კახაბრიშვილი: ‘ბექაურის გამო, ტრიპელს გერმანულად აგინებდნენ და ეუბნებოდნენ…’

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა, ზურაბ კახაბრიშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე, ძიუდოში, -90კგ წონითი კატეგორიის ფინალური შეხვედრა და ლაშა ბექაურის ტრავმა გაიხსენა.

როგორც იცით, ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი თვით ადრე ბექაურმა მხრის ტრავმა მიიღო, რისი სრულად მორჩენა მოკლე ხანში წარმოუდგენელი იყო. ახალგაზრდა სპორტსმენმა ტოკიოში ტრავმით იასპარეზა, რის გამოყენებასაც ფინალში მისი მეტოქე ცდილობდა.

“ბექაური მართავდა ტკივილს. მწვრთნელი რასაც ეუბნებოდა, სჯეროდა, ჩემი სჯეროდა. ყველასგან ისრუტავდა იმ აურას, რაც სჭირდებოდა. არის შემთხვევები, როცა სპორტსმენების ტრავმებს ვმალავთ, რათა კონკურენტებს ინფორმაცია არ ჰქონდეთ. თუმცა, ბექაურის შემთხვევაში, ამას ვერ დავმალავდით, რადგან ეს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა და პრეზიდენტით დაწყებული, დამლაგებლით დამთავრებული, ყველამ დაინახა.

იყო მომენტი ოლიმპიური თამაშების ფინალში, როცა გერმანელი [ედუარდ ტრიპელი] სწორედ იმ მხარეს ცდილობდა მტკივნეული ილეთის გაკეთებას, რომელი მხარეც ბექაურს დაზიანებული ჰქონდა. მას გერმანულად აგინებდნენ და ეუბნებოდნენ: ‘ხომ იცოდი, რომ სტკიოდა?’ თუმცა, ბექაურს ის ხელი არ ეტკინებოდა, ისე იყო დახვეული და გაყუჩებული. ამის გარდა, ამ ყველაფერს სპორტსმენი თავად მართავდა”, – განაცხადა კახაბრიშვილმა ტელეკომპანია მთავარი არხის ეთერში, გადაცემაში “სპორტი დიდ ქალაქში”.

იხილეთ ბექაური – ტრიპელის დაპირისპირება

როდრის საოცარი გოლი “ევერტონის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

“ხაჭაპური!” – გიორგი შერმადინს მატჩის MVP-ის ტიტული მიულოცეს (ვიდეო)

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-11 ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” საკუთარ კედლებში “გრან კანარია” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 98:89 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი შერმადინი დასახელდა. ქართველმა კალათბურთელმა 22:44 წუთში 25 ქულა, 10 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მოაგროვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, შერმადინი ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა, მოულოდნელად კი, კადრში მისი თანაგუნდელები გამოჩნდნენ.

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ სულშერის გათავისუფლება გადაწყვიტა

წამყვანი ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოლე გუნარ სულშერის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

“წითელი ეშმაკები” გუშინ “უოტფორდთან” ანგარიშით 1:4 დამარცხდნენ. ეს ინგლისის პრემიერლიგის ბოლო შვიდ შეხვედრაში მათი მეხუთე მარცხია. “გარდიანის” ცნობით, მატჩის შემდეგ გუნდის მთავარ მწვრთნელსა და კლუბის ხელმძღვანელებს შორის საგანგებო შეხვედრა გაიმართა. მხარეებს შორის საუბარი ხუთ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც ნორვეგიელს კარისკენ მიუთითეს.

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობას სურს, რომ სულშერის წასვლა არა როგორც კლუბიდან მის გათავისუფლებად, არამედ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტის გაწყვეტად წარმოაჩინოს.

გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობას გუნდის თავკაცის პოსტზე ზინედინ ზიდანის მოწვევა სურს. მთავარი მწვრთნელის არყოფნის პერიოდში გუნდს სულშერის თანაშემწე მაიკლ კერიკი და ტექნიკური დირექტორი დარენ ფლეტჩერი გაუძღვებიან.

კიდევ ერთი გამოცემა “სქაი სპორტსი” კი წერს, რომ საგანგებო შეხვედრის შემდეგ ოლე გუნარ სულშერის ბედი გაურკვეველი დარჩა.

ჩავის “ბარსელონამ” სადებიუტო მატჩში “ესპანიოლი” დაამარცხა

კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩავი ერნანდესის დებიუტი შედგა. “ბლაუგრანამ” ლა ლიგის მე-14 ტურში “ესპანიოლის” დამარცხება მინიმალური ანგარიშით შეძლო.

შეხვედრა კატალონიელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და ერთადერთი გოლი მემფის დეპაიმ გაიტანა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან.

ამ დროისთვის “ლურჯ-ბროწეულისფრებს” 13 მატჩში დაგროვებული 20 ქულით ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიცია უკავიათ. მომდევნო ტურში მათი მეტოქე “ვილიარეალი” იქნება.

სერხიო აგუერო იძულებულია, კარიერა დაასრულოს

კატალონიის “ბარსელონას” ახალწვეული, სერხიო აგუერო, იძულებულია, რომ საფეხბურთო კარიერა დაასრულოს. ამ ინფორმაციას მედიაში დიდი რეპუტაციის მქონე ჟურნალისტი ჟერარ რომერო ავრცელებს.

ჟურნალისტი ამის მიზეზად გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებს ასახელებს. როგორც იცით, არგენტინელ ფორვარდს პრობლემები “ალავესთან” მატჩში შეექმნა და ის მალევე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

მომდევნო კვირაში სერხიო აგუერო პრესკონფერენციას გამართავს, სადაც კარიერის დასრულების შესახებ განცხადებას გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის თავდამსხმელი “ბარსელონაში” “მანჩესტერ სიტიდან” გადაბარგდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. მან “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში მხოლოდ 4 მატჩის ჩატარება შეძლო.

კურიოზი: ბურთის მომწოდებელი ბიჭი “ასტონ ვილას” მეკარეს ბურთს არ აწვდის (ვიდეო)

სულშერის პირველი კომენტარი “უოტფორდთან” განადგურების შემდეგ

“მანჩესტერ იუნაიტედის” კრიზისი გრძელდება. სულშერის შეგირდები “უოტფორდთან” მატჩში განადგურდნენ (4-1) და ახლა უკვე პრემიერ ლიგის ბოლო შვიდ მატში მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვთ მოპოვებული.

“პირველი ტაიმი ყველაზე ცუდი იყო, რაც კი ოდესმე გვქონია. ჩემთვის ძალიან რთულია იმის ახსნა, თუ რატომ ვითამაშეთ ასე, რატომ ვაძლევდით ჩვენ საჯარიმოში ასე შემოსვლის უფლებას.

ძალიან განვიცდით. როდესაც პრემიერ ლიგაში ვთამაშობთ უძლიერესი ფეხბურთელების წინააღმდეგ გვიწევს თამაში.

ფეხბურთელები ახლა ძალიან არეულები არიან. ჩვენ საკუთარი თავები და ფანები დავამწუხრეთ. მე მწვრთნელი ვარ და პასუხისმგებლობას სრულად ჩემ თავზე ვიღებთ. ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნენ.

ახლა თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. სამსახურის დაკარგვაზე მე არ უნდა ვიდარდო, ამას სხვები წყვეტენ,” – განაცხადა სულშერმა.

პერესი: “ბერნაბეუს” რეკონსტრუქცია “რეალის” ისტორიაში გარდამტეხი მომენტი იქნება”

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა, “სანტიაგო ბერნაბეუს” რეკონსტრუქციის პროექტთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა. პერესმა კლუბისთვის ამ პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

“მადრიდის “რეალი” ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენ ვახდენთ ოცნების რეალიზებას, რაც ადრე შეუძლებელიც კი ჩანდა.

“სანტიაგო ბერნაბეუს” რეკონსტრუქცია “რეალის” ისტორიაში გარდამტეხი მომენტი იქნება. ეს იქნება სტიმული მომავალი ზრდისა და წარმატებებისთვის.

არქიტექტურული სახე, ავანგარდის საერთაშორისო სიმბოლო, ჩვენი სტადიონი მადრიდისა და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი იქნება,” – განაცხადა ფლორენტინო პერესმა.

რანიერი: “მწვრთნელობა პარაშუტისტობას ჰგავს, არასდროს იცი გაიხსნება თუ არა პარაშუტი”

“უოტფორდის” თავკაცმა, კლაუდიო რანიერიმ, “მანჩესტერ იუნაიტედთან” გასამართ მატჩამდე მწვრთნელობასთან დაკავშირებულ სირთულეებზე ისაუბრა.

“მწვრთნელობა პარაშუტისტობას ჰგავს, არასდროს იცი გაიხსნება თუ არა პარაშუტი. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ პარაშუტსაც კი არ გვაძლევენ.

როდესაც მწვრთნელი გადაწყვეტილებას იღებს, ის მარტოა. რა თქმა უნდა, კლუბი ჩვენს უკან დგას, ფეხბურთელები ჩვენ იდეებს ახორციელებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი მწვრთნელის პასუხისმგებლობაა.

30 წლიანი მუშაობა? სამუშაო გამოცდილება ნამდვილად დიდი მაქვს, მაგრამ მაქსიმუმი ჯერ არ მიჩვენებია. მუდმივად მსურს, რომ ინფორმაცია მივიღო და გავცვალო. მიდგომები შევცვალე. 30 წლის წინ სულ სხვა ადამიანი ვიყავი,” – აცხადებს რანიერი.

“სწორედ ეს მოეწონა სანიოლს ვოლკოვში ყველაზე მეტად”

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელის ასისტენტმა ზურაბ ხიზანიშვილმა დავით ვოლკოვის შესახებ ისაუბრა.

“ვილიმაც თქვა, ჩემ თავზე ნაწყენი ვიყავიო, მეც ვიყავი ჩემ თავზე ნაწყენი. დათო ჩვენ გვყავდა გაფართოებულ სიაში პირველი დღიდან, რადგან ჩვენთან არცერთ ფეხბურთელს არ აქვს ხაზი გადასმული. სად არის ხაზგადასასმელი ფეხბურთელი. მოხდა ისე, რომ პირველ შეკრებებზე ვერ და როცა ბოლოს მიქაუტაძე ამოგვივარდა ტრავმის გამო. ხელსაყრელი მომენტი იყო გამოძახებისთვის. წინა ტურში ჰეთრიკი ჰქონდა ვოლკოვს გაკეთებული, მანამდეც არ დაუკლია გოლები. დავსხედით, 15 წუთი ვისაუბრეთ, გადავავლეთ თვალი როგორი გოლებიც შეაგდო და ძალიან ესიამოვნა ვილის. პირველი რაც შეამჩნია ის იყო, რომ ქართველი თავდასხმელია, რომელიც ზურგს უკან იხსნება და არა სულ ფეხში ითხოვს. ძალიან ათლეტური ბიჭია, ამის მაჩვენებელი მისი ნახტომიც იყო, როგორ ეცემა შვედი ფეხბურთელი და როგორ დათო. ასე უნდა გააგრძელოს, კიდევ უფრო უნდა მოუმატოს და ყველაფერი იქნება”, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

ვოლკოვი 26 წლისაა და ბოლო 2 წელია აზერბაიჯანში თამაშობს. იყოს “გაბალას” წევრი და ახლა “ზირასთვის” უტევს. სიმაღლეში 1.85მ-ია.