როგორი იყო მესის სტატისტიკა “მანჩესტერ სიტისთან” მატჩში?

“მანჩესტერ სიტიმ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “პარი სენ-ჟერემნი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა. შედეგად, პეპ გვარდიოლას შეგირდებმა სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი გაინაღდეს.

“ეტიჰად სტედიუმზე” ფეხბურთის გულშემატკივრები თავისი ყოფილი მწვრთნელის წინააღმდეგ ლეო მესის გაბრწყინებას ელოდნენ, თუმცა არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა მოლოდინები ვერ გაამართლა.

ლეომ მოედანზე სრული 90 წუთი ჩაატარა, მეტოქის კარის მიმართულებით კი მხოლოდ ერთხელ დაარტყა. ლეოს დარტყმული მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა დაბლოკა. მესის გადაცემების სიზუსტე 89 პროცენტი გახლდათ (39/44).

გარდა ამისა, “ბარსელონასა” და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ “ეტიჰადზე” ერთი წარმატებული დრიბლინგი განახორციელა და ბურთი 7-ჯერ დაკარგა.

სქოულზი: “სამარცხვინოა, ჩვენი საუკეთესო ფორვარდები 36 და 34 წლის არიან”

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ჩემპიონთა ლიგაზე “ვილიარეალი” კრიშტიანუ რონალდუსა და ჯეიდონ სანჩოს გოლებით დაამარცხა. გამარჯვების მიუხედავად პოლ სქოულზი გუნდით მაინც უკმაყოფილოა.

“დღეს მოედანზე მყოფი ფეხბურთელებიდან არცერთი იმსახურებდა თამაშის უფლებას. ისინი ჯერ კიდევ ბავშვებივით იქცევიან. გვგონია, რომ ეს ფეხბურთელები უმაღლეს დონეს აკმაყოფილებენ, მაგრამ ასე არ არის.

ჩვენ “მანჩესტერ იუნაიტედი” ვართ. ჩვენი ორი საუკეტესო ფორვარდი 36 და 34 წლის არის, ეს სამარცხვინოა. როგორ მოხდა ასეთი რამ, ალბათ ვერასდროს გავიგებ. 30 წლის შემდეგ თავდამსხმელებს უნდა ვუშვებდეთ.

არასოდეს წარმომედგინა, რომ ისინი ჩემპიონები გახდებოდნენ, მაგრამ მეგონა, რომ ამაზე გაცილებით უკეთესები იქნებოდნენ. 36 და 34 წლის თავდამსხმელები? შანსი არ გვექნება,” – აცხადებს სქოულზი.

ჯაბა კანკავას დედა გარდაეცვალა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს, ჯაბა კანკავას დედა გარდაეცვალა. ამის შესახებ კომენტარი მისი გუნდის, ბრატისლავას “სლოვანის” მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

25 ნოემბერს “სლოვანი” უეფას კონფერენს ლიგაზე ბერძნულ პაოკ-ს დაუპირისპირდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე, ვაისმა განაცხადა, რომ ქართველი ნახევარმცველი ბერძნების წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებს.

“სამწუხაროდ, ჯაბას დედა გარდაეცვალა და ის საქართველოში გაემგზავრა. კანკავა მოედნის ცენტრში ძალიან დაგვაკლდება, რადგან ის გუნდისათვის რობოტივით მუშაობს. მისი ჩანაცვლება უნდა ვცადოთ”, – ციტირებს ვაისის სიტყვებს sport24.pluska.sk.

Fanebi.Com უსამძიმრებს ჯაბასა და მის ოჯახს!

ფოტო: სფფ

კვარაცხელია “ვილიარეალში” დანჟუმას ნაცვლად

ესპანური პრესის ცნობით, თუ “ვილიარეალი” ნიგერიელ არნაუტ დანჟუმას გაასხვისებს, მის ნაცვლად ხვიჩა კვარაცხელიას მოყვანაზე იფიქრებს.

“ვილიარეალი” კვარათი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ქართველმა შვედეთს დუბლი შეუსრულა და ესპანეთს მსოფლიოსკენ გზა გაუხსნა.

დანჟუმა “ვილიარეალს” ძალიან კარგად მოერგო და 15 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მისი სატრანსფერო ფასი 25 მილიონი ევროა, თუმცა გაცილებით ძვირად გაიყიდება. ხვიჩას კი “რუბინი” 20 მილიონ ევროდ აფასებს.

თუ დანჟუმა წავა, მიღებული თანხის ნაწილი სწორედ კვარაცხელიაკენ წავა.

ქეცბაიამ კაჭარავას მე-3 შანსი მისცა

ნიქოზიის “ოლიმპიაკოსთან” 2-3 მარცხის შემდეგ “ანორთოსისის” მთავარ მწვრთნელსა და ნიკა კაჭარავას შორის სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ნიკა ბოლო რამდენიმე დღე ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. ქეცბაიამ საერთო გუნდთან კაჭარავას ვარჯიშის ნება მხოლოდ 24 ნოემბერს დართო.

Goal News Cy-ს ცნობით, ქეცბას კონფლიქტი ჩრდილოირლანდიელ ფორვარდ კაილ ლაფერტისთანაც მოუვიდა. ორივე ფეხბურთელმა კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ კომპენსაცია მოითხოვა, რაც ჯამში 259 ათასი ევროა.

აღსანიშნავია, რომ თემური ნიკა კაჭარავას ნათლიაცაა.

26 ნოემბერს “ანორთოსისი” უეფას კონფერენს ლიგაზე გიორგი ჩაკვეტაძის “გენტს” დაუპირისპირდება.

ტონი კროოსის შესანიშნავი გოლი “შერიფის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

ორ ქართველ ძალოსანს ორგანიზმში აკრძალული ნივთიერება აღმოაჩნდა

საერთაშორისო ტესტირების სააგენტომ (ITA) დამოუკიდებელი ანტი-დოპინგური პროგრამის ფარგლებში, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციასთან თანამშრომლობით, 2012 წელს ჩაბარებული სინჯების ხელმეორე ანალიზი გააკეთა. ITA-მ ანტი-დოპინგური წესების დარმღვევი 13 ძალოსანი გამოავლინა, რომელთა შორის ორი ქართველია.

სააგენტომ 2012 წლის აპრილში, თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას აღებული სინჯები თავიდან გამოიკვლია. კვლევა გაუმჯობესებული მეთოდებით ჩატარდა და გაირკვა, რომ ათზე მეტ სპორტსმენს ორგანიზმში აკრძალული ანაბოლიური სტეროიდები აღმოაჩნდა.

კვლევა გერმანიის ქალაქ კიოლნში, WADA-ს (მსოფლიოს ანტი-დოპინგური სააგენტო) მიერ აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩატარდა.

2012 წლის აპრილში აღებული სინჯების განმეორებითი კვლევის შედეგად, 2021 წლის 18 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში, ITA იუწყება, რომ ორგანიზმში ერთი ან უფრო მეტი აკრძალული ანაბოლიური სტეროიდი ამ 13 ძალოსანს აღმოაჩნდა:

ჰისენ პულაკუ (ალბანეთი)
ანა ბატსიუშკა (ბელარუსი)
დიმიტრის მინასიდისი (კვიპროსი)
ირაკლი თურმანიძე (საქართველო)
რაულ ცირეკიძე (საქართველო)

კრისტინა იოვუ (მოლდოვა)
ფლორინ იონუთ კროიტორუ (რუმინეთი)
რაზვან კონსტანტინ მარტინი (რუმინეთი)
ოქსანა სლივენკო (რუსეთი)
გოქხან კილიჩი (თურქეთი)
ბუნიამი სეზერი (თურქეთი)
ჰათიჩე ილმაზი (თურქეთი)
ფათიჰ ბაიდარი (თურქეთი)

სიაში მყოფ ძალოსნებს უფლება აქვთ, რომ კიდევ ერთი კვლევა მოითხოვონ, ხოლო იქამდე, სანამ საქმის წარმოება არ დასრულდება, მათ შეჯიბრებზე გამოსვლის საშუალება არ ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი თურმანიძემ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე +105კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო რაულ ცირეკიძე -85კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალს დაეუფლა.

ცნობილია, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რაულ ცირეკიძეს დოპინგის მოხმარებისათვის 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ნაჩვენები შედეგი (მე-9 ადგილი) გაუუქმა. ცირეკიძე დოპინგ კონტროლზე საშეჯიბრო დღის დასრულების შემდეგ გავიდა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, მის სინჯში ტურინაბოლისა და სტანოზოლოლის კვალი აღმოჩნდა. ეს ორივე ნივთიერება აკრძალულთა კატეგორიაში იყო შეტანილი.

საერთაშორისო ტესტირების სააგენტო (ITA) 2018 წელს მსოფლიოს ანტი-დოპინგური სააგენტოსა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით შეიქმნა.


ფოტოზე: რაულ ცირეკიძე

ჩავი: ‘აქ ვინმე ფიქრობს, რომ მიუნხენში “ბაიერნთან” მოგება არ შეგვიძლია?’

23 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ბენფიკა” მიიღო და ფრედ 0:0 ითამაშა.

ამ (E) ჯგუფში პირველი გარანტირებული აქვს “ბაიერნს”, ხოლო ვინ დაიკავებს მეორე პოზიციას, ეს ბოლო ტურში გადაწყდება. იმ შემთხვევაში, თუ “ბენფიკა” კიევის “დინამოს” დაამარცხებს, “ბარსელონას” აუცილებლად დასჭირდება “ბაიერნის” დამარცხება მიუნხენში.

კატალონიელთა ახალი მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი ოპტიმისტურადაა განწყობილი. გამოცემა AS-ის ცნობით, ოთხშაბათის დილის ვარჯიშის დაწყების წინ ჩავიმ ფეხბურთელებს მიმართა.

“აქ ვინმე ფიქრობს, რომ მიუნხენში ჩავალთ და “ბაიერნის” დამარცხებას ვერ შევძლებთ? ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ფეხბურთი ყოველთვის გაძლევს შესაძლებლობებს”, – თქვა “ბარსელონას” მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელები “ბაიერნს” 8 დეკემბერს დაუპირისპირდებიან.

ნახევრადშიშველი უკრაინელი ფანი “დინამო” – “ბაიერნის” მატჩში მოედანზე შეიჭრა (ფოტო, ვიდეო)

23 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კიევის “დინამომ” საკუთარ მოედანზე “ბაიერნი” მიიღო და 1:2 დამარცხდა.

მატჩის საწყის წუთებში მოედანზე ნახევრადშიშველი უკრაინელი ფანი შეიჭრა, რომელიც თავიდან, დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს მარტივად გაექცა.

იხილეთ ვიდეო

ტოჩინოშინმა ნოემბრის ბაშოზე მე-4 გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)

ტოჩინოშინმა – ჩიოშომა

ტოჩინოშინის ბალანსი: 4-7

იხილეთ ვიდეო

კრიშტიანუ რონალდუს მორიგი მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზე

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში “ვილიარეალი” გასვლით მატჩში ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა. ესპანურ გუნდს გოლები კრიშტიანუ რონალდუმ და ჯეიდონ სანჩომ გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავისთვის რიგით 799-ე იყო კარიერაში. “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში მას უკვე 128 გოლი აქვს გატანილი.

ამასთან ერთად, ეს ზედიზედ მე-17 სეზონი გახლავთ, რაც კრიშტიანუ რონალდუს ათი ან მეტი გოლი გააქვს. ათიდან ექვსი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა.

კრიშტიანუ ჩემპიონთა ლიგაზე “მანჩესტერ იუნაიტედის” საკვანძო ფიგურა გახლავთ. მან ხუთივე მატჩში შეძლო მეტოქის კარის აღება, რაც აქამდე ინგლისური კლუბის არცერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია.

რა შემთხვევაში გადის “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში მიუნხენის “ბაიერნმა” გასვლაზე კიევის “დინამო” მინიმალური სხვაობით დაამარცხა (1:2). “ბარსელონამ” კი საკუთარ მოედანზე “ბენფიკასთან” მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა.

პორტუგალიელების დამარცხების შემთხვევაში ჩავის გუნდი მომდევნო ეტაპის საგზურს ინაღდებდა. ფრემ კი მათი შანსები მნიშვნელოვნად შეამცირა. მაგრამ ყველაფერი მაინც “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ხელშია.

“ბარსელონასთვის” საუკეთესო ვარიანტი გასვლაზე მიუნხენის “ბაიერნის” დამარცხება გახლავთ. ამ შემთხვევაში “ბენფიკას” შედეგს მნიშვნელობა არ ექნება. იმ შემთხვევაში, თუ ლისაბონის “ბენფიკა” საშინაო არენაზე კიევის “დინამოს” ვერ დაამარცხებს, “ბარსელონა” წაგების შემთხვევაშიც გავა მომდევნო ეტაპზე.

ზემოხსენებული ორივე მატჩი 9 დეკემბერს, 00:00 საათზე აიღებს სტარტს.