“მესი, მესი!” – დორტმუნდის “ბორუსიას” ფანები ლევანდოვსკის ჯარიმის დროს (ვიდეო)

4 დეკემერს, გერმანიის ბუნდესლიგაში დორტმუნდის “ბორუსიამ” საკუთარ მოედანზე “ბაიერნი” მიიღო და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

შეხვედრაში დუბლი შეასრულა რობერტ ლევანდოვსკიმ. პოლონელმა თავდამსხმელმა ყოფილ გუნდს გოლები მე-9 და 77-ე წუთებზე გაუტანა.

ლევანდოვსკი დამატებით წუთებში საჯარიმო დარტყმას ასრულებდა, მის გასაღიზიანებლად კი დორტმუნდელი ფანების შეძახილი ასეთი იყო: “მესი! მესი!”

როგორც იცით, 2021 წლის ოქროს ბურთის გამოკითხვაში პოლონელმა მეორე ადგილი დაიკავა, გამარჯვებული კი სწორედ მესი გახდა.

იხილეთ ვიდეო

1 სეზონში თბილისის “მერანში” 50-მა ფეხბურთელმა ითამაშა

ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელ თბილისის “მერანში” მიმდინარე წელს 50-მა ფეხბურთელმა მინიმუმ 1 მატჩი ჩაატარა.

“მერანის” განაცხადში 8 მეკარე იყო და მათ შორის, დემეტრე ბულისკერია, გიორგი ჩოჩიშვილი და ლუკა მიქაიაც. განაცხადში მყოფთან თამაში მხოლოდ ლუკა კაკულიას არ მოუწია.

მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ შენგელიამ 14 მცველი, 20 ნახევარმცველი და 9 თავდამსხმელი გამოსცადა. გუნდმა 47 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე გავიდა.

შედარებისთვის, ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებულ “სიონში” 27, გავარდნილ “ჩიხურაში” კი სულ 30 მოთამაშე გამოჩნდა.

დიოგო ჯოტას წარმოუდგენელი მომენტი “ვულვზთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

კასანო: “რონალდუმ მითხრა, რომ მას პატივი უნდა ვცე”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანამ გასულ წლებში მომხდარი ამბავი გაიხსენა, რომელიც კრიშტიანო რონალდუს ეხება.

მაშინ, როცა კრიშტიანო “იუვენტუსში” თამაშობდა, კასანომ ის გააკრიტიკა და თქვა, რომ პორტუგალიელი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. კასანომ კრისტიან ვიერისთან, Twitch-ის არხზე ინტერვიუს დროს ყველაფერი გაიხსენა.

“რონალდუმ მესიჯი გამომიგზავნა! კრიშტიანო რონალდუმ მითხრა, რომ მას პატივი უნდა ვცე მოგებული ტიტულებისა და გატანილი გოლების გამო. მე სიმართლის თქმის არ მეშინია. პაპით დაწყებული, სიმართლეს ყველას პირდაპირ ვეტყვი.

ბუფონს დავურეკე და მან დამიდასტურა რომ ჩემი ნომერი პრეს ოფიცერს მისცა, რომელმაც შემდეგ ეს ნომერი რონალდუს გადასცა. კრიშტიანომ მითხრა, რომ მას 750 გოლი ჰქონდა გატანილი, მე კი მხოლოდ 150. მას მხოლოდ ამას ვეტყოდი: ძვირფასო კრიშტიანო, შენ ყველაფერი გაქვს. მშვიდად იყავი. მოიქეცი მესის მსგაბსად, რომელსაც არ აინტერესებს სხვები რას იტყვიან.

ეს სიმართლეა, მესიჯი მართლა გამომიგზავნა. ეს ამბავი ბუფონმაც იცის, კიელინიმაც იცის. გავბრაზდი – რას აკეთებ? რა პრობლემა გაქვს?” – განაცხადა კასანომ.

არჩილ ბერიძე: “ლადო დვალიშვილი საუკეთესო შენაძენია”

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ ვლადიმერ გუცაევის “საფეხბურთო ტაიმ-აუტში” გუნდის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

2022 წელს “დინამოს” ბიუჯეტი ორჯერ გაიზრდება. ჩემი და სამეთვალყურებო საბჭოს მთავარი საქმე ფინანსების მოზიდვაა. წინ ბევრი სიუპრიზი გველოდება და გუნდი აუცილებლად გაძლიერდება. სტაბილურობისთვის და ყოველწელს ევროტურნირებზე გასასვლელად 15-20 მილიონი დოლარია საჭირო, ჯერ ჩვენ ამისთვის არ მიგვიღწევია, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ამისკენ მივდივართ

“2018 წელს ერთ ჯგუფს სპონსორობაზე ვესაუბრებოდით და გვითხრეს, 10 ათას ლარად წამოვალთო. უარი ვთქვით. დღეს ერთ-ერთ კომპანიას გენერალურ სპონსორობაზე 3.5 მილიონ ლარად ველაპარაკებით”

“ლადო დვალიშვილი სპორტული დირექტორის პოსტზე საუკეთესო შენაძენია. მას ჩემგან სრული მხარდაჭერა აქვს”, – განაცხადა ბერიძემ.

ბათუმელებმა საქართველოს ჩემპიონობა ისტორიაში პირველად მოიგეს და ქვეყნის სახელს ჩემპიონთა ლიგაზე წარადგენენ.

კურტუა: “ანჩელოტი ვარჯიშებზე გოლების გაშვებას მთხოვს”

მადრიდის “რეალის” მეკარე ტიბო კურტუამ მის ამჟამინდელ სათამაშო ფორმასა და თანამემამულე ედენ აზარზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი ბოლო დროს და გასულ სეზონშიც. ამის შესახებ ამ დღეებში ბევრს ვსაუბრობ, მაგრამ საერთოდ ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ რას წერს მედია. მხოლოდ იმ სტატიებს ვკითხულობ, რომლებსაც მეგობრები მიგზავნიან. განსაკუთრებით ბედნიერს ის მხდის, რომ კარლო ანჩელოტი იმ დიდებულ მეკარეებს მადარებს, რომლებიც მას გაუწვრთნია და როცა მთხოვს რამდენიმე ბურთი გავუშვა, რათა თავდამხსმელებს ნდობა აუმაღლდეთ.”

“ჩვენ კვლავ ვნახავთ ედენ აზარის საუკეთესო ვერსიას “რეალში”, მე ამაში დარწმუნებული ვარ. მე ვიცი რა არის მუცლის ტკვილი და ამის გამო “ბრიუგეს” წინააღმდეგ მე-2 ტაიმის შემდეგ შეცვლა მოვითხოვე. არავითარი აზრი არ აქვს მოედანზე გაჩერებას, ედენს კვლავ ექნება დრო თავისი თავი შემდეგ კვირებში გვაჩვენოს”, – განაცხადა კურტუამ ბელგიურ VTM-სთან ინტერვიუში.

კურტუას “რეალის” ბოლო 20 მატჩში 7 მშრალი შეხვედრა გამოუვიდა. მისმა სუპერ რეაქციებმა “რეალი” წელს ბევრჯერ იხსნა. მეკარე კარში წამოსული ბურთების 74%ს იღებს და 90 წუთში ერთზე მეტ გოლს არ უშვებს.

ვარანი “რეალზე”: “ფანები ჩემპიონთა ლიგის მოგებას არც კი გილოცავენ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგმა მცველმა, რაფაელ ვარანმა, მადრიდის “რეალში” გატარებული პერიოდის შესახებ ისაუბრა. როგორც იცით რაფამ “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოიგო.

“ფანები ჩემპიონთა ლიგის მოგებას არც კი გვილოცავენ. ისინი მხოლოდ ასეთ რაღაცებს გვეუბნებოდნენ – “ძალიან კარგია, ახლა კი მომდევნო უნდა მოიგოთ”. ეს ტიტული ერთხელ კი არა ოთხჯერ მოვიგე, ფანები კი მუდამ მეტს ითხოვდნენ.

ზოგჯერ ვფიქრობდი, რომ უბრალოდ უნდა მესიამოვნა იმით, რასაც მივაღწიეთ. გამარჯვებებს ერთად ვერ ვზეიმობდით ხოლმე. მაგალითად ჩემპიონტა ლიგის მოგების შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი იწყებოდა. ზოგჯერ მინდებოდა რაღაც ღილაკისთვის დამეჭირა, რათა შემესვენა და მოგებულით სიამოვნება მიმეღო.

ეს “რეალს” განსაკუთრებულ კლუბა აქცევს, მათ ყველასაგან განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ. სწორედ ამიტომ მინდოდა გარემოს შეცვლა. არა იმიტომ, რომ ეს ცუდი მენტალიტეტია, უბრალოდ სიახლეები მჭირდებოდა,” – აცხადებს ვარანი The Telegraph-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ვარანი მადრიდში ზინედინ ზიდანმა 2011 წელს მიიყვანა. რაფამ მადრიდული გრანდი 2021 წელს დატოვა.

ჩავი: “მესიმ მეშვიდე ოქროს ბურთი სრულად სამართლიანად მოიგო”

კატალონიის “ბარსელონას” ახალი მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი, პრესასთან საუბრისას ლეო მესის მიერ მეშვიდე ოქროს ბურთის მოგების თემას ეხმაურება.

“ეს არის საფეხბურთო სამართლიანობა. მესიმ მეშვიდე ოქროს ბურტი სრულად სამართლიანად მოიგო.

გვარდიოლამ თქვა, რომ მესისთვის ოქროს ბურთის გადაცემა ვერასდროს იქნება არასწორი გადაწყვეტილება. პეპ ვეთანხმები, მე მესი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია.

რა თქმა უნდა, შეგვიძლია საუბარი იმ თემაზე, თუ რამდენად დაიმსახურა რობერტ ლევანდოვსკიმ ეს ტიტული. თუმცა ასეთი დებატები ყოველ წელს არის. მათ მესი აირჩიეს, ეს საფეხბურთო სამართლიანობის გამოძახილია,” – აცხადებს ჩავი.

ჟოან ლაპორტა: “დემბელე მბაპეზე უკეთესია”

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, უსმან დემბელესთან დაკავშირებიტ ხმაურიანი განცხადება გააკეთა. ლაპორტა იმედოვნებს, რომ ფრანგი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბს არ დატოვებს.

“ჩვენ უსმან დემბელესთან ძლიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და მას კლუბში დარჩენა სურს. ჩვენი მიზანიც ეს არის – გვინდა, რომ უსმან დემბელე, შესანიშნავი ფეხბურთელი, შევინარჩუნოთ. რა თქმა უნდა, ამისთვის მის აგენტთან მოლაპარაკებაა საჭირო.

დემბელეს მიმართ დიდი ენთუზიაზმით ვარ განწყობილი. როგორც ფეხბურთელი, დემბელე მბაპეზე უკეთესია,” – განაცხადა ლაპორტამ TV3-თვის მიცემულ ინტერვიუში.

ბოატენგი: “მეტი რა უნდა ექნა ლევის, ცენტრიდან უნდა გაეტანა გოლები?”

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა მცველმა, ჟერომ ბოატენგმა, პრესასთან საუბრისას ოქროს ბურთის 2021 წლის პრიზის ლეო მესისთვის გადაცემაზე გააკეთა კომენტარი. ჟერომი თვლის, რომ ამ ჯილდოს მესიზე მეტად რობერტ ლევანდოვსკი იმსახურებდა.

“თუ შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი ფეხბურთის ტალანტია, რა თქმა უნდა, მხოლოდ მესის ან რონალდუს უნდა გადასცენ ეს პრიზი. მაგრამ თუ ტიტულებსა და სტატისტიკას მივიღებთ მხედველობაში, მაშინ სხვაგვარ შედეგებს მივიღებთ.

ძალიან მეწყინა, ლევანდოვსკიმ რომ ვერ მოიგო ოქროს ბურთი. ის ამას ძალიან იმსახურებდა. 2013 წლის შემთხვევა გამახსენდა, როდესაც ფრანკ რიბერიმაც ვერ მოიგო. ძალიან სამწუხაროა. მეტი რა უნდა ექნა ლევის, ცენტრიდან უნდა გაეტანა გოლები?

რა თქმა უნდა, ეს ლევანდოვსკის მიწასთან ვერ დაანარცხებს, მაგრამ დიდი იმედგაცრუება იქნება. რამდენადაც მე მას ვიცნობ, მჯერა, რომ ამ ემოციას მოტივაციისთვის გამოიყენებს,” – აცხადებს ბოატენგი.

უსმან დემბელეს ტრანსფერით კიდევ ერთი ინგლისური გრანდი ინტერესდება

“ბარსელონას” ნახევარმცველმა, უსმან დემბელემ, ლონდონის “ტოტენჰემის” ყურადღება მიიპყრო.

Mundo Deportivo-ს მიერ მოპოვებული უახლესი ცნობების თანახმად, ფრანგი ფეხბურთელის გადაბირებით ლონდონელთა დირექტორი ფაბიო პარატიჩია დაინტერესებული. პარატიჩი “სპურსში” გადასვლამდე “იუვენტუსში” მუშაობდა და ტურინშიც ცდილობდა დემბელეს გადაბირებას.

სლოვენიურ კლუბ “მურასთან” მარცხის შემდეგ “ტოტენჰემის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, პრესასთან ღიად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამჟამინდდელი გუნდი მაღალ დონეს ვერ აკმაყოფილებს. შესაბამისად, ლონდონული კლუბის ხელმძღვანელებს ამ ვითარების გამოსწორება სურთ.

“ბარსელონაში” უსმანს კონტრაქტის გასახანგრძლივებლად 15 დღე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მის გაყიდვას აპირებენ. “ტოტენჰემის” გარდა დემბელეს გადაბირების სურვილს “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ნიუკასლ იუნაიტედი” გამოთქვამენ.

ოქროს ბურთი – ვის მისცეს ხმა საქართველოდან?

29 ნოემბერს პარიზშში 2021 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. წლის საუკეთესო ფეხბურთელისათვის განკუთვნილი ჯილდო ლიონელ მესიმ მოიგო, მეორე ადგილი ლევანდოვსკიმ დაიკავა, ხოლო მესამე – ჟორჟინიომ. მეოთხე პოზიცია კარიმ ბენზემას ერგო, მეხუთე კი – ნგოლო კანტეს.

საუკეთესო ფეხბურთელს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელი სპორტული ჟურნალისტები ავლენდნენ. საქართველოდან გამოკითხვაში მონაწილეობა გაზეთ “სარბიელის” წარმომადგენელმა ზურაბ ფოცხვერიამ მიიღო. მისი ხუთეული ასე გამოიყურება:

1. რობერტ ლევანდოვსკი
2. კარიმ ბენზემა
3. კრიშტიანო რონალდუ
4. ლიონელ მესი
5. ჟორჟინიო