კრიშტიანო რონალდუ და მოედანზე შეჭრილი ფანი “ატალანტასთან” მატჩის შემდეგ (ვიდეო)

“ბარსელონამ” ფატის გაუხანგრძლივა, გამოსასყიდი 1 მილიარდი ევროა

კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ამომავალმა ვარსკვლავმა, ანსუ ფატიმ, კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ინფორმაციას “ბლაუგრანას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, ფატიმ კლუბთან 5.5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ანსუ ფატის გამოსყიდვის მსურველებს 1 მილიარდი ევროს გადახდა მოუწევთ.

“ბლაუგრანას” მაისურით ანსუ ფატის უკვე 47 მატჩსი აქვს მონაწილეობა მიღებული. მისი დებიუტი კატალონიურ გრანდსი 2019 წლის აგვისტოს თვეში შედგა. მის ანგარიშზე კი 15 გატანილი გოლია დაფიქსირებული.

პიკე ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩებით პუიოლს გაუთანაბრდა, რეკორდს ხავი ფლობს

კატალონიის “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა. “ბლაუგრანამ” კიევის “დინამო” ჟერარ პიკეს მიერ გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა.

ჟერარ პიკესთვის ეს რიგით 120-ე მატჩი გახლდათ ჩემპიონთა ლიგაზე “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მაისურით. ამდენივე მატჩი ჰქონდა ჩატარებული კარლეს პუიოლსაც.

“ბარსელონას” მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი მატჩი ხავის აქვს ჩატარებული (157). ხავის ლეო მესი (149), ანდრეს ინიესტა (132), სერჟი ბუსკეტსი (122) და კარლეს პუიოლი (120) მოჰყვებიან.

ჟერარ პიკე ამავდროულად ყველაზე ხნიერი ფეხბურთელია, რომელსაც კატალონიური გრანდის მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე გოლი აქვს გატანილი – პიკე 34 წლის გახლავთ (+260 დღე).

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში კარში პირველად სწორედ “დინამოსთან” მატჩში დაარტყა. პირველი ორი შეხვედრა რონალდ კუმანის გუნდმა სამბურთიანი სხვაობებით დათმო.

ცვლილება განაცხადში – საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბაქოს გრან სლემზე

5-7 ნოემბერს ძიუდოში ბაქოს გრან სლემი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს. ჩვენი გუნდის შემადგენლობა ერთი კვირის წინ გამოცხადდა, თუმცა არსებული ინფორმაციით, განაცხადს კიდევ ორი ძიუდოისტი – ონისე სანებლიძე და მიხეილ ჯაფარიძე დაემატა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბაქოს გრან სლემზე:

-60კგ: ჯაბა პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი;
-66კგ: ვაჟა მარგველაშვილი;
-73კგ: ლაშა შავდათუაშვილი;
-81კგ: თორნიკე ფოლადაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი;
-90კგ: ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი;
-100კგ: ონისე სანებლიძე, მიხეილ ჯაფარიძე;
+100კგ: გურამ თუშიშვილი;

-52კგ: მარიამ ჯანაშვილი, მზია ბებოშვილი.

ცნობილია საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა

ცნობილი ხდება საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა.

Sports Illustrated-ის ინფორმაციით, ტურნირი, რომელიც 2021 წლის დეკემბერში იაპონიაში უნდა გამართულიყო, 2022 წლის იანვარში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ იაპონიამ ჩემპიონატის მიღებაზე უარი გართულებული კორონავირუსული ვითარების გამო თქვა.

როგორც მოგეხსენებათ, საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპას 2021 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ლონდონის “ჩელსი” წარადგენს.

ვალბუენა: “უკვე ექვსი წელია ვიცდი, საქმეს ბოლომდე მივიყვან”

მატიე ვალბუენას შანტაჟის თემაზე ვერსალში სასამართლო პროცესი დაიწყო. როგორც იცით, “ოლიმპიაკოსის” ამჟამინდელი ფეხბურთელი კარიმ ბენზემას ინტიმური ხასიათის ვიდეომასალებით შანტაჟში ადანაშაულებს.

მადრიდის “რეალის” ლიდერი თავიდანვე უარყოფდა ყოველივე ამას, თუმცა ვალბუენას ბრალდებების გამო ის წლების განმავლობაში იყო მოკვეთილი საფრანგეთის ნაკრებიდან.

“უკვე ექვსი წელია ვიცდი. თითქმის ყველა ბრალდებული კარიმ ბენზემას გარდა აქ იმყოფება. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ. საქმეს ბოლომდე მივიყვან. აქ იმდენი ხანი დავრჩები, რამდენიც საჭირო იქნება. მინდა ეს ყველაფერი თავიდან ამოვიგდო,” – აცხადებს ვალბუენა.

იმ შემთხვევაში თუ მადრიდელთა თავდამსხმელი დამნაშავე აღმოჩნდება, მას ხუთწლიანი პატიმრობის მოხდა და ჯარიმის სახით 75 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.

ტუხელი ჰოლანდის ტრანსფერის მიმართ ინტერესის არსებობას ადასტურებს

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, პრესასთან საუბრისას ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის მიმართ ინტერესის არსებობა არ დამალა.

“ერლინგ ჰოლანდის თაობაზე რამდენჯერმე გვქონდა საუბარი. მოლაპარაკებები გვქონდა სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობის დროსაც. თუმცა რაღაც მომენტში ეს შესაძლებლობა სრულად ირეალურად წარმოგვიდგა.

მასზე რეგულარულად ვსაუბრობთ. ის ფანტასტიკური ფეხბურთელია, დორტმუნდის “ბორუსიას” ერთ-ერთი უძლიერესი ფიგურაა. “ბორუსია” კი ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი მეტოქეა ჩემპიონთა ლიგაზე,” – აცხადებს ტუხელი.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “პენსიონერებმა” რომელუ ლუკაკუს ტრანსფერი განახორციელეს, მანამდე კი გუნდში ტიმო ვერნერი დაიმატეს ცენტრფორვარდის პოზიციაზე.

“ნიუკასლმა” მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

“ნიუკასლ იუნაიტედის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას გუნდიდან მთავარი მწვრთნელის წასვლის შესახებ. სტივ ბრიუსმა “კაჭკაჭები” ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.

სტივ ბრიუსმა ინგლისურ კლუბში ორ წელიწადზე მეტი დრო დაჰყო. მისი ხელმძღვანელობით “ნიუკასლმა” პრემიერ ლიგაში მე-13 და მე-12 პოზიციებზე დაასრულა სეზონები.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კლუბი საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდმა შეისყიდა და მწვრთნელის გაშვება ხელმძღვანელობის მიერ გადადგმული პირველი დიდი ნაბიჯი არის.

აღსანიშნავია, რომ “ტოტენჰემთან” წაგებული მატჩი (2:3) რიგით მე-1000 იყო სტივ ბრიუსის სამწვრთნელო კარიერაში. ამ დროისთვის “ნიუკასლი” მე-19 ადგილს იკავებს სატურნირო ცხრილში, რაც ახალი მფლობელებისთვის მიუღებელ შედეგს წარმოადგენს.

ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც დაბრუნება ვერ შეძლო!

ძალიან ბევრი ქართველი ტალანტი, რომელთა იმედი მთელ საქართველოს ჰქონდათ, ტრავმებმა გააწამეს და ფეხბურთის ნორმალურად თამაშის საშუალება არ მიეცათ.

სრულიად განსხვავებული შემთხვევაა გიორგი ჭანტურია, რომელიც ტრავმებით გამორჩეული არასდროს ყოფილა, თუმცა მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, “ქართველ მესად” წოდებულმა კარიერა 27 წლის ასაკში დაასრულა.

ლევან ყენია, რომელიც მუდამ ტრავმირებული იყო, გერმანიის მე-4 ლიგის გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდა.

ლევან მჭედლიძე საქართველოში დაბრუნდა და დღეს ქუთაისის “ტორპედოს” ღირსებას იცავს.

ჯანო ანანიძე კვლავ რეაბილიტაციის პროცესს გადის, თუმცა “დინამო თბილისში” ოფიციალურად ირიცხება და შესაძლოა, მალე შეძლოს ვარჯიშის დაწყება.

ერთადერთი ვინც, დაბრუნება ვერ შეძლო ან არ მოინდომა, გიორგი ჭანტურიაა.

მბაპე: “მე და მესიმ პენალტები გავცვალეთ”

19 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “ლაიფციგი” მიიღო და მეტოქე 3:2 დაამარცხა.

შეხვედრაში დუბლი შეასრულა ლიონელ მესიმ. არგენტინელმა მეორე გოლი მას შემდეგ გაიტანა, რაც მბაპემ პენალტი დაუთმო. ფრანგ თავდამსხმელს გოლი უკვე გატანილი ჰქონდა და მატჩის ბოლო წამებში თერთმეტმეტრიანი თავადაც შეასრულა, თუმცა არაზუსტად.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მბაპეს ჰკითხეს, თუ რატომ დაუთმო პენალტი მესის.

“ეს ნორმალურია, პატივისცემის გამოხატვაა! მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, ჩვენს გუნდში გადმოვიდა, რაც დიდი პრივილეგიაა. ყოველთვის ვამბობ, რომ მისი ჩვენს გუნდში თამაში პრივილეგიაა. პენალტი დაინიშნა და მან დაარტყა, წერტილი. როცა მეორე თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, მას უნდოდა, რომ მე შემესრულებინა, თუმცა ვერ გამოვიყენე. დიახ, ჩვენ პენალტები გავცვალეთ. მან მითხრა: “დაარტყი!” – თქვა 22 წლის ფეხბურთელმა.

იოზილი, შესაძლოა, პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

უცხოურ პრესაში გავრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავეყრდნობით, მესუთ იოზილს ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნების ძალიან კარგი შესაძლებლობა ეძლევა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის იოზილი “ფენერბახჩეს” ღირსებას იცავს. მას შემდეგ, რაც მიკელ არტეტამ იოზილი ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო, ეს უკანასკნელი ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირების ხარჯზე თურქეთში გადაბარგდა.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, გერმანელი ფეხბურთელის ტრანსფერით “ნიუკასლ იუნაიტედის” ახალი ხელმძღვანელები არიან დაინტერესებულნი. არაბი მესვეურები თვლიან, რომ “ნიუკასლს” ახლა ყველაზე მეტად სწორედ იოზილის შესაძლებლობების მქონე ნახევარმცველი სჭირდება.

33 წლის იოზილს, რომელიც ბოლო დროს კაპიტნის სამკლაურსაც ატარებს, “ფენერის” რიგებში ჩატარებულ ბოლო 10 მატჩში სამი გატანილი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა აქვს დაგროვილი.