინალში სწორედ გერმანელს მოუგო, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მათ სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

“პოტიზიტიური კაცი. ქართველ ხალხს უყვარხარ, ძმაო” – წერს ბექაური.

ბექაურის ამ პოსტს მალევე გამოეხმაურა თავად ტრიპელი, რომელმაც დაწერა: “შენ საუკეთესო ხარ, ძმაო.”

გურიაში ფეხბურთელებმა და ფანებმა მსაჯი არ დაინდეს (ვიდეო)

რეგიონლიგის ბოლო შეხვედრაში ოზურგეთის “მერცხალი” აბაშის “ზანას” 1-0 ამარცხებდა, როცა მსაჯმა “მერცხალის” კარში პენალტი დანიშნა.

მეკარემ ბურთის მოგერიება შეძლო, მაგრამ გვერდითა მსაჯის მითითებით, მეკარემ დარტყმისას ხაზს გადააბიჯა და პენალტი თავიდან დაინიშნა, რაზეც განსაკუთრებით მძაფრი რეაქცია ფეხბურთელების ერთ ნაწილს ჰქონდა. თითქოს ყველაფერი მშვიდდებოდა, როცა არბიტრთან “მერცხალის” მთავარი მწვრთნელი აკაკი ათუაშვილი მივიდა, მაგრამ მოედანზე მალევე გულშემატკივარიც გამოჩნდა.

მსაჯს მოუწია თავი აგრესიული პიროვნებებისგან სირბილით დაეცვა, რომლებთაც მისი ფიზიკურად გასწორება სურდათ. საბოლოო ჯამში, სიტუაცია განიმუხტა და განმეორებითი პენალტი გავიდა. დაპირისპირებას მხოლოდ 1 ფეხბურთელის გაძევება მოჰყვა.

მატჩი 1-1 დასრულდა და ოზურგეთელებმა ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს.

ვიდეოს ადგილობრივი ტელევიზია “გურია ტვ” ავრცელებს.

“ამერიკელი” მიქელთაძის საოცარი მატჩი და რეკორდი “ნიუკასლში”

ბექა მიქელთაძემ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესსო მატჩი ჩაატარა და “ნიუკასლ ჯეტსის” რიგებში 2 გოლი და 1 საგოლე პასი შეასრულა. მისმა გუნდმა კი “ველინგტონი” 4-0 გაანადგურა. ბექას ძალიან მაგარი სტატისტიკა ჰქონა.

90% პასების სიზუსტე

6 საგოლე მომენტის შექმნა (მსგავსი შედეგი 2012 წლის შემდეგ “ნიუკასლში” მიქელთაძის გარდა მხოლოდ 1 ფეხბურთელს ჰქონდა)

4 მოგებული ორთაბრძოლა

4 კარში დარტყმა

2 გოლი

1 ასისტი

10.0 – შეფასება Sofascore-იდან

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი

მიქელთაძის ასეთმა თამაშმა ავსტრალიელების ყურადღებაც მიიქცია და კვლავ გამოჩნდა ორი Georgia-ს პრობლემა, როცა ბექა ამერიკელად მოიხსენიეს. კომენტარებში ავსტრალიელებმა ეს ყველაფერი ხუმრობად მონათლეს და აღნიშნეს, რომ მათ ამერიკელებისგან განსხსვავებით გეოგრაფია გაცილებით კარგად იციან.

 

“ტორპედოს” ფანები “მერანს” ქუთაისში საფეხბურთო ჯოჯოხეთს ჰპირდებიან

ქუთაისის “ტორპედო” ეროვნული ლიგაში დასარჩენ პლეი-ოფის პირველ მატჩში სტუმრად მარტვილის “მერანთან” 2-0 დამარცხდა და ცალი ფეხით ელიგა 2-ში იმყოფება.

“ტორპედოს” ჩვენ ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო გულშემატკივარი ჰყავს, რომელიც ზეგ აპირებს “მერანს” საფეხბურთო ჯოჯოხეთი დაახვედროს.

“მართლა იმდენჯერ გადავრჩით, იმდენს გავუძელით, იმდენი გამოვიარეთ ერთად რომ, უბრალოდ არ გვაქსს უფლება მაშინ ჩავყაროთ წყალში ეს ყველაფერი, როცა ძლივს გუნდს პატრონი გამოუჩნდა!
100% არაა საკმარისი, 200% უნდა დავიხარჯოთ ყველამ და ეს ბრძოლა გამარჯვებამდე უნდა მივიყვანოთ!ქ ამბექები ყოველთვის იყო ჩვენი პლიუსი! ეხლაც აუცილებლად დავაქამბექებთ.

საფეხბურთო ჯოჯოხეთი ელის მარტვილის “მერანს” 12 დეკემბერს ქუთაისში!”, –  წერია “ტორპედოს” ფან-კლუბის გვერდზე და ყველა გულშემატკივარს 12-ში სტადიონზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
პლეი-ოფის გადამწყვეტი შეხვედრა “მერანსა” და “ტორპედოს”შორის 19:00 საათზე დაიწყება. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მარტვილელი ფანებიც იქნებიან.

უზბეკები: “შოთა ფახთაქორს არ ივიწყებს”

შოთა არველაძემ ტაშკენტის “ფახთაქორის” პოსტი 2020 წლის სეზონის ბოლოს დატოვა და მას შემდეგ სხვადასხვა ვარიანტს არჩევს.

6 თვეზე მეტია არველაძე ისვენებს და სხვადასხვა აქტივობებით არის დაკავებული. მათ შორის, ბოლო დროს შოთა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მასტერკლასებს ატარებს.

ბოლო მასტერკლასი არველაძემ “ლოკომოტივის” და “დინამოს” აკადემიის თავდამსხმელებს ჩაუტარა და ვარჯიშისას “ფახთაქორის” ფორმა ეცვა, რაც უზბეკურ პრესას არ გამორჩენია და დაწერეს, რომ “არველაძე “ფახთაქორს” არ ივიწყებს”.

აღსანიშნავია, რომ წასვლის შემდეგ “ფახთაქორმა” კვლავ შესთავაზა გუნდში დაბრუნება, რომელთან ერთადაც ყველაფერი მოიგო, მაგრამ უარი განაცხადა.

რაიოლა: “ჰალანდი, შესაძლოა, “ბარსაში”, “ბაიერნში”, “რეალში” ან “სიტიში” გადავიდეს”

ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა მინი რაიოლამ მისი კლიენტის, ერლინგ ჰალანდის შესახებ მოკლედ ისაუბრა.

“ის შემდეგ ნაბიჯს დგამს. “ბაიერნი”, “რეალი”, “ბარსა”, “მანჩესტერ სიტი” – ეს დიდი კლუბებია, სადაც შეიძლება ჰალანდი გადავიდეს. ჩვენ ყველა ვიცით, “ბორუსიას” შესახებაც, მაგრამ როცა დრო მოვა, ამ ზაფხულს თუ შემდეგ ზაფხულს, ის წავა. უფრო დიდი შანსია ეს ამ ზაფხულს მოხდეს”, – განაცხადა რაიოლამ.

ჰალანდი გერმანულ Transfermartk-ს 150 მილიონ ევროდ აქვს შეფასებული.

ბექა მიქელთაძემ ავსტრალიაში დუბლი შეასრულა (ვიდეო)

24 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ბექა მიქელთაძემ ავსტრალიაში დუბლი შეასრულა.

ბექამ 2 გოლი “ველინგტონს” გაუტანა, მისი “ნიუკასლ ჯეტსი” კი მეტოქესს 4-0 ანადგურებს. მე-4 გოლის საგოლე პასიც მიქელთაძემ გააკეთა.

 

“რეალმა” მიზანში “ჩელსის” მცველი ამოიღო

მადრიდის “რეალი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ცენტრალური დაცვის გაძლიერებას ეცდება და პრიორიტეტად ლონდონის “ჩელსის” 28 წლის გერმანელი ანტონიო რუდიგერი დასახელდა.

რუდიგერი “ჩელსისთან” კონტრაქტის გახანგრძლივების თემაზე ვერ თანხმდება და ყოველი დღე, როცა მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევენ, ხელს “რეალს” აძლევს. Marca-ს ცნობით, ესპანელები რუდიგერთან მოლაპარაკების დაწყებას არ ჩქარობენ და მასთან მისვლას კონკრეტული შეთავაზებით იანვარში გეგმავენ.

ბევრი რამე “ჩელსის” დირექტორზე და რომან აბრამოვიჩის მარჯვენა ხელზე, მარინა გრანოვსკაიაზე იქნება დამოკიდებული. რუდიგერი ხელფასის სახით 7 მილიონს იღებს და მისი მინიმუმ გაორმაგება სურს.

ანტონიო “ჩელსიში” 2017 წელს “რომადან” გადავიდა და გუნდთან ერთად ევროპა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ოთარ კიტეიშვილი მოედანზე უფრო ადრე დაბრუნდება

ოთარ კიტეიშვილმა მარჯვენა ფეხზე კოჭის მყესის გაწყვეტის შემდეგ ოპერაცია გაიკეთა, ახლა კი რეაბილიტაციის კურსი გერმანულ Ms.Sportreha-ში გაიარა და 2 კვირაში საოცრად კარგი შედეგი დადო.

გერმანული ცენტრის ინფორმაციით, ქართველი ნახევარმცველი ინდივიდუალურ ვარჯიშს მალე უკვე “შტურმში” დაიწყებს და რეაბილიტაციის შედეგად, მისი მოედანზე დაბრუნება უფრო ადრე მოხდება.

კიტემ ტრავმა “პსვ”-სთან შეხვედრაში 30 სექტემბერს მიიღო და ვარაუდობდნენ, რომ მარტამდე თამაშს ვერ შეძლებდა. მის გარეშე “შტურმი” ევროპა ლიგაზე 2 ქულით ბოლო ადგილზე გავიდა.

 

ბათუმის “დინამო” როგორც მიუნხენის “ბაიერნი” – ბერიძე თავის პირობას ასრულებს!

ბათუმის “დინამო” ევროტურნირებისთვის სერიოზულად მზადებას იწყებს და გუნდი ახალი ფეხბურთელებით ივსება.

“დინამოში” კარიერას გორის “დილას” 24 წლის ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილი გააგრძელებს. ირაკლის “დილას” ერთ-ერთი ლიდერი იყო და გასულ სეზონში 7 გოლი და 3 საგოლე პასი დადო.

ბიძინაშვილს ძლიერი დარტყმა აქვს და ბათუმში მამუჩაშვილთან და ალთუნაშვილთან ერთად მძლავ ტრიოს შექმნის.

მამუჩაშვილი და ალთუნაშვილი “დინამოში” “საბურთალოდან” გადასვლის შემდეგ კიდევ უფრო გაიხსნენ. ელიგის ყველა გამორჩეული ფეხბურთელი, თუ უცხოეთში არ მიდის, კარიერას “დინამოში” აგრძელებს. მათ შორის, კუპატაძე, აზაროვი, ჩაბრაძე და სხვები. ეს ერთგვარად მიუნხენის “ბაიერნის” სტილზე მიანიშნებს, რომელსაც ბუნდესლიგიდან ყველა კარგ მოთამაშე გადაყავს.

გარდა ამისა, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ნიქაბაძე, ვაკო თევდორაძე, შინდაგორიძე, გროცურეკი, გაგოშიძე და მანჯგალაძე კლუბს დატოვებენ.