მესიმ ლევანდოვსკის მიმართა: “ეს ყველამ იცის და ჩვენ ვთანხმდებით…”

29 ნოემბერს, “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ კარიერაში მე-7 ოქროს ბურთი მოიგო.

საკუთარი ჯილდოს მიღების შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა რობერტ ლევანდოვსკის მიმართა, რომელმაც გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა.

“ყველამ იცის და ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ გასულ წელს გამარჯვებული შენ იყავი. იმედი მაქვს, “ფრანს ფუტბოლი” 2020 წლის ოქროს ბურთს გადმოგცემს. დარწმუნებულები ვართ, რომ შენ ეს დაიმსახურე და იმედი მაქვს, კუთვნილი ჯილდო სახლში გექნება”, – უთხრა მესიმ ლევანდოვსკის.

გენო პეტრიაშვილს 10000 დოლარი გადაეცემა

ჭიდაობის საერთაშოისო ფედერაცია 2021 წლის სხვადასხვა წონითი კატეგორიის ლიდერებს ჯილდოს სახით თანხებს გადასცემს. თითოეულ წონითი კატეგორიის პირველადგილოსანი 10 000, მეორე 7000, ხოლო მესამე – 3000 დოლარს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციისაგან ფულადი ჯილდო საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორ წევრს – ნიკა კენჭაძესა და გენო პეტრიაშვილს ერგება.

UWW ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს უახლოეს ხანებში დააჯილდოვებს.


79კგ, თავისუფალი ჭიდაობა:

ჯორდან ბეროუზი (აშშ) – 10000 დოლარი
ნიკა კენჭაძე (საქართველო) – 7000 დოლარი
მოჰამად ნოხოდილარიმი (ირანი) – 3000 დოლარი

125კგ, თავისუფალი ჭიდაობა:

გენო პეტრიაშვილი (საქართველო) – 10000 დოლარი
ამირ ზარე (ირანი) – 7000 დოლარი
ტაჰა აკგული (თურქეთი) – 3000 დოლარი


აღსანიშნავია, რომ გენო პეტრიაშვილსა და ამირ ზარეს რეიტინგში თანაბარი ქულები (98) ჰქონდათ. იქიდან გამომდინარე, რომ გენოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი ჰქონდა მოპოვებული, უპირატესობა სწორედ მას მიენიჭა.

შეგახსენებთ, რომ ზარემ მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის ფინალში პეტრიაშვილს მოუგო.

კონსტანტინე ჯანაშია: ‘ხელბურთის ნაკრებში ვიყავი… მითხრეს, ძალა არ გყოფნისო’

სთრონგმენმა კონსტანტინე ჯანაშიამ ბევრისთვის უცნობი ამბავი გაიხსენა. “ქართველი ხარის” თქმით, ის 15 წლის ასაკში საქართველოს ხელბურთის ერთ-ერთ ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა, თუმცა სპორტის ამ სახეობაში მისი კარიერა არ გაგრძელებულა.

“მამაჩემის მეგობარი იყო ხელბურთის მწვრთნელი და გვთხოვა, მივსულიყავი. ბავშვობიდან სპორტული ვიყავი. მომეწონა, კარგი სახეობა იყო. შემიყვარდა, რადგან ძალისხმიერი სპორტის სახეობაა. 15 წლის ვიყავი, როცა საქართველოს ნაკრებში მოვხვდი. თბილისის “თბილისში” ვთამაშობდი. ევროპის ჩემპიონატზეც ვითამაშე.

შემდეგ, ისე მოხდა, რომ ყველა მეუბნებოდა – ყველანაირად კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ ძალა არ გყოფნისო. ამის მერე დიდი დრო გავიდა. რამდენიმე წლის წინ ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი შემხვდა, ვერ მიცნო. არ მივსულვარ და არ მითქვამს, რომ ესა და ესა ვარ, მაგრამ აშკარად ვერ მიცნო”, – განაცხადა ჯანაშიამ მთავარი არხის ეთერში, გადაცემაში “სპორტი დიდ ქალაქში”.

იხილეთ ვიდეო

ზურაბ ზვიადაური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ვეტერან ძიუდოისტს მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. ადვოკატების თქმით, მოსამართლემ განაცხადა, რომ მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არ არსებობს, სწორედ ამიტომ, პატიმრობის გამოყენება საჭირო აღარ არის.

შეგახსენებთ, რომ ზვიადაური 17 აგვისტოს დააკავეს.

კიეზასთვის მიუნხენის “ბაიერნიც” იბრძოლებს

ტურინის “იუვენტუსის” რიგებში მოთამაშე ფედერიკო კიეზა, დიდი ალბათობით, იტალიის ფარგლებს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გასცდდება. კიეზას მიმართ ინტერესს მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელებიც იჩენენ.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ამ დროისთვის კიეზასთვის ბრძოლაში ორი ფავორიტია გამოკვეთილი – ლონდონის “ჩელსი” და გერმანული “რეკორდმაისტერი”.

ფედერიკო კიეზა ტურინში თავს ბედნირად გრძნობს, მაგრამ არსებობს ერთი რისკ-ფაქტორი – გავლენიანი და ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ირწმუნება, რომ თუ “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა, კიეზა “ბიანკონერის” დატოვებს.

ნეიმარისთვის 2021 წელი დასრულებულია, ბრაზილიელი ოპტიმიზმს ინარჩუნებს

“პარი სენ-ჟერმენმა” გასვლაზე “სენტ-ეტიენის” დამარცხება შეძლო (1-3). ამ მატჩში სერხიო რამოსის დებიუტი შედგა, მესიმ საგოლე გადაცემების ჰეთ-ტრიკი გაიფორმა, თუმცა ყველაფერი ნეიმარ ჟუნიორის საზარელმა ტრავმამ გადაფარა.

ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა დაზიანება გაშვებული გოლიდან რამდენიმე წუთში მიიღო. ნეიმარს ივან მაკონთან ორთაბრძოლისას ფეხი გადაუბრუნდა და მოედნის დატოვება საკაცის დახმარებით შეძლო.

მატჩის შემდეგ საუბრისას მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ რეაბილიტაციის ვადის დადგენა გამოკვლევების ჩატარების შემდეგ გახდებოდა ცნობილი. ექსპერტების ინფორმაციით, ამ დაზიანების მოშუშებას მინიმუმ 6 კვირა დასჭირდება.

საღამოს ნეიმარმა გულშემატკივრებს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა – “სამწუხაროდ, სპორტსმენის ცხოვრებაში ასეთი რაღაცები ხდება, მაგრამ თავი უნდა ასწიო და ბრძოლა გააგრძელო. უკეთესი და უფრო ძლიერი დავბრუნდები!”

ვილი სანიოლმა ბათუმის “დინამოს” ჩემპიონობა მიულოცა

ისტორიაში პირველად ბათუმის “დინამო” საქართველოს ჩემპიონია! კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტურში თბილისის “დინამომ” გასვლით შეხვედრაში “სამტრედია” ვერ დაამარცხა, რამაც ბათუმელებს ჩემპიონობა გაუნაღდა.

გია გეგუჩაძეს გუნდს გაჩემპიონება ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, სოციალურ ქსელში მიულოცა – “ვულოცავ “ბათუმს” ამ წარმატებულ წელს.”


მოურინიო: “მირჩევნია, 1:0 მოვიგო, ვიდრე – 5:0”

“რომამ” იტალიის ჩემპიონატის მე-14 ტურში “ტორინო” საშინაო არენაზე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა, სადაც შეხვედრაზე ისაუბრა.

“ჩვენი მიზანი უფრო სიღრმეში თამაში იყო, ვიდრე ჩვეულებრივ. ძალიან რთულია, რომ ასეთ მეტოქეს კონტრპესინგი შესთავაზო. მათი ცენტრალური მცველები უმაღლეს დონეზე თამაშობენ.

ვიცოდი, რომ რთული მატჩი იქნებოდა, თუმცა მჯეროდა, რომ გოლს გავიტანდით. მომწონს ასეთი გამარჯვებები, ვთვლი რომ ასე მოგება უფრო ღირებულია. მირჩევნია, 1:0 მოვიგო, ვიდრე – 5:0.

“ჯენოასთან” მატჩში ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშს, თუმცა ახლა სხვა შემთხვევა იყო. გამარჯვების მოსაპოვებლად მეტი ენერგია დაგვჭირდა,” – განაცხადა მოურინიომ.

ბენზემამ ტიერი ანრის რეკორდი დაამხო

ლა ლიგის მე-15 ტურში მადრიდის “რეალმა” საკუთარ კედლებში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა “სევილიასთან” (2:1). შესაბამისად, კარლო ანჩელოტის გუნდი ამ დროისთვის ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციას ინარჩუნებს.

შეხვედრაში ანგარიში რაფა მირის გოლმა გახსნა, რასაც კარიმ ბენზემამ უპასუხა. გამარჯვების გოლი კი ვინისიუს ჟუნიორმა გაიტანა ბრწყინვალე დარტყმით. მიმდინარე სეზონში ეს ბენზემას მე-16, ხოლო ვინისიუსის მე-11 გოლია.

კარიმ ბენზემას მიერ გატანილი გოლი რიგით 361-ე გახლდათ საკლუბო დონეზე, რაც რეკორდული მაჩვენებელი გახლავთ. აქამდე ფრანგ ფეხბურთელბს შორის საკლუბო დონეზე ყველაზე მეტი გოლი ტიერი ანრის ჰქონდა გატანილი (360).

ბენზემას მადრიდის “რეალში” 577 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ პერიოდში 295 გოლი აქვს გატანილი. მადრიდში გადაბარგებამდე კი ის “ლიონის” ღირსებას იცავდა, სადაც 148 მატჩი ჩაატარა და 66 გოლი გაიტანა.

თორნიკე შენგელია ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ესპანეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩში თორნიკე შენგელია ვერ დაეხმარება. კაპიტანმა უკრაინასთან შეხვედრაში ფეხის ტრავმა მიიღო.

თორნიკე გუნდს ესპანეთი გაჰყვა, რადგან იყო იმის იმედი, რომ ის რეაბილიტაციას შეძლებდა. სამწუხაროდ, ბოლო მონაცემებით, მისი ფეხის მდგომარეობა არ იძლევა მისი ესპანეთთან მოედანზე გასვლის საშუალებას.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთი-საქართველოს დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

რამოსი: “მესი ოქროს ბურთის ფავორიტია, მას წარმატებას ვუსურვებ”

“პარი სენ-ჟერმენის” მცველმა სერხიო რამოსმა ლიონელ მესის შესახებ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი თანაგუნდელი ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტია.

“ვხედავ, რომ ლეო “პარი სენ-ჟერმენში” თავს ძალიან კარგად გრძნობს. ის ჩვენი გუნდისათვის მნიშვნელოვანი მოთამაშე და უნიკალური ფეხბურთელია. მისი ჩვენთან ყოფნა დიდი პრივილეგიაა. არის თუ არა ლეო ოქროს ბურთის ფავორიტი? დიახ. მე ყოველთვის ჩემი თანაგუნდელების მხარეს ვარ. მინდა, მას წარმატება ვუსურვო”, – ციტირებს რამოსის სიტყვებს Football Espana.

შეგახსენებთ, რომ “ფრანს ფუტბოლის” ოქროს ბურთის დაჯილდოვება დღეს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

სერხიო რამოსის სადებიუტო მატჩი “პარი სენ-ჟერმენში” (ვიდეო)

სერხიო რამოსმა ტრავმისაგან გამოწვეული ექსთვიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა. ესპანელმა მცველმა “პარი სენ-ჟერმენში” სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

პარიზელები 28 ნოემბერს სტუმრად “სენტ-ეტიენს” დაუპირისპირდნენ და 1:3 გაიმარჯვეს. რამოსმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.

იხილეთ ვიდეო