კვეკვესკირი: “გვსურს ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ”

ბათუმში გამგზავრებამდე შვედეთის წინააღმდეგ მატჩის შესახებ კომენტარი ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა:

“რა თქმა უნდა, კოსოვოში მოპოვებული გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მითუმეტეს იმ ცუდი სერიის ფონზე, რომელიც მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე გვქონდა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ შვედეთის წინააღმდეგ უფრო ლაღად და თავისუფლად ვითამაშებთ.

სტადიონზე მაყურებლის დაბრუნება ბუნებრივია დამატებითი მოტივაციაა. მითუმეტეს, რომ თითოეულ ჩვენგანს გათავისებული აქვს თუ როგორი სამწუხარო ტრაგედიის ფონზე მოგვიწია ოქტომბერში თამაში. ახლა კი გვსურს ბათუმელ და სრულიად ქართველ გულშემატკივარს პოზიტივის საფუძველი მივცეთ და ჩვენი თამაშით გავახაროთ”, – თქვა კვევესკირმა.

საქართველოსა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 11 ნოემბერს ბათუმის აჭარაბეთ არენაზე შედგება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით ემზადება

9 ნოემბერი 2021

საქართველოს ეროვნული ნაკრები 9 ნოემბერს ბათუმში გაემგზავრა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩის მასპინძელ ქალაქში ჩასვლამდე ქართველმა ფეხბურთელებმა თბილისში ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშეს.

ვილი სანიოლის გუნდი შვედეთის წინაღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. შეგახსნებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრაში გურამ გიორბელიძე და ლაშა დვალი ყვითელი ბარათების გამო მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

10 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ბათუმში მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ოფიციალურ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (დილა, გორი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია) თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი)

საქართველოსა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 11 ნოემბერს ბათუმის აჭარაბეთ არენაზე შედგება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

“მანჩესტერ სიტის” რამდენმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა სილვას გოლში? (ვიდეო)

“მანჩესტერ სიტის” ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ეტყობა გუნდს პეპ გვარდიოლას ხელწერა. ბერნარდო სილვას გოლში მონაწილეობა გუნდის თერთმეტივე ფეხბურთელმა მიიღო და მათ შორის გოლამდე 26 გადაცემა გაკეთდა.

35 წლის ჰალკი ბრაზილიის ჩემპიონატში ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრი, ჰალკი, “ატლეტიკო მინეიროს” რიგებში ბწრყინვალედ გამოიყურება. Opta-ს ცნობით, ბრაზილიის ჩემპიონატში ყველაზე შედეგიანი სწორედ ჰალკი გახლავთ.

35 წლის ჰალკის ანგარიშზე ბრაზილიის სერია A-ში (30-ე ტურის მონაცემებით) 11 გატანილი გოლი და 7 გაკეთებული საგოლე გადაცემაა. რაც შეეხება თავად “ატლეტიკო მინეიროს” შედეგს, ეს კლუბი 65 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ჰალკი საფეხბურთო სამყარომ “პორტუში” კარგი თამაშით გაიცნო, რის შემდეგაც შემტევმა 4 წელი გაატარა “ზენიტში”. ჩინეთში დაყოფილი 5 წლის შემდეგ კი მშობლიურ ბრაზილიაში მეორე სეზონს ატარებს.

ჩავი: “დემბელეს შეუძლია, რომ თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო გახდეს”

ჩავი ერნანდესი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის საქმიანობას უკვე შეუდგა. “ბლაუგრანას” ლეგენდამ დღეს პირველი ოფიციალური ვარჯიში ჩაატარა. ვარჯიშის შემდეგ კი უსმან დემბელეს პოტენციალზე ისაუბრა.

“ჩემი აზრით, დემბელეს შეუძლია, რომ თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. თუმცა ამისათვის ძალიან ბევრი შრომაა საჭირო.

მთავარი ის არის, რომ ყველაფერი ფეხბურთელზეა დამოკიდებული. გადამწყვეტი მისი მენტალიტეტი იქნება, ის ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. ტრავმებისგან გათავისუფლების შემდეგ უმაღლესი დონე უნდა აჩვენოს.

ჩვენთვის მისი კონტრაქტის გახანგრძლივება პრიორიტეტს წარმოადგენს,” – განაცხადა ჩავიმ დემბელეზე საუბრისას, რომელსაც კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

პრინცმა უილიამსმა რეშფორდი ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მარკუს რეშფორდი ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვეს. ინგლისელ ფეხბურთელს ჯილდო თავად პრინცმა უილიამსმა გადასცა.

ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში იყო ცნობილი, რომ მარკუსს ბრიტანულ სკოლებში უფასო კვების პროექტის წარმატებულად წარმართვისთვის ამ ტიტულით დააჯილდოვებდნენ. ცერემონია უინძორების სასახლეში გაიმართა.

ჩავი რეფორმებით დაბრუნდა – ფეხბურთელები წესების დარღვევისთვის დაჯარიმდებიან

კატალონიის “ბარსელონას” ამიერიდან ჩავი ერნანდესი უთავკაცებს. “ბლაუგრანას” ლეგენდამ გუნდში რეფორმების გატარება უკვე დაიწყო.

“ბარსელონას” ფეხბურთელები ამიერიდან ვარჯიშზე საათნახევრით ადრე უნდა გამოცხადდნენ, რათა ისაუზმონ, დავალებები მიიღონ და ინდივიდუალურად მოემზადონ. სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები კი ვარჯიშზე ორი საათით ადრე უნდა მივიდნენ.

ჩავის სურს, რომ ფეხბურთელებმა ბაზაზე მიიღონ საკვები დიეტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. სწორი კვება მათ ტრავმიანობას შეამცირებს. მატჩამდე 48 საათით ადრე ფეხბურთელებს ღამის კლუბებში გართობა ეკრძალებათ, ისინი ადრე უნდა მივიდნენ სახლში.

ჩავის მმართველობის პერიოდში განახლდება ლუის ენრიკეს მიერ გაუქმებული საჯარიმო სისტემებიც. წესების მრავალჯერადად დარღვევის შემთხვევაში ჯარიმების ოდენობა შესაბამისად გაიზრდება.

ზემოხსენებული შეზღუდვების გარდა, ფეხბურთელებმა, რომლებიც ქალაქიდან შორს წასვლას გადაწყვეტენ თავისუფალ დროს, სამწვრთნელო შტაბს უნდა სთხოვონ ნებართვა. მათ რისკის შემცველ აქტივობებში მონაწილეობის მიღებაც ეკრძალებათ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გუნდურ ევროპის ჩემპიონატზე

27 ნოემბერს რუსეთის ქალაქ უფაში ძიუდოში გუნდური ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზე ამ ტურნირისათვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ გუნდური შეჯიბრი შერეული შემადგენლობით ტარდება, რომელშიც მონაწილეობას კაცები (-73კგ, -90კგ, +90კგ) და ქალები (-57კგ, -70კგ, +70კგ) იღებენ.

საქართველოს ნაკრების განაცხადი:

-73კგ: ალეკო მამიაშვილი, ფრიდონ გიგანი;
-90კგ: ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე;
+90კგ: გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი;

-57კგ: ეთერ ლიპარტელიანი;
-70კგ: მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი;
+70კგ: სოფიო სომხიშვილი.

ზლატან იბრაჰიმოვიჩის კომენტარი საქართველოსთან მატჩის წინ

შვედეთის ეროვნული ნაკრებისა და “მილანის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საქართველოსთან მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე შვედურ მედიასთან ისაუბრა.

შვედები 11 ნოემბერს საქართველოს, ხოლო 14 ნოემბერს ესპანეთს ესტუმრებიან. 40 წლის ფეხბურთელმა ჯერ არ იცის, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ორივე მატჩში.

“მე გუნდის ნაწილი ვარ. თუ მთავარი მწვრთნელი იტყვის, რომ ორივე მატჩში უნდა ვითამაშო, ვითამაშებ. თუ მას ენდომება, რომ მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩავატარო, ასეც იქნება. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა სურს მწვრთნელს.

მას შემდეგ, რაც 30 წლის გავხდი, შევამჩნიე, რომ ტკივილი არსად არ მიდის, ის სხეულის სხვადასხვა ნაწილებს ეხება. ერთადერთი, რაც შევცვალე, არის ის, რომ იტალიაში ფიზიოთერაპევტი ყველგან, 24 საათის განმავლობაში დამყვება. როგორც კი ტკივილს ვიგრძნობ, მინდა, რომ მაშინვე მასზე ზრუნვა დავიწყო. თამაში ყველას გვინდა, მაგრამ ტრავმებიდან გამომდინარე, სწორი ბალანსი უნდა შევარჩიოთ”, – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

საქართველო-შვედეთის დაპირისპირებას ბათუმის სტადიონი უმასპინძლებს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

პსჟ-ში მესის ეროვნულ ნაკრებში წასვლით უკმაყოფილონი არიან

“პარი სენ-ჟერმენების” ხელმძღვანელები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ლიონელ მესი გამოიძახეს.

კლუბის სპორტული დირექტორი ლეონარდო მიიჩნევს, რომ მაშინ, როცა მესი ტრავმირებულია, მისი ნაკრებში გამოძახება არალოგიკურია.

“ჩვენ არ ვეთანხმებით იმას, რომ როცა ფეხბურთელი ფიზიკურად კარგ კონდიციებში არაა და რეაბილიტაციას გადის, ის ნაკრებში გამოიძახონ. ეს არ არის ლოგიკური. მსგავს საკითხებზე ფიფასთან შეთანხმების მიღწევაა საჭირო”, – ციტირებს ლეონარდოს სიტყვებს Goal.Com.

მესიმ 2021-2022 წლების სეზონში მუხლისა და კუნთების ტრავმების გამო 9 მატჩი გამოტოვა. 34 წლის ფეხბურთელმა ბოლოს 29 ოქტომბერს “ლილის” წინააღმდეგ, მხოლოდ 45 წუთით ითამაშა.

არგენტინის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 13 ნოემბერს ურუგვაის, ხოლო 17 ნოემბერს ბრაზილიას დაუპირისპირდება.

“დინამო 2” მე-3 ლიგაში ითამაშებს!

“დინამო თბილისის” მე-2 გუნდმა მე-4 ლიგის ერთ-ერთ დასკვნით შეხვედრაში “ირაო” 3-1 დაამარცხა და მომავალი სეზონიდან მე-3 ლიგაში ითამაშებს.

“დინამო 2” მე-4 ლიგის ზედა ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს და “ბორჯომს” 1 ქულით უსწრებს.

“დინამოს” მე-2 შემადგენლობა კახა ჩხეტიანის მოსვლის შემდეგ აღდგა და რეგიონლიგაში მარტივი გამარჯვების შემდეგ, ახლა უკვე მე-3 ლიგაში ვიხილავთ, სადაც “საბურთალოს” მე-2 გუნდიც დახვდება.

თბილისელების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ კაკაშვილია.

ლობჯანიძეს ბულგარული გრანდი ეპატიჟება

ყაზახური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და “ტობოლის” თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძის დამატებით ბულგარული გრანდი “ცსკა” არის დაინტერესებული.

“ცსკა”-ს მთავარი მწვრთნელი სტოიჩო მლადეცოვია, რომელიც ლობჯანიძეს “კაისერში” ყოფნის დროს წვრთნიდა და 2020 წელს ელგუჯამ, მისი თავკაცობისას, 12 მატჩში 7 გოლი შეაგდო.

ლობჯანიძე “ტობოლის” რიგებში ყაზახეთის ჩემპიონი გახდა. მიმდინარე სეზონში 22 თამაშში 4 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს შესრულებული.