“პსჟ” “ბარსელონასთვის” ანსუ ფატის წართმევასაც ცდილობდა

“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელებს “ბარსელონას” ახალგაზრდა ვარსკვლავის, ანსუ ფატის, გადაბირება სურდა. ამ ინფორმაციას კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, პარიზული გრანდი 18 წლის ფეხბურთელს წელიწადში 15 მილიონ ევროს სთავაზობდა ხელფასის სახით. გარდა ასეთი ხელფასისა, მის კონტრაქტში 30 მილიონის ოდენობის ბონუსების გაწერა იგეგმებოდა.

წყაროს ცნობით ფატის ტრანსფერის სურვილს “ლივერპული” და “მანჩესტერ იუნაიტედიც” იჩენდნენ, თუმცა ფავორიტი “პსჟ” გახლდათ, რომელიც ფატის მბაპეს შემცვლელად განიხილავდა.

ანსუ ფატის აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა, ოპტიმალურ ვარიანტად “ბარსელონაში” დარჩენა მიიჩნია. დღეს ესპანელი ტალანტის გამოსასყიდ თანხას 1 მილიარდი ევრო შეადგენს. ის “ურჯ-ბროწეეულისფერთა” რიგებში 2027 წლამდე დარჩება.

ჩისკო: “მამარდაშვილი “ვალენსიასა” და საქართველოს ნაკრებში წლების მანძილზე წარმატებული იქნება”

თბილისის “დინამოსა” და “უოტფორდის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა “ვალენსიას” მეკარის გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მეკარე “ღამურებში” გასულ ზაფხულს “დინამოდან” იჯარით გადავიდა. მან ლა ლიგაში უკვე მოასწრო 5 მატჩის ჩატარება.

“როცა მამარდაშვილთან ურთიერთობა მქონდა, ის ძალიან ახალგაზრდა იყო, მაგრამ მისი ხასიათი მომწონდა. პირველივე დღიდან, ნათელი იყო, რომ განვითარებისათვის სათამაშო პრაქტიკა სჭირდებოდა. მან უკვე დაგვანახა, რომ “ვალენსიასთვის” და საქართველოს ნაკრებისათვის წლების მანძილზე წარმატებული მეკარე იქნება”, – განაცხადა ჩისკომ AS-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ჩისკო, მოთამაშის კარიერის დროს, 2003-2005 წლებში სწორედ “ვალენსიას” ღირსებას იცავდა.

მოურინიო: “ამიერიდან არავინ მკითხავს, რატომ ვათამაშებ ერთი და იმავე ფეხბურთელებს”

21 ოქტომბერს, უეფას კონფერენს ლიგაზე “რომა” სტუმრად ნორვეგიულ “ბიუდე-გლიმტთან” 1:6 დამარცხდა.

რომაელთა მთავარი მწვრთნელისთვის, ჟოზე მოურინიოსათვის ეს კარიერაში პირველი მატჩი იყო, როცა მისმა გუნდმა 6 გოლი გაუშვა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ამ შემადგენლობით თამაში ჩემი გადაწყვეტილება იყო, ამიტომ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. მინდოდა შანსი მიმეცა მათთვის, ვინც ბევრს შრომობს და როტაცია გამეკეთებინა. ბევრი ფეხბურთელი დავასვენე. მარტივია, ჩვენ დავმარცხდით გუნდთან, რომელმაც დღეს უფრო მაღალი დონე გამოავლინა. თუ ყოველთვის ამ თერთმეტეულით ვითამაშებ, მაშინ ეს სარისკო იქნება, რადგან გუნდის პირველ და მეორე შემადგენლობას შორის, ხარისხობრივად, დიდი განსხვავებაა.

ჩემთვის ახალი არ არის, რომ ამ შემადგენლობას რაღაც ლიმიტი აქვს, მაგრამ უკეთეს თამაშს ველოდი. როგორც უკვე ვთქვი, გადაწყვეტილება მე მივიღე, შესაბამისად, პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე ვიღებ. გვყავს 13 ფეხბურთელი, რომელიც ჩვენს გუნდს წარმოადგენს, დანარჩენები სხვა დონეზე არიან. ამ მარცხს დადებითი ის აქვს, რომ ამიერიდან აღარავინ მკითხავს, რატომ ვათამაშებ ყოველთვის ერთი და იმავე ფეხბურთელებს”, – უთხრა მოურინიომ Sky Sport Italia-ს.

სანდრო მამუკელაშვილის 12 ქულა “მაიამი ჰითის” წინააღმდეგ (ვიდეო)

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში მეორე მატჩი ჩაატარა. “მილუოკი ბაქსი” “მაიამი ჰითს” დაუპირისპირდა და 95:137 დამარცხდა.

“მილოუკის” ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრა სათადარიგო სკამიდან დაიწყო. მან პარკეტზე 27 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. სანდრომ 5-დან ორი 2-ქულიანი, ოთიხდან ორ 3-ქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო.

იხილეთ ვიდეო

ლევან საგინაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ბოდიბილდერს დაუპირისპირდა (ვიდეო)

მსოფლიოს საუკეთესო მკალვჭიდელი ლევან საგინაშვილი თანაგუნდელ ირაკლი ზირაქაშვილთან ერთად დუბაიში იმყოფება.

ფაუერლიფტერმა ლარი ვილსმა Youtube-ში ახალი ვიდეო განათავსა, რომელშიც აღბეჭდილია, როგორ ვარჯიშობენ ქართველი მკლავჭიდელები. ვიდეოს ბოლო ნაწილში, საგინაშვილი და ზირაქაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ბოდიბილდერს, ბელარუს ილია იეფიმჩიკს დაუპირისპირდებიან.

იხილეთ ვიდეო

ჟოზე მოურინიოს კარიერაში პირველად…

21 ოქტომბერს, უეფას კონფერენს ლიგაზე ნორვეგიულმა “ბიუდე-გლინტმა” საკუთარ მოედანზე “რომა” მიიღო და მეტოქე, სენსაციურად, 6:1 დაამარცხა.

რომაელთა მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო კარიერაში პირველად მოხდა, როცა მისმა გუნდმა ერთ მატჩში 6 ან უფრო მეტი გოლი გაუშვა.

აღსანიშნავია, რომ ეს ჟოზე მოურინიოს კარიერაში 1008-ე ოფიციალური შეხვედრა იყო.

უძლიერესი შემადგენლობა – საქართველოს ნაკრები 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე

5-7 ნოემბერს უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი ძიუდოში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც საქართველოს ნაკრები მონაწილეობას ძლიერი შემადგენლობით მიიღებს.

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელ განაცხადში 14 ძიუდოისტია:

-66კგ: გიორგი თუთაშვილი;
-73კგ: ალეკო მამიაშვილი;
-81კგ: ვლადიმერ ახალკაცი, ტატო გრიგალაშვილი;
-90კგ: ნიკა ხარაზიშვილი;
-100კგ: გიორგი ჩიქოვანი, ილია სულამანიძე;
+100კგ: საბა ინანეიშვილი, გელა ზაალიშვილი;

-48კგ: ნატალია ყიფშიძე;
-57კგ: ეთერ ლიპარტელიანი;
-70კგ: მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი;
+78კგ: სოფიო სომხიშვილი.

“დინამო ბათუმმა” ჯოვინო ფლამარიონი უნდა გაყიდოს!

“დინამო ბათუმის” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი ბრაზილიელი ჯოვინო ფლამარიონია, რომელსაც  ეროვნულ ლიგაში 102 მატჩი აქვს ჩატარებული და 47 გოლი გატანილი.

ჯოვინო “დინამოში” 2017 წლიდან ირიცხება და უდიდესი წვლილი შეიტანა ჯერ კლუბის ეროვნულ ლიგაში დაწინაურებაში, შემდეგ კი მის ვიცე-ჩემპიონობაში.

გასულ წელს ფეხბურთელი რუსულ “როტორში” იყო განათხოვრებული, გუნდის ლიდერიც გახდა და საუკეთესოდ ასპარეზობდა, მაგრამ “როტორი” პრემიერ ლიგიდან გავარდა და ბრაზილიელიც ბათუმში დაბრუნდა.

“დინამოს” პრეზიდენტის, არჩილ ბერიძის განცხადებით, “როტორს” ფლამარიონის გამოსყიდვის შემთხვევაში 3 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა.

საუბარი იყო ყაზახურ “ასტანაზე”, რომელიც მზად იყო 2 მილიონი გაეღო.

ბერიძემ მოკლე პერიოდში დიდ ფულზე უარი თქვა, მოთამაშე ევროტურნირებისთვის დაიხმარა, მაგრამ ფაქტია, ჯოვინო სათანადოდ ვერ დაბრუნდა. საკვალიფიკაციო ეტაპზე საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა და ბოლო პერიოდში ვერც ელიგაში ბრწყინავს. 14 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, როცა წასვლამდე 8 შეხვედრაში 4 ბურთი ჰქონდა, 2019 წელს კი 30-ში 17.

ეს ყველაფერი მის სატრანსფერო ფასზეც აისახა და 1 ოქტომბერს მისი სატრანსფერო ღირებულება 200 ათასი ევროთი შემცირდა –  700 ათასამდე.

ჯოვინოს ნაკლები სურვილი ეტყობა საქართველოში თამაშის და დროა, მისი გაყიდვით “დინამომ” კარგი თანხა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თანამემამულე გაბრიელ რამოსის ბედი გაიზიაროს, რომელმაც ბათუმი ყოველგვარი თანხის სანაცვლოდ დატოვა და ბელარუსში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

“ნიუკასლი” ფანებს ჩაცმის სტილის გამო შენიშვნას აძლევს

“ნიუკასლ იუნაიტედი” რამდენიმე დღის წინ საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდმა შეისყიდა, რამაც კლუბის ფანებს შორის დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია. საფეხბურთო სამყარო “ნიუკასლში” ვარსკვლავურ ტრანსფერებს ელის.

ამ ცვლილებების ფონზე “ტოტენჰემთან” მატჩში “ნიუკასლის” ფანები არაბი მამაკაცებისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ჩაცმულობის სტილში შეიმოსნენ. “კაჭკაჭები” კი თვლიან, რომ ეს ყოველივე არაბებისთვის, შესაძლოა, კულტურულად მიუღებელი აღმოჩნდეს.

“ნიუკასლ იუნაიტედი” გულთბილად გთხოვთ გულშემატკივრებს თავი შეიკავოთ ტრადიციული არაბული ტანისამოსის ან შუა აღმოსავლეთისთვის შესაბამისი თავსაბურების გამოყენებისგან მატჩებზე იმ შემთხვევაში, თუ ამ ტანსაცმელს ჩვეულებრივ დღეებში არ ატარებთ.

“სენტ ჯეიმს პარკზე” გულშემატკივართა გარკვეული რაოდენობა ასეთ ტანსაცმელში შემოსილი გამოჩნდა. ამის გამო მფლობელებს თავი შეურაცხყოფილად არ უგრძვნიათ და ეს ჟესტი პოზიტიური ხასიათის მატარებლად აღიქვეს. მაგრამ არის შანსი, რომ ფანების გარკვეულმა ნაწილისთვის ეს ჟესტი კულტურულად მიუღებელი აღმოჩნდეს,” – ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

სქოულზი უკმაყოფილოა: “უკეთეს გუნდთან შანსი არ ექნებოდათ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, პოლ სქოულზმა, “ატალანტასთან” მოგებული მატჩი შეაფასა. შეგახსენებთ, რომ პირველ ტაიმს სულშერის შეგირდები ორბურთიანი სხვაობით აგებდნენ, მეორე ტაიმში კი მატჩის შემოტრიალება შეძლეს – 3:2.

“ჩემთვის გასაგებია “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ფანების ასეთი სიხარული, თუმცა შეხვედრის პირველი ტაიმი იგივე განცდებს არ აღმიძრავს. უკეთეს გუნდთან შანსი არ ექნებოდათ, მხედველობის არედან გააქრობდნენ.

“ატალანტას” ხუთი ფეხბურთელი აკლდა. გასაგებია ასეთი სიხარული, მაგრამ ზოგადი სურათით სიამოვნების მიღება შეუძლებელია. ყოველივე ეს დამაფიქრებელია. შეძლებენ უკეთეს გუნდთან ასე წარმატების მიღწევას? არა.

ნეიტრალური ფანებისთვის დიდებული საღამო იყო, გოლებითა და ემოციებით აღსავსე მატჩი. მაგრამ მე რეალისტი ადამიანი ვარ და “მანჩესტერ იუნაიტედისგან” მეტს ველი. გოლების ასე გაშვება არ შეიძლება,” – აცხადებს პოლ სქოულზი.

სამაგალითო – 36 წლის რონალდუს სპრინტი მატჩის ბოლო წუთებში (ვიდეო)

ბონუჩი: “ადრე რონალდუზე ვთამაშობდით, ახლა გუნდურ ფეხბურთზე ვაკეთებთ აქცენტს”

ტურინის “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში “ზენიტი” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის შემდეგ ლეონარდო ბონუჩიმ კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ თამაშის სტილში მომხდარ ცვლილებებზე ისაუბრა.

“ძალიან რთული მატჩი იყო. როგორც კი “ზენიტი” ბურთს კარგავდა, მაშინვე ყველა სივრცეს კეტავდნენ. ეს გამარჯვება მთელმა გუნდმა დაიმსახურა.

ვფიქრობ, ახლა უფრო გუნდურ ფეხბურთზე ვაკეთებთ აქცენტს. ეს თვისება დაკარგული გვქონდა. ადრე ჩვენ დიდებულ ჩემპიონზე, რონალდუზე, ვთამაშობდით. გვინდოდა, რომ მას დავხმარებოდით და კარგ პოზიციაზე გაგვეყვანა.

ადრე ისეთი წარმოდგენა გვქონდა, რომ რონალდუ ყველა მატჩის ბედს გადაწყვეტდა. წელს კი თავიდან აღმოვაჩინეთ ჩვენში საჭირო თვისებები, რომელიც გუნდური გამარჯვების მოსაპოვებლად არის აუცილებელი,” – აცხადებს ბონუჩი.