რის გამო მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ ყვითელი “როსტოვთან” მატჩში? (ვიდეო)

7 ნოემბერს, რუსეთის პრემიერ ლიგის მე-14 ტურში “როსტოვმა” საკუთარ მოედანზე “რუბინი” მიიღო და მეტოქე 5:1 დაამარცხა.

სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც 56-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ქართველი გარემარბი მას შემდეგ გაღიზიანდა, რაც მისი და მისი თანაგუნდელის შეტევისას არბიტრმა თამაშის წესის დარღვევა არ დააფიქსირა. სწორედ ამ მომენტის შემდეგ გაიტანეს როსტოველებმა მესამე გოლი.

იხილეთ ვიდეო

“ვესტ ჰემმა” “ლივერპულს” სეზონის პირველი მარცხი აგემა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მეთერთმეტე ტური “ვესტ ჰემსა” და “ლივერპულს” შორის შემდგარმა სუპერმატჩმა დახურა. დევიდ მოიესის გუნდმა იურგენ კლოპის შეგირდებს პრემიერ ლიგაში სეზონის პირველი მარცხი აგემა.

ანგარიში შეხვედრის მეოთხე წუთზე ალისონის ავტოგოლით გაიხსნა, რასაც ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა ბრწყინვალე საჯარიმოთი უპასუხა (41′). 67-ე და 74-ე წუთებზე “ვესტ ჰემმა” გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა ფორნალსისა და ზუმას გოლებით. ორიჯის მიერ 83-ე წუთზე გატანილი გოლი კი მხოლოდ პრესტიჟის აღმოჩნდა.

ასე რომ, 11 ტურის შემდეგ პრემეირ ლიგას 26 ქულით “ჩელსი” ლიდერობს, მეორე და მესამე პოზიციას კი “მანჩესტერ სიტი” და “ვესტ ჰემი” იყოფენ 23-23 ქულით. “ლივერპული” კი მეოთხეა დაგროვებული 22 ქულით.

ალექსანდერ-არნოლდის ულამაზესი გოლი “ვესტ ჰემის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

Trent Alexander Arnold 🤩🤩🤩 pic.twitter.com/0EeWjColA4

— Atalinho (@Atalinhoo) November 7, 2021

სანიოლი: “რატომ არ გამოვიძახე ეს ფეხბურთელები?

სანაკრებო მატჩებამდე მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნაკრებში გამოძახების თემაზე ისაუბრა.

“აზრს ვერ ვხედავ ვილაპარაკო იმაზე, თუ რატომ არ გამოვიძახე ერთი და გამოვიძახე მეორე. ვითვალისწინებ მეტოქეს, ფეხბურთელის კონდიციებს. ვაკვირდები ყველა მათგანს და ვცდილობ, ყველას სამართლიანად მოვექცე. წინა ჯერზე გამოვიძახე ფანცულაია, რადგან კვარაცხელიასა და ოქრიაშვილს ტრავმები აწუხებდა. მთავარი განსამზღვრელი კრიტერიუმი შემადგენლობის შერჩევისას კონკურენციაა. ვაკვირდები ბერიძესაც, ქვილითაიას, შენგელიას, აზერბაიჯანში ახლახან ჰეთრიკის ავტორ ვოლკოვს. ყველა თავდამსხმელს ფიზიკურად ვერ გამოვიძახებ, თუმცა შესაძლებლობას ყველა მიიღებს, ვინც იმსახურებს”, – განაცხადა სანიოლმა.

11 ნოემბერს ჩვენი ნაკრები შვედეთს მიიღებს, 15 ნოემბერს კი ამხანაგურად უზბეკეთს გავეჯიბრებით.

გასპერინი: “პრემიერ ლიგაში უფრო მდიდარი ვიქნებოდი, მაგრამ ნაკლებად ბედნიერი”

ბერგამოს “ატალანტას” მთავარი მწვრთნელი, ჯან პიერო გასპერინი, წარმატებულ სვლას განაგრძობს. სერია A-ს მეთორმეტე ტურში მისმა გუნდმა “კალიარი” დაამარცხა. ეს რიგით მეორასე გამარჯვება გახლდათ იტალიელი სპეციალისტისთვის სერია A-ში.

– რა კომენტარს გააკეთებდით მეორასე გამარჯვებაზე? თქვენ პრემიერ ლიგაში გადასვლას გიწინასწარმეტყველებენ, რას იტყვით ამაზე?

– დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ არაერთხელ შევძლება გამარჯვებას. მინდა გამარჯვებებით სიამოვნების მიღება არასდროს შევწყვიტო. ადვილი გამარჯვება ერთიც არ ყოფილა.

ბერგამოში, იტალიაში თავს ბედნიერად ვგრძნობ. ძალიან მომწონს ჩემი ცხოვრების სტილი. ზოგჯერ ვფიქრობ ინგლისზეც. ვთვლი, რომ იქ უფრო მდიდარი ვიქნებოდი, მაგრამ ნაკლებად ბედნიერი.

ანჩელოტი “ბარსელონას” კრიზისზე: “სასიხარულო არაფერია”

მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის, პრესკონფერენციაზე “ბარსელონას” რთულ პერიოდზე სთხოვეს კომენტარის გაკეთება. როგორც იცით, კატალონიური გრანდი ამ დროისთივს სატურნირო ცხრილში მეცხრე პოზიციას იკავებს.

– ჩავის მოსვლის მიუხედავად, “ბარსელონას” ლა ლიგის მოგების შანსები არ აქვს, ასე არაა?

– ჩემთვის რთულია ამ ეტაპზე “ბარსელონაზე” საუბარი. მე ამ კლუბს დიდ პატივს ვცემ, ისევე როგორც ჩავის. მათ ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.

სასიხარულო არაფერია. “ბარსელონას” საკმაო გამოცდილება და რესურსი აქვს ასეთი ვითარებიდან გამოსასვლელად. რა თქმა უნდა, უცნაურია, ასე რომ ჩამოგვრჩებიან. მაგრამ ისინი რბოლაში დაბრუნდებიან. სეზონი გრძელია და კონკურენციაც ძალიან დიდია,” – აცხადებს ანჩელოტი.

ევრა: “პოგბა “მანჩესტერ იუნაიტედში” სიყვარულს ვერ გრძნობს, ის სძულთ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა, პატრის ევრამ, პრესასთან პოლ პოგბას შესახებ საუბრისას ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ყოფილი ფეხბურთელები მასზე მუდმივად ნეგატიურად საუბრობენ.

“პოგბასთვის არაერთხელ მითქვამს, რომ მისი აგენტის [მინო რაიოლა] ცემა მსურს. ის ისე იქცევა, რომ პოგბას ცუდ რეპუტაციას უქმნის.

პოგბა “მანჩესტერ იუნაიტედში” სიყვარულს ვერ გრძნობს. ყოფილ ფეხბურთელებს ის სძულთ. ფანებს კი მისი ცხოვრების სტილი არ მოსწონთ და ამის გამო იძულებენ პოლს.

მე მას ყოველთვის ვიცავ. ის ჩემთვის პატარა ძმასავით არის. რატომღაც ხალხი მას ყოველთვის უხეშად ეპყრობა. ამ გუნდში პოლი ერთი უბრალოდ ფეხბურთელია,” – აცხადებს პატრის ევრა.

ოფიციალურად: ანდრეი შევჩენკო იტალიურ ფეხბურთს დაუბრუნდა

“ჯენოას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ანდრეი შევჩენკო ამიერიდან გენუელთა მთავარი მწვრთნელი იქნება. შევჩენკო ზემოხსენებულ პოსტზე დავიდე ბალიარინის შეცვლის.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელი სპეციალისტი 1999-2006 და 2008-09 წლების სეზონში “მილანში” თამაშობდა. სამწვრთნელო კარიერის ზენიტი კი მისთვის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა გახლდათ უკრაინის ნაკრების თავკაცის პოსტზე.

ამ დროისთვის “ჯენოა” იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-18 პოზიციას იკავებს 12 მატჩში დაგროვებული 9 ქულით. მიმდინარე სეზონში მათ მხოლოდ ერთი გამარჯვების მოპოვება შეძლეს, ქულების უმეტესობა კი ფრეებით აქვთ მოპოვებული.

“ნაპოლი” სერია A-ში რამდენიმე მატჩს სპეციალური მაისურით ჩაატარებს (ფოტო)

25 ნოემბერს დიეგო მარადონას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავა. ამ თარიღთან დაკავშირებით, “ნაპოლი” სერია A-ში სამ მატჩს სპეციალური ფორმით ჩაატარებს. “ვერონას”, “ინტერისა” და “ლაციოს” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებში ნეაპოლელთა მაისურზე დიეგო მარადონა იქნება გამოსახული.

რადამელ ფალკაოს გოლი “რეალის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

“დილა” “დინამოების” ბედს განაგებს – ზედიზედ 4 მშრალი მოგება!

დღეს ეროვნული ლიგის 33-ე ტურის 2 შეხვედრა გაიმართა და ერთმანეთს საუკეთესო 4-ეული დაუპირისპირდა. “ლოკომ” ბათუმის “დინამო” მიიღო, “დილამ” თბილისის “დინამო”.

საგურამოში მატჩი ფრედ დასრულდა, ბათუმელებმა მიმდინარე სეზონში ბევრჯერ დამარცხებულ “ლოკომოტივს”, ამჯერად, ვერ მოუგეს და “დინამო თბილისს” შანსი მისცეს სხვაობა 2 ქულამდე შეემცირებინა.

თავის მხრივ, “დილამ” “დინამოს” არაფერი დაუთმო და ირაკლი ბიძინაშვილის ერთადერთი გოლით 3 ქულა ჩაიწერა, კარი მშრალად შეინახა, “დინამოსთან” 4 ქულამდე შეამცირა განსხვავება და ბათუმს პრაქტიკულად ჩემპიონობა გაუნაღდა.

გორმა ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგო, თანაც არცერთში გოლი არ გაუშვია. გაიტანა 10 უპასუხო ბურთი.

თუ გათამაშების ცხრილს გადავხედავთ, ბოლო შეხვედრაში გამარჯვება მხოლოდ “დილას” აქვს მოპოვებული.

ხვალ “შუქურა” “ტორპედოს” უმასპინძლებს და საბოლოოდ გაირკვევა, რომელი გუნდი დაიკავებს მე-9 თუ მე-8 ადგილს. “სამტრედიას” ბოლო შანსი აქვს “სამგურალთან” მოგებით ბოლო პოზიციიდან თავის დაღწევისკენ ერთი ნაბიჯი გადგას, “თელავი” კი “საბურთალოს” ძლევით, შესაძლოა, მე-6 ადგილზე აღმოჩნდეს, “საბურთალომ” კი “ლოკომოტივს” გადაასწროს.

ილია სულამანიძემ 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატი მოიგო! (ვიდეო)

6 ნოემბერს, ილია სულამანიძემ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო. ქართველი ძიუდოისტი -100კგ წონითი კატეგორიის ფინალში ტურნირის მასპინძელ, უნგრელ ჟომბორ ვეგს დაუპირისპირდა და გაიმარჯვა.

-100კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს გიორგი ჩიქოვანი დაეუფლა.

იხილეთ ვიდეო