ლიონელ მესის მოქმედება “პარი სენ-ჟერმენის” შეტევის დროს (ვიდეო)

29 ოქტომბერს, საფრანგეთის ლიგა 1-ში “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “ლილი” მიიღო და 2:1 გაიმარჯვა.

მატჩის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში, პარიზელთა შეტევის დროს კამერებმა ლიონელ მესი დააფიქსირეს.

შეგახსენებთ, რომ მესის საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 5 მატჩში ჯერ არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია.

“მეტს არაფერს ვიტყვი” – მოურინიომ პრესკონფერენციაზე კითხვებს არ უპასუხა

31 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში “რომამ” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო და 1:2 დამარცხდა. მილანელებმა 57-ე წუთზე მეორე გოლი პენალტით გაიტანეს, ასევე “როსონერის” მარცხენა მცველმა ტეო ერნანდესმა წითელი ბარათი მიიღო. შეხვედრის დამატებით წუთებში რომაელები თერთმეტმეტრიანის დანიშვნას ითხოვდნენ.

საბოლოო ჯამში, ჟოზე მოურინიო მსაჯობით უკმაყოფილო იყო. “რომას” მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე მხოლოდ რამდენიმე წინადადება თქვა და ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა.

“ვულოცავ “მილანს” გამარჯვებას. მეტს არაფერს ვიტყვი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომდევნო ტურში გუნდს მოედნიდან ვეღარ ვუხელმძღვანელებ. გაბრაზებული ვარ იმით, რომ “რომას” ფანების მიმართ უპატივცემულობას იჩენენ. კარგად არ გვითამაშია, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ. ჩვენ პატივისცემას ვიჩენთ, სხვები – არა, ეს კი მაბრაზებს. სულ ესაა”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Football Italia.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “რომას” საჯარიმო დარტყმით გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

სილესენს “ვალენსიაში” რიკო შეცვლის, მამარდაშვილი – მომავალია

ესპანური პრესის ცნობით, “ვალენსიას” მთავარი მწვრთნელი ხოსე ბორდალასი მეკარის პოზიციაზე გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს და ჰოლანდიელ იასპერ სილესენს სერხიო რიკო ჩაანაცვლებს.

მიუხედავად 3 საკმაოდ კარგი მეკარისა, ბორდალასი თავს დამშვიდებულად ვერ გრძნობს. სილესენი “აიაქსში” დაბრუნდება, ხოლო, გიორგი მამარდაშვილი კვლავ მე-2 ნომერი იქნება, თუმცა ესპანელები სწორედ მას მიიჩნევენ მომავლის მეკარედ, რომელიც მომავალში “ღამურების” მთავარ გოლკიპერად მოგვევლინება.

სერხიო რიკო “პსჟ”-ში თამაშობს, მაგრამ კეილორ ნავასთან და დონარუმასთან კონკურენციის შანსი არ აქვს და ამიტომ, ესპანეთში დაბრუნების წინააღმდეგი არაა.

ამავდროულად, თუ სილესენი წასვლამდე შედეგებს არ გამოასწორებს, მამარდაშვილი ძირითადში დაბრუნდება.

რა განაცხადა “როდეზის” პრეზიდენტმა ამირან სანაიზე?

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ 32 წლის ქართველ ფეხბურთელ ამირან სანაიას სიმსივნე დაუდასტურდა, ფრანგული “როდეზის” პრეზიდენტმა განცხადება გაავრცელა.

“”ახლა მან უნდა იბრძოლოს. კლუბი ყველაფერს მისცემს ამირანს. ჩვენ ყველა მასთან ვიქნებით, მის ოჯახთან ერთად. მისი მებრძოლი სულით, სანაია კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება. ახალ კვლევებს შემდეგ კვირაში ტულუზაში ჩაიტარებს”, – თქვა პრეზიდენტმა.

სანაია სოხუმში დაიბადა და 2007 წელს “ზესტაფონიდან” “ლე მანში” წავიდა და მას შემდეგ საფრანგეთის მე-2/მე-3 ლიგებში ასპარეზობს.

 

ამირან სანაიას სიმსივნე დაუდასტურდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრს, საფრანგეთის ლიგა 2-ში მოასპარეზე “როდეზის” ფეხბურთელ ამირან სანაიას 32 წლის ასაკში სიმსინვე დაუდასტურდა.

სამწუხარო ამბის შესახებ კომენტარი 30 ოქტომბერს, მისი კლუბის პრეზიდენტმა ოლივიე მურატმა, “კევი რუანთან” მოგებული მატჩის შემდეგ გააკეთა.

“ეს ამბავი ამ კვირაში გავიგეთ. მკურნალობის პროცესი უკვე დაწყებულია, მომდევნო კვირაში ტულუზაში გაემგზავრება. კლუბი ამირანს ყველაფრით დაეხმარება. ჩვენ მას და მის ოჯახს გვერდით ვუდგავართ. სანაიას მებრძოლი ხასიათიდან გამომდინარე, ვიტყვი, რომ ის უფრო ძლირი დაგვიბრუნდება”, – გადანაცხადა “როდეზის” პრეზიდენტმა.

სანაიამ პროფესიონალური კარიერა “ზესტაფონში” დაიწყო. 18 წლის იყო, როცა ფრანგულ “ლე მანში” გადავიდა. ამის შემდეგ ითამაშა “ბასტიაში”, “ლიუზნაკში”, “პარიზსა” და “ერბიერში”. ამპლუით მარცხენა მცველი საქართველოს ნაკრებში პირველად 2007 წელს გამოიძახეს, მან ქვეყნის პირველი გუნდის მაისურით 5 მატჩი ჩაატარა.

FANEBI.COM ამირან სანაიას მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს!

ჟერარ დეულოფეუ და მთავარი არბიტრი – მომენტი სერია A-ს მატჩში (ვიდეო)

31 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში “ინტერმა” საკუთარ მოედანზე “უდინეზე” მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

მატჩის ბოლო წუთებში “უდინეზემ” გოლი გაიტანა, რომელიც მსაჯებმა არ ჩათვალეს. ამის შემდეგ, ჟერარ დეულოფეუმ მთავარ არბიტრ ლუკა საკის პრეტენზიებით მიმართა…

პოლონეთში, MMA-ში ერთმანეთს ქალი და მამაკაცი დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

29 ოქტომბერს, პოლონეთში MMA-ს ღონისძიება გაიმართა, რომელიც იმით იყო გამორჩეული, რომ ბრძოლები ქალბატონებსა და მამაკაცებს შორის შედგა.

MMA-VIP3-ის ფარგლებში, პიოტრ ლისოვსკი ულა სიეკაშს დაუპირისპირდა და მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

მეორე შეხვედრაში ერთმანეთთან მიხალ პრშიბილოვიჩმა და ვიქტორია დომზალსკამ იჩხუბეს. ამ შემთხვევაშიც მამაკაცმა მოიგო.

იბრაჰიმოვიჩი: “მე მბაპე მომწონს, მაგრამ მან სისხლის გემო უნდა იგრძნოს”

“მილანის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მისი ყოფილი გუნდის, “პარი სენ-ჟერმენის” შემტევ კილიან მბაპეზე ისაუბრა.

ვეტერანი შვედის თქმით, მბაპე ჯერ კიდევ არის საუკეთესო ფეხბურთელი და მან უნდა მოუმატოს.

“მე მბაპე მომწონს, მაგრამ ის ახლა კომფორტის ზონაშია. მან სისხლის გემო უნდა იგრძნოს. კილიანს სჭირდება ისეთი გარემოცვა, რომლის წევრების მას ეტყვიან, რომ საუკეთესო ფეხბურთელი არ არის და კიდევ უნდა მოუმატოს. მართალია, მბაპე მსოფლიოს 10 საუკეთესო ფეხბურთელს შორის არის, მაგრამ არიან მოთამაშეები, რომლებიც მასზე წინ უკვე მრავალი წელია არიან”, – უთხრა იბრაჰიმოვიჩმა Telefoot-ს.

კრიშტიანო რონალდუს გოლი “ტოტენჰემის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

როგორი ავტომობილით მივიდა არტურო ვიდალი “ინტერის” ვარჯიშზე (ფოტო)

მილანის “ინტერის” ნახევარმცველი, არტურო ვიდალი კლუბის ბაზაზე ორიგინალურად მივიდა. ჩილელი ფეხბურთელი Fiat Panda-ს მართავდა. როგორც ცნობილია, ეს ავტომობილი მისი კოლექციის ნაწილია.

როგორი გოლი გაუტანა საბა ლობჟანიძემ “ბეშიქთაშს” (ვიდეო)

თურქეთის სუპერ ლიგის მე-11 ტურში საბა ლობჟანიძის “ჰათაიასპორი” საკუთარ მოედანზე “ბეშიქთაშს” უპირისპირდება. შეხვედრაში ანგარიში მე-6 წუთზე გაიხსნა, გოლის ავტორი კი საბა ლობჟანიძეა.

იხილეთ ვიდეო