სქოულზი: “პოგბა ქაოსს იწვევს! არაფერი დაგვაკლდება, თუ საერთოდ აღარ ითამაშებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, პოლ სქოულზმა, “ლივერპულთან” განცდილი გამანადგურებელი მატჩის შემდეგ თავისი პოზიცია დააფიქსირა. სქოულმა მანჩესტერელთა ფრანგი ნახევარმცველი, პოლ პოგბა, გააკრიტიკა.

“ყველანი ვიაზრებთ, თუ რამდენად რთულია ეს ყველაფერი. ვფიქრობ, მწვრთნელი ჯერ კიდევ “ატალანტასთან” მოგებული მატჩის ემოციებით იყო აჟიტირებული. ყველამ ვიცოდით, რომ “ლივერპულთან” იგივეს ვერ გავიმეორებდით. არ ვთვლი, რომ შედეგი მონდომების ნაკლებობამ გამოიწვია.

პოლ პოგბა მატჩს მეორე ნახევრიდან შეუერთდა, რათა გუნდს დახმარებოდა, საქმეს სრული პასუხისმგებლობით მოკიდებოდა და ეჩვენებინა, თუ რამდენად ძლიერია ნახევარდაცვაში. საბოლოო ჯამში კი გოლი გაგვაშვებინა.

ამ მომენტიდან ცოტა ხნის შემდეგ საშინელი ვარდნა გააკეთა და გუნდი 10 კაცით დატოვა. საინტერესოა, ოლე ისევ თუ დარჩება კლუბის თავკაცად, მისცემს მოედანზე გასვლის შანსს?

ბოლო წლების განმავლობაში პოგბა ქაოსს იწვევს. ყველამ იცის, თუ რაოდენ ნიჭიერია, ყველა მწვრთნელი ნდობას უცხადებს. მაგრამ ის კონტრაქტს არ აფორმებს, თითქოს კლუბს გამოსასყიდს თხოვს. ამის შემდეგ კი მოედანზე გამოდის და ასეთ რამეს აკეთებს. ვფიქრობ, არაფერი დაგვაკლდება, თუ საერთოდ აღარ ითამაშებს,” – აცხადებს პოლ სქოულზი.

რონალდუ: “ჩვენი ფანები ამაზე გაცილებით მეტს იმსახურებენ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ “ლივერპულთან” განცდილი გამანადგურებელი მარცხის (0:5) შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

პორტუგალიელი ფეხბურთელი აცხადებს, რომ მანჩესტერელი ფანები გაცილებით მეტს იმსახურებენ.

“ზოგჯერ ვერ ვიღებთ იმ შედეგს, რისთვისაც ვიბრძვით. ზოგჯერ ანგარიში ისეთი არ არის, როგორიც გვინდა. ეს ჩვენი ბრალია, მხოლოდ ჩვენი და ამის გამო, სხვას ვერ ვუსაყვედურებთ. ჩვენი ფანები კვლავაც საოცრად გვიჭერდნენ მხარს. ისინი ამაზე მეტს იმსახურებენ, გაცილებით მეტს და ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ. უვკე დროა!” – განაცხადა რონალდუმ.

საქციელი, რის გამოც მოურინიომ “ნაპოლისთან” მატჩში წითელი ბარათი მიიღო (ვიდეო)

ლიონელ მესის შეტევისას “მარსელის” ფანი გამოეკიდა (ვიდეო)

24 ოქტომბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში მარსელის “ოლიმპიკმა” საკუთარ მოედანზე პსჟ მიიღო და ფრედ 0:0 ითამაშა.

შეხვედრის მეორე ნახევარში, ერთ-ერთ ეპიზოდში მოედანზე მასპინძელთა ფანი შეიჭრა, რომელმაც მესის შეტევაში ხელი შეუშლა.

ლაშა ბექაური ბაქოს გრან სლემზე ვეღარ გამოვა

5-7 ნოემბერს ბაქოს გრან სლემი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.

ძიუდოს საერთაშორის ვებ-გვერდზე, საქართველოს ნაკრების განაცხადში იყო ლაშა ბექაურიც, თუმცა როგორც ირკვევა, ოლიმპიური ჩემპიონი ამ შეჯიბრზე ვერ გამოვა. 21 წლის ძიუოისტს თიაქარი აწუხებს და მას ოპერაცია უნდა გაუკეთონ.

შეგახსენებთ, რომ ბექაურს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მხრის ტრავმა აწუხებდა. ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის დაუბრუნდება ის ტატამს ჩანიშნული ოპერაციის გაკეთების შემდეგ.

როგორ გააცილეს “ბარსელონას” ფანებმა რონალდ კუმანი (ვიდეო)

კატალონიის “ბარსელონამ” სეზონის პირველ “ელ კლასიკოში” მტკივნეული მარცხი იწვნია. მადრიდის “რეალმა” კატალონიური გრანდი გასვლაზე ანგარიშით 1:2 დაამარცხა. ეს ზედიზედ მეოთხე მარცხი გახალვთ “ბლაუგრანასთვის” თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან.

მატჩის შემდეგ სახლისაკენ მიმავალ რონალდ კუმანს “ბარსელონას” ფანები დახვდნენ და მის მანქანას გარს შემოხვივნენ. ფანები ნიდერლანდელ სპეციალისტს კლუბის დატოვებას სთხოვდნენ.

თბილისმა ბათუმის წაგებით ისარგებლა, “სამტრედია” შეუძლებელი შეძლო

ეროვნული ლიგის 31-ე ტური უდავო აიტსაიდერისა და პირველადგილოსნის მატჩით გაიხსნა. “სამტრედია” შეხვედრამდე მთავარმა მწვრთნელმა დატოვა, გუნდი პირველივე ტაიმში 10 კაცით დარჩა, მე-2 ტაიმში პენალტი დაინიშნა და ფანცულაიამ ვერ გამოიყენა, 90-ე წუთზე კი იმერლებმა მესიაჩენკოს გოლით სენსაციურად იმარჯვეს და 3 ქულა მოიპოვეს.

ბათუმელთა წაგებით “დინამო თბილისმა” ისარგებლა, რომელმაც “საბურთალო” სტუმრად 0-1 დაამარცხა. ბურთი ნოდარ ქავთარაძის ანგარიშზეა.

“დინამოებს” შორის სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა, ჩემპიონატის დასრულებამდე კი 5 ტური დარჩა.

მომდევნო ტურში თბილისი თელავს მიიღებს, ბათუმი კი “საბურთალოს”.

ახვლედიანმა ეროვნულ ლიგაში უსწრაფესი გოლი შეაგდო (ვიდეო)

ეროვნული ლიგის 31-ე ტურში ქუთაისის “ტორპედოს” თავდამსხმელმა თორნიკე ახვლედიანმა “თელავს” უსწრაფესი გოლი მე-17 წამზე გაუტანა. ახვლედიანმა მალევე დუბლი შეასრულა, ჩუკვურამ 1 ბურთი გაქვითა, რეკიშმა კი საბოლოო წერტილი უძლიერესი დარტყმით დასვა.

“ტორპედომ” “თელავთან” სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა.

რონალდ კუმანის პირველი კომენტარი “ელ კლასიკოში” მარცხის შემდეგ

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, სეზონის პირველ “ელ კლასიკოში” განცდილი მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, “ბლაუგრანა” მადრიდის “რეალთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

“შედეგით, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ვარ. ვფიქრობ, პირველ ტაიმში გუნდმა კარგი თამაში აჩვენა. დესტს ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა. ვიცოდით, რომ მათი დაცვის დონის გათვალისწინებით ძალიან რთული იქნებოდა სასურველი შედეგის დაფიქსირება გოლის გაშვების შემთხვევაში.

საკამრისად ბევრ და საკმარისად სახიფათო მომენტებს ვერ ვქმნიდით. “რეალთან” საშინაო მატჩში დამარცხების შემდეგ ძალიან რთულია პოზიტივებზე ისაუბრო.

“ელ კლასიკოში” სამ ქულაზე გაცილებით მეტს კარგავ. მე ამას სრულად ვიაზრებ. თუმცა ახლა ძალების მოკრებაა საჭირო, წინ ოთხშაბათს გასამარტი მატჩი გველის. ლა ლიგა ხანგრძლივი ტურნირია.

რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩენოდა. ვეცადეთ იმის დამტკიცება, რომ “რეალზე” უფრო ძლიერები ვართ. პირველი გოლი მათ ნაცვლად ჩვენ რომ გაგვეტანა, მოვლენები სხვაგვარად წარიმართებოდა,” – აცხადებს რონალდ კუმანი.

“40 წელია რაგბს ვუყურებ და ასეთი რამ არ მინახავს” – რა მოხდა საქართველოს ჩემპიონატში? (ვიდეო)

23 ოქტომბერს, საქართველოს დიდი 10-ის მეოთხე ტურში “აკადემია” “იუნკერებს” დაუპირისპირდა და მეტოქე 42:12 დაამარცხა.

შეხვედრის მიწურულს “აკადემიამ” კურიოზული ლელო გაიტანა, რისი ხილვაც თავად შეგიძლიათ.

იხილეთ ვიდეო

სულშერი “ლივერპულთან” განადგურების შემდეგ: “უკვე ფსკერზე ვართ”

“მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერ ლიგის მეცხრე ტურის მატჩში “ლივერპულთან” უშანსოდ განადგურდა. პრინციპულ მეტოქესთან ხუთბურთიანი სხვაობით განცდილი მარცხის შემდეგ ოლე გუნარ სულშერმა პრესასთან პრესკონფერენცია გამართა.

“ეს იყო ყველაზე ბნელი დღე მას შემდეგ, რაც ეს გუნდი ჩავიბარე. ადვილი არაა სხვა სიტყვების მოძებნა. საკმარისად კარგად ვერ ვითამაშეთ. “ლივერპულის” დონის გუნდისთვის ასეთი შანსების მიცემა მიუღებელია.

ვისი პასუხისმგებლობაა? რა თქმა უნდა, ჩემი. სამწვრთნელო შტაბი ძალიან კარგია, ბრწყინვალე. მე ავირჩიე მიდგომა ამ მატჩის მიმართ. საკმარისად კრიტიკულები ვერ ვიყავით.

როდესაც სახლში “ლივერპულს” ეთამაშები, მაქსიმალურად უნდა სცადო შენი ავტორიტეტის მოედანზე გადატანა. შარშან “ტოტენჰემთან” 1-6 დავმარცხდით, თუმცა ეს გაცილებით უფრო მტკივნეული იყო.

ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად, თუმცა ახლა დანებებასთან ძალიან ახლოს ვართ. ვიცით, რომ უკვე ფსკერზე ვართ, თავს ამაზე უარესად ვერ ვიგრძნობთ. ვნახოთ, სანამდე მიგვიყვანს ეს,” – აცხადებს ნორვეგიელი სპეციალისტი.

“ლივერპულმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” მიწასთან გაასწორა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეხვედრა გაიმართა “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ლივერპულს” შორის. გულშემატკივარი ძალიან დაძაბული ბრძოლის მოლოდინში იყო, თუმცა შედეგად “ცალკარა ფეხბურთი” მივიღეთ.

“ლივერპულმა” პირველივე ტაიმში დაუნგრია პრინციპულ მეტოქეს ყველანაირი ოცნება. ანგარიში მეხუთე წუთზე ნაბი კეიტას ჰოლით გაიხსნა, რასაც რვა წუთში დიოგო ჟოტას გოლი მოყვა. შეხვედრის 38-ე და 45+5-ე წუთებზე მოჰამედ სალაჰმა შეძლო თავის გამოჩენა.

მატჩის საბოლოო შედეგი მოჰამედ სალაჰმა 50-ე წუთზე დააფიქსირა და პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც “ოლდ ტრაფორდზე” მანჩესტერულ გრანდთან ჰეთ-ტრიკი გაიფორმა.

ასე რომ, პრემიერ ლიგის 9 ტურის შემდეგ “ლივერპული” 21 ქულით მეორე პოზიციას იკავებს, “მანჩესტერ იუნაიტედი” კი მეშვიედ ადგილზეა.