ბათუმის “დინამო” 2 ფეხბურთელის გაყიდვით 9 მილიონს მიიღებს

ბათუმის “დინამო” ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და ეს ყველაფერი, პირველ რიგში, საოცრად დაბალანსებული შემადგენლობის ხარჯზე მოახერხა. გუნდს თითო პოზიციაზე მინიმუმ 2 კარგი ფეხბურთელი ჰყავდა.

გარდა ამისა, “დინამოს” რამდენიმე გამორჩეული ლიდერი ჰყავდა და მათ შორის ერთ-ერთი, მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვია. აზაროვმა ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა და დღეს 1 მილიონ ევროზე მეტად ფასობს. გავრცელებული ინფორმაციით, მისით განსაკუთრებთ “ტრაბზონია” დაინტერესებული, რომელიც მზად არის 1.3 მილიონიდან 1.6 მილიონამდე გადაიხადოს. ბათუმელებს სურთ აზაროვის შემდეგი გაყიდვიდან ტრანსფერის ღირებულების 30%-იც მიიღონ. “დინამო თბილისმა” ირაკლი აჭარაში 40 ათასი ლარის სანაცვლოდ გაუშვა.

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ “დინამოს” ბრაზილიელი ლეგიონერი ჯოვინო ფლამარიონიც დატოვებს. მართალია, 1 წლის წინ ჯოვინო 3 მილიონამდე ფასობა, თუმცა ახლა მისი სატრანსფერო ფასი მინიმუმ 1 მილიონი ევროა. მისით რუსული და ყაზახური კლუბები იყვნენ დაინტერესებულნი.

შესაბამისად, “დინამო” 2 ლიდერის გაყიდვის შემთხვევაში დაახლოებით 9 მილიონ ლარამდე შეავსებს ბიუჯეტს, რაც საკმაოდ სოლიდური თანხაა. თავის მხრივ, ბათუმელებს ახალი მოთამაშეების დამატებაც მოუწევთ.

“მტერს მოხვდა ამის ხელიო” – საგინაშვილმა და ჯანაშიამ ერთმანეთს ხელები შეადარეს (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

@davitkukhianidze მტერს მოხვდა ამის ხელიო ამაზეა ნათქვამი 😀 @levansaginashvili ♬ original sound – Davit Kukhianidze ✅

პატივისცემა – ბეჰდად სალიმი ლაშა ტალახაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

ვეტერანმა ირანელმა ძალოსანმა ბეჰდად სალიმიმ სოციალურ ქსელში ლაშა ტალახაძესთან ერთად გადაღებული ბევრისთვის უცნობი ფოტო გამოაქვეყნა.

ეს ფოტო 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე გადაღებული, სადაც ირანელმა ატაცში პირველი ადგილი დაიკავა, აკვრაში კი სამივე ცდა გააცუდა და ოლიმპიადა მედლის გარეშე დატოვა. სალიმი ბრაზილიაში საჩემპიონოდ იყო ჩასული და მისი ემოციები სპორტის ამ სახეობის გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ.

“დინამომ” ჯანოს უპასუხა: “მხოლოდ 26 წუთის თამაში შეძლო”

“დინამო თბილისიდან” ჯანო ანანიძის გაშვებას ფეხბურთელი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ხელმძღვანელობა არაპროფესიონალიზმში და უპატივცემულობაში დაადანაშაულა. “დინამომ” საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა და ფეხბურთელის ტრავმებზე გაამახვილა ყურადღება.

“დინამო თბილისი ჯანო ანანიძეს დაემშვიდობა, რომელიც კლუბში 2021 წლის აპრილში ჩაირიცხა და მას შემდეგ, დღემდე მხოლოდ ერთი მატჩი (26 წუთი) ჩაატარა. 29 წლის ნახევარმცველს საკმაო პერიოდი დასჭირდა რეაბილიტაციისთვის, გუნდს ვერ დაეხმარა ევროტურნირებზე გასამართ მნიშვნელოვან მატჩებში და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, კვლავ ვერ ვარჯიშობდა გუნდთან ერთად.
ფეხბურთელის სურვილი იყო, რომ იანვარსა და თებერვალში, დინამო თბილისთან ერთად უცხოურ შეკრებაზე გამგზავრებულიყო და ფორმის აღდგენის საშუალება ჰქონოდა.
ვინაიდან მიმდინდარე მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლებელი იყო საწვრთნელ პროცესში მისი სრულფასოვნად ჩართვა კლუბმა აამოქმედა მასთან დადებული კონტრაქტის შესაბამისი პუნქტი და გამოიყენა უფლება, აღარ გაუგრძელოს ხელშეკრულება ფეხბურთელს.
დინამო თბილისი წარმატებას უსურვებს ჯანო ანანიძეს მომავალში და იმედი გვაქვს, უნიჭიერესი ფეხბურთელი კვლავ მოახერხებს მაღალ დონეზე თამაშს, არა მხოლოდ საკლუბო, არამედ სანაკრებო დონეზეც”, – წერია განცხადებაში.
გარდა ამისა, ანანიძემ აღნიშნა, რომ მას ტელეფონით შეატყობინეს და შეხვედრა არც კი ისურვეს, თუმცა თბილისელებს ამაზე არაფერი უთქვამთ.

“ტორპედო” ყაზახმა ლეგიონერმა დატოვა

ქუთაისის “ტორპედო” ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ყაზახმა ნახევარმცველმა მაგომედ პარაგულგოვმა დატოვა.

მაგამედმა “ტორპედოში” 8 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

პარაგულგოვს შემოთავაზება ყაზახეთიდან აქვს და დიდი ალბათობით, სამშობლოში დაბრუნდება.

“ტორპედო” მადლობას უხდის მას ერთგულებისთვის და იმ პროფესიონალიზმისთვის, რაც მან ტორპედოში ყოფნისას გამოიჩინა. ვუსურვებთ მას წარმატებებს, როგორც კარიერულ ასევე პირად ცხოვრებაში.

რივალდო: ‘მესიმ ოქროს ბურთი დაიმსახურა, მაგრამ ისტორიაში საუკეთესო არ არის’

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რივალდომ ლიონელ მესის შესახებ კომენტარი გააკეთა. ვეტერანი თავდამსხმელი ფიქრობს, რომ არგენტინელმა წელს ოქროს ბურთი დამსახურებულად მოიგო.

“მესიმ წელს ოქროს ბურთი დაიმსახურა. მან არგენტინის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკა მოიგო და ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა. დღეს ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, ამიტომ გამარჯვებულთან დაკავშირებით კამათი იქნება. შესაძლოა, მესის საოცარ კარიერას ხმის მიმცემ ადამიანებზე გავლენაც ჰქონდა.

რა თქმა უნდა, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ რთული სათქმელია, რომ ის საუკეთესოა. მას მსოფლიო ჩემპიონატი ჯერ კიდევ არ მოუგია. მაგალითად, პელემ მუნდიალი ბევრჯერ მოიგო, ამიტომაც არ მგონია, რომ მესის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ მოხსენიება სწორი იყოს”, – უთხრა რივალდომ betfair-ს.

“სად არის მამარდაშვილი?” – “ვალენსიას” ფანები ქართველის დაყენებას მოითხოვენ

გუშინ ესპანეთის თასის 1/64 ეტაპის მატჩები გაიმართა, სადაც ქვედა ლიგელმა “ულტრილასმა” “ვალენსიას” უმასპინძლა და 0-3 დამარცხდა.

“ვალენსიას” მთავარ მწვრთნელ ხოსე ბორდალასს წინასწარ ჰქონდა გაცხადებული, რომ სილესენს ასვენებდა, გუნდის მე-2 მეკარე მამარდაშვილია და შესაბამისად, ყველა მის დაყენებას ელოდა, თუმცა ბორდალასმა ძირითადში ხაუმე დომენეკი დააყენა.

მამარდაშვილის სკამზე დატოვებას “ვალენსიას” გულშემატკივარი უკმაყოფილოდ შეხვდა და ითხოვენ, ქართველს მეტი სათამაშო დრო მიეცეს.

“სად არის მამარდაშვილი?”

“სამწვრთნელო შტაბი მამარდაშვილს საშინლად ექცევა”

“რა ხდება საერთოდ? მამარდაშვილი თასზეც არ ითამაშებს?

“მე ვერ ვუგებ ბორდალასს მამარდაშვილზე. უბრალოდ ვერ ვუგებ”

გიორგიმ ლა ლიგის საწყის ტურებში სასტარტო შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი, მაგრამ “რეალთან” და “სევილიასთან” დაშვებული შეცდომების გამო ბორდალასმა ჯერ სილესენი დააბრუნა ძირითადში და გიორგიმ სკამზე გადაინაცვლა. მოსალოდნელი იყო, რომ მამარდაშვილი თასზე მაინც გამოვიდოდა, თუმცა მწვრთნელმა ამჯერადაც არ მისცა შანსი. მამარდამ ბოლოს 22 სექტემბერს ითამაშა.

ალ-ხელაიფი: “ჩვენ ხალხი სუპერ ლიგისგან ვიხსენით”

ევროპული კლუბების ასოციაციის (ECA) აღმასრულებელი საბჭო 2021 წელს ბოლოჯერ პარიზში შეიკრიბა, სადაც მათ საბჭოს თავჯდომარემ, “პსჟ”-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ უმასპინძლა და იმ 3 კლუბს დაარტყა, რომლებთაც სუპერლიგის პროექტი ჯერ არ დაუტოვებიათ.

“მე არ ვაპირებ სუპერ ლიგის პროექტზე, ზღაპრულ ზღაპრებზე და წარუმატებლობაზე საუბარს. ჩვენ ყველამ ერთად დავიცავით ევროპული ფეხბურთის, ხალხის, ფეხბურთელების, ლიგის და ყველას ინტერესები, როცა 3 მეამბოხე გუნდი ძალიან დიდ ენერგიას ახარჯავს რეალობა დაამახინჯოს. ამ დროს ჩვენ ვცდილობთი მთელი ენერგია და გამოცდილება უკეთესი ფეხბურთის მშენებლობას მოვახმაროთ. ჩვენ ხალხი სუპერ ლიგისგან ვიხსენით. ასოციაციაში 9 წევრის სახით ვართ წარმოდგენილი და ყველა მსურველს ველოდებით”, – განაცხადა ხელაიფიმ.

ასოციაციაში “პსჟ”-ს გარდა დორტმუნდის “ბორუსია”, “ბაიერნი”, “ატლეტიკო”, “ინტერი”, “ლიონი”, “მონაკო”, “ტოტენჰემი” და “აიაქსი” არიან.

სუპერ ლიგაში ჯერ კიდევ “რეალი”, “ბარსელონა” და “იუვენტუსი” რჩებიან.

გვარდიოლა: “ბერნარდუ სილვა პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, პრესასთან საუბრისას ბერნარდუ სილვას შეაქო. პორტუგალიელი ფეხბურთელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო “ასტონ ვილასთან” მოგებულ შეხვედრაში (1-2).

“ბერნარდუ სილვა პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია. ის ორი ან სამი წლის წინაც საუკეთესო იყო ამ ჩემპიონატში. ნახეთ მონაკვეთები სამი წლის წინანდელი სეზონიდან, როდესაც 98 ქულა დავაგროვეთ და მიხვდებით, თუ როგორი ფეხბურთელია ის.

ბერნარდუ სილვას განსაკუთრებული შესაძლებლობები და უნარები გააჩნია, მას შეუძლია ის გააკეთოს, რასაც მოისურვებს,” – აცხადებს “ქალაქელთა” ესპანელი სპეციალისტი.

რანგნიკი 10 მილიონს მიიღებს, თუ ჰოლანდს ტრანსფერზე დაიყოლიებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ორი მთავარი ცენტრალური თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ (36) და ედინსონ კავანი (24), უკვე ასაკში იმყოფებიან. ამას ხაზი პოლ სქოულზმაც გაუსვა. აქიდან გამომდინარე, “მანჩესტერ იუნაიტედის” პრიორიტეტი გუნდში ახალგაზრდა ერლინგ ჰოლანდის გადმობირებაა.

Bild-ის მიერ მოპოვებულ უახლეს ცნობებს თუ დავეყრდნობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” ჰოლანდის ტრანსფერის განსახორციელებლად რალფ რანგნიკის გამოყენებას გეგმავს. რალფს გუნდში ერლინგ ჰოლანდთან ერთად ტიმო ვერნერის, კრისტოფერ ნკუნკუს ან ამადუ ჰაიდარას ხილვაც სურს.

“წითელი ეშმაკები” მზად არიან, რომ გერმანელ სპეციალისტს 10 მილიონი ევრო გადაუხადონ ბონუსის სახით იმ შემთხვევაში, თუ ჰოლანდს ტრანსფერზე დაიყოლიებს. შეგახსენებთ, რომ რანგნიკი “რედ ბულ ზალცბურგშიც” მუშაობდა, საიდანაც ჰოლანდი მთელმა საფეხბურთო სამყარომ გაიცნო.

მიმდინარე სეზონში ნორვეგიელმა ამომავალმა ვარსკვლავმა ბუნდესლიგის 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 10 გატანილი გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ყოფილი აგენტი: “ლევანდოვსკი “რეალში” რონალდუსთან ერთად თამაშზე ოცნებობდა”

ცეზარ კუხარსკი, რობერტ ლევანდოვსკის ყოფილი აგენტი, პრესასთან საუბრისას სამკაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. კუხარსკიმ ლევანდოვსკისა და “რეალს” შორის არსებულ კავშირზე ისაუბრა.

“ლევანდოვსკი “რეალში” რონალდუსთან ერთად თამაშზე ოცნებობდა. მაგრამ მე ვთვლიდი, რომ რობერტი სათადარიგოთა სკამზე არ უნდა მჯდარიყო. “რეალი” კი მას სწორედ ამას სთავაზობდა – ის ბენზემას შემცვლელი უნდა ყოფილიყო,” – აცხადებს ლევანდოვსკის ყოფილი აგენტი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ კუხარსკი 2014 წლის სიტუაციას იხსენებს. პოლონელმა ვარსკვლავმა დორტმუნდის “ბორუსია” სწორედ მაშინ დატოვა და ბინა მიუნხენის “ბაიერნში” დაიდო.

“ბარსელონა” დემბელეს ულტიმატუმს უყენებს, ფრანგს მოსაფიქრებლად 15 დღე აქვს

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებს ძალიან აღიზიანებთ ის ფაქტი, რომ უსმან დემბელე ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს დაუდევრად ეპყრობა. ამის შესახებ Mundo Deportivo გვაწვდის ინფორმაციას.

როგორც ცნობილი ხდება, “ბლაუგრანა” ფრანგ ფეხბურთელს ულტიმატუმს უყენებს – იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო 15 დღის მანძილზე დემბელე კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, მას სატრანსფერო ბაზარზე დააყენებენ.

უსმან დემბელე დიდი დილემის წინაშე დგას. დემბელეს ტრანსფერით “ნიუკასლ იუნაიტედის” ხელმძღვანელები ინტერესდებიან. აგენტი მას არწმუნებს, რომ კლუბის შეცვლა კარიერაზე დადებით გავლენას იქონიებს.

უსმან დემბელეს ამჟამინდელ ხელშეკრულებას ვადა 2022 წელს ეწურება.