გია ცეცაძე “ტორპედოში” თავის საუკეთესო კაცს მიიყვანს?

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარ მწვრთნელად ცნობილი ქართველი თავკაცი გია ცეცაძე დაინიშნა.

ცეცაძე ბოლოს ეროვნული ლიგის აუტსაიდერ “სამტრედიაში” იყო, თუმცა გუნდის გადარჩენა ვერ შეძლო და 1 კვირის წინ გაათავისუფლეს კიდეც.

გიამ “ტორპედოში” კახაბერ ჩხეტიანი შეცვალა, რომელიც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს.

მოსალოდნელია, რომ “სამტრედიაში” არსებული კრიზისის ფონზე, თუ გიორგი არაბიძე უცხოეთში არ წავა, ცეცაძე არაბას ქუთაისში წაიყვანს.

ცეცაძეს 2016/17 წლებში “სამტრედიასთან” ერთად საქართველოს ჩემპიონობა აქვს მოპოვებული, გაუწვრთნია უკრაინული “ლვოვიც”, იყო კახა ცხადაძის ასისტენტი ეროვნულ ნაკრებში და 16/17/19/21-წლამდეთა ახალგაზრდული ნაკრებების მთავარი მწვრთნელი.

როგორი ავტომობილით მივიდა კრიშტიანო რონალდუ “მანჩესტერ იუანიტედის” ვარჯიშზე (ფოტო)

სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, კრიშტიანო რონალდუმ “მანჩესტერ იუნაიტედში” ვარჯიში განაახლა.

პორტუგალიელი ფეხბურთელი კლუბის ბაზაზე 250 000 ფუნტ სტერლინგად შეფასებული ბენტლით მივიდა. რონალდუს თან ახლდნენ პირადი მცველები, რომლებიც რეინჯ როვერში ისხდნენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ფიჯის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების სამწვრთნელ შტაბმა 20 ნოემბერს არანხუესში (ესპანეთი), ფიჯისთან გასამართი შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა.

თამაში საქართველოს დროით 18:30 საათზე დაიწყება.

გასულ კვირას საფრანგეთთან ჯახის შემდეგ, ბორჯღალოსნების სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა. მარქაფიდან ძირითადში დაწინაურდა მარცხენა ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი, ბექა გიგაშვილმა კი მარჯვენა ბურჯად გადაინაცვლა. კვაჭის პოზიციაზე კვლავ შალვა მამუკაშვილს ვიხილავთ.

უცვლელი დარჩა მეორე და მესამე ხაზი – გრიგორ ქერდიყოშვილი კოტე მიქაუტაძეს შეუწყვილდება, მათ კი ზურგს ბექა საღინაძე, გიორგი ცუცქირიძე და ბექა გორგაძე გაუმაგრებენ.

ასევე უცვლელი დარჩა ღერძი და ხაზი. 9-10 ნომრებზე გამოცდილ წყვილს ვიხილავთ – ვასილ ლობჟანიძე და თედო აჟანდაძე, ცენტრში მერაბ შარიქაძე და გიორგი კვესელაძე შეწყვილდებიან, ფრთებზე აკა ტაბუცაძე და სანდრო თოდუა დადგებიან, ფულბეკი კი დავით ნინიაშვილია.

წინა მატჩის შემდეგ ორი ახალი სახეა მარქაფაში. ტრავმის მოშუშების შემდეგ განაცხადში დაბრუნდნენ ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი და მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი.

მათ გარდა სათადარიგოთა სკამიდან გუნდს გააძლიერებენ კვაჭი გიორგი ჭყოიძე, ბურჯი ლუკა ჯაფარიძე, მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია და ხაზის მოთამაშეები – მიხეილ ალანია, ლაშა ხმალაძე და დემურ თაფლაძე.

სასტარტო შემადგენლობაში მყოფი მორაგბეების კეპების ჯამი 603-ია, საიდანაც 318 ხაზის, ხოლო 285 შერკინების მოთამაშეებზე მოდის.

20 ნოემბერი. 18:30 საათი (საქ. დრო)

საქართველო – ფიჯი | არანხუესი. „ესტადიო ელ დელეიტე“

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 8 კეპი, 23 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 14 კეპი, 60 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსტერი, 36 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ. 79 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 94 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, 27 კეპი, 173 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 60 კეპი, 55 ქულა);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 24 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 84 კეპი, 55 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 24 კეპი, 10 ქულა), 4. გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 6 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბაიონი, 69 კეპი, 10 ქულა), 6. ბექა საღინაძე (ლიონი, 24 კეპი, 15 ქულა), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 22 კეპი, 15 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 32 კეპი, 35 ქულა);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 18 კეპი, 5 ქულა), 17. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 66 კეპი, 5 ქულა), 18. ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 2 კეპი), 19. ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 11 კეპი), 20. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 11 კეპი, 10 ქულა), 21. მიხეილ ალანია (ორიაკი, 6 კეპი), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 88 კეპი, 53 ქულა), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 11 კეპი, 5 ქულა).

“შეფილდის” ყოფილმა ფეხბურთელმა ლატარიაში მილიონი ფუნტი მოიგო (ვიდეო)

“შეფილდ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ტერი კენედიმ, რომელმაც კარიერა ტრავმის გამო ადრეულ ასაკში დაასრულა, ლატარიაში 1 მილიონი ფუნტი მოიგო.

ტერის “შეფილდის” რიგებში 24 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. ის “მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავის, ჰარი მაგუაირის, მხარდამხარ თამაშობდა.

მართალია, კარიერაში არ გაუმართლა, თუმცა ამ კვირაში მან ლატარიაში დიდი თანხა მოიგო. მისი რეაქციის ვიდეო კი სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

“რეალი” ახლაგაზრდა არგენტინელი ვარსკვლავის ტრანსფერზე მუშაობს

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები “რივერ პლეიტის” შემტევის, ხულიან ალვარესის, ტრანსფერზე მუშაობენ. ამ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca ადასტურებს.

ალვარესს არგენტინაში ბრწყინვალე სეზონი აქვს. მიმდინარე სეზონში “რივერ პლეიტის” მაისურით ალვარესმა 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 15 გოლი და გააკეთა 6 საგოლე გადაცემა.

აღსანიშნავია, რომ ბავშვობაში ხულიან ალვარესს გარკვეული პერიოდი მადრიდის “რეალის” აკადემიაშიც აქვს გატარებული. მას შეტევის მარჯვენა და მარცხენა ფრთაზე თამაშის ძალიან კარგი გამოცდილებაც უმაგრებს ზურგს.

Marca-ს შეფასებით ხულიან ალვარესი არგენტინულ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია. მისი გადაბირების სურვილს “რეალთან” ერთად “იუვენტუსი”, “მილანი” და “ატლეტიკო” იჩენენ.

ლაპორტა “ბარსელონაში” მესისა და ინიესტას დაბრუნების შესაძლებლობას არ გამორიცხავს

“ბარსელონაში” ჩავი ერნანდესისა და დანი ალვეშის დაბრუნების შემდეგ, არაა გამორიცხული კიდევ რომელიმე ლეგენდაც ვიხილოთ. ლაპორტას თქმით, გამორიცხული არც მესისა და ინიესტას დაბრუნებაა.

“მე არაფერს არ გამოვრიცხავ. ასაკი მხოლოდ რიცხვებია, ის რაც დანისთან მოხდა, შესაძლოა სხვასთანაც მოხდეს. ისინი დიდებული ფეხბურთელები არიან.

ნამდვილად არ შემიძლია იმის წინასწარმეტყველება, თუ რა მოხდება ხვალ. მესი და ინიესტა ახლა სხვა კლუბში თამაშობენ და მათთან ხელშეკრულებებით არიან დაკავშირებულნი.

არასდროს იცი, თუ რა მოხდება ცხოვრებაში,” – განაცხადა ჟოან ლაპორტამ დანი ალვეშის პრეზენტაციისას.

ტოჩინოშინი დაბრუნდა – პირველი გამარჯვება ნოემბრის ბაშოზე (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

სანტუში: “რონალდუ სერბებს ეუბნებოდა, ჩემი გოლი რომ ჩათვლილიყო ახლა არ იცინებდითო”

პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ფერნანდუ სანტუში, სერბეთის ნაკრებთან განცდილი მტკივნეული მარცხის შემდეგ კომენტარს აკეთებს. როგორც იცით, სერბეთთან მატჩში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მფლობელის ვინაობა წყდებოდა, პორტუგალიელებმა კი თამაში ბოლო წუთებზე გაშვებული გოლით წააგეს.

“როდესაც სერბეთთან წაგებული მატჩი დასრულდა, ყველანი საშინლად იმედგაცრუებულები ვიყავით. საშინელი მდგომარეობა იყო. ფეხბურთელები მინდორზე იწვნენ, ვინც იდგა, თავი მხრებში ჰქონდათ ჩარგულები.

მოედანზე გავედი, რათა ფეხბურთელები გამემხნევებინა. როდესაც კრიშტიანუსთან მივედი, ის სერბ ფეხბურთელებს ეუბნებოდა, ჩემი მესამე გოლი რომ ჩათვლილიყო ახლა არ იცინებდითო.

მე მათ დამშვიდებისკენ მოვუწოდე და სხვა ფეხბურთელების გასამხნევებლად გავემართე. კრიშტიანუ მე ბოლომდე მენდობა,” – აცხადებს სატნუში TVI-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ სერბეთთან გამართულ ბოლო მატჩში, რომელიც ფრედ (2:2) დასრულდა, კრიშტიანუს გამარჯვების გოლი უსამართლოდ გაუუქმეს.

ანჩელოტი: “რეალი” ყველაზე პრესტიჟული კლუბია თავისი დიდებული ისტორიით”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ და დირექტორმა ემილიო ბუტრაგენიომ კლუბის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობას. “პაპა კარლომ” ამ ღონისძიების ფარგლებში კლუბის სიდიადეზე ისაუბრა.

“მადრიდის “რეალი” ყველაზე პრესტიჟული კლუბია თავისი დიდებული ისტორიით. ჩვენ ყველაზე დიდი ფან-ბაზა გვაქვს, რაც ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გვძენს.

ამ კლუბმა ჩემპიონთა ლიგა 13-ჯერ მოიგო, რაც არავის გაუკეთებია. ეს ყოველივე კლუბის ღირებულებების დამსახურებაა, ჩვენ არაერთი დიდი წინააღმდეგობის დაძლევა შევძელით. სწორედ ამის ხარჯზე აღმოვჩნდით იქ, სადაც ახლა ვართ.

იღბლიანი აღმოვჩნდი, ამ კლუბში მუშაობის საშუალება რომ მომეცა რამდენიმე წლის წინ. ახლა კი დავბრუნდი და ვცდილობ, რომ ამით სიამოვნება მივიღო,” – განაცხადა ანჩელოტიმ.

“მე ქალი ვარ!” – ირანელი მეკარის პასუხი

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ იორდანიის ფეხბურთის ფედერაციამ აზიის საფეხბურთო ასოციაციას მიმართა წერილით, რათა მათ ირანის ქალთა ნაკრების მეკარის ზოჰრენ კოუდაეის სქესი დაადგინონ.

25 სექტემბერს, აზიის თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე, იორდანიის ნაკრები ირანთან პენალტების სერიაში 2:4 დამარცხდა. კოუდაეიმ ორი თერთმეტმეტრიანის მოგერიება შეძლო.

ამ მატჩიდან რამდენიმე თვის შემდეგ, იორდანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალი ბინ ალ-ჰუსეინმა ირანელთა მეკარის სქესის დადგენა მოითხოვა.

17 ნოემბერს მედიაში კოუდაეის კომენტარი გავრცელდა, რომელიც აცხადებს, რომ ის ქალია.

“მე ქალი ვარ. ეს იორდანიის წარმომადგენლების მხრიდან ბულინგია. იორდანიის ფეხბურთის ასოციაციას ვუჩივლებ”, – ციტირებს მეკარის სიტყვებს “დეილი მეილი”.

შოთა არველაძე: ‘სიმეონემ თქვა, ხვიჩაში რამდენიც არ უნდა გადავიხადო, ვერ ითამაშებსო’

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა, შოთა არველაძემ ყაზანის “რუბინისა” და საქართველოს ნაკრების გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო”, არველაძის ინტერვიუ გავიდა. შოთიმ თქვა, თუ რას ფიქრობს ხვიჩაზე მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე.

“სიმეონემ თქვა, რომ ფელიქსი მყავს და ვერ ითამაშებს იქ, რამდენიც არ უნდა გადავიხადოო. 120 მილიონი აქვთ ფელიქსის ტრანსფერში გადახდილი და [ხვიჩა] 20 მილიონი არ ღირსო”, – განაცხადა არველაძემ.

ასევე, არველაძემ საზოგადოებას ამსტერდამის “აიაქსის” საფეხბურთო დირექტორის, მარკ ოვერმარსის მოსაზრებაც გაუმხილა:

“ოვერმარსმა თქვა, კონტრ შეტევის ფეხბურთელიაო, შესაბამისად, 20 მილიონი არ ღირსო. ასე თქვეს, რომ 9-დან 12 მილიონ ევრომდე ღირს.”

იხილეთ ინტერვიუ

ლი კარსლი: ‘თავს არ ვიმართლებთ, მაგრამ საქართველოსთან დროში 4 საათიანი სხვაობაა’

ინგლისის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლი კარსლიმ საქართველოსთან ამხანაგურ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ინგლისს ბათუმში უმასპინძლა და მეტოქე 3:2 დაამარცხა. რამაზ სვანაძის გუნდი გულიაშვილისა (2) და გოჩოლეიშვილის გოლებით სტუმრებს სამბურთიანი სხვაობით ამარცხებდა, თუმცა მატჩის ბოლოს, 81-ე და 94-ე წუთებზე ინგლისელებმა ორი ბურთი გაქვითვა მოახერხეს.

“ფეხბურთელებს ბევრ სირთულესთან გამკლავება მოუხდათ, მათ შორის მგზავრობისა და დროში სხვაობის ფაქტორიც იგულისხმება. ოთხ საათზე მეტი ჰაერში გავატარეთ. ამავდროულად, საქართველოსა და ინგლისს შორის დროში ოთხსაათიანი სხვაობაა. ბიჭები დასაძინებლად გამთენიისას 02:00-03:00 საათზე წავიდნენ. ეს თავის მართლება არ არის, მაგრამ რეალობაა.

კარგი ფეხბურთელები გყავს, რამდენიმეს დებიუტი ჰქონდა. იშვიათად გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ამხანაგური მატჩები ჩავატაროთ, ამიტომაც ახალ მოთამაშეებს შანსი მივეცით. პირველ ტაიმში 3-4 კარგი საგოლე მომენტი გვქონდა და გოლები უნდა გაგვეტანა. ვათამაშეთ ის ფეხბურთელები, რომლებიც როგორც წესი, სასტარტო შემადგენლობაში არ არიან ხოლმე. მათ ითამაშეს საქართველოს, ნამდვილად კარგი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს”, – ციტირებს ლი კარსლის სიტყვებს “მირორი”.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ.