სულშერის პირველი კომენტარი “მანჩესტერ სიტისთან” მარცხის შემდეგ

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სულშერმა, მანჩესტერულ დერბში განცდილი მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. “ოლდ ტრაფორდელები” “ქალაქელებთან” ორბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ (0:2).

“ძალიან მიჭირს საუბარი. ძალიან ცუდი სტარტი გვქონდა. დე ხეა მაქსიმალურად გვიცავდა, თუმცა მეტოქემ თავის სტილში მაინც შეძლო გოლების გატანა. ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო.

“ოლდ ტრაფორდზე” ბოლო მატჩში “ლივერპულთან” განცდილი მარცხის შემდეგ ძალიან რთული პერიოდი გვქონდა.

კლუბთან რეგულარული, პირდაპირი და გულწრფელი კომუნიკაცია მაქვს. მე “მანჩესტერ იუნაიტედში” ვმუშაობ და კლუბისთვის საუკეთესო მინდა. ამ დროისთვის ძალიან შორს ვართ უძლიერესი გუნდებისგან, მოთხოვნები კი ძალიან დიდია,” – აცხადებს სულშერი.

ემოციური კადრები – ქართველი ძიუდოისტები ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ (ვიდეო)

6 ნოემბერს, 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, -81კგ წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს ტატო გრიგალაშვილი და ვლადიმერ ახალკაცი დაუპირისპირდნენ.

გრიგალაშვილმა ახალკაცი ვაზარით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

იხილეთ ვიდეო

“სანტიაგო ბერნაბეუ” კალათბურთისა და ჩოგბურთის მატჩებსაც უმასპინძლებს (ვიდეო)

მადრიდის “რეალმა” სოციალურ ქსელში ძალიან საინტერესო ვიდეო გამოაქვეყნა, საიდანაც განახლებული “სანტიაგო ბერნაბეუს” პროექტის დამატებითი დეტალების შესახებ ვიღებთ ინფორმაციას.

როგორც იცით, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი უკვე ერთი წელია, რაც სტადიონის განახლებაზე მუშაობს. როგორც ცნობილი ხდება, განახლებულ სტადიონზე არა მხოლოდ ფეხბურთის, არამედ კალათბურთის, ჩოგბურთის, კრიკეტისა და ამერიკული ფეხბურთის მატჩების ჩატარება იქნება შესაძლებელი.

სიმეონე “ბარსელონაში” ჩავის დაბრუნებას გამოეხმაურა

კატალონიის “ბარსელონას” კრიზისიდან გამოყვანა ჩავი ერნანდესს დაევალა, რაზეც კომენტარი მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დეიგო სიმეონემ, გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ჩავი “ბლაუგრანას” თავკაცის პოსტზე უახლოეს საათებში უნდა დაინიშნოს.

“ყოველთვის მიხარია, როდესაც ყოფილი ფეხბურთელები საფეხბურთო კარიერას მწვრთნელის ამპლუაში აგრძელებენ. ჩავი “ბარსელონას” ყველაზე უკეთ იცნობს. მან იცის, თუ რაა საჭირო სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად.

ვფიქრობ, ჩავი გუნდს მისცემს ყველაფერს, რაც კი მის ფილოსოფიას შეესაბამება. ის დაბრუნდა იქ, სადაც მისი ხილვა ძალიან უხარიათ. ჩავი გაიკვლევს გზას და თავის ხელწერასაც დაატყობს კლუბს,” – აცხადებს სიმეონე.

ფერდინანდმა ოქროს ბურთის ფავორიტად ლევანდოვსკი დაასახელა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, რიო ფერდინანდმა, პრესასთან საუბრისას ოქროს ბურთის მოგების მთავარ ფავორიტად რობერტ ლევანდოვსკი დაასახელა.

“წელს გამორჩეული კანდიდატი არ გვყავს, რთულია ფავორიტის დასახელება. ასეთი მდგომარეობა აქამდე არ ყოფილა, არჩევნის გაკეთება ყოველთვის რონალდუსა და მესის შორის გვიწევდა.

კრიშტიანუ რონალდუ მოგებას ვერ შეძლებს, რადგანაც ტიტულები ვერ მოიგო და თანაც იმდენი გოლიც არ გაუტანია, რამდენსაც მისგან მიჩვეულნი ვართ. ვფიქრობ, ეს ლევანდოვსკის წელია. 38 მატჩში მან 56 გოლში მიიღო მონაწილეობა, რაც წარმოუდგენელი შედეგია. ეს კრიშტიანუსა და მესის რიცხვებია.

ჟორჟინიოს კანდიდატურა კი გაუგებარია ჩემთვის. ის “ჩელსის” საუკეთესო ფეხბურთელიც კი არ არის,” – განაცხადა ფერდინანდმა.

ვოლკოვმა ჰეთრიკი შეასრულა და “ზირას” ქული გადაურჩინა (ვიდეო)

“ზირას” ქართველმა თავდამსხმელმა დავით ვოლკოვმა “საბაჰს” ჰეთრიკი შეუსრულა და გუნდს ქულა გადაურჩინა.

ვოლკოვმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ “საბაჰი” კინ ორი ბურთით გაიჭრა და დავითმა 59-ე წუთზე ანგარიში შეამცირა, 81-ზე კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:3.

“ზირას” 16 ქულა აქვს და აზერბაიჯანის ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.

სულშერმა “ოლდ ტრაფორდზე” მანჩესტერული დერბიც წააგო (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-11 ტურის ცენტრალური შეხვედრა “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართა. “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ კედლებში მორიგი მარცხი განიცადა – ამჯერად ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მეტოქე “მანჩესტერ სიტისთან”.

მოსისხლე მტერ “ლივერპულთან” 0-5 განადგურების შემდეგ ოლე გუნარ სულშერს გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტირების შანსი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა. “ქალაქელებმა” პირველივე ტაიმში შეასრულეს დაკისრებული მისია და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს.

სულშერის “მანჩესტერის” მორიგი მარცხის შედეგად 11 ტურის შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედის” მაქსიმუმი მეხუთე ადგილი იქნება (17 ქულა). “მანჩესტერ სიტი” კი ამ დროისთვის 23 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს.

დავიდ დე ხეას შესანიშნავი სეივი “მანჩესტერ სიტისთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

გელა ზაალიშვილმა ფრანგ მეტოქეს იპონი 10 წამში გაუკეთა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

დუშან ტადიჩის ჩაცმულობა “დორტმუნდთან” მატჩში მომხდარის შემდეგ (ფოტო)

3 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დორტმუნდის “ბორუსიამ” საკუთარ მოედანზე “აიაქსი” მიიღო და 1:3 დამარცხდა.

მატჩის 72-ე წუთზე ამსტერდამელთა კაპიტანმა დუშან ტადიჩმა მასპინძელთა კარში გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. გოლის გატანის ეპიზოდში, ის ძელს უხერხულად დაეჯახა და მცირე დაზიანება მიიღო.

“ბორუსიასთან” მატჩიდან ერთი დღის შემდეგ, სერბი ფეხბურთელი ორიგინალურად გამოწყობილი დააფიქსირეს:

ანდრეი შევჩენკო იტალიური გუნდის მთავარ მწვრთნელად ინიშნება

იტალიურ პრესაში გარცელებული ინფორმაციით, უახლოეს ხანებში “ჯენოას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დავიდე ბალარდინის ანდრეი შევჩენკო ჩაანაცვლებს.

Sky Sport Italia-ს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა ბალარდინისთან კონტრაქტის გაწყვეტაზე აქამდეც ფიქრობდა, მაგრამ მათ საბოლოო გადაწყვეტილება გუშინ, “ემპოლისთან” ფრედ (2:2) დასრულებული მატჩის შემდეგ მიიღეს. ისინი ახლა სერია A-ს ცხრილში მე-15 ადგილს იკავებენ.

გენუელები შევჩენკოს ორწლიან ხელშეკრულებას შესთავაზებენ, ახლა კი არჩევანი თავად უკრაინელმა უნდა გააკეთოს.

შევჩენკომ მოთამაშის კარიერა 2012 წელს დაასრულა. 2016 წელს ის უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა და გუნდი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე გაიყვანა.

ბარელამ “ინტერთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

მილანის “ინტერსა” და გუნდის ნახევარმცველ ნიკოლო ბარელას შორის შრომითი ხელშეკრულება გახანგრძლივდა. ახალი კონტრაქტი ძალაში 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით იქნება.

მნიშვნელოვნად გაიზარდა იტალიელი ფეხბურთელის სახელფასო ანაზღაურებაც. თუ აქამდე ბარელა წელიწადში 2,4 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა, ამ სეზონში მისი ჯამაგირი 4,5 მილიონი იქნება, ყოველ მომდევნო წელს კი – 5 მილიონი ევრო.

24 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში “ინტერის” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 15 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა მიითვალა.