საქართველოს ნაკრების შემადგენლობა საფრანგეთის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა საფრანგეთთან გასამართ თამაშამდე 48 საათით ადრე 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

განაცხადში 16 ლეგიონერია – თითო-თითო ინგლისიდან და რუსეთიდან, 14 კი საფრანგეთიდან. ამ 14 მოთამაშიდან 10 ტოპ 14-ის კლუბების ღირსებას იცავს, ოთხი კი პრო დე2-იდანაა. შემადგენლობაში 7 მორაგბეა ‘შავი ლომიდან’.

დავით ნინიაშვილი, რომელიც ‘ლიონს’ ზაფხულში შეუერთდა, ლეგიონერის სტატუსით პირველად ითამაშებს. ტოპ 14-ის მოთამაშის რანგში შემადგენლობაში პირველად არიან ‘ლიონში’ ნინიაშვილის თანაგუნდელი ბექა საღინაძე და ‘ბიარიცის’ მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია. საფრანგეთში, კერძოდ პრო დე2-ის ‘აჟენში’ გადასვლის შემდეგ ნაკრებში პირველად ითამაშებს გრიგორ ქერდიყოშვილი.

ტრავმების მოშუშების შემდეგ, ნაკრებს ერთწლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდნენ ბექა გორგაძე და ქერდიყოშვილი. თებერვლის შემდეგ ბორჯღალოსნებთან ერთად პირაველადაა გიორგი ცუცქირიძე.

მაისაშვილის თქმით:

„ამ ეტაპისთვის ოპტიმალური შემადგენლობა გვყავს. მცირე ტრავმა აქვს მიხეილ ნარიაშვილს, რომელიც ფიჯისთან მატჩისთვის სავარაუდოდ მწყობრში იქნება. ტრავმიდან ახალი დაბრუნებულია და ფორმაში შედის ლაშა ჯაიანი. სხვა მხრივ ყველანი ჯანმრთელად და კარგად მომზადებულები არიან. სასიხარულოა, რომ ტრავმიდან დაგვიბრუნდნენ ბექა გორგაძე, გრიგორ ქერდიყოშვილი და გიორგი ცუცქირიძე. დარწმუნებული ვარ, რომ მატჩის მსვლელობისას დიდ ძალას შეგვმატებენ შეცვლაზე მყოფი მორაგბეები“.

ბორჯღალოსნებმა საფრანგეთისა და ფიჯისთან მატჩებისთვის მზადება 1 ნოემბერს თბილისში, „შევარდენის“ ბაზაზე დაიწყეს, 7 ნოემბერს კი საფრანგეთში გაემგზავრნენ. ბორდოში გუნდმა ბოლო მოსამზადებელი ვარჯიში გუშინ გამართა, დღეს დასვენების დღეა, ხვალ „სტად მატმუტზე“ კაპიტნის ვარჯიში, ხოლო კვირას საფრანგეთს 14-წლიანი პაუზის შემდეგ ვერკინებით.

საფრანგეთთან მატჩი 14 ნოემბერს, საქართველოს დროით 17 საათზე დაიწყება.

შემოდგომის ერთა სერიები | 14 ნოემბერი. 17 საათი (საქ. დრო)

საფრანგეთი – საქართველო | ბორდო. „სტად მატმუტი“

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 7 კეპი, 20 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 13 კეპი, 55 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსტერი, 35 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ. 78 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 93 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, 26 კეპი, 164 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 59 კეპი, 50 ქულა);

შერკინება: 1. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 23 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 83 კეპი, 55 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, 29 კეპი, 15 ქულა), 4. გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 5 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბაიონი, 68 კეპი, 10 ქულა), 6. ბექა საღინაძე (ლიონი, 23 კეპი, 15 ქულა), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 21 კეპი, 15 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 31 კეპი, 35 ქულა);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 17 კეპი, 5 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 23 კეპი, 10 ქულა), 18. ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 1 კეპი), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 32 კეპი), 20.თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 10 კეპი, 10 ქულა), 21. მიხეილ ალანია (ორიაკი, 5 კეპი), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 87 კეპი, 53 ქულა), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 10 კეპი, 5 ქულა).

Rugby.GE

კვეკვესკირი კანკავას: “მეამაყება თითოეული დღე რომელიც შენს გვერდით მაქვს გატარებული”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა გუნდის კაპიტან ჯაბა კანკავას განსაკუთრებული მიღწევა მიულოცა.

როგორც იცით, კანკავას ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩი დაუკროვდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, შვედეთთან შეხვედრის წინ მას სპეციალური ჯილდო გადასცეს.

“მეამაყება თითოეული დღე რომელიც შენს გვერდით მაქვს გატარებული, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. გილოცავ ამ განსაკუთრებულ, უდაოდ დამსახურებულ მიღწევას და რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ერთ-ერთი გვერდია შენი სანაკრებო ისტორიის. ყველაფერი წინ არის!” – წერს კვეკვესკირი Instagram-ში.

კრიშტიანო რონალდუმ მოედანზე შეჭრილ ირლანდიელ ფანს მაისური აჩუქა (ფოტო, ვიდეო)

11 ნოემბერს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ირლანდიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე პორტუგალია მიიღო.

მატჩის დასრულების შემდეგ, მოედანზე ირლანდიელი გოგონა შეიჭრა, რომელიც კრიშტიანო რონალდუსთან მივიდა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ემოციურ გულშემატკივარს მაისური აჩუქა.

ოქრიაშვილი: “ფანები ერთი წამითაც არ გაჩერებულან და მადლობა მათ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა, თორნიკე ოქრიაშვილმა შვედეთთან გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ძალიან გახარებულები ვართ. მინდა მივულოცო მთელ საქართველოს, ბათუმს. ძალიან მაგარი მხარდაჭერა იყო, ძალიან მაგრები ხართ, ვისიამოვნეთ. ფანები ერთი წამითაც არ გაჩერებულან და პირველ რიგში, მადლობა მათ.

ამ მოგებას დიდი ხანი ველოდით, სახლში. დამსახურებულად მოვიგეთ. მე არ ვიტყოდი, რომ გაგვიმართლა ან რაღაც მსგავსი, ყველაფერი იყო დამსახურებულად. ვულოცავ ყველას, ვულოცავ საქართველოს. რა თქმა უნდა, ვულოცავ ხვიჩა კვარაცხელიას, მან ეს დაიმსახურა და მადლობა იმისათვის, რაც ჩვენთვის გააკეთა”, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 14 ნოემბერს გამართავს. ჩვენი გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში უზბეკეთს გორში დაუპირისპირდება.

ფოტო: სფფ

გურამ კაშია: ‘ამ მატჩმა აჩვენა, რამდენ რამეს ცვლის გულშემატკივარი’

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ შვედეთის ნაკრებთან გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ცენტრალურმა მცველმა ხაზი გაუსვა გულშემატკივრების ფაქტორს და მათ მადლობა გადაუხადა.

“დღევანდელმა მატჩმა აჩვენა თუ რამდენ რამეს ცვლის გულშემატკივარი და პირველ რიგში, მსურს მათ მადლობა გადავუხადო. ძალიან დაგვეხმარნენ, სწორედ ეს სხვაობაა ქომაგებთან და მათ გარეშე თამაშს შორის.

​ვთვლი, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ბოლო ორი მატჩი როგორც ვითამაშეთ, მონდომებით და გამარჯვების სურვილით, სწორედ ასეთი უნდა იყოს საქართველოს ნაკრები და ასე უნდა ვთამაშობდეთ სულ. გახარებული ვარ, რომ ეს მატჩი მოვიგეთ, რადგან ეს ძალიან გვჭირდებოდა, როგორც ფეხბურთელებს, ისე მწვრთნელებს და მთელს საქართველოს. ნაჩვენები შედეგი, რა თქმა უნდა, ოპტიმიზმს აჩენს და ეს მომწონს, რადგან მე პირადად ოპტიმისტი ვარ და მუდამ მსურს წარმატებული ვიყო, წარმატებული იყოს გუნდი და ვიგებდეთ თამაშებს”, – განაცხადა კაშიამ.

Nakrebi.Ge

“რომ არა კოვიდი, მას ჩავეხუტებოდი” – იბრაჰიმოვიჩის კომენტარი ქართველ ფანზე

შვედეთის ნაკრების თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საქართველოსთან მარცხის (2:0) შემდეგ კომენტარი იმ ფანზე გააკეთა, რომელიც მატჩის ბოლო წუთებში მოედანზე შეიჭრა.

მოედანზე შეჭრილ ქართველ გულშემატკივარს იბრასთან ჩახუტება სურდა, თუმცა 40 წლის ფეხბურთელმა მას ამის საშუალება არ მისცა. ზლატანი ამბობს, რომ ამ ეპიზოდში ის კოვიდ 19-ზე ფიქრობდა.

“ფიქრისათვის დრო არ მქონდა, ყველაფერი უცბად მოხდა. გავიფიქრე, რომ კოვიდის გამო დისტანცია უნდა დამეჭირა. კოვიდზე რომ არ ვფიქრობდე, მას ჩავეხუტებოდი. ის ჩემი ნახვით გახარებული იყო.

ვფიქრობ, დაცვის სამსახურმა უსაფრთხოების დასაცავად ყველაფერი გააკეთა. საშიში არაფერი მომხდარა, სიტუაციას აკონტროლებდნენ. შეიძლება, ჩემთან ჩახუტება დაცვის სამსახურის წარმომადგენელსაც უნდოდა”, – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

ვილი სანიოლმა იანე ანდერსენს უპასუხა: “ეს გამართლება იყო?”

11 ნოემბერს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ბათუმში შვედეთი 2:0 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა განაცხადა, რომ საქართველოს გოლის მომენტში გაუმართლა. შვედი სპეციალისტის კომენტარს ვილი სანიოლი გამოეხმაურა.

“ჩვენ გაგვიმართლა? მაშინ, შემიძლია, ვთქვა, რომ შვედეთში გამართულ მატჩში იმაზე მეტი დავიმსახურეთ, ვიდრე 0:1. შეხვედრის შემდეგ მწვრთნელები კომენტარებს აკეთებენ და დიდი მნიშვნელობა აქვს, რას იტყვი. ამაზე მეტ საუბარს არ ვაპირებ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ შვედებს ესპანეთთან წარმატებას ვუსურვებ”, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

“ჩვენი ლომი!” – ლაშა ბექაურის რეაქცია საქართველოს ნაკრების გამარჯვებაზე (ვიდეო)

11 ნოემბერს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ბათუმში შვედეთი 2:0 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელში კადრები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ზეიმობს ის საქართველოს გამარჯვებას მეგობრებთან ერთად.

იხილეთ ვიდეო

იბრაჰიმოვიჩი: “მოსაგებად მხოლოდ გოლები დაგვაკლდა”

შვედეთის ნაკრების თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საქართველოსთან განცდილი მარცხის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

40 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ მის გუნდს გამარჯვებისათვის საკმარისად ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდა.

“ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ეს მატჩი უნდა მოგვეგო. ბევრი მომენტი შევქმენით და გოლიც უნდა გაგვეტანა, რაც ვერ შევძელით. ჩვენ საქართველოზე გაცილებით უკეთესები ვიყავით. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ვითამაშეთ, მოსაგებად საკმარისი მომენტები გვქონდა.

რა თქმა უნდა, გაბრაზებულები ვართ, ეს ნორმალურია. გამარჯვება ყველას გვინდოდა. მხოლოდ გოლები დაგვაკლდა. პირველ ტაიმში უნდა გამეტანა და ეს რომ გამეკეთებინა, შეხვედრასაც მოვიგებდით. გოლი რომ გაგვეტანა, განსხვავებული თამაში იქნებოდა და სხვა სურათს ვიხილავდით”, – თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

რას წერენ შვედი ფანები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

11 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, B ჯგუფში ბოლო მატჩი ჩაატარა. ჩვენმა გუნდმა ბათუმში შვედეთს 2:0 მოუგო.

ცხადია, შვედი გულშემატკივრები ამ მარცხის შემდეგ გულდაწყვეტილები არიან. მათ ჯგუფიდან პირდაპირ გასასვლელად გამარჯვება ძალიან სჭირდებოდათ.

აი, რას წერენ ისინი სოციალურ ქსელ Twitter-ში:


“ზლატანი შვედეთის ნაკრებში ბრუნდება. შვედეთი საქართველოსთან მარცხდება…”


“ბოდიში… საქართველოს ნაკრებმა ახლახანს შვედეთი დაამარცხა?”


“შვედეთი ყატარის მსოფლიო ჩემპიონატს პროტესტს უცხადებს, ამიტომაც ჯგუფიდან არ გადის!”


“ძალიან ცუდია, რომ შვედეთი საქართველოსთან დამარცხდა. როგორც ფანი, იმედგაცრუებული ვარ!”


“სამარცხვინოა! გადაუხადეთ მგზავრობის ბილთების საფასური იმ ადამიანებს, რომლებიც ამ უბედურების სანახავად ჩავიდნენ!”


“ყველაზე ცუდი სანაკრებო მატჩი, რომელიც მინახავს სახლში ავსტრიასთან 1-4 მაცხის შემდეგ.”


“არ შემიძლია, ეს დავიჯერო!”

კვარას, ლორიას და ხოჭოლავას საოცარი შეფასება!

საქართველოს ნაკრებმა შვედეთის ეროვნული ნაკრები 2-0 დაამარცხა და Sofascore-მა ჩვენი ბიჭები ძალიან მაგრად შეაფასა. საუკეთესო შეფასება ხვიჩა კვარაცხელიას ჰქონდა, რომელმაც 8.9 ქულა დაიმსახურა.

გიორგი ლორია – 8.5

ოთარ კაკაბაძე – 6.6

გურამ კაშია – 7.5

დავით ხოჭოლავა – 8.1

აზაროვი – 6.2

კვეკვესკირი – 7.2

გვილია – 6.8

საბა ლობჟანიძე – 7.0

ხვიჩა კვარაცხელია – 8.9

გიორგი წიტაიშვილი – 6.9

ოქრიაშვილი – 6.4

შეცვლაზე:

ჩაბრაძე – 6.4

ვოლკოვი – 6.6

დავითაშვილი – 6.8

ყაზაიშვილი – 63.