ვინისიუსის ულამაზესი გოლი “სევილიას” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

“ვიკინგის” ფეხბურთელი მოედნიდან საკუთარ თანაგუნდელთან ჩხუბის გამო გააძევეს (ვიდეო)

ნეიმარის მძიმე ტრავმა “სენტ-ეტიენთან” მატჩში (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე გადაცემა მოსკოვის “დინამოსთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

არჩილ ბერიძე: “ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღეა!”

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ ეროვნულ ლიგაში ჩემპიონობის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

“ჩემს ცხოვრებაში ალბათ საუკეთესო დღეა და ყველას გილოცავთ! საჩემპიონო ფარი სახლში ერთად ავწიოთ”

“ქვეყნის საუკეთესო გუნდი ვართ და ამის დასამტკიცებლად ბევრი ბრძოლა დაგვჭირდა! ამ შედეგის გამო თავი არასოდეს დამიზოგავს. იგივეს ვგრძნობთ ყოველ წელს ტრიბუნებიდან და ალბათ ეს ხდის ამ გუნდს განსაკუთრებულს და ფარიც ამიტომ მოვიგეთ” – განაცხადა კაპიტანმა მამუკა კობახიძემ.

დღეს “დინამო თბილისმა” “სამტრედიას” ვერ მოუგო და ბათუმი ისტორიაში პირველად ჩემპიონი გახდა.

ჯანი ინფანტინოს წერილი: “ილია კოკაია დიდი ადამიანი იყო”!

2021 წლის 26 ნოემბერს ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მფლობელის ბატონი ილია კოკაიას ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. წერილს “ზესტაფონის” გვერდი ავრცელებს.

“ილია კოკაიას ხსოვნას…
ძვირფასო პრეზიდენტო!
მინდა გამოვხატო ჩემი წრფელი და გულითადი სამძიმარი ილია კოკაიას ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით. სიტყვები უძლურია გადმოსცეს ის სევდა, რომელსაც ჩვენ ამ დანაკლისის გამო განვიცდით.
ქართული ფეხბურთის დიდი მოღვაწე, წარმატებული ბიზნესმენი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების საქმეში… მისი მიღწევები და მემკვიდრეობა, განსაკუთრებით მისი ხასიათი, ლიდერობის უნარი და მისი ადამიანური თვისებები არასდროს იქნება დავიწყებული და ის ნამდვილად ყველას დაგვაკლდება.
ფიფა-სა და საერთაშორისო საფეხბურთო საზოგადოების სახელით, გვინდა მივუსამძიმროთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და განსაკუთრებით, ილიას ოჯახს, მეგობრებსა და ყველა მის საყვარელ ადამიანს. თანაგიგრძნობთ!
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანადგომის სიტყვები მცირედით მაინც დაგამშვიდებთ და განუგეშებთ ამ მძიმე დროს …
პატივისცემით, ჯანი ინფანტინო. ფიფას პრეზიდენტი”
ილია კოკაია ტრაგიკულად მწვერვალ დედაენაზე გარდაიცვალა.

“ბენფიკას” პრეზიდენტი: “ეს არის შავი ფურცელი პორტუგალიური ფეხბურთის ისტორიაში”

პორტუგალიის ჩემპიონატის მე-12 ტურში “ბენფიკამ” მოედანზე ცხრა ფეხბურთელით გამოსული “ბელენენსეში” არ დაინდო და პირველ ტაიმში მეტოქეს შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა. მატჩი მეორე ტაიმში მოედანზე ექვსი ფეხბურთელის ყოფნის გამო ჩაიშალა.

“მინდა დიდი მწუხარება გამოვთქვა მომხდარის გამო. ეს არის შავი ფურცელი პორტუგალიური ფეხბურთისა და მთელი ქვეყნის ისტორიაში. “ბენფიკა” წესების მიხედვით მოქმედებდა, “ბელენენსეშიც” იძულებული იყო, რომ ეთამაშა. მოედანზე რომ არ გავსულიყავით, ტექნიკურ წაგებად ჩაგვეთვლებოდა.

უნდა გვრცხვენოდეს იმის, რაც მოხდა. თუმცა “ბენფიკა” პასუხისმგებელი არ არის. ჩვენთვისაც ძალიან არასასიამოვნო იყო ასეთ პირობებში თამაში.

მატჩის წინ არც კი ვიცოდით, მეტოქე ცხრა ფეხბურთელით რომ აპირებდა მოედანზე გამოსვლას. გვესმის, თუ რამდენად რთულია მათი მდგომარეობა ახლა. გასულ წელს კოვიდის გამო ბევრი მატჩი წავაგეთ,” – განაცხადა “ბენფიკას” პრეზიდენტმა, რუი კოშტამ.

რატომ ჩაიშალა “ბელენენსეშისა” და “ბენფიკას” მატჩი?

პორტუგალიის ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩში “ბელენენსეში” საკუთარ კედლებში “ბენფიკას” დაუპირისპირდა. შეხვედრის პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა (0:7), თუმცა მეორე ტაიმში შეხვედრა ჩაშლილად გამოცხადდა.

საქმე ის გახლავთ, რომ კლუბში კორონავირუსის აფეთქების გამო “ბელენენსეში” მოედანზე მხოლოდ ცხრა ფეხბურთელით იყო გამოსული, რომელთაგან ორი მეკარე გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ამ ცხრა ფეხბურთელთა სრული უმეტესობა სარეზერვო გუნდის წევრი იყო.

პირველ ტაიმში “ბენფიკამ” უმცირესობაში მყოფი მეტოქე არ დაინდო და შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა, რის გამოც “ბელენენსეშის” ფეხბურთელებს მეორე ტაიმში მოედანზე გასვლა არ სურდათ.

საბოლოო ჯამში, მატჩის მეორე ნახევარში მასპინძელთა რიგებში მხოლოდ 7 ფეხბურთელი თამაშობდა. ტაიმის დაწყებიდან ორ წუთში კი ერთ-ერთმა მათგანმა ტრავმა მიიღო. წესების თანახმად, კი თამაში ჩაშლილად ცხადდება, როდესაც ერთ გუნდში 6 ფეხბურთელი რჩება.

გვარდიოლა: “მინდა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ვუხელმძღვანელო”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, პრესასთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სანაკრებო დონეზე სურს ძალების გამოცდა. პეპის თქმით, “მანჩესტერ სიტის” გარდა სხვა ბრიტანული კლუბის გაწვრთნას არ გეგმავს.

“მას შემდეგ, რაც აქ ჩემ საქმეს დავასრულებ, მინდა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ვუხელმძღვანელო. თუმცა ასეთ პოზიციაზე მოხვედრა ადვილი ნამდვილად არ არის, სულ რამდენიმე ვარიანტი არსებობს.

მართალია, ძალიან მინდა ნაკრებში მუშაობა, მაგრამ თუ ამას ვერ შევძლებ, ჩვეულებისამებრ გავაგრძელებ კლუბების გაწვრთნას. ეს პრობლემა არ იქნება.

ინგლისში “მანჩესტერ სიტის” გარდა სხვა კლუბში მუშაობას არ ვაპირებ. თუ ოდესმე ინგლისში დავბრუნდები, ეს მხოლოდ “მანჩესტერ სიტისთვის” იქნება,” – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

ჩავი “ვილიარეალთან” გამარჯვებაზე: “ჩვენთვის ეს ნაკურთხი წყალივითაა, ოქროს ფასი აქვს”

ლა ლიგის მე-15 ტურში კატალონიის “ბარსელონამ” დაძაბულ ბრძოლაში “ვილიარეალის” დამარცხება შეძლო (1:3). მატჩის შემდეგ ჩავი ერნანდესმა, რომელმაც ზედიზედ მეორედ მოიგო ჩემპიონატში, პრესკონფერენცია გამართა.

“ძალაინ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ გამარჯვების მოპოვება ადვილი არ იქნებოდა. რაღაც მომენტებში გაგვიმართლა, უნდა ვაღიაროთ ეს.

ამ სამ ქ ულას ოქროს ფასი აქვს, რადგანაც გასვლაზე მოპოვებული გამარჯვება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი რამ არის. სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენთვის ეს ნაკურთხი წყალივითაა,” – განაცხადა ჩავიმ.

ამ დროისთვის “ბარსელონა” ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიციას იკავებს 23 ქულით, ლიდერ “რეალთან” კი სხვაობა 7 ქულას შეადგენს.

ბექა მიქელთაძემ ავსტრალიაში სადებიუტო გოლი მამის ხსოვნას მიუძღვნა (ფოტო, ვიდეო)

ავსტრალიის ჩემპიონატის მეორე ტურში “უესტერნ სიდნეი უონდერერსი” საკუთარ მოედანზე “ნიუკასლ ჯეთსს” უპირისპირდება. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში არის ბექა მიქელთაძე.

ქართველმა თავდამსხმელმა მე-19 წუთზე თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ავსტრალიის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა. მიქელთაძემ გოლი რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი მამის ხსოვნას მიუძღვნა.