სალაჰის პასუხი, როცა მას შეკითხვა ოქროს ბურთის შესახებ დაუსვეს (ვიდეო)

1 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ლივერპულმა” მერსესაიდულ დერბიში “ევერტონი” სტუმრად, 4:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა სალაჰმა.

ეგვიპტელმა შემტევს, მიმდინარე სეზონში, “ლივერპულის” მაისურით ჩატარებულ 19 მატჩში, 19 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს მოგროვებული. მან 2021 წლის ოქროს ბურთის გამოკითხვაში მე-7 ადგილი დაიკავა.

“ევერტონთან” მატჩის შემდეგ, ჟურნალისტმა სალაჰს შეკითხვა სწორედ ოქროს ბურთთან დაკავშირებით დაუსვა. ფეხბურთელს გაეცინა და უპასუხა: “კომენტარი არ მაქვს.”

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ჯენოას” ბრწყინვალე გოლი გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეგობარ გოგონასთან ერთად მალდივებზე ისვენებს (ფოტო)

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი, მსოფლიოს 22-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მეგობარ გოგონასთან ერთად მალდივებზე ისვენებს. გერმანელი შარლოტა ელენა ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ემოციური ფოტოები – საქართველოს ქალთა ნაკრების მარცხი ირლანდიასთან

30 ნოემბერს საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე მეოთხე მატჩი გამართა. გიორგი ჩხაიძის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად ირლანდიას დაუპირისპირდა. შეხვედრა ირლანდიელთა გამარჯვებით, 11:0 დასრულდა.

მატჩის შემდეგ ფოტოგრაფებმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელისა და მოთამაშეების ემოციები დააფიქსირეს.

Dublin , Ireland – 30 November 2021; Georgia manager Giorgi Chkhaidze reacts after his side’s defeat in the FIFA Women’s World Cup 2023 qualifying group A match between Republic of Ireland and Georgia at Tallaght Stadium in Dublin. (Photo By Stephen McCarthy/Sportsfile via Getty Images)
Dublin , Ireland – 30 November 2021; Georgia manager Giorgi Chkhaidze reacts after his side’s defeat in the FIFA Women’s World Cup 2023 qualifying group A match between Republic of Ireland and Georgia at Tallaght Stadium in Dublin. (Photo By Stephen McCarthy/Sportsfile via Getty Images)
Dublin , Ireland – 30 November 2021; Georgia manager Giorgi Chkhaidze reacts after his side’s defeat in the FIFA Women’s World Cup 2023 qualifying group A match between Republic of Ireland and Georgia at Tallaght Stadium in Dublin. (Photo By Stephen McCarthy/Sportsfile via Getty Images)
Dublin , Ireland – 30 November 2021; Natia Danelia of Georgia reacts after her side conceded their third goal during the FIFA Women’s World Cup 2023 qualifying group A match between Republic of Ireland and Georgia at Tallaght Stadium in Dublin. (Photo By Stephen McCarthy/Sportsfile via Getty Images)
Dublin , Ireland – 30 November 2021; Georgia manager Giorgi Chkhaidze reacts after his side’s defeat in the FIFA Women’s World Cup 2023 qualifying group A match between Republic of Ireland and Georgia at Tallaght Stadium in Dublin. (Photo By Stephen McCarthy/Sportsfile via Getty Images)

რონალდინიოს ჰეთ-თრიქი და ულამაზესი გოლი საქველმოქმედო მატჩში (ვიდეო)

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ სამშობლოში ერთ-ერთ საქველმოქმედო მატჩში მიიღო მონაწილეობა.

41 წლის გაუჩომ ჰეთ-თრიქი შეასრულა, მისი მესამე გოლი კი განსაკუთრებით ლამაზი გამოვიდა.

აგენტი ლაკაზეტისთვის ახალ კლუბს ეძებს

ლონდონის “არსენალის” ფრანგი თავდამსხმელი, ალექსანდრე ლაკაზეტი, უახლოეს მომავალში ინგლისს დატოვებს. ამ ინფორმაციას გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Athletic ადასტურებს.

30 წლის ლაკაზეტი “არსენალის” რიგებში 2017 წლიდან თამაშობს. ამ დროის მანძილზე მან 135 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 51 გოლის გატანა შეძლო, თუმცა მიკელ არტეტას მოსვლის შემდეგ მისი როლი კლუბში უფრო და უფრო მცირდებოდა.

ლაკაზეტის გადაბირების სურვილს “მილანის” ხელმძღვანელები იჩენენ. “როსონერი” მზადაა ლაკაზეტის ტრანსფერის თაობაზე “არსენალს” ოფიციალური წინადადებით ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მიმართოს.

ალექსანდრ ლაკაზეტის სახელს კატალონიის “ბარსელონასაც” უკავშირებენ.

“ნიუკასლს” 14 ტურის შემდეგ მოგება არ აქვს, წარსულში ყველა ასეთი გუნდი გავარდა

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-14 ტურის მატჩში “ნიუკასლ იუნაიტედმა” საკუთარ კედლებში “ნორვიჩის” დამარცხება ვერ შეძლო. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ორივე ეს კლუბი გასავარდნ ზონაში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში “კაჭკაჭებს” ერთი მოგებაც კი არ აქვთ პრემიერ ლიგაში. 14 მატჩიდან “ნიუკასლმა” 7 ფრედ დაასრულა, ხოლო 7 შემთხვევაში მარცხი იწვნია. დაგროვილი 7 ქულით ედი ჰაუს კლუბი მეოცე პოზიციას იკავებს სატურნირო ცხრილში.

პრემიერ ლიგის ისტორიაში საწყისი 14 ტური მოუგებლად სამმა კლუბმა ჩაატარა: “სუინდონმა” 1993-94 წლების სეზონში, “ქუინს პარკ რეინჯერსმა” 2012/13 წლებში და “შეფილდ იუნაიტედმა” გასულ სეზონში. სამივე ეს კლუბი პრემიერ ლიგიდან გავარდა.

მასკერანო არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებს გაწვრთნის

“ბარსელონასა” და “ლივერპულის” ყოფილი ნახევარმცველი, ხავიერ მასკერანო, უახლოეს მომავალში არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ამპლუაში მოგვევლინება.

37 წლის არგენტინელი ზემოხსენებულ პოსტზე ფერნანდო ბატისტას შეცვლის. თავად ბატისტა კარიერას ვენესუელას საფეხბურთო ნაკრების სამწვრთნელო შტაბში გააგრძელებს, მისი ხელმძღვანელი ხოსე პეკერმანის იქნება.

შეგახსენებთ, რომ მასკერანომ ფეხბურთელის კარიერა გასული წლის ნოემბრის თვეში დაასრულა. 2021 წლის იანვარში მან არგენტინის ფეხბურთის ფედერაციაში მეთოდოლოგიისა და განვითარების დეპარტამენტი ჩაიბარა.

ადეიემისთვის ბრძოლაში “ბარსელონას” მთავარი კონკურენტი “ბორუსიაა”

ავსტრიული “ზალცბურგის” ახალგაზრდა ვარსკვლავი, კარიმ ადეიემი, დიდი ალბათობით, კარიერას ევროპულ გრანდში გააგრძელებს.

Sky Sports-ის მიერ მოპოვებული უახლესი ცნობების თანახმად, ამ ეტაპზე ადეიემისთვის ბრძოლაში კატალონიის “ბარსელონა” და დორტმუნდის “ბორუსია” არიან დაინტერესებულები.

“ლურჯ-ბროწეულისფრები” კარიმ ადეიემის ტრანსფერში 40 მილიონ ევროს იხდიან. “შავ-ყვითლები” კი ავსტრიულ კლუბს 35 მილიონს ჰპირდებიან, თუმცა თავად ადეიემის უფრო მაღალ ანაზღაურებას სთავაზობენ.

მიმდინარე სეზონში ადეიემიმ ავსტრიის ჩემპიონატის 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 11 გოლი და გააკეთა 1 საგოლე გადაცემა. ჩემპიონთა ლიგაზე კი 19 წლის ფეხბურთელს სამი გოლი აქვს გატანილი.

აგენტი: “მესი ლეგენდაა, მაგრამ ოქროს ბურთს ლევანდოვსკი იმსახურებდა”

მიუნხენის “ბაიერნის” სუპერვარსკვლავის, რობერტ ლევანდოვსკის, აგენტი პრესასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ოქროს ბურთის პრიზს პოლონელი თავდამსხმელი იმსახურებდა.

“ვულოცავ მესის ამ წარმატებას. ის დიდებული ფეხბურთელია – ფეხბურთის ნამდვილი ლეგენდაა. მაგრამ ოქროს ბურთს ლევანდოვსკი უფრო იმსახურებდა. ამჯერად, წლევანდელი მონაცემებით ლევანდოვსკის უნდა მოეგო.

ვერ ვიტყვი, რომ რობერტს ოქროს ბურთი მოპარეს, მაგრამ მჯერა, რომ ყველაზე მეტად ის იმსახურებდა. მილიონობით ფანი ელოდა, რომ ამ პრესტიჟულ პრიზს ლევანდოვსკი მოიგებდა,” – აცხადებს პინი ზაჰავი.

კროოსი: ‘მესის ოქროს ბურთი არ დაუმსახურებია’

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა ტონი კროოსმა 2021 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოვების შესახებ კომენტარი გააკეთა.

გერმანელმა ფეხბურთელმა საკუთარ პოდკასტში საუბრისას თქვა, რომ მესიზე მეტად ოქროს ბურთს სხვები იმსახურებდნენ.

“ეს აბსოლუტურად დაუმსახურებელი იყო. ყველამ ვიცით, რომ მესი, რონალდუსთან ერთად, გასული ათწლეულის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მაგრამ წელს ჯილდო სხვებს უფრო მეტად ეკუთვნოდათ. ჩემთვის, კარიმ ბენზემა ნომერ პირველია. ასევე, როცა ვხედავ, რამდენი გადამწყვეტი გოლი გაიტანა კრიშტიანო რონალდუმ ბოლო დროს “მანჩესტერ იუნაიტედში”, ჩემთვის ისიც მესიზე წინ დგას”, – განაცხადა კროოსმა.

დეივისი: “თუ ოქროს ბურთზე ლაპარაკს დავიწყებ, ბევრ ადამიანს ვაწყენინებ”

მიუნხენის “ბაიერნის” მარცხენა მცველმა, ალფონსო დეივისმა 2021 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოვებასთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა.

სოციალურ ქსელში, პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს, კანადელმა ვრცელი კომენტარისაგან თავი შეიკავა.

“არ მინდა, რომ ამაზე ვისაუბრო. თუ ლაპარაკს დავიწყებ, ბევრ ადამიანს ვაწყენინებ. მიეცით ლევანდოვსკის გასული წლის ოქროს ბურთი”, – თქვა დეივისმა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს ოქროს ბურთი ლიონელ მესიმ მოიგო. გამოკითხვაში მეორე ადგილი რობერტ ლევანდოვსკიმ დაიკავა.