ვანდა და იკარდი შერიგდნენ – “ისეთი რამ მომწერა, რაც ჩემთვის აქამდე არავის მოუწერია”

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი, მაურო იკარდი, თავის მეუღლესა და აგენტ ვანდა ნარას შეურიგდა. ამ ინფორმაცია ვანდა ნარამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული გზავნილით დაადასტურა.

“ფოტოები, რომლებსაც ბოლო თვეების მანძილზე ვაქვეყნებდი, ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად კარგად ვიყავით ერთად, რამდენად ბედნიერები ვიყავით.

მომხდარმა ძალიან დიდი ტკივილი მომაყენა. მაუროს ყოველდღე ვთხოვდი განქორწინებას. როდესაც მიხვდა, რომ სხვა გზა აღარ იყო, მითხრა, რომ ასე გაგრძელება აღარა შეიძლებოდა და თუ დაშორება ერთადერთი გზა იყო ამ ტკივილის დასასრულებლად, მაშინ ამისთვის მზად იყო. ჩვენ ადვოკატთან მივედით. ორი დღის შემდეგ, მაურომ ხელშეკრულების ყველა პირობაზე თანხმობა განაცხადა და ხელი მოვაწერეთ.

მომდევნო დღეს მან ისეთი რამ მომწერა, რაც ჩემთვის აქამდე არავის მოუწერია – “მე შენ ყველაფერი მოგეცი, შენ ყველაფერი გაქვს. იმედია, ბედნიერი იქნები, რადგან ამით მეც ბედნიერი ვიქნები.” ამის შემდეგ მივხვდი, რომ თუნდაც ყველაფერი მქონოდა, მის გარეშე ფასი არაფერს ჰქონდა.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მიერ განვლილი ცუდი პერიოდი მხოლოდ გაგვაძლიერებს ჩვენ და ჩვენ ოჯახს. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ გვქონდა თავისუფლება რვაწლიანი ურთიერთობის დასასრულებლად. არჩევანი თავისუფლად გავაკეთეთ. მიყვარხარ, მაურო იკარდი,” – წერს ვანდა ნარა.

მაიკ რიჩარდსი: “ინდივიდუალისტების გუნდია, ყველას ვარსკვლავობა უნდა და არა სირბილი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ბოლოდროინდელი კრიზისის ფონზე ინგლისური გრანდი არაერთმა სახელოვანმა პირმა გააკრიტიკა. ინგლისის ნაკრების ყოფილი წევრი, მაიკ რიჩარდსი, გამონაკლისი არ აღმოჩნდა. ამ უკანასკნელმა ხაზი გუნდური თამაშის ნაკლებობას გაუსვა.

“მანჩესტერ იუნაიტედი” ინდივიდუალისტების გუნდია, კოლექტიურად არ მუშაობენ. ყველას ვარსკვლავობა უნდა და არავის სურს ფეხბურთის საბაზისო კომპონენტების შესრულება – მაგალითად სირბილი და ვარდნების გაკეთება.

როდესაც გუნდში რონალდუ გყავს, როგორ უნდა ითამაშო? რონალდუ უმაღლესი დონის შემსრულებელია და ცდილობ, რომ მას ხელი შეუწყო. მაგრამ გუნდში ასევე გყავს ფერნანდეში, პოგბა, სანჩო, რაშფორდი და გრინვუდი. მათი მოთხოვნილებების გათვალისწინებით ბალანსის მიღება შეუძლებელია.

“იუნაიტედი” ვერ არის ისეთივე კარგი, როგორიც “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული” ან “ჩელსია”. ამიტომაც კრიზისიდან ამოსასვლელად დაცვაზე უფრო მეტი აქცენტი უნდა გაეკეთებინა. ჩვენი მთავარი იარაღი კონტრშეტევები უნდა ყოფილიყო,” – აცხადებს მაიკ რიჩარდსი.

ანტონიო კონტე “მანჩესტერ იუნაიტედს” ულტიმატუმს უყენებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მიერ “ლივერპულთან” განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ბრიტანულ პრესაში აქტიურად იწერებიან ოლე გუნარ სულშერის შესაძლო შემცვლელებზე. ამ დროისთვის გამოკვეთილია ორი კანდიდატურა – ანტონიო კონტე და ზინედინ ზიდანი.

ზინედინ ზიდანი ამ დროისთვის სამწვრთნელო კარიერის განახლებას არ გეგმავს და მხოლოდ ორ შემთხვევაში გეგმავს დიდ ფეხბურთში დაბრუნებას – თუ შემოთავაზებას “პარი სენ-ჟერმენისგან” ან საფრანგეთის ნაკრებისგან მიიღებს.

შესაბამისად, ერთადერთ რეალურ კანდიდატად ანტონიო კონტე რჩება, რომელმაც გასულ წელს მილანის “ინტერი” გააჩემპიონა. იტალიელი სპეციალისტი მზადაა საკუთარი შესაძლებლობები “ოლდ ტრაფორდზე” გამოცადოს, თუმცა ერთი პირობით.

მთავარი, რასაც ანტონიო კონტე “მანჩესტერ იუნაიტედისგან” ითხოვს, გრძელვადიანი პროექტია. კონტეს კლუბისგან სამწლიან ხელშეკრულებას ითხოვს, რათა თავისი გეგმების სრულად განხორციელება შეძლოს. ამ ინფორმაციას გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ადასტურებს.

გოგა ბითაძე ჯორჯ ჰილსა და კრის მიდლტონს დაუპირისპირდა – ინციდენტი NBA-ში (ვიდეო)

26 ოქტომბერს, NBA-ში ერთმანეთს გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” და სანდრო მამუკელაშვილის “მილოუკი ბაქსი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ინდიანაპოლისში გაიმარტა და სტუმართა გამარჯვებით 119:109 დასრულდა.

შეხვედრის ბოლო მეოთხედში პარკეტზე ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთი სათამაშო ეპიზოდის შემდეგ გოგა ბითაძე კრის მიდლტონსა და ჯორჯ ჰილს დაუპირისპირდა. ქართველმა ამერიკელ ვარსკვლავებს არაფერი დაუთმო. საბოლოოდ, ბითაძესა და ჰილს ტექნიკური ჯარიმა მისცეს.

იხილეთ ვიდეო

ტოიოტამ ნიკოლოზ შერაზადიშვილს ახალი ავტომობილი გადასცა (ფოტო)

იაპონური კომპანია ტოიოტას ესპანურმა ფილიალმა ნიკოლოზ შერაზადიშვილის ახალი, 2021 წლის მოდელი, RAV4 Electric Hybrid გადასცა. ქართული წარმოშობის ძიუდოისტი ესპანეთში ტოიოტას ერთ-ერთი ელჩია და ეს ავტომობილი, რომლის ფასიც 28 900 დოლარია, მომდევნო წლების განმავლობაში მისი სამოგზაურო პარტნიორი იქნება.

ტოიოტას ესპანეთში სულ ოთხი ელჩი ჰყავს, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ შერაზადიშვილია.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზი ესპანეთის სახელით მსოფლიო ჩემპიონი ორჯერ, 2018 და 2021 წლებში გახდა.

სოფია პრიჩინა – ულამაზესი უკრაინელი მსაჯი (ფოტო)

სოფია პრიჩინა უკრაინელი არბიტრია, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა საფეხბურთო დივიზიონების მატჩებში მუშაობს.

“ლივერპულთან” განადგურების შემდეგ ვან დე ბეეკი მარტო ვარჯიშობდა (ვიდეო)

ოლე გუნარ სულშერის მიერ დაწუნებული ნიდერლანდელი ტალანტი, დონი ვან დე ბეეკი, ერთადერთი ფეხბურთელი გახლდათ, რომელმაც “ლივერპულთან” განადგურების შემდეგ მოედანზე ივარჯიშა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ამ ვიდეომ ფანებს შორის დიდი გამოხმაურება გამოიწვია. “წითელი ეშმაკუნების” გულშემატკივრები მის დაფასებასა და გათავისუფლებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელი ფეხბურთელი “მანჩესტერ იუნაიტედმა” “აიაქსიდან” 40 მილიონ ფუნტად იყიდა. ამის შემდეგ 14 თვეა გასული და ვან დე ბეეკს ძირითადში თავის დამკვიდრების შანსი კვლავ არ ეძლევა.

ბასილაშვილი ვენის ტურნირის მერვედფინალში გავიდა

25 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის 500-იანი ტურნირის გათამაშებაში ჩაერთო. ინდიან უელსის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ ნიკოლოზმა საკმაოდ სახელოვანი მეტოქის დამარცხება შეძლო.

ავსტრიაში მიმდინარე ტურნირის 1/16-ფინალურ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიო რეიტინგში მე-18 პოზიციაზე მყოფი პაბლო კრაენიო-ბუსტა გახლდათ. ესპანელ და ქართველ ჩოგბურთელებს აქამდე მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ ნათამაშები – ჰამბურგის ტურნირზე ბასილაშვილმა მეტოქე ორ სეტში დაამარცხა.

მსოფლიოს 25-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, როგორც მიჩვეული ვართ, დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა გამარჯვება (7:5, 4:6, 6:3). შეხვედრა 2 საათი და 33 წუთის მანძილზე მიმდინარეობდა.

ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე პოპირინსა და ბერეტინის შორის გამარჯვებული იქნება.

ზიდანი “მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელობას არ აპირებს

მადრიდის “რეალის” ყოფილ თავკაც ზინედინ ზიდანს აქტიურად აკავშირებენ “მანჩესტერ იუნაიტედთან”. პრესაში გავრცელებული ბოლოდროინდელი ცნობების მიუხედავად, ფრანგი სპეციალისტი “ოლდ ტრაფორდზე” გადაბარგებას არ გეგმავს.

Mundo Deportivo-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ზინედინ ზიდანს ჯერ არ სურს სამწვრთნელო კარიერის განახლება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ “მანჩესტერ იუნაიტედი” მას ოფიციალური წინადადებით მიმართავს, ზიდანი ინგლისური კლუბის ჩაბარებას არ აპირებს.

ფეხბურთის ფრანგ ლეგენდას მხოლოდ ორი ვარიანტი ხიბლავს – “პარი სენ-ჟერმენის” მწვრთნელის პოსტის ჩაბარება და საფრანგეთის ნაკრების თავკაცობა.

რაც შეეხება “მანჩესტერ იუნაიტედს”, ოლე გუნარ სულშერის განთავისუფლების შემთხვევაში კლუბს დიდი ალბათობით ანტონიო კონტე ჩაიბარებს.

პუიოლი: “ჩავის “ბარსას” გაწვრთნის შანსი მიეცემა”

“ბარსელონას” ყოფილმა მცველმა კარლეს პუიოლმა კატალონიური გუნდის მთავარი მწვრთნელის შესაძლო შეცვლის თაობაზე კომენტარი გააკეთა.

“დღესდღეობით გუნდს რონალდ კუმანი თავკაცობს და ისღა დაგვრჩენია, მას მხარი დავუჭიროთ. ჩავის არასდროს დაუმალავს, რომ “ბარსელონას” გაწვრთნა სურს. დარწმუნებული ვარ, რომ ოდესღაც მას ამის შესაძლებლობა ექნება და საქმიანობას ეფექტიანად გაუძღვება”, – პუიოლის სიტყვებს ინტერნეტპორტალი Sport.es აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ რონალდ კუმანი “ბარსელონას” 2020 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობს. კატალონიურ გუნდს ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშების სატურნირო ცხრილში 15 ქულით მეცხრე ადგილი უკავია.

ანრი მესის პრობლემებზე: “პსჟ” ჯერ კიდევ მბაპეს გუნდია”

ფრანგული ფეხბურთის ლეგენდამ, ტიერი ანრიმ, პრესასთან საუბრისას ლეო მესის პრობლემებზე ისაუბრა. არგენტინელ სუპერვარსკვლავს ჯერ კიდევ უჭირს პარიზულ გრანდში საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა – ლიგა 1-ის ოთხ მატჩში მესის არც გოლი გაუტანია და ვერც საგოლე გადაცემა გააკეთა.

“მესი იზოლირებულია. ვერ ვიტყოდი, რომ მარტოსულია, მაგრამ იზოლირებული ნამდვილად არის. ცენტრში ის გაცილებით უფრო პროდუქტიულია. ლეოს მარჯვენა ფლანგზე თამაშით სიამოვნებას ვერ ვიღებ. ცენტრში ის ტემპს აკონტროლებს. მწვრთნელმა რაიმე უნდა იღონოს, მიაგნოს ტაქტიკას, რომელიც მესის, ნეიმარსა და მბაპეს ერთმანეთთან შეათამაშებს.

მესი ბევრს არ საუბრობს, ის ბურთით ლაპარაკობს. ამ დროისთვის, “პსჟ” ჯერ კიდევ მბაპეს გუნდია. კილიანი არის ის ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე მეტად ბრწყინავს. ბურთს ის უფრო ხშირად იღებს, ვიდრე ვინმე სხვა,” – აცხადებს ტიერი ანრი.

მამუკელაშვილი ხევსურული ქუდით – ფოტოგრაფი ანტეტოკუნმპოა (ვიდეო)

“მილოუკი ბაქსის” გამთამაშებელმა ჯორჯ ჰილმა თანაგუნდელები საკუთარ რანჩოზე დაპატიჟა, სადაც სანდრო მამუკელაშვილიც იმყოფებოდა.

ქართველი კალათბურთელი ამერიკელ ვარსკვლავს ხევსურული ქუდით ესტუმრა. სანდრო და იანის ანტეტოკუნმპო ჰილის ავტოფარეხში აღმოჩნდნენ, სადაც იანისმა ფოტოგრაფის როლი შეითავსა.

@giannis_an34

I’m available for weddings, parties and corporate events🤣🤣🤣

♬ Levitating (feat. DaBaby) – Dua Lipa