ფერგიუსონის რეაქცია “ლივერპულის” მე-5 გოლის შემდეგ (ვიდეო)

მადრიდის “რეალმა” ზედიზედ მეოთხე “ელ კლასიკო” მოიგო (ვიდეო)

24 ოქტომბერს “კამპ ნოუმ” სეზონის პირველ “ელ კლასიკოს” უმასპინძლა. “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული შეხვედრა კარლო ანჩელოტის გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა (1:2).

მატჩში უპირატესობას მეტწილად მადრიდელები ფლობდნენ. ანგარიში შეხვედრის 32-ე წუთზე გაიხსნა დავიდ ალაბას ბრწყინვალე დარტყმის შედეგად, რასაც მეორე ტაიმის მიწურულს ლუკას ვასკესის გოლი მოყვა (90+3′). საბოლოო ანგარიში კი სერხიო აგუერომ დააფიქსირა მეშვიდე დამატებულ წუთზე – 1:2.

ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში მადრიდის “რეალი” 20 ქულით პირველ პოზიციას იკავებს, “ბარსელონა” კი 15 ქულით მერვე ადგილზეა.

კრიშტიანო რონალდუს არასპორტული საქციელი “ლივერპულთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

დავიდ ალაბას შესანიშნავი გოლი “ბარსელონას” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

LE BUT DE ALABA EST INCROYABLE #ElClasico pic.twitter.com/nQYEoGaBKl

— 𝑱𝒐 🥷🏼 (@Trakkzzii) October 24, 2021

დე ბრუინმა ოქროს ბურთის ჯილდოზე საკუთარი ფავორიტი დაასახელა

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა ოქროს ბურთის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ფავორიტი რობერტ ლევანდოვსკია.

ბელგიელი ფეხბურთელის თქმით, საუკეთესო ბოლო ორი წლის განმავლობაში ნაჩვენები შედეგებით უნდა აირჩიონ.

“ვინ იმსახურებს ოქროს ბურთს? პირადად მე, საუკეთესოს ბოლო ორი წლის განმავლობაში ნაჩვენებით ავირჩევდი, რადგან გასულ წელს ეს ჯილდო არავის მოუგია. შესაბამისად, ოქროს ბურთს ლევანდოვკის გადავცემდი იმისათვის, რაც მან ბოლო ორ წელში გააკეთა – ბევრი გოლი და ტიტული”, – ციტირებს დე ბრუინის სიტყვებს ბუნდესლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ლაშა ბექაური: “მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ!”

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ქართველ გულშემატკივრებს უკავშირდება.

21 წლის ძიუდოისტი წერს, რომ ის ხალხისაგან უსაზღვრო სითბოსა და სიყვარულს გრძნობს.

“როდესაც ქუჩაში გავდივარ უსაზღვრო სითბოს ვგრძნობ. ვგრძნობ, როგორ ვუყვარვარ ადამიანებს და ვხვდები, რომ ამაზე კარგი და სასიამოვნო ჩემს ცხოვრებაში არაფერია, თუარა ხალხის ეს ბედნიერი და ღიმილიანი სახეები… დიდი მადლობა ყველას! მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ! მინდა, რომ მრავალი სიხარული მოგანიჭოთ ჩემს ძვირფას, ქართველ ხალხს!
მიყვარხართ უზომოდ, მთელი გულით”, – ვკითხულობთ ბექაურის პოსტში.

View this post on Instagram

A post shared by Lasha Bekauri (@bekaurilasha)

იოზუა კიმიხმა განმარტა, თუ რატომ ამბობს უარს ვაქცინაციაზე

მიუნხენის “ბაიერნის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იოზუა კიმიხმა, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინით აცრილი არ არის. კიმიხის ამ განცხადებამ დიდი გაუგებრობა გამოიწვია ფანებში.

საქმე ის გახლავთ, რომ სწორედ იოზუა კიმიხის დახმარებით კამპანია “WeKickCorona”-მ 6 მილიონ ფუნტზე მეტი შეაგროვა პანდემიის დასასრულებლად. კიმიხმა და ლეონ გორეცკამ ამ ფონდში 436 000 ფუნტი გადარიცხეს.

იოზუა კიმიხი ერთ-ერთია “ბაიერნის” იმ ხუთ ფეხბურთელს შორის, რომელმაც ვაქცინაციაზე უარი განაცხადა. ამ ინფორმაციას Bild ადასტურებს.

“რატომ არ ვარ აცრილი? არ ვარ დარწმუნებული, რომ კვლევები საკმარისად გრძელვადიანი იყო. რა თქმა უნდა, ჩემ პასუხისმგებლობებს სრულად ვიაზრებ და ჰიგიენისთვის საჭირო ყველა ზომას ვიღებ. ყოველ ორ-სამ დღეში ტესტირებებს ვიტარებ.

მე არც კოვიდის უარმყოფელი ვარ და არც ანტივაქსერი. არც იმას ვამბობ, რომ არასდროს არ ავიცრები. გადაწყვეტილება ყველამ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს,” – აცხადებს კიმიხი.

ტიმო ვერნერის რეაქცია, როცა ტკბილეული წაართვეს (ვიდეო)

ბელინგემის საოცარი გოლი “არმინიას” კარში (ვიდეო)

დორტმუნდის “ბორუსიას” 18 წლის ტალანტმა, ჯუდ ბელინგემმა, “არმინიას” ბრწყინვალე გოლი გაუტანა. მარკო როზეს გუნდმა კი მორიგი სამი ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს.

ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, სალაჰი ზეწოლას აძლიერებს

“ლივერპულსა” და მოჰამედ სალაჰის მხარეს შორის ახალ კონტარქტზე მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ამის შესახებ ინფორმაციას The Times-ის დღევანდელი გამოშვება ადასტურებს.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, 29 წლის ეგვიპტელი ვარსკვლავი ხელფასის სახით 400 ათას ფუნტზე მეტს ითხოვს კვირაში. სწორედ ეს გახლავთ მთავარი პრობლემა, რომელიც კონტრაქტის გახანგრძლივებას უდგას წინ.

მიმდინარე მოვლენების ფონზე, მოჰამედ სალაჰი კლუბზე ზეწოლას აძლიერებს. გუშინდელ ინტერვიუში მომ ასეთი რამ თქვა – “ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი “ლივერპულში” კარიერის ბოლო დღემდე, მაგრამ ამის შესახებ მეტს ვერაფერს გეტყვით. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი არ არის.”

მოჰამედ სალაჰს კლუბთან არსებული ხელშეკრულება 2023 წელს ეწურება. მიმდინარე სეზონში სალაჰმა 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 12 გატანილი გოლით გამოიჩინა.

რონალდუ: “მინდა ჩემი ოჯახი და ფანები გავაბედნიერო”

“მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, კლუბში არსებული ვითარება შეაფასა.

“ამ მომენტში “მანჩესტერ იუნაიტედი” ცვლილებების პროცესშია. ზაფხულში კლუბმა ჩემი, რაფაელ ვარანისა და ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერები განახორციელა. ადაპტაცია დროს მოითხოვს, თუმცა გუნდმა უკვე უნდა გავითავისოთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

მე მხოლოდ ინდივიდუალურ თემებს არ ვეხები, ჩემთვის გუნდური წარმატება უპირველესყოვლისია. გუნდურად გამარჯვების მოპოვება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ინდივიდუალური ჯილდოს მოგება.

ყველამ უნდა იცოდეს თავისი როლი. მე ვიცი ჩემი როლი – გოლები უნდა გავიტანო, გუნდს ჩემი გამოცდილებით უნდა დავეხმარო და თამაშის მსვლელობაში გავერკვიო. თუ ყველა ზედმიწევნით კარგად შეასრულებს თავის დავალებას, შეუძლებელი არაფერი იქნება.

სანაკრებო კარიერის დასრულება? რატომ? ვფიქრობ, ამის დრო არ არის. ეს მაშინ მოხდება, როდესაც მე სირბილის, დრიბლინგისა და დარტყმის ძალა აღარ მექნება… მოტივაციით აღსავსე ვარ და ვთვლი, რომ ჯერ კიდევ შემიძლია გაგრძელება.

მოტივირებულობა მთავარი რამ არის. მინდა, რომ ხალხი გავაბედნიერო, ჩემი ოჯახი ბედნიერი იყოს. მინდა დონე კიდევ უფრო ავწიო. 36 წლის ვარ, ყველაფერი მოვიგე, რატომ უნდა მადარდებდეს რას ამბობენ კრიტიკოსები?” – აცხადებს რონალდუ.