ბერნანდო სილვამ ძაღლს საკუთარი თანაგუნდელის სახელი დაარქვა

“მანჩესტერ სიტის” შემტევმა ნახევარმცველმა, ბერნანდო სილვამ ძაღლს სახელი “ჯონი” საკუთარი თანაგუნდელის, ჯონ სტოუნსის პატივსაცემად დაარქვა.

“გვინდოდა, რომ ძაღლი გვყოლოდა და მას ჩემი მეგობრის, ჯონ სტოუნსის სახელი დავარქვი. მე და სტოუნსი ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ და ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ ერთ დღეს ძაღლი მეყოლებოდა, მის სახელს დავარქმევდი”, – ამბობს პორტუგალიელი ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ ბერნანდო სილვა და ჯონ სტოუნსი “მანჩესტერ სიტიში” ერთად 2017 წლიდან თამაშობენ.

გაიოზ დარსაძე – საქართველოს ნაკრების ყველაზე უცნობი მთავარი მწვრთნელი!

საქართველოს ნაკრებში ძალიან ბევრ მწვრთნელს უმუშავია, ბევრი მაღალი კლასის მწვრთნელი ყოფილა, რომლებსაც არაფერი გამოსვლიათ, იყვნენ ქართველებიც, ლეგენდარული ფეხბურთელებიც და ა.შ. მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული ცალსახად გაიოზ დარსაძეა, საფეხბურთო ექსპერტი, რომელიც ნაკრებს 2005 წლის აგვისტოდან 2005 წლის ნოემბრამდე წვრთნიდა.

გაიოზმა პოსტზე ალან ჟირესი შეცვალა, იმ პერიოდში ერთბაშად 7 მატჩში უხელმძღვანელა საქართველოს ნაკრებს და ნაკრებმა 2 მოიგო, 2 ფრე ითამაშა და 3 წააგო.

მოიგო პირველივე მატჩი ყაზახეთთან 1-2 და ბოლო მატჩი იორდანიასთან 3-2. 6-2 გავნადგურით ბულგარეთთან და 6-1 დანიასთან, 1-0 საბერძნეთთან. ფრე ყაზახეთთან 0-0 და უკრაინასთან 1-1 გავაგორეთ.

დარსაძე პოსტზე კლაუს ტოპმიოლერმა შეცვალა, რომელმაც 24-დან 13 მატჩი წააგო, 4 ფრედ ითამაშა, 7 კი მოიგო. მანამდე ჟირესს 10-დან 5 თამაშში მარცხი, 3 ფრე და 2 მოგება ჰქონდა. ორივე უცხოელ, მაღალანაზღაურებად მწვრთნელზე უკეთესი სტატისტიკა ბატონმა გაიოზმა დადო.

დარსაძე 1996 წლიდან ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობდა და 2018 წლამდე მწვრთნელთა განათლების კურსებს კურირებდა. შემდეგ ფედერაციიდან გაუშვეს და ერთი პერიოდი მისი კანდიდატურა ინდოეთის ნაკრების ტექნიკურ დირექტორად განიხილებოდა.

ახლა კი FiFa-ს გლობალური ფეხბურთის განვითარების ტექნიკური ექსპერტია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით. მისი უშუალო ხელმძღვანელი ლეგენდარული არსენ ვენგერია.

გაიოზ დარსაძე უდავოდ ძალიან საინტერესო და ნაკლებად ცნობილი პიროვნებაა ქართულ ფეხბურთში.

გახსოვდათ ბატონი გაიოზი?

“ვალენსიამ” მამარდაშვილზე გადაწყვეტილება მიიღო

“ვალენსიას” პრეზიდენტი ენილ მარტი 10 თვის შემდეგ სინგაპურში პირველად ჩავიდა და კლუბის მფლობელთან, პეტერ ლიმთან სხვადასხვა საკითხი განიხილა, მათ შორის, გიორგი მამარდაშვილის.

ესპანური Eldesmarque-ის ცნობით, “ვალენსიამ” საბოლოო გადაწყვიტა მამარდაშვილის გამოსყიდვა 800 ათას ევროდ, როგორც ეს, კონტრაქტის გამოსასყიდ ოდენობაში არის მითითებული.

ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაციები, რომ “ვალენსია” უკვე საეჭვოდ უყურებდა გიორგის გამოსყიდვის საკითხს, თუმცა პრეზიდენტმა, მფლობელმა და მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა საბოლოო გიორგის “ღამურებში” დატოვების გადაწვეტილება მიიღეს.

მამარდა თავიდან “ვალენსია 2-ში” და მე-3 მეკარედ გადავიდა, თუმცა ძირითადი მეკარეების ტრავმების გამო სასტარტოში აღმოჩნდა და ლა ლიგის პირველ 6-მატჩში მიიღო მონაწილეობა. სექტემბრის შემდეგ “ვალენსიას” არცერთ გუნდში არ გამოჩენილა, მაგრამ მას მომავლის მეკარედ მიიჩნევენ.

“ლოკომოტივის” ოფიციალური განცხადება

“ლოკომოტივმა” ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ კლუბის სახელით რამდენიმე ყალბი გვერდია შექმნილი.

“სოციალურ ქსელში შექმნილია რამდენიმე ყალბი გვერდი, რომლებიც თბილისის ლოკომოტივის სახელით ცდილობენ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.

“მსგავსი გვერდის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად გამოიყენეთ Report”, – წერია განცხადებაში.

“ლოკოს” ოფიციალურ გვერდს “ინსტაგრამის” მიერ ვერიფიკაცია აქვს მინიჭებული.

სუპერკომპიუტერმა პრემიერლიგის საბოლოო სატურნირო ცხრილი გამოთვალა

ბრიტანულმა რადიოსადგურმა “თოქსპორტმა” სუპერკომპიუტერის დახმარებით ინგლისის პრემიერლიგის 2021-2022 წლების სეზონის სატურნირო ცხრილის საბოლოო მდგომარეობა გამოთვალა.

სუპერკომპიუტერის პროგნოზით, ინგლისის ჩემპიონი “მანჩესტერ სიტი” გახდება, სრული ცხრილი კი ასე გამოიყურება:

1. “მანჩესტერ სიტი”
2. “ლივერპული”
3. “ჩელსი”
4. “მანჩესტერ იუნაიტედი”
5. “ტოტენჰემი”
6. “არსენალი”
7. “ვესტ ჰემი”
8. “ასტონ ვილა”
9. “ლესტერ სიტი”
10. “ვულვერჰემპტონი”
11. “კრისტალ პალასი”
12. “ბრაიტონი”
13. “ბრენტფორდი”
14. “ევერტონი”
15. “საუთჰემპტონი”
16. “ლიდსი”
17. “ნიუკასლი”
18. “უოტფორდი”
19. “ბარნლი”
20. “ნორვიჩი”

ინგლისის პრემიერლიგის 15 ტურის თავზე სატურნირო ცხრილს 35 ქულით ლიდერობს”მანჩესტერ სიტი”, რომელსაც ერთი პუნქტით ჩამორჩება “ლივერპული”. მესამე პოზიციაზე 33 ქულით ლონდონის “ჩელსია” გამწესებული.

როგორ მუშაობს საქართველოში ონლაინ სათამაშო ბიზნესი

სათამაშო ბიზნესის შესახებ კანონმდებლობაში მოსალოდნელი ცვლილებებიდან გამომდინარე, არაერთი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა იმის თაობაზე თუ როგორ მუშაობს და რა შემოსავლებს ღებულობს ონლაინ  სათამაშო სექტორი. სწორედ აქედან გამომდინარე, სექტორის გადაწყვეტილებით გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია.

არის თუ არა ონლაინ სათამაშო ბიზნესი შემოსავლებით პირველ ადგილზე?

არა, ონლაინ სათამაშო ბიზნესი არ არის შემოსავალით პირველ ადგილზე და არც ათეულშია.

2020 წელს ონლაინ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 32 მილიარდი ლარი იყო, საიდანაც მომხმარებელთა მიერ მოგებული თანხის წილმა 31 მილიარდი შეადგინა, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია. ამ ინდუსტრიაში მოღვაწე 6 კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა, ჯამური ბრუნვის მხოლოდ 3% შეადგინა – ანუ 960 მილიონი ლარი რაც მთლიანი ინდუსტრიის შემოსავალია.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთლიანი სათამაშო ბიზნესის შემოსავალი ზუსტად იმდენივეა, რაც ჯანდაცვის სექტორში მოღვაწე ერთ-ერთი ქართული კომპანიის შემოსავალი და ზუსტად 2-ჯერ ნაკლები ვიდრე საქართველოში მოღვაწე უცხოური მხოლოდ ერთი ნავთობკომპანიის წლიური შემოსავალი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიზნესის რეგულირების პროცესში ჩაერთო შემოსავლების სამსახურის მიერ შერჩეული პირი – მარეგულირებელი, რომელიც სრულად, პირდაპირი წვდომით, ყოველდღიურ რეჟიმში, აკონტროლებს ბიზნესში არსებულ ტრანზაქციებსა და პროცესებს, რაც სათამაშო ბიზნესის სრულად გამჭვირვალობის გარანტს წარმოადგენს.

მეტი სიცხადისთვის კიდევ ერთხელ გავნმარტავთ, სექტორის შემოსავალი როგორ ნაწილდება. მთლიანი სათამაშო ბიზნესის შემოსავალმა 2020 წელს, ბრუნვის 3% ანუ 960 მილიონი ლარი შეადგინა საიდანაც უდიდესი ნაწილი სწორედ ქართულ ეკონომიკას მოხმარდა.

რაში დაიხაჯრა 960 მლნ ლარი:

  • გადასახადების სახით სახელმწიფომ მიიღო 200 მილიონილარი;
  • რეკლამის სახით ინტერნეტ საიტებმა მიიღეს 40 მილიონი ლარი;
  • რეკლამის სახით ქართულმა ტელევიზიებმა მიიღეს 40 მილიონი ლარი;
  • ქართული სპორტის ფედერაციების, გუნდების თუ პერსპექტიული სპორტსმენების განვითარებას მოხმარდა 30 მილიონი ლარი;
  • სხვადასხვა სახის სარეკლამო მომსახურებაში 10 მილიონი ლარი დაიხარჯა;
  • ტექნიკური მხარდაჭერა და ტექნოლოგიური განვითარება, რომელსაც ქართველი სპეციალისტები ახორციელებენ, 53 მილიონი ლარით დაფინანსდა;
  • საბანკო ტრანზაქციები და სხვა საოპერაციო ხარჯებმა კი 220 მილიონი ლარი შეადგინა;
  • აღსანიშნავია, რომ სათამაშო ბიზნეს სექტორში დასაქმებულია 12 ათასზე მეტი ადამიანი და მათი წლიური შემოსავალი ხელფასის სახით 100 მილიონი ლარს შეადგენს. ეს მონაცემები განსაკუთრებით მნიშვენლოვანია, იმ ფონზე, რომ ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი 22%-ია.
  • დარჩენილი 195 მილიონი ლარი კი დივიდენდის სახით, ინდუსტრიის ინვესტორებს ერგოთ.

აღსანიშნავია, რომ ყველა სათამაშო ბიზნესის უკან მდგარმა საერთაშორისო კომპანია, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანაში უცხოური ინვესტიციის სახით 2 მილიარ ლარამდე ინვესტიცია შემოიტანეს.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://gga.org.ge/ka/news

კახა კალაძე: “ვითვალისწინებთ მოსახლეობის მოთხოვნებს”

თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ დიდ დიღომში ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილ პროექტზე ისაუბრა, რომელიც საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს და მოსახლეობის ერთ ნაწილს წინააღმდეგობა აქვს.

“მინდა გამოვეხმაურო დიდ დიღომში სტადიონის მოწყობის თემას, რომელიც უეფას გრანტით ფინანსდება და მსგავსი პროექტები უკვე გაკეთდა სამგორში, ვაკეში, გლდანში და ნუცუბიძეზე. არიან ადამინები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე საფეხბურთო სივრცის მოწყობას ეწინააღმდეგებიან, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად იქ სტადიონი არსებობდა. მათი მოთხოვნაა ადგილზე პარკი გაკეთდეს, 50 მეტრში რეკრეაციული სივრცე უკვე განვაახლეთ, ვითვალისწინებთ მათ სურვილებსაც და სტადიონთან ერთად პარკიც გაკეთდება”, – განაცხადა კალაძემ.

მოსახლეობამ ნოემბრის ბოლოს ადგილზე ჯვარი აღმართა და 100-მდე ნერგი დარგო. მათი განცხადებით, ისინი ეწინააღმდეგებიან დახურული სპორტული კომპლექსის მშენებლობას და რეკრეაციულ სივრცეს წლებია ითხოვენ.

გიორგი არაბიძე “დინამოში”?

“სამტრედია” ეროვნული ლიგიდან გავარდა და კლუბს ლიდერები დატოვებენ, მათ შორის, 23 წლის გიორგი არაბიძეა, რომელიც “სამტრედიას” მთავარი ძალა იყო.

არაბიძე გუნდში ცეცაძემ მიიყვანა, რომელიც ახლა “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელია, თუმცა “ტორპედოც”, შესაძლოა, ელიგიდან გავარდეს “მერანთან” 2-0 მარცხის შემდეგ.

ჯერჯერობით, არაბიძეს შესახებ უცხოურ პრესაში არაფერი იწერება და გიორგისაც “ნასიონალში” დაბრუნება არ სურს, კონტრაქტი პორტუგალიელებთან 2022 წლის ივნისში ეწურება.

23 წლის ფეხბურთელი “სამტრედიაში” თამაშისას ნელ-ნელა ფორმაში შევიდა და თბილისის “დინამოს” ან ბათუმის “დინამოს” მისი სტილის შემტევი ნამდვილად გამოადგებოდა. ბათუმში არაბიძის პოზიციაზე თორნიკე გაფრინდაშვილია, თბილისში კი არავინ ჩანს.

ცხადაძე კი არაბიძეს ევროპაში გადასვლელად ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მოამზადებაში დაეხმარებოდა.

ჩავიმ “ბარსაში” წმენდა უნდა დაიწყოს – ვინ დატოვებს გუნდს?

კატალონიის “ბარსელონა” პირველად 20 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა და ასპარეზობს ევროპა ლიგაზე გააგრძელებს.

ფაქტია, ჩავის მოსვლის შემდეგ შედეგების და თამაშის მხრივ რეალურად ბევრი არ შეცვლილა, გუნდი კიდევ უფრო ჩამოშორდა ლა ლიგაში “რეალს”, 1/8 ფინალი კი მათ გარეშე ჩაივლის. დროა, ჩავიმ რადიკალური ზომები მიიღოს და კლუბიდან საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი გაუშვას.

მათ შორის, მინგეზა, კოუტინიო, დემბელე, ლენგლე, უმტიტი, დესტი და ლუკ დეიონგი. “ბარსას” აუცილებლად სჭირდება გამტანი თავდამსხმელი, რომელიც დეპაის აგრძნობინებს, თუ რა გუნდში თამაშობს. დიდი ხანია ტერ შტეგენი სრულიად უკონკურენტოა და ეს მის თამაშისს ხარიხსაც დაეტყო. საჭიროა, გერმანელსაც ძლიერი კონკურენტი ჰყავდეს და მუდმივად ფორმაში იყოს.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ჩავის საკმაოდ შეზღუდული ფინანსები ექნება და შესაძლოა, იჯარით დამატებები საუკეთესო გამოსავალი გამოდგეს. ლეგენდას წინ ძალიან დიდი სამუშაო აქვს.

ჩავი: “დღეს ახალი ეპოქა იწყება”

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა “ბაიერნთან” განცდილი მარცხის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, კატალონიელებმა E ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ევროპის ლიგაზე გადაინაცვლებენ.

“ბაიერნმა” აშკარად გვაჯობა. ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი. სამწუხაროდ, რეალობა ასეთია. ყველაფერს ღირსეულად უნდა შევხვდეთ. დღეს ახალი ერა, ახალი ეტაპი იწყება. რა თქმა უნდა, გაბრაზებული ვარ და არსებულ სიტუაციას განვიცდი. მე ეს კლუბი მიყვარს.

ახლა ჩვენი რეალობა ისაა, რომ ევროპის ლიგაზე ვითამაშებთ და ეს ტურნირი უნდა მოვიგოთ. “ბარსელონას” მიზანი ყველა შეხვედრაში გამარჯვებაა. ევროპის ლიგაზე თამაში მოვლენების საუკეთესო განვითარება არ არის, მაგრამ…

ჩვენ “ბაიერნის” დონის გუნდი არ ვართ. იმედი მაქვს, მომავალში უკეთესად თამაშს შევძლებთ. ბევრს ვიშრომებთ იმისათვის, რათა “ბარსელონა” დაბრუნდეს”, – ციტირებს ჩავის სიტყვებს “მარკა”.

როდის გაიმართება ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა?

2021-2022 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი სრულდება. 9 დეკემბერს “ატალანტასა” და “ვილიარეალს” შორის უამინდობის გამო გადადებული მატჩი გაიმართება და მერვედფინალში გასული ყველა გუნდის ვინაობა ცნობილი გახდება.

1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა ორშაბათს, 13 დეკემბერს ჩატარდება. ღონისძიებას შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას სათავო ოფისი უმასპინძლებს და ის საქართველოს დროით 15:00 საათზე დაიწყება.

მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 15, 16, 22 და 23 თებერვალსაა დაგეგმილი, განმეორებითი შეხვედრები კი 8, 9, 15 და 16 მარტს ჩატარდება.

“ვალიადოლიდის” მთვრალ ფეხბურთელს ავარია შეემთხვა (ვიდეო)

“ვალიადოლიდის” ნახევარმცველ გონსალო პლატას ქალაქის ცენტრში ავარია შეემთხვა.

21 წლის ეკვადორელი ფეხბურთელი საკუთარი ავტომობილით ტაქსის დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტაქსის მძღოლი და მგზავრი დაშავდნენ. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა გონსალო პლატა ალკოტესტის მეშვეობით შეამოწმეს, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ფეხბურთელი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მის სისხლში ალკოჰოლის დონე დასაშვებ ნორმას ორჯერ აღემატებოდა. შემთხვევის შემდეგ ეკვადორელი სპორტსმენი დააკავეს.

ცნობისათვის, გონსალო პლატა ლისაბონის “სპორტინგის” საკუთრებაა და “ვალიადოლიდის” რიგებში იჯარის წესით თამაშობს.