ინგლისში პოლ სკოულზი მაგრად დატროლეს (ფოტო)

ინგლისის FA Cup-ის მე-2 რაუნდში ერთმანეთს “ჩესტერფილდი” და “სალფორდი” დაუპირისპირდნენ, რომელსაც “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა პოლ სკოულზი ფლობს.

“ჩესტერფილდმა” გოლი შეაგდო და ლიამ მანდევილმა გადაწყვიტა გოლი ცერა თითის წოვით აღენიშნა.

ცოტა ხნის წინ პოლ სკოულზის ფოტო გავრცელდა, როგორ ჰქონდა მისი 20 წლის ქალიშვილის ფეხის ცერა თითი პირში და მანდევილმაც მისი დატროლვა გადაწყვიტა. ჯერჯერობით, სკოულზს საპასუხოდ არაფერი უთქვამს.

 

გუჯეჯიანი: ‘რუსეთში გაგვაღიზიანეს, იქ ჩვენი ჩემპიონობა არავის გახარებია’

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა ტელეკომპანია GMS TV-ის ეთერში ევროპის გუნდური ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბერს რუსეთის ქალაქ უფაში შერეულ გუნდებს შორის გამართული ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა მოიგო. საქართველომ ფინალამდე ავსტრია, საფრანგეთი და თურქეთი დაამარცხა, ფინალში კი ნიდერლანდებს მოუგო.

“ამ შეჯიბრს ჰქონდა ფსიქოლოგიური დატვირთვა, რადგან რუსეთში ტარდებოდა. ძალიან საპასუხისმგებლო იყო. რუსეთის ნაკრებს მასშტაბური ღონისძიება ჰქონდა დაგეგმილი. ისინი გეგმავდნენ კონცერტს და ყველა ოლიმპიური ჩემპიონი მობილიზებული ჰყავდათ. იქ მათთვის საზეიმო განწყობა სუფევდა. წინასწარ ემზადებოდნენ ჩემპიონობისთვის. ფაქტობრივად, ჩვენ პროტოკოლი შევცვალეთ და მათი ღონისძიება ჩავშალეთ.

რომ გითხრათ იქ ვინმეს გაუხარდა ჩვენი ჩემპიონობა, გარდა ქართველებისა, მოგატყუებთ. არავის არ გახარებია. ყველამ დაინახა, რომ ახალი ძლიერი კონკურენტი გამოდის ასპარეზზე. ჩვენმა გუნდმა დაამტკიცა, რომ იმ ნაწილში, რა ნაწილშიც ვიღაც აუტცაიდერად გვთვლიდა, შეცდომაა. იქ დაგხვდა ისეთი გარემო, რომ რუსეთი აუცილებლად ჩემპიონი უნდა გამხდარიყო, რამაც ჩვენ უფრო მეტი მოტივაცია და გაღიზიანების საფუძველი მოგვცა. გააღიზიანეს გუნდი, ცოტათი ჩვენც გაგვაღიზიანეს და კი ჩავუშალეთ დაგეგმილი ღონისძიება”, – განაცხადა გუჯეჯიანმა.

შეგახსენებთ, რომ შერეულ გუნდებში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონი პირველად გახდა.

სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელიას საქციელზე კომენტარი გააკეთა

ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ “ნიჟნი ნოვგოროდთან” განცდილი მარცხის (2:1) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა.

მატჩის 51-ე წუთზე ქართველმა გარემარბმა ყვითელი ბარათი მიიღო, ერთ წუთში კი მთავარმა მწვრთნელმა ის შეცვალა. გასვლისას კვარაცხელია პირდაპირ გასახდელში გაემართა და გვირაბში შესვლამდე ხელთათმანები მოისროლა.

მატჩის შემდეგ, სლუცკის შეკითხვა სწორედ ამ მომენტზე დაუსვეს.

– რა გახდა კვარაცხელიას შეცვლის მიზეზი? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მან ხელთათმანები მოისროლა, ის ბედნიერი არ ყოფილა.
– არ ვიცი, ის კმაყოფილი იყო თუ არა. თუმცა, მოედანზე მისი მოქმედება მაძლევდა იმის საფუძველს, რომ ის შესვენებაზევე შემეცვალა.

ზურიკო დავითაშვილმა “ხიმკის” ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

ოფიციალურად: “ლაიფციგმა” ჯესი მარში ცუდი შედეგების გამო დაითხოვა

“ლაიფციგის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც გერმანული კლუბისა და ჯესი მარშის გზები გაიყო. ამის მიზეზი კი “ლაიფციგის” არასახარბიელო შედეგები გახლავთ.

48 წლის სპეციალისტის “ლაიფციგურ” კარიერაში ბოლო ნაბიჯი “უნიონ ბერლინთან” განცდილი მარცხი აღმოჩნდა. ამერიკელი ჯესი მარში გუნდში სამი თვის წინ მოვიდა, მას იულიან ნაგელსმანის მიერ დაწყებული სამუშაოს გაგრძელება დაევალა.

სანამ გერმანული კლუბის ხელმძღვანელები მთავარ მწვრთნელს იპოვნიან, ამ ამპლუაში თავის ძალებს დამხმარე მწვრთნელი აშიმ ბაიერლორცერი მოსინჯავს.

რაც შეეხება სტატისტიკურ მაჩვენებლებს, ჯესი მარშმა 23 შეხვედრაში უთავკაცა “ლაიფციგს” და გამარჯვება მოლოდ 9 მათგანში მოიპოვა, ათჯერ კი დამარცხდა.

პრემიერ ლიგის გრანდებმა, შესაძლოა, ფეხბურთელებს კონტრაქტში ვაქცინაციის პუნქტი გაუწერონ

პრემიერ ლიგის წამყვანი კლუბები ფეხბურთელების კონტრაქტში ვაქცინაციის პუნქტის ჩაწერაზე ფიქრობენ. ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Telegraph ადასტურებს.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, პრემიერ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების გარკვეული ნაწილი ვაქცინაციაზე უარს აცხადებს, რაც ხელმძღვანელების აზრით ფანებზე უარყოფითად მოქმედებს.

შედარებისთვის გეტყვით, რომ ბუნდესლიგაში არავაქცინირებული ფეხბურთელების წინააღმდეგ მკაცრი ზომები მიიღო “ბაიერნმა”. მიუნხენური კლუბი გარკვეული დროის მანძილზე ხელფასს არ გადაუხდის იმ არავაქცინირებულ ფეხბურთელებს, რომლებიც კარანტინში მოხვდებიან.

ჩავი: “ბაიერნის” დამარცხება შეგვიძლია, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული”

კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ კედლებში “ბეტისთან” მტკივნეული მარცხი განიცადა და ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიციას იკავებს. ჩავი ერნანდესმა მატჩის შემდეგ “ბაიერნთან” გასამართ შეხვედრაზეც ისაუბრა.

“გოლი მაშინ გავუშვით, როდესაც საუკეთესო პერიოდი გვქონდა. ტაქტიკურად უფრო გამართულად უნდა გვეთამაშა. ძალიან გაღიზიანებული ვარ ასეთი გოლის გაშვების გამო.

ძალიან სამწუხაროა, მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ. ეს ძალიან მტკივნეული მარცხია, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. ზოგჯერ ისე იგებ, რომ ამას არ იმსახურებ, ზოგჯერ კი პირიქით.

“ბაიერნის” დამარცხება შეგვიძლია, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდს უნდა ვეწვიოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ მიზნის მისაღწევად.

ჰოლანდი “ბაიერნთან” მატჩზე: “მსაჯობა სკანდალური იყო”

დორტმუნდის “ბორუსიას” ლიდერი, ერლინგ ჰოლანდი, “დერ კლასიკერში” მომხდარით უკმაყოფილებას ვერ მალავს. ჯუდ ბელინგემის მსგავსად ნორვეგიელმა ვარსკვლავმაც მსაჯობა გააკრიტიკა.

“ვფიქრობ, რომ მსაჯობა სკანდალური იყო. როისის შემთხვევაში სუფთა პენალტი არ დაგვინიშნეს. როდესაც მსაჯს ვკითხე, თუ რატომ არ ელოდებოდა ვიდეოგამეორებას, მითხრა – “ეს საჭირო არ არის!” ძალიან ქედმაღლური იყო.

არა, ცოტა უნდა დავმშვიდდე,” – აცხადებს ნორვეგიელი შემტევი Viaplay-სთვის საუბრისას.

მატჩის მთავარი არბიტრი ფელიქს შვაიერი გახლდათ, რომელიც 2004 წელს გარიგებულ მატჩებში მონაწილეობაში იქნა გამოჭერილი.

ბელინგემი: “ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში ჩაწყობებში გამოჭერილი მსაჯი დანიშნეს”

დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი, ჯუდ ბელინგემი, “დერ კლასიკერში” განცდილი მარცხის სემდეგ ხმაურიან განცხადებას აკეთებს. ინგლისელმა ფეხბურთელმა მარცხსი მთავარი არბიტრი ფელიქს შვაიერი დაადანაშაულა.

“ჩემი აზრით, მსაჯს პენალტი არ უნდა დაენიშნა. ჰუმელსს ბურთი ხელზე ისე მოხვდა, რომ მისი მიმართულებით არც კი იყურებოდა. უბრალოდ თავისუფალ ადგილზე სურდა გასვლა.

ასევე შეიძლება მსაჯის მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებების განხილვაც. ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში ჩაწყობებში გამოჭერილი მსაჯი დანიშნეს. რას ელით?” – განაცხადა ბელინგემმა Viaplay-სთვის მიცემულ ინტერვიუსი.

ბელინგემმა 2004 წლის სკანდალი გაიხსენა, როდესაც შვაიერი ქრთამის აღებაში იქნა გამოჭერილი.

ჯოვინო ფლამარიონი საქართველოს ნაკრებში?

ბათუმის “დინამოს” ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჯოვინო ფლამარიონმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. შესაბამისად, მას დღეიდან უფლება აქვს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს.

ტელეწამყვანი დიმა ობოლაძის განცხადებით, მას ფეხბურთელთან ინტერვიუს ჩაწერა სურდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ფლამარიონს ფეხბურთის ფედერაციამ ურჩია, ამ თემაზე კომენტარი არ გაეკეთებინა და ლოგიკურად ჩნდება მოლოდინი, რომ ფლამარიონი, შესაძლოა, 2022 წელს საქართველოს ნაკრებშიც ვიხილოთ.

ჯოვინო ბათუმის “დინამოში” 2017 წლიდან თამაშობს და საუკეთესო სეზონები 2018-19 წლებში ჰქონდა, როცა ელიგის 61 მატჩში 41 გოლი შეაგდო. ბრაზილიელს ძალიან მაგარი ტექნიკა, ოსტატობა და საგოლე ალღო აქვს. მისი სტილის თავდამსხმელი ჩვენ ნაკრებს ნამდვილად არ ჰყავს.

როგორ დასრულდა ჰოლანდი – ერნანდესის დაპირისპირება გუშინდელ მატჩში (ვიდეო)

ლუკა გაგნიძის საოცარი მატჩი მოსკოვის “ლოკომოტივთან”

18 წლის ლუკა გაგნიძეს რუსეთის პრემიერ ლიგის მე-17 ტურში მოსკოვის “ლოკომოტივის” წინააღმდეგ ძალიან მაგარი მატჩი გამოუვიდა.

91% პასების სიზუსტე

ბურთთან 56 შეხება

17-დან 12 მოგებული დუელი

6 წარმატებული ვარდნა

2 ჩაჭრა

“ურალმა” “ლოკომოტივი” 0-1 დაამარცხა და ლუკა კი 88-ე წუთზე შეცვალეს. ქართველის გვერდით ნახევარდაცვაში რუსეთის მოქალაქე ლეო გოგლიჩიძე თამაშობს.