“პარი სენ-ჟერმენმა”, შესაძლოა, რამოსს კონტრაქტი გაუწყვიტოს

მადრიდის “რეალის” ყოფილმა კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, შესაძლოა, “პარი სენ-ჟერმენი” ისე დატოვოს, რომ მოედანზე ფეხიც არ ჰქონდეს შედგმული. ამის შესახებ ინფორმაცია Le Parisien-ის ბოლო გამოცემაში ვრცელდება.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ფრანგული გრანდის ხელმძღვანელები უკმაყოფილონი არიან 35 წლის ფეხბურთელის ჯანმრთელობისა და ფიზიკური მდგომარეობით.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი პარიზში მადრიდის “რეალიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა, მაგრამ მთავარ პრობლემას მისი მაღალი ხელფასი წარმოადგენს.

სერხიოს კუნთთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, რომელთა მოგვარებაც ჯერაც ვერ ხერხდება. კლუბის სპორტულმა დირექტორმა ამ თემასთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა – “ესპანური პრესა ამ თემას ზედმეტად აბუქებს. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით მისი მდგომარეობის შესახებ.”

მესი: “მეშვიდე ოქროს ბუთის მოგება სიგიჟე იქნება”

უცხოურ პრესაში ლეო მესის მიერ Diario Sport-ისთვის მიცემული ინტერვიუ ვრცელდება, სადაც არგენტინელი სუპერვარსკვლავი აღნიშნავს, რომ მეშვიდე ოქროს ბურთის მოგება მისთვის არც ისე მნიშვნელოვანია.

– როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ოქროს ბურთის მოგებას? ვის მიიჩნევთ ფავორიტად?

– სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ მე მოვიგებ. ჩემთვის ყველაზე დიდი პრიზი ნაკრებთან ერთად მიღწეული გამარჯვებაა. მას შემდეგ, რაც ამდენი ვიბრძოლეთ, გამარჯვება ყველაზე კარგი რამ იყო.

ექსტრაორდინარული რამ იქნება, ოქროს ბურთს მე თუ მოვიგებ. მეშვიდე ოქროს ბურთის მოგება სიგიჟე იქნება. რა თქმა უნდა, არაფერი დაშავდება, თუ ასე მოხდება. მე მთავარ წარმატებებს უკვე მივაღწიე. დაე მოხდეს ის, რაც უნდა მოხდეს.

აგუერო გულის პრობლემის გამო სამ თვეს გამოტოვებს

“ბარსელონას” თავდამსხმელი სერხიო აგუერო მინიმუმ სამ თვეს გამოტოვებს. სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გაირკვა, რომ არგენტინელ ფეხბურთელს გულის არითმია აქვს.

აგუეროს მკურნალობის კურსის გავლა მოუწევს და მოედანზე დაბრუნებას ვერ შეძლებს. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ მედიკოსები მკურნალობის ეფექტიანობას შეაფასებენ და ლაზარეთიდან გაწერის თარიღსაც გამოაცხადებენ.

შეგახსენებთ, რომ “ალავესთან” გამართული მატჩის მიმდინარეობისას სერხიო აგუერომ სწორედ გულთან დაკავშირებული პრობლემის გამო შეცვალეს. მაშინ ის გამოკვლევისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

33 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ხუთი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

საოცარი ტრანსფორმაცია – როგორ შეიცვალა ლევან საგინაშვილი (ფოტო)

საქართველოს ერთ-ერთმა საუკეთესო სპორტსმენმა, ლევან საგინაშვილმა მკლავჭიდზე ვარჯიში 20 წლის ასაკში დაიწყო. წლების განმავლობაში, ბევრი ვარჯიშის შედეგად, მისი ფიზიკური მონაცემები იცვლებოდა და იცვლებოდა მისი აღნაგობაც. დღეს “ქართველი ჰალკი” 33 წლისაა.

“ტორპედომ” ჩხეტიანი გაათავისუფლა

ქუთაისის “ტორპედომ” გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კახა ჩხეტიანი გაათავისუფლა.

“ქუთაისის “ტორპედოს” მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგებისა და დღეის მდგომარეობით არსებული სატურნირო ვითარების გათვალისწინებით, კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტა თანამშრომლობა კახაბერ ჩხეტიანთან.

საფეხბურთო კლუბი ქუთაისის “ტორპედო” გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის კახაბერ ჩხეტიანს და წარმატებას უსურვებს შემდგომ საქმიანობაში”, – ვკითხულობთ იმერული კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კახა ჩხეტიანი “ტორპედოს” მიმდინარე წლის ივნისიდან თავკაცობდა. გუნდს ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მერვე პოზიცია უკავია და ლიგიდან დაქვეითების ერთ-ერთი კანდიდატია.

კონტე პრემიერლიგაში ბრუნდება

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ანტონიო კონტე სამწვრთნელო კარიერას, სავარაუდოდ, ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს.

ავტორიტეტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, “ტოტენჰემ ჰოთსპური” კონტესთან წელიწადნახევრიან კონტრაქტზე მოლაპარაკებას აწარმოებს. წყაროს თანახმად, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და კონტე ხელშეკრულების გასაფორმებლად ლონდონში უკვე ჩაფრინდა.

როგორც მოგეხსენებათ, დღეს “ტოტენჰემმა” გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ნუნუ ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა. ლონდონურ კლუბს პრემიერლიგის ათი ტურის თავზე 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მერვე პოზიცია უკავია.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტეს პრემიერლიგაში მუშაობის გამოცდილება აქვს. ის 2016-დან 2018 წლამდე ლონდონის “ჩელსის” თავკაცობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ინგლისის ჩემპიონატი და ქვეყნის თასი მოიგო. კონტე ბოლოს მილანის “ინტერს” ედგა სათავეში, რომელთან ერთადაც გასულ სეზონში იტალიის სერია A მოიგო.

იბრაჰიმოვიჩმა მბაპე გააკრიტიკა და მესის ტრანსფერი შეაფასა

“მილანის” ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, პრესასთან საუბრისას “პარი სენ-ჟერმენში” არსებული მდგომარეობა შეაფასა. როგორც იცით, 2012-16 წლებში ზლატანი პარიზული გრანდის ღირსებას იცავდა.

“როდესაც “პსჟ” გაიყიდა, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც იქ გადავიდა. ამით ძალიან ვამაყობ. ჩემ გარეშე “პარი სენ-ჟერმენი” ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც ახლა არის. ზოგი ფიქრობს, რომ იქ ფულის, ქალაქისა და კარგი ცხოვრების გამო გადავედი. არა – მე მივედი ყველაფრის შესაცვლელად.

მიყვარს მბაპე, თუმცა ის სამკარისს ვერ აკეთებს. მას შეუძლია ძალიან ძლიერი გახდეს, თუ თავის თავს ტკივილს მიაყენებს. მან სისხლს გემო უნდა გაუსინჯოს და ცეცხლში გაიაროს. გარშემო ისეთი ადამიანები უნდა იყოლიო, რომლებიც გეუბნებიან, რომ საუკეთესო არ ხარ და ასეთ დროს შენ ნამდვილად გახდები საუკეთესო.

პარიზში გადასვლა მესისთვის კარგი გამოწვევაა. “ბარსელონაში” გატარებული დიდი დროის შემდეგ ის რაღაც ახალს მიიღებს. მესი ძალიან ამბიციურ კლუბში გადავიდა, რომელიც მუდმივად მოგებაზე ფიქრობს.

არის თუ არა ახლანდელი “პსჟ” ჩემ დროინდელ გუნდზე უფრო ძლიერი? არა, ჩვენ ერთ მუშტად შეკრული გუნდი ვიყავით. დღესს კი გუნდს ვერ ვხედავ,” – აცხადებს ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

ზლატანი: “არ მიკვირს ასე რომ ვთამაშობ, მე ხომ საუკეთესო ვარ”

ფრანგულ გამოცემებში ზლატან იბრაჰიმოვიჩის ინტერვიუ ვრცელდება, სადაც 40 წლის ვარსკვლავი, რომელმაც “რომასთან” მატჩში გოლი საჯარიმოდან გაიტანა, თავის მომავალზე საუბრობს.

“საფრანგეთში გენატრებით, არა? რაზე საუბრობთ ჩემი წასვლის შემდეგ, არაფერზე? ალბათ საფრანგეთში ახლა მუშაობა მოსაწყენი უნდა იყოს.

მინდა ყველას დავუმტკიცო, რომ 40 უბრალოდ რიცხვია. მე ჯერ კიდევ შემიძლია იმის კეთება, რაც მიყვარს. არ შემიძლია ისე თამაში, როგორც 5-10 წლის წინ ვთამაშობდი, მაგრამ ახლა უფრო ჭკვიანი და გამოცდილი ვარ.

ვარ თუ არა გაოცებული ჩემი პეროფრმანსებით? არა, მე ხომ საუკეთესო ვარ. გაკვირვებული ვერ იქნები, როდესაც საუკეთესო ხარ. დასამტკიცებელი არაფერი მაქვს, უბრალოდ არ მინდა რამ ვინანო, როდესაც კარიერას დავასრულებ.

დარწმუნებული არ ვარ იქნება თუ არა “მილანი” ჩემი ბოლო კლუბი. მინად იმდენ ხანს ვითამაშო, რამდენ ხანსაც შევძლებ. თუ ისინი ჩემ გაშვებას გადაწყვეტენ, რა თქმა უნდა, მე თამაშს გავაგრძელებ.

აქ მე დიდ როლს ვასრულებ, დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია. მომწონს ასეთი სიტუაცია. გვჯერა, რომ “სკუდეტოს” მოვიგებთ,” – აცხადებს ზლატანი.

“გრემიოს” ფანები “პალმეირასთან” მარცხის შემდეგ მოედანზე შეიჭრნენ (ვიდეო)

“პალმეირასმა” გასვლით მატჩში “გრემიოს” ქამბექი შეუსრულა – მას შემდეგ, რაც მასპინძელთა გუნდი ანგარიში გახსნა, მეტოქემ სამი უპასუხო გოლი გაუტანა. შედეგად, “გრემიო” სატურნირო ცხრილში ჩატარებული 27 მატჩის შემდეგ მე-19 პოზიციას იკავებს.

განცდილმა მარცხმა ფანებში განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია. “გრემიოს” გულშემატკივრები მოედანზე შეიჭრნენ და ვიდეორეფერის სისტემა სრულად გაანადგურეს. მათი შეჩერება სამართალდამცავი ძალების წარმომადგენლებმა მოახერხეს.

მესი “ბარსელონაში” დაბრუნებას გეგმავს

“პარი სენ-ჟერმენის” არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა, ლეო მესიმ, პრესასთან საუბრისას კატალონიურ “ბარსელონაში” დაბრუნების სურვილი არ დამალა. ლეო კარიერის დასრულების შემდეგ სპორტული დირექტორის პოსტზე გეგმავს საქმიანობის გაგრძელებას.

– ისურვებდით მომავალში “ბარსელონაში” დაბრუნებას?

– დიახ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ კლუბის დახმარება მსურს, მინდა მათთვის გამოსადეგი ვიყო. მომავალში მსურს სპორტული დირექტორი გავხდე. არ ვიცი, “ბარსელონაში” მოხდება ეს, თუ სადმე სხვაგან.

მე ეს კლუბი ძალიან მიყვარს და თუ შანსი მომეცემა, აუცილებლად დავბრუნდები მათ დასახმარებლად. მინდა, რომ “ბარსელონაში” ყველაფერი კარგად იყოს, გაიზარდნონ და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი გახდეს.

კუმანი დათმობაზე არ მიდის და “ბარსელონასგან” 12 მილიონს ითხოვს

რონალდ კუმანი, რომელიც “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა ოქტომბრის თვის მიწურულს გაათავისუფლეს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, ყველაფერს აკეთებს, რომ კლუბისგან კომპენსაციის სახით დიდი თანხა მიიღოს.

როგორც ცნობილი ხდება, ნიდერლანდელი სპეციალისტის ხელშეკრულებაში კომპენსაციის თანხად 12 მილიონი ევროა მითითებული, რომელიც იმ შემთხვევაში უნდა მიეღო, თუ კლუბი კონტრაქტს დროზე ადრე გაუწყვეტდა.

“ბარსელონასთვის” ფინანსური კრიზისის ფონზე ასეთი თანხის გადახდა დიდ პრობლემას წარმოადგენს. Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბლაუგრანამ” რონალდს თანხის 7-8 მილიონამდე დაკლება სთხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო.

აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კუმანმა ხელფასის 45 პროცენტით შემცირებაზე თანხმობა განაცხადა. “ბარსელონას” კი ჯერაც არ გადაუხდია სრულად კიკე სეტიენის კონტრაქტის გაწყვეტის კომპენსაციისთვის დაკისრებული 14 მილიონი.

კურიოზი: გრიზმანი და ფელიქსი “ბეტისთან” მატჩის წინ (ვიდეო)