რატომ არ ჩამოართვა სიმეონემ კლოპს ხელი?

ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულმა” ისტორიაში პირველად შეძლო მადრიდის “ატლეტიკოს” დამარცხება (2-3). მატჩის შემდეგ კამერებმა საინტერესო კადრი დააფიქსირეს – დიეგო სიმეონემ იურგენ კლოპს ხელი არ ჩამოართვა.

“ჩვენ ეს არ მოგვწონს, თუმცა დიახ, სიტუაცია ყველასთვის ნათელია. მე მისთვის ხელის ჩამორთმევა მინდოდა. მისი რეაქცია განსხვავებული იყო.

მომდევნო შეხვედრისას ჩვენ აუცილებლად ჩამოვართმევთ ერთმანეთს ხელს. ეს არაფერია. რა თქმა უნდა, ის გაბრაზებული იყო. გაბრაზებული არა ჩემზე, არამედ – თამასზე,” – განაცხადა კლოპმა მატჩის შემდეგ.

დიეგო სიმეონემ კი ეს ყველაფერი ასე განმარტა – “მატჩის შემდეგ ხელს არავის ვართმევ, რადგანაც ეს არ მომწონს. არ ვთვლი, რომ ეს ჯანსაღი ჟესტია როგორც გამარჯვებულისთვის, ასევე დამარცხებულისთვის. თუმცა, რადგანაც ამან ასეთი რეაქცია გამოიწვია, მომდევნო შეხვედრისას მას აუცილებლად ჩამოვართმევ ხელს.”

სიმეონემ კლოპისათვის ხელის ჩამორთმევა არ ისურვა (ვიდეო)

როგორ შეასრულა მესიმ პენალტი “ლაიფციგთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

გოგონა, რომელთანაც მაურო იკარდიმ ვანდა ნარას უღალატა (ფოტო)

რამდენიმე დღის წინ ვანდა ნარამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მაურო იკარდიმ მას უღალატა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ვანდამ “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელისა და არგენტინელი მოდელის, მარია ეუგენია სუარესის მიმოწერა ნახა.

სუარესი არგენტინაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეა. მოდელობასთან ერთად, ის მომღერალი და მსახიობია.

ფედერაციის თავდაცვა, გულშემატკივარი და ჩემპიონობა ბათუმში

ხვალ ეროვნული ლიგის 30-ე ტური გაიმართება და ცენტრალური მატჩი ბათუმში ორ “დინამოს” შორის შედგება. ცხრილში გუნდების სხვაობა 7 ქულას შეადგენს და ბათუმელთა გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობის ვინაობა პრაქტიკულად გაირკვევა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მატჩს გულშემატკივარი დაუბრუნდება და აჭარა არენას 33% შეივსება.

ცენტრალურ შეხვედრას თურქი მსაჯები გაუძღვებიან ჰ.გოჩეკის მეთაურობით, ასისტენტები ელბილი და თუღრალი იქნებიან, მე-4 მსაჯი კი აფციაური იქნება. ეს ერთგვარი დანერგილი პრაქტიკაა ფედერაციის მიერ, როდესაც მნიშვნელოვან თამაშებში ქართველ მსაჯებს თურქი კოლეგები ანაცვლებენ.

ბათუმის “დინამო” – თბილისის “დინამო” ხვალ 18:30-ზე დაიწყება და დაპირისპირებას თბილისელთა კაპიტანი, გიორგი პაპავა დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება.

იკარდი “პსჟ”-ის დატოვებით იმუქრება, თუ მეუღლე არ დაუბრუნდება

RMC Sport-ის ინფორმაციით, “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი მაურო იკარდი კლუბის დატოვებით იმუქრება, თუ მეუღლე ვანდა ნარა არ დაუბრუნდება.

ორიოდე დღის წინ ნარამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

“მეძავის გამო კიდევ ერთი ოჯახი დაანგრიე”.

ამის შემდეგ ვანდა ნარამ მაურო იკარდისთან ერთდან გადაღებული ყველა ფოტო წაშალა და პარიზიდან მილანში გაემგზავრა. არგენტინელმა ფეხბურთელმა სკანდალის შემდეგ სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად აღბეჭდილი სურათები გამოაქვეყნა, ის ნარას შემორიგებას ცდილობს და ამ მიზნით იტალიაში ჩავიდა, რის გამოც “პარი სენ-ჟერმენში” ვარჯიშები გააცდინა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვანდა ნარამ მაურო იკარდის ერთ-ერთ სოციალურ ქსელში 29 წლის არგენტინელ მოდელ ჩინა სუარესთან ინტიმური შინაარსის მიმოწერები უპოვა. თავად სუარესი იკარდისთან ნაცნობობასაც კი უარყოფს.

საქართველოს ნაკრები უზბეკეთის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრები ნოემბერში უზბეკეთის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. Nakrebi.ge-ს ცნობით, მატჩი საქართველოში, 15 ნოემბერს, 18:00 საათზე დაიწყება.

უზბეკეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩს შვედეთის წინააღმდეგ გამართავს. საქართველოსა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირებას 11 ნოემბერს, 21:00 საათზე ბათუმის ახალი სტადიონი უმასპინძლებს.

ინიესტა: “ბარსელონას” ელ კლასიკოში გამარჯვება და ლა ლიგის მოგება შეუძლია”

მოახლოებული “ელ კლასიკოს” წინ (24 ოქტომბერი) ანდრეს ინიესტამ პრესასთან მცირე კომენტარი გააკეთა. “ბლაუგრანასა” და ესპანური ფეხბურთის ლეგენდა თვლის, რომ რონალდ კუმანის გუნდს ამ პრინციპულ დაპირისპირებაში გამარჯვების მოპოვება შეუძლია.

“ვფიქრობ, “ბარსელონას” ფანები ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილები, განსაკუთრებით თუ საქმე “ელ კლასიკოს” ეხება. ისინი მოუთმენლად ელიან ამ მატჩს და უნდათ, რომ თავიანთი გუნდის გამარჯვება იზეიმონ.

“ბარსელონას” ჰყავს გუნდი, რომელსაც “კლასიკოში” გამარჯვება და ლა ლიგის მოგება შეუძლია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ “ბარსელონა” კარგ თამაშს შემოგვთავაზებს და სამ ქულასაც აიღებს,” – აცხადებს ინიესტა.

კარაგერი: “სულშერი პრემიერ ლიგას ან ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, ის უნდა შეცვალონ”

მერსესაიდული “ლივერპულის” ყოფილი ვარსკვლავი, ჯეიმი კარაგერი, თვლის, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” მთავარი მწვრთნელი უნდა შეცვალოს. კარაგერის აზრით, ოლე გუნარ სულშერი “ოლდ ტრაფორდელების” ამბიციებს ვერ დააკმაყოფილებს.

“როგორია სულშერის სტილი? როგორ ფეხბურთს თამაშობს? ის მუდმივად ლაპარაკობს “მანჩესტერ იუნაიტედის” წარსულ დიდებაზე, კონტრშეტევებზე, ბრწყინვალე გოლებზე. მაგრამ ახლანდელ გუნდს განმასხვავებელი არაფერი აქვს.

“მანჩესტერ იუნაიტედში” სულშერმა ძალიან კარგად იმუშავა. მან ეს პოსტი სკანდინავიაში გამოცდილების მიღებისა და “კარდიფში” გატარებული ერთი წლის შემდეგ ჩაიბარა.

სულშერი პრემიერ ლიგას ან ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს. ის კლოპის, ტუხელის ან გვარდიოლის დონის მწვრთნელი არ არის. მათ მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, ოლეს კი მსგავსი არაფერი გააჩნია. მას თავადაც ესმის, რომ მათი შესადარი არ არის,” – აცხადებს კარაგერი.

კარაგერმა “ლივერპულისა” და “იუნაიტედის” საერთო თერთმეტეულში რონალდუ არ შეიყვანა

Sky Sports-ის ექსპერტებმა, ჯეიმი კარაგერმა და გარი ნევილმა, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ლივერპულის” ფეხბურთელებისგან საუკეთესო თერთმეტეული შეადგინეს. შეგახსენებთ, რომ მომავალ უიქენდზე სწორედ ეს ორი კლუბი დაუპირისპირდება ერთმანეთს.

ჯეიმი კარაგერმა თავის თერთმეტეულში კრიშტიანუ რონალდუსთვის ადგილი ვერ გამონახა და მის ნაცვლად გუნდში მეისონ გრინვუდი შეიყვანა – “გრინვუდის უდიდესი ფანი ვარ, ვთვლი რომ ის სუპერვარსკვლავია.”

როდესაც კარაგერს ჰკითხეს, შეძლებდა თუ არა რონალდუ “ლივერპულის” სასტარტო თერთმეტეულში ადგილის დამკვიდრებას, კარაგერმა მარტივად თქვა – “არა!”

რაც შეეხება გარი ნევილის მიერ შერჩეულ თერთმეტეულს, ამ უკანასკნელმა “მანჩესტერ იუნაიტედიდან” მხოლოდ ორი ფეხბურთელი – ჰარი მაგუაირი და კრიშტიანუ რონალდუ აირჩია.

ნევილმა ბრუნო ფერნანდეშის ნაცვლად კრიშტიანუ რონალდუს უკან რობერტო ფირმინო დააყენა.

ინფანტინომ მუნდიალის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების მთავარი უპირატესობები დაასახელა

ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციებში ჯერ კიდევ აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია მსოფლიო ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებასთან დაკავშირებით. ჯანი ინფანტინომ ამ იდეის მთავარ პლუსებზე ისაუბრა.

“ვცდილობთ განვიხილოთ, თუ რამდენად შესაძლებელია მსოფლიო ჩემპიონატი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდეს. არსებობს გარკვეული შემოთავაზებები, რომელთა ანალიზსაც ვახორციელებთ.

ჩემთვის ძალიან ნათელია ამ პროექტის უპირატესობები. ასეთ შემთხვევაში უფრო მაღალი დონის კონკურენციასა და მეტ შესაძლებლობას მივიღებთ. არის იმის შანსიც, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ერთდროულად ხუთ ქვეყანაში გაიმართოს. ვადის შემცირების შემთხვევაში უფრო ბევრი ქვეყანა შეძლებს მუნდიალის მასპინძლობას, რაც დიდ წარმატებას გულისხმობს.

როდესაც გადაწყდა, რომ მუნდიალი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარებულიყო, 40 ნაკრები იყო მსოფლიოში, ახლა კი მათი რაოდენობა 211-ს შეადგენს,” – აცხადებს ჯანი ინფანტინო.