“ჭიდაობა გინდა თუ ჩხუბი?” – ინციდენტი საქართველოს ძიუდოს ჩემპიონატზე (ვიდეო)

20 ნოემბერს, ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატზე -73 და -81 კგ წონითი კატეგორიის წარმომადგენლებმა იასპარეზეს.

-81კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში ერთმანეთს ბახბახაშვილი და ჩიხელიძე დაუპირისპირდნენ. ძიუდოისტებს შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა და საჭირო გახდა, რომ ტურნირის ორგანიზატორებს ისინი გაეფრთხილებინათ.

საბოლოოდ, შეხვედრის დასრულების შემდეგ ისინი ერთმანეთს გადაეხვივნენ და წარმატებები უსურვეს.

იხილეთ ვიდეო

წიტაიშვილი: “უცნობი ისტორია ჩემს ყველაზე დიდი გულშემატკივარზე”

საქართველოს ნაკრების შემტევმა გიორგი წიტაიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ბაბუას მიუძღვნა.

“უცნობი ისტორია ჩემ ყველაზე დიდ გულშემატკივარზე.

ჩემი ბაბუა ბორია. ამ პოსტს მის ხსოვნას ვუძღვნი. პასპორტით დაბადების დღე 20 ნოემბერს ჰქონდა, მაგრამ ცხოვრებაში ითხოვდა ყველა დაბადების დღე ჩემ დაბადების დღეს მიელოცათ (18 ნოემბერს) და აღენიშნათ.

საერთოდ, კაცები ცოტას ლაპარაკობენ და ბევრს აკეთებენ. ასეთი იყო ბაბუაჩემიც.

ის ყოველთვის ნახულობდა ჩემთვის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მუშაობდა ოჯახის გამო. მისი დამსახურებით, მე ახალი ბუცები და ტელეფონი მქონდა. უნდოდა, სხვა ბიჭებს არ ჩამოვრჩენოდი. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა ეყიდათ, მე არა.

ბაბუამ გააკეთა ყველაფერი, რაც კი, თუნდაც არ შეეძლო, რომ ბოლომდე სპორტს გავყოლოდი, ფინანსურად დამეხმარა, როცა კიევში ჩავედი.

შეიძლება ვთქვა, ის ჩემით ცხოვრობდა. ბაბუა ჩემი ყველაზე ერთგული და თავგადაკლული გულშემატკივარი იყო.

გახსოვდეთ ახლობლები, ისინი იქამდე ცხოვრობენ, სანამ მათ ჩვენ ვიგონებთ.

ფოტოზე ბებიაა, გული.

წერა ჩემი არ არის, გრძელ ტექსტებს არ ვწერ, ამიტომ შეცდომების გამო ნუ დამძრახავთ”, – დაწერა წიტაიშვილმა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by G11 (@giotsitaishvili11)

გავრცელებული ცნობით, წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრები სწორედ ბაბუის სურვილის გამო აირჩია, რომელსაც სურდა შვილიშვილს საქართველოსთვის ეთამაშა.

 

ტოჩინოშინმა ნოემბრის ბაშოზე მეორე გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)

იშიურა – ტოჩინოშინი
ტოჩინოშინის ბალანსი: 2-5

იხილეთ ვიდეო

უსმან დემბელემ ვარჯიშზე ისევ დააგვიანა

ესპანურ მედიაში გავრცებული ინფორმაციით, გასულ სამშაბათს უსმან დემბელემ “ბარსელონას” ვარჯიშზე ძალიან დააგვიანა.

Onze-ს ცნობით, ვარჯიშის დაწყებიდან ერთი საათი იყო გასული, თუმცა დემბელე ბაზაზე არ ჩანდა. ჩავის დავალებით, კლუბის წარმომადგენლებმა მას ტელეფონზე დაურეკეს. 24 წლის გარემარბმა ზარს უპასუხა. როცა უთხრეს, რომ დილის ვარჯიშზე დააგვიანა, მათ უპასუხა, რომ ეგონა, ვარჯიში შუადღეს უნდა ყოფილიყო.

მას შემდეგ, რაც ჩავი “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, დემბელემ ვარჯიშზე მეორედ დააგვიანა. პირველი შემთხვევა გასულ კვირაში იყო, როცა ფრანგმა დანიშნულ დროს 3 წუთით გადააცილა.

საქართველოს ნაკრების ფიფას რეიტინგში 7 პოზიციით დაწინაურდა

19 ნოემბერს ფიფამ განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ საქართველომ 7 პოზიციით წინ წაიწია და 86-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ვილი სანიოლის გუნდმა ნოემბერში ორი მატჩი გამართა და ორივე მოიგო. საქართველოს ნაკრებმა ბათუმში შვედეთი 2:0, ხოლო გორში უზბეკეთი 1:0 დაამარცხა.

რაც შეეხება ფიფას რეიტინგის პირველ ათეულს, რეიტინგის ლიდერი კვლავაც ბელგიაა, მეორე ადგილზე ბრაზილიაა, ხოლო მესამეზე – საფრანგეთი.

სრული რეიტინგის სანახავად ეწვიეთ ფიფას ვებ-გვერდს.

მაიკლ ოუენი: “ოქროს ბურთს ლევანდოვსკი იმსახურებს”

“ლივერპულისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილმა თავდამსხმელმა, მაიკლ ოუენმა, ოქროს ბურთთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ოუენს ეს პრიზი 2001 წელს აქვს მოგებული.

“ჩემი აზრით, რობერტ ლევანდოვსკის ძალიან არ გაუმართლა, როდესაც ოქროს ბურთის გაცემაზე უარი განაცხადეს. მე დაუფიქრებლად მივცემდი მას ამ პრიზს.

მართალია, სხვა კანდიდატურებიც არსებობს. არ მინდა ცუდად გამიგოთ. მო სალაჰს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა, მაგრამ ვერაფერი მოიგო. მეორე მხარეს კი გვყავს ჟორჟინიო, რომელმაც ყველაფერი მოიგო.

მიუხედავად ამისა, დარწმუნებული არ ვარ, რომ ისინი ლევანდოვსკის ღირსეულ კონკურენციას გაუწევენ. რობერტის სტატისტიკა უბრალოდ გასაოცარია… ვფიქრობ, რომ ოქროს ბურთს ის ყველაზე მეტად იმსახურებს,” – აცხადებს ოუენი.

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის მფლობელის ვინაობა 29 ნოემბერს გახდება ცნობილი.

დე ბრუინს კორონავირუსი დაუდასტურდა

პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონი მომდევნო მატჩებს გუნდის ლიდერის, კევინ დე ბრუინის, გარეშე ჩაატარებს. ამ ინფორმაციას გუნდის თავკაცი პეპ გვარდიოლა ადასტურებს.

ბელგიელი ვარსკვლავი კორონავირუსით დაინფიცირდა და ამის გამო “ქალაქელთა” რიგებში გასამართ მომდევნო სამ მატჩს გამოტოვებს. 30 წლის ნახევარმცველი სანაკრებო მოვალეობების შესრულებისას დავირუსდა.

“ჯეკ გრილიშის მდგომარეობა უმჯობესდება. ფილ ფოდენმა მუხლის არეში ტრავმა მიიღო, მაგრამ ახლა უკეთაა. რაც შეეხება დე ბრუინის მდგომარეობას, საუბედუროდ, მას კორონავირუსი დაუდასტურდა და 10 დღის მანძილზე იზოლაციაში იქნება,” – აცხადებს გვარდიოლა.

კიმ კარდაშიანი “ლიდსთან” ერთად 30 ქალ ფეხბურთელს დაეხმარა

სომეხი ფოტომოდელი კიმ კარდაშიანი ავღანელ ქალ ფეხბურთელებს ევაკუაციაში დაეხმარა. კიმმა ფეხბურთელებთან ერთად მათი ოჯახის წევრების (საერთო ჯამში 130) დიდ ბრიტანეთში გადაბარგებასაც შეუწყო ხელი.

როგორც იცით, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ავღანეთის ხელისუფლების სადავეები თალიბანმა ჩაიგდო ხელში. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მალევე შეძლო გაქცევა, თუმცა ქვეყნის დატოვების სურვილს კიდევ არაერთი მცხოვრები გამოთქვამს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ავღანელი ფეხბურთელების ტრანსპორტირებაში დიდი წვლილი შეიტანეს “ლიდს იუნაიტედის” ხელმძღვანელებმაც. ავღანელებს დიდ ბრიტანეთში 10-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ, რის შემდეგაც ცხოვრებას ახალი ფურცლიდან დაიწყებენ.

რანიერი რონალდუზე: “გთხოვთ, ჩემთან გამოუშვით, ყველა წუთს ვათამაშებ”

“უოტფორდში” ჩისკო მუნიოსის შემცვლელმა, კლაუდიო რანიერიმ, პრესასთან საუბრისას კრიშტიანუ რონალდუზე იხუმრა. შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის მე-12 ტურში რანიერის გუნდი სწორედ “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდება.

– კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ის ფეხბურთს ეხმარება. ძალიან ბევრი ბიჭი უყურებს მას და სხვა საუკეთესო ფეხბურთელებს. ეს ფეხბურთს განსაკუთრებულს ხდის.

– ზოგისთვის რონალდუ პრობლემას წარმოადგენს. ეთანხმებით ამას?

– არა, არა და არა. გთხოვთ, ჩემთან გამოუშვით, ყველა წუთს ვათამაშებ. ჩემთვის ის პრობლემა არ იქნება. მე მომეცით [იცინის].

მიმდინარე სეზონში 36 წლის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა “ოლტ ტრაფორდელთა” რიგებში 13 მატჩი ჩაატარა და თავი 9 გატანილი გოლით გამოიჩინა.

ლევან მაისაშვილი: “როდესაც ორი თამაში გაქვს, შემადგენლობის როტაცია ძალიან რთულია”

ბორჯღალოსნებმა არანხუესში კაპიტნის ვარჯიში გამართეს და ხვალ, 18:30 საათზე ფიჯისთან ჯახისთვის გაემზადნენ.

14 ნოემბერს ბორდოში, საფრანგეთთან მატჩის შემდეგ, გუნდს მომდევნო შეხვედრისთვის მოსამზადებლად მოკლე კვირა ქონდა. სამწვრთნელო შტაბმა ეს პერიოდი ვიდეო-ანალიზს და აღდგენებს დაუთმო, ძირითადი ვარჯიში ოთხშაბათს გაიმართა, ხუთშაბათი კი საფრანგეთიდან ესპანეთში მგზავრობის დღე იყო.

ლე ბლესთან თამაშის შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა. მარქაფაში გამოჩნდნენ მიხეილ ნარიაშვილი და ლაშა ჯაიანი, რომელთაც საფრანგეთთან მცირე ტრავმების გამო არ უთამაშიათ.

„შეკრების დაწყების ავღნიშნე, რომ სამწუხაროდ, როდესაც მხოლოდ ორი თამაში გაქვს, ძალიან რთულია შემადგენლობაში როტაციის განხორციელება და ყველა მოთამაშისთვის მეტ-ნაკლებად თანაბარი სათამაშო დროის მიცემა. ჩვენს ინტერესშია, რომ საქმეში რაც შეიძლება მეტი მორაგბე ვნახოთ და მათიც კარგად მესმის, ყველას უნდა მოედანზე გასვლა და ამას ძალიან ვაფასებთ, მაგრამ ყოველთვის ასე არ გამოდის“.

„მწვრთნელებმა ვიმსჯელეთ, შევაფასეთ არსებული სიტუაცია და შემადგენლობაში ის მოთამაშეები დავაყენეთ, რომლებიც ჩვენი აზრით საუკეთესო ფორმაში არიან. შეკრებაზე 32 მორაგბე გვყავს და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმეს თამაშმა არ მოუწია, ვფიქრობ, ერთად გატარებული 3 კვირა აქტივში უნდა ჩაიწეროს. ვარჯიშებზე ყველა მათგანმა ძალიან დიდი შრომა გაწია, ბევრი დეტალი დავხვეწეთ და ეტაპობრივად ყველა მათგანს ექნება საკუთარი შესაძლებლობის წარმოჩენის შესაძლებლობა“ – ამბობს შემადგენლობასთან დაკავშირებით მაისაშვილი.

თავის მხრივ, სათამაშო დროის უმეტესი წილი 14, ხოლო 20 წუთი 13 კაცით მობურთალმა ფიჯიმ, გასულ კვირას უელსს დიდი თავსატეხი გაუჩინა და მხოლოდ დასკვნით მეითხედში გაშვებული 4 ლელოს გამო, საბოლოოდ 23:38 დამარცხდა. მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები კარგად იციან ბორჯღალოსანთა ბანაკში:

„ფიჯიმ უელსთან ნაადრევი წითელი ბარათი მიიღო და კაცნაკლული დარჩა, რამაც შეხვედრაზე დიდი გავლენა იქონია. ზოგადად, ამ გუნდს ახასიათებს უხეში თამაში. მიუხედავად იმისა, რომ მათ ნოემბრის მატჩებში რამდენიმე მოთამაშე აკლიათ, მაინც საკმაოდ ძლიერი გუნდით არიან წარმოდგენილები. ფიჯის აშკარად დაეტყო ფრენჩაიზის შექმნა, რასაც ტოპ 14-ში და ინგლისის პრემიერშიფში მოთამაშე ლეგიონერების გამოცდილება ემატება და დიდი პროგრესი აქვთ. ის გაცილებით დისციპლინირებულ რაგბს თამაშობს, ვიდრე წინა წლებში, განსაკუთრებით რაქში და ერთ-ერთ სახიფათო და ძლიერ მოწინააღმდეგედ ჩამოყალიბდა“.

„თუმცა ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს და ვეცდებით ის შეცდომები, რაც საფრანგეთთან დავუშვით მინიმუმამდე დავიყვანოთ. მიუხედავად იმისა, რომ განვლილ შეხვედრაში მსაჯობის მიმართ კონკრეტული კითხვები გვქონდა, რამდენიმე ჯარიმა დაუმსახურებლად მივიღეთ და ამის შესახებ შესაბამის კომიტეტსაც ვაცნობეთ, მნიშვნელოვანია სათამაშო დისციპლინა და ვეცდებით ამ მხრივ უკეთ გამოვიყურებოდეთ ვიდრე საფრანგეთთან, რადგან ამ დონეზე, ნებისმიერი მსგავსი შეცდომა ძალიან ძვირად ფასობს. ჩვენ კარგად ვიცით მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები, მომზადებულები ვართ და როგორ გადავიტანთ ამ ყველაფერს მოედანზე შაბათს გამოჩნდება“.

20 ნოემბერს, მადრიდის მახლობლად მდებარე ქალაქ არანხუესში, „დელეიტეზე“ თამაში 18:30 საათზე დაიწყება!

Rugby.ge

ყველაზე დაბალი ხელფასი – რამდენს მიიღებს დანი ალვეში “ბარსელონაში”?

კატალონიის “ბარსელონამ” რამდენიმე დღის წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით დანი ალვეში დაიმატა. ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერი პირველია კლუბში მას შემდეგ, რაც გუნდის მთავარ მწვრთნელად ჩავი ერნანდესი დაინიშნა.

38 წლის მარჯვენა მცველს “ბარსელონაში” დაბრუნება იმდენად უნდოდა, რომ ის მინიმალურ ხელფასს დათანხმდა. ესპანური გამოცემა “მარკა” გაზეთ La Vanguardia-ზე დაყრდნობით წერს, რომ ალვეში წელიწადში, ხელფასის სახით, 150 000 ევროს მიიღებს. ეს არის ის მინიმალური თანხა, რომელიც ლა ლიგის რეგულაციების თანახმად, კლუბმა ფეხბურთელს უნდა გადაუხადოს.

ალვეშს “ბარსელონას” მაისურით თამაში 1 იანვრიდან შეიძლება, იქამდე კი მხოლოდ გუნდთან ერთად ვარჯიშით უნდა დაკმაყოფილდეს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი კატალონიური კლუბის ღირსებას 2008-2016 წლებში იცავდა.

მარკიზიომ “სკუდეტოს” მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა

იტალიის საფეხბურთო ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა წევრმა, კლაუდიო მარკიზიომ, სერია A-ს მიმდინარე სეზონთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

– “მილანი”, “ინტერი” და “ნაპოლი” ფავორიტები არიან, არა?

– რა თქმა უნდა, ასეა. სხვა გუნდებს ძალიან გაუჭირდებათ საჩემპიონო ბრძოლაში ჩართვა, თუ ეს კლუბები გააგრძელებენ ასეთივე ტემპში თამაშს.

მთავარ ფავორიტად მაინც “მილანს” დავასახელებდი. მიუხედავად იმისა, რომ “ინტერს” ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, “მილანი” მუდმივ პროგრესს განიცდის. ჩემპიონატ “როსონერის” უფრო ვხედავ.

რაც შეეხება “ნაპოლის”, ჯერჯერობით ეს გუნდი კარგ შედეგებს დებს. მაგრამ, გასულ სეზონში მათ ძალიან უჭირდათ გადამწყვეტ მომენტებში. შესაძლოა, ეს არასაფეხბურთო ფაქტორებითაც არის განპირობებული.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის სერია A-ს სატურნირო ცხრილს 32-32 ქულით “მილანი” და “ნაპოლი” ლიდერობენ, “ნერაძურის” კი 25 ქულა აქვს დაგროვებული.