“იუვენტუსის” 19 წლის ტალანტი დეპრესიის გამო კარიერის დასრულებას აპირებს

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ მოჰამედ იჰატარენს კარიერის ნაადრევ ასაკში დასრულება აქვს გადაწყვეტილი. ამ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Calcio Mercato გვიდასტურებს.

ნიდერლანდელი ფეხბურთელი “ბიანკონერის” 5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა და მაშინვე გაანათხოვრეს “სამპდორიაში”. თუმცა მისი კარიერა ისე ვერ წარიმართა, როგორც მოსალოდნელი იყო.

იტალიური გამოცემების ცნობით იჰატარენი მძიმე დეპრესიაშია. ნიდერლანდელ ფეხბურთელს ფსიქოლოგიური პრობლემები 2019 წლიდან აქვს, მას შემდეგ, რაც მამამისი გარდაიცვალა. “სამპდორიამ” მას სპეციალისტიც გამოუყო, თუმცა ეს ყოველივე უშედეგო აღმოჩნდა.

ფეხბურთელი გენუაში 12 ოქტომბრის შემდეგ არ გამოჩენილა. ის ნიდერლანდებში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ მშობლიურ უტრეხტში ის არავის უნახავს.

იჰატარენის მამა 2019 წლის ოქტომბრის თვეში გარდაიცვალა ავთვისებიანი სიმსივნით. მაშინ “იუვეს” ტალანტი 17 წლის იყო.

სქოულზი: “პოგბა სისულელეების კეთებას 35 წლის ასაკშიც არ შეწყვეტს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა პოლ პოგბა არასერიოზული ხასიათის გამო.

“პოგბას ყოველთვის უნდა აქცევდნენ ყურადღებას, მუდმივად აკვირდებოდნენ. ეს ისეთმა ადამიანმა უნდა გააკეთოს, რომელსაც პოგბა დიდ პატივს სცემს და სულ მის გვერდით იქნება.

28 წლისაა, არა? ის უკვე ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია. მაგრამ ის მუდმივად ასეთი იქნება. პოგბა სისულელეების კეთებას 35 წლის ასაკშიც არ შეწყვეტს, ისეთივე ფეხბურთელი იქნება. მას უყვარს იმის დემონსტრირება, თუ რამდენად ძლიერი და ტექნიკურია.

პოგბას შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი კონცენტრაციაა. ის უბრალოდ ოცნებებში დაქრის. “იუვენტუსში” ის გამოცდილ ფეხბურთელებთან, პირლოსთნ, ბუფონთან, კიელინისთან და ბონუჩისთან ერთად თამაშობდა. თანაც იქ მკაცრი მწვრთნელი ჰყავდა და ამიტომაც იყო ასეთი კარგი. მას 35 წლამდე ასეთი მიდგომა დასჭირდება,” – აცხადებს სქოულზი.

როგორ მოირჩინა სერხიო ბუსკეტსმა ტრავმა რამდენიმე წამში (ვიდეო)

სიმეონე კლოპისათვის მატჩის შემდეგ ხელის ჩამორთმევას ისევ არ აპირებს

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ “ლივერპულთან” მატჩის შემდეგ ის იურგენ კლოპისათვის ხელის ჩამორთმევას ისევ არ აპირებს.

როგორც იცით, ეს გუნდები ერთმანეთს 19 ოქტომბერს დაუპირისპირდნენ. მადრიდში გამართული შეხვედრა ლივერპულელთა გამარჯვებით, 2:3 დასრულდა. თამაშის დასრულების შემდეგ, სიმეონე გასახდელში გაემართა, კლოპს კი ხელი არ ჩამოართვა.

“არ მიყვარს მატჩის შემდეგ მეტოქე გუნდის მწვრთნელთან დამშვიდობება, რადგან ამ დროს ორივე მხარეს საკუთარი, განსხვავებული ემოცია აქვს. ვიცი, რომ დიდ ბრიტანეთში თამაშის შემდეგ ხელის ჩამორთმევა ნორმალურია, მაგრამ მე ამას არ ვიზიარებ და არც არაგულწრფელობა მომწონს. კლოპს, როგორც პიროვნებას, ძალიან კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ მან ყველა კლუბში დიდებულად იმუშავა”, – განაცხადა სიმეონემ.

რონალდუ შეუჩერებელია – კრიშტიანომ “მანჩესტერ იუნაიტედი” მარცხისგან იხსნა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

დასანანი ამბავი – ლაშა გურული მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ვეღარ გამოვა (ვიდეო)

2 ნოემბერს, ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კრივში, 67კგ წონით კატეგორიის მეოთხედფინალში ლაშა გურულმა კუბელი ბაზან ბრაუნი დაამარცხა.

ქართველი მოკრივე ნახევარფინალში გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ბრინჯაოს მედალი გაინაღდა. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ლაშა ნახევარფინალში ვეღარ იბრძოლებს, რადგან მან ტრავმა მიიღო. თავდაპირველად, ფიქრობდნენ, რომ ოპერაცია იყო საჭირო, მოგვიანებით კი ამის საჭიროება აღარ დადგა. მიუხედავად ამისა, ტრავმიდან გამომდინარე, გურული მსოფლიო პირველობაზე გამოსვლას ვეღარ გააგრძელებს და ის საქართველოში ბრინჯაოს მედლით დაბრუნდება.

გურულმა Instagram-ში ვიდეო განათავსა და გულშემატკივრებს უთხრა, რომ არ ინერვიულონ.

იხილეთ ვიდეო

ზლატან იბრაჰიმოვიჩი საქართველოში ჩამოვა

შვედეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტპაზე, საქართველოსა და ესპანეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩებისათვის შემადგენლობა დაასახელა.

შვედების განაცხადშია ზლატან იბრაჰიმოვიჩი. იანე ანდერსონის თქმით, 40 წლის თავდამსხმელი ორივე შეხვედრაში მოედანზე 90-90 წუთს არ გაატარებს.

“ძალიან კარგია, რომ ის ჩვენთან ერთადაა. ყველამ ვიცით, რა შეუძლია მას. ის გუნდს აძლევს იმის საშუალებას, რომ ცოტათი განსხვავებულად ითამაშოს, მეტოქისათვის კი დიდ საფრთხეს წარმოადგენს. სამი დღის განმავლობაში ორი მატჩი უნდა ჩავატაროთ, ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ორივე შეხვედრაში მოედანზე 90 წუთს გაატარებს”, – თქვა ანდერსონმა.

შვედეთის ნაკრების განაცხადი:

მეკარეები: დაჰლბერგი, ოლსენი, ნორდფელდტი;

მცველები: კრაფტი, ოლსონი, ლინდელოფი, ნილსონი, მილოშევიჩი, აუგუსტინსონი, სუნდგრენი, ჰოლმენი;

ნახევარმცველები / თავდამსხმელები: კრისტოფერ ოლსონი, იბრაჰიმოვიჩი, ქუაისონი, კარლსონი, სვანბერგი, ეკდალი, კულუშევსკი, გიოკერესი, ჯორდან ლარსონი, კაიუსტე, კლაესონი, ფორსბერგი, ისაკი, მაგნუს ერიქსონი, სემა, ლევიცკი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩი 11 ნოემბერს ბათუმში გაიმართება. ეს დაპირისპირება 21:00 საათზე დაიწყება.

ლერი აბულაძემ ირანელ მეტოქეს ბოლო წამზე წარმოუდგენელი ილეთი გაუკეთა (ვიდეო)

ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატე 23-წლამდე მოჭიდავეებს შორის, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ლერი აბულაძე (63კგ) ფინალში გავიდა.

ლერიმ ნახევარფინალურ შეხვედრაში ირანელი ნეჯატი 7:3 დაამარცხა. ამ დაპირისპირების ბოლო წამებში ქართველმა მოჭიდავემ მეტოქეს ბრწყინვალე გდება გაუკეთა.

63კგ წონით კატეგორიაში ფინალური შეხვედრა დღეს, 21:00 საათის შემდეგ დაიწყება, ლერი აბულაძის მეტოქე თურქი აჰმედ უიარი იქნება.

იხილეთ ვიდეო

გახარიას პარტია: “ჩხეტიანი პოლიტიკური ნიშნით გააგდეს”

ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილი მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი გუნდიდან გუშინ გაათავისუფლეს. ჩხეტიანი გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” ქუთაისის საკრებულოს წევრობის პროპორციული სიის მე-3 ნომერი იყოც, თუმცა საკრებულოში ვერ მოხვდა.

გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ტატა ხვედელიანი ჩხეტიანის გათავისუფლებას მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირებს.

“სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომლითაც გრძელდება საკუთარ ქალაქზე და საქმეზე შეყვარებული, პროფესიონალი ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა”, – წერს ხვედელიანი.

კახას “ტორპედოსთან” ერთად საქართველოში ყველა ტურნირი მოგებული აქვს, ფინანსური კრიზისის დროს გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩა, შემდეგ წავიდა “დინამოში”, საიდანაც ქუთაისში კვლავ ფინანსური კრიზისისას დაბრუნდა. “ტორპედომ” 31 ოქტომბერს “დილასთან” 0-3 წააგო და 1 ნოემბერს მწვრთნელი პოსტიდან გაათავისუფლეს.

1 კვირის წინ ქუთათურთა ახალი მფლობელი დავით კერესელიძე ჩხეტიანს დიდ ნდობას უცხადებდა, მაგრამ ამასთანავე აღნიშნავდა, რომ თუ სატურნირო კუთხით მდგომარეობა უკან წავიდოდა, ჩხეტიანს უსაზღვრო შანსები არ ექნებოდა. “ტორპედოს” 30 ქულა აქვს და “თელავთან” სხვაობა 5 ქულამდე არის შემცირებული.

პოლ პოგბას “პარი სენ-ჟერმენში” სურს გადასვლა

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავმა, პოლ პოგბამ, შესაძლოა, სეზონის ბოლოს კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

Fichajes-ის მიერ გავრცელებული ბოლოდროინდელ ცნობებს თუ დავეყრდნობით, პოლ პოგბას კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი გააჩნია – მადრიდის “რეალი” და “პარი სენ-ჟერმენი”.

ამ დროისთვის პოლ პოგბას პარიზული ვარიანტი მეტად ხიბლავს. შესაძლოა, მდგომარეობა შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუ კილიან მბაპე “სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაბარგდება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “პსჟ” ამავდროულად კარიმ ადეიემის ტრანსფერზეც იწყებს მუშაობას.

პოდოლსკი ოქროს ბურთზე: “არ მაინტერესებს ვინ მოიგებს, ზედმეტად პოლიტიზირებულია”

გერმანიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ლუკას პოდოლსკიმ, პრესასთან საუბრისას ოქროს ბურთის თაობაზე გააკეთა კომენტარი. ლუკასი ამ დროისთვის პოლონური “გურნიკი ზაბჟეს” რიგებში ასპარეზობს.

“არ მაინტერესებს ვინ მოიგებს. იქ ყველაფერი სამართლიანად არ წყდება. ზედმეტად პოლიტიზირებულია. ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული არასაფეხბურთო თემებზე.

ვფიქრობ, რომ საუკეთესო პოზიციების მიხედვით უნდა აირჩიონ. მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი? ასეთის დასახელება შეუძლებელია,” – ციტირებს პოდოლსკის სიტყვებს Bild.

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონიალი 29 ნოემბერს გაიმართება პარიზში.

სულშერი: “მე ყოველთვის სიამოვნებას ვიღებ კრიტიკით”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სულშერმა, კლუბში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ბრიტანელი გრანდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში “ატალანტას” უნდა დაუპირისპირდეს.

– კრიტიკას შეუძლია საკუთარ თავში დაგაეჭვოს ან ფეხზე დადგომაში დაგეხმაროს. მე ყოველთვის სიამოვნებას ვიღებ კრიტიკით. ჩვენ ყველანი საკუთარ სამუშაოს ვასრულებთ. ექსპერტების მოვალეობა ჩვენი შეფასებაა, მე მათთან ჩხუბს ნამდვილად არ ვაპირებ.

– “ლივერპულთან” განადგურების შემდეგ გუნდი უფრო გაერთიანდა?

– დიახ. ახლა განხეთქილების დრო არ გვაქვს. თუ სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდები, მაქსიმალურად უნდა ეცადო თანაგუნდელების გამხნევება. “ტოტენჰემთან” მატჩში მებრძოლი სული გამოჩნდა. იგივენაირად უნდა ვიბრძოლოთ,” – აცხადებს სულშერი.