კასანო: “რონალდუ ისტორიის ტოპ-5 საუკეთესო ფეხბურთელს შორისაც არ არის”

იტალიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრი, ანტონიო კასანო, კრიშტიანუ რონალდუს აგენტის სიტყვებს გამოეხმაურა. ჟორჟე მენდეშის თქმით, რონალდუ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა.

“საკმარისია ამდენი დრამა. რონალდუ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა? ის ისტორიის ტოპ-5 საუკეთესო ფეხბურთელს შორისაც არ არის.

ჩემთვის მესი, პელე, მარადონა, კრუიფი და რონალდო, რომელსაც “ფენომენოს” ვუძახდით, სულ სხვა დონეზე იმყოფებიან,” – ციტირებს ანტონიო კასანოს სიტყვებს BoboTV.

სლუცკი ხვიჩაზე: “ბოლო რამდენიმე თვეა, ის დამატებით აღარ ვარჯიშობს”

ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში საფეხბურთო ტაიმაუტი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

რუსმა სპეციალისტმა 9 ოქტომბერს ჩაწერილ ინტერვიუში თქვა, რომ ხვიჩას ის ფანატიზმი ფეხბურთისადმი, რომელიც ადრე ჰქონდა, ახლა აღარ აქვს.

“ყველას გვინდა, რომ ის თავის წინა დონეს დაუბრუნდეს. ერთადერთი რჩევა, რაც შემიძლია მივცე – ის უნდა დაუბრუნდეს ფეხბურთს. ადრე, ის გვიანობამდე იყო ბაზაზე, მუშაობდა, ვარჯიშობდა, დამატებით წვრთნებზე რჩებოდა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დავინახე, რომ დამატებით ინდივიდუალურად აღარ ვარჯიშობს და ის ფანატიზმი, რომელიც მას ჰქონდა, უკვე აღარ ჩანს. ესეც ნორმალურია, ყველაფერი იცვლება. მას მშვენივრად უნდა ესმოდეს, რომ ფეხბურთი ყველაზე სამართლიანი თამაშია. თუ რამე ხდება შენს თავს, საკუთარ თავში უნდა მოიძიო პასუხები”, – განაცხადა სლუცკიმ.

საფრანგეთის პრემიერმა რომის პაპს მესის მაისური გადასცა

საფრანგეთის პრემიერმინისტრი ჟან კასტექსი რომის პაპს შეხვდა და მას “პარი სენ-ჟერმენის” 30-ნომრიანი მაისური გადასცა, რომელიც ლიონელ მესის ეკუთვნის.

“კლუბი საფრანგეთის პრემიერმინისტრ ჟან კასტექსს მადლობას უხდის იმისთვის, რომ ვატიკანში ოფიციალური ვიზიტის დროს რომის პაპს ლიონელ მესის ხელმოწერილი “პარი სენ-ჟერმენის” მაისური გადასცა”, – ნათქვამია პარიზული კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რომის პაპი ფრანცისკე წარმოშობით არგენტინელია. ის 2008 წლიდან არგენტინული “სან-ლორენსოს” ფანკლუბის წევრია.

კურიოზი პარიზის გრან სლემზე – მაისურაძეს ოქროს მედალი სურდა (ვიდეო)

17 ოქტომბერს, ძიუდოში პარიზის გრან სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე გაიმართა. -90კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი საქართველოს ნაკრების წევრმა ლუკა მაისურაძემ მოიპოვა.

დაჯილდოვების ცერემონიალის დროს, ლუკა მაისურაძემ იხუმრა და დამჯილდოვებელს უფრო მაღალი სინჯის მედალის ჩამოკიდებისაკენ მიუთითა.

იხილეთ ვიდეო

ოქრიაშვილის სუპერ-ჯარიმა კვიპროსში (ვიდეო)

სანაკრებო პაუზიდან კვიპროსში დაბრუნების შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილმა გოლი საკლუბო დონეზეც გაიტანა და თანაც, ძალიან მაგარი გოლი. ოქრიმ კუთხურთან ახლოს ჯარიმა შეასრულა და მეკარეს მარჯვენა მაღალ კუთხეში ჩაუხვია.

სამივე ქართველი ძირითადში იყო, “აპოელმა” კი 2-1 მოიგო.

სლუცკი: “ხვიჩას მამისა და აგენტის მხრიდან შექმნილი აჟიოტაჟი გადაჭარბებული იყო”

ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში საფეხბურთო ტაიმაუტი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

რუსმა სპეციალისტმა დეტალურად ახსნა, რა ხდებოდა ბოლო თვეების განმავლობაში ახალგაზრდა ფეხბურთელის გარშემო.

“მესმის, რომ ყველა ქართველ გულშემატკივარს აწუხებს მისი მდგომარეობა, თუ რა ხდება მის თავს. შეუძლებელია იმ აურზარს, რაც მის ტრანსფერთან დაკავშირებით იყო, გავლენა არ ჰქონოდა 20 წლის ახალგაზრდა წყმავილის ფსიქოლოგიაზე. ჩვენმა კლუბმა არაერთხელ განაცხადა, რომ შემოთავაზება არ მიგვიღია. იმაზე საუბარი, რომ “რუბინი” გადამეტებულ ფასს ასახელებდა, ეს თითიდან გამოწოვილი ტყუილია. არანაირი წინადადება არ გვქონია. მისი მამისა და აგენტის მხრიდან შექმნილი აჟიოტაჟი გადაჭარბებული იყო.

რაღაც მომენტში მას უბრალოდ დაავიწყდა ფეხბურთი და უფრო მეტს ფიქრობდა იმაზე, თუ რა შეიძლება მას მოუვიდეს, რა დონეზე უნდა გადავიდეს, ვისთან ითამაშოს. ფეხბურთი საკმაოდ სამართლიანი საქმეა და ის გარკვეულწილად, პასუხს სცემს ხვიჩას იმის გამო, რომ ბოლო თვეებში აღარ იყო ძველებურად თავდადებული. რაც შეეხება სამწვრთნელო სამუშაოს, ხვიჩას ესმის, რომ ტრანსფერი არ შედგა. გასაგებია, რომ მისი ემოციური გამოფიტვა მოხდა, ამას დაემატა ტრავმა, მოლოდინები, დიდი წნეხი, რომელიც ქართული საზოგადოების მხრიდან არსებობს მის მომავალთან დაკავშირებით. ეჭვი არ მეპარება, რომ მაღალი დონის ოსტატი და შრომისმოყვარეა, მაგრამ ის უნდა იყოს მაქსიმალურად სასარგებლო საკუთარი ნაკრებისთვის და კლუბისთვის. ვფიქრობ, მას ძალიან უნდა იმის დამტკიცება, რომ ბოლო წარუმატებლობები მხოლოდ შემთხვევითობა იყო. მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ და მხარს ვუჭერთ.

ხვიჩა მაქსიმალურად ეფექტურია მაშინ, როცა ფიზიკურად და მენტალურად ჯანმრთელია. ასე გამოვიდა, რომ ბოლო დროს ის არ იყო მენტალურად თავისუფალი და აღარ ფიქრობდა მხოლოდ ფეხბურთზე.

ყველას გვინდა, რომ ის თავის წინა დონეს დაუბრუნდეს. ერთადერთი რჩევა, რაც შემიძლია მივცე – ის უნდა დაუბრუნდეს ფეხბურთს. ადრე, ის გვიანობამდე იყო ბაზაზე, მუშაობდა, ვარჯიშობდა, დამატებით წვრთნებზე რჩებოდა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დავინახე, რომ დამატებით ინდივიდუალურად აღარ ვარჯიშობს და ის ფანატიზმი, რომელიც მას ჰქონდა, უკვე აღარ ჩანს. ესეც ნორმალურია, ყველაფერი იცვლება. მას მშვენივრად უნდა ესმოდეს, რომ ფეხბურთი ყველაზე სამართლიანი თამაშია. თუ რამე ხდება შენს თავს, საკუთარ თავში უნდა მოიძიო პასუხები.

შემიძლია გითხრათ, რომ ის ბევრად უფრო მტკივნეულად აღიქვამს ქართული საზოგადოების, ქართული პრესის კრიტიკას, ვიდრე – რუსულის. ხვიჩა ძალიან მიბმულია თავის სამშობლოსთან და ის ამაყობს, რომ საქართველოს ნაწილია. მას უნდა თამაში ეროვნულ ნაკრებში. ჩვენ შეგვიძლია ის რუსული პრესის კრიტიკისგან დავიცვათ, მაგრამ ქართული საზოგადოების კრიტიკისგან ვერ დავიცავთ, რადგან ენობრივი ბარიერი არსებობს. საქართველოში ბევრი ამბობდა, რომ თითქოს ის არ გადავიდა სადღაც ან ვერ გადავიდა და ეს ფულთანაა დაკავშირებული, რაც ხვიჩას სწყინდა. მას ძალიან უყვარს ფეხბურთი და სამშობლო.

როცა ის თავის საუკეთესო მატჩებს ატარებდა, ნებისმიერ დონეზე შეეძლო თამაში, მაგრამ ბოლოდროინდელი ფორმით ის ყაზანის “რუბინის” სასტარტო შემადგენლობაშიც კი ვერ ითამაშებს. ადამიანები, რომლებიც მის გარშემო არიან, არ უნდა ფიქრობდნენ საკუთარ ამბიციებზე და უნდა ფიქრობდნენ ძალიან ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელის მომავალზე. ჩვენს კლუბს ხვიჩას წასვლის შესახებ კომენტარი არასოდეს გაუკეთებია. მას ვიცნობთ, როგორც ბრილიანტს, რომელსაც მტვერი უნდა მოვაშოროთ და არ უნდა მივცეთ ვინმეს მისი ჭუჭყში გარევის უფლება.

კვარაცხელიას გარემოცვასა და ქართველ გულშემატკივრებს მოვუწოდებ, წნეხის გრადუსი დაწიონ და არ შეუშალონ ხელი, რადგან ის ახალგაზრდა მოთამაშეა. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ ხვიჩას ნიჭი მაქსიმალურად გაიხსნას და ყველას გასახარად, ის თამაშობდეს სადღაც დიდ გუნდში. ყველაზე ბედნიერი ვიქნები, თუ ჩავრთავ ტელევიზორს და მას რომელიმე წამყვანი გუნდის მაისურით დავინახავ”, – განაცხადა სლუცკიმ.

“ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს” – ბასილაშვილმა ქართველ ქომაგებს მიმართა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიანა ველსის მასტერსის ფინალში დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველმა ჩოგბურთელმა მიღებული გამოცდილება მას მომავალში აუცილებლად დაეხმარება.

“პირველი სეტი კარგად ვითამაშე, მეორე სეტშიც მიმყავდა თამაში. მქონდა ისეთი რაღაცები, რაზეც ახლა საუბარს აზრი არ აქვს. თავის მართლებასავით არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ვერ მოვახერხე ყველაფრის მობილიზება. მქონდა რაღაც პრობლემები მესამე სეტში. კორტიდან გავედი, შევეცადე ჩემი თავი გამომეყვანა მდგომარეობიდან, მაგრამ ვერ გავაკეთე ეს. შემეძლო ამ თამაშის მოგება. გავაგრძელებ მუშაობას, ვარჯიშს და დარწმუნებული ვარ, კარგი რეზულტატის ჩვენება შემიძლია. ამ გამოცდილებას აუცილებლად გამოვიყენებ.

ფიზიკურად პრობლემა არ მაქვს. უფრო ჯანმრთელობის მხრივ მქონდა პრობლემა. ძალიან დასანანია, რომ ასეთი რაღაც მოხდა მაინცდამაინც მესამე სეტში და ზოგადად ამ თამაშში”, – უთხრა ნიკამ Setanta Sports Georgia-ს ჟურნალისტს.

ბოლოს, ბასილაშვილმა ქართველ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა:

“მადლობა საქართველოში ყველა ადამიანს, გულშემატკივრებს, რომლებიც ნამდვილად მიდგანან გვერდში. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ეს. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტი თამაში იყო, ამაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. აუცილებლად, შემდეგ ტურნირებზე და მომავალ სეზონში, ჩემი მიზანი არის, რომ ვიყო ტოპ ჩოგბურთელი.”

მაგუაირის კატასტროფული სტარტი – ყველა შეცდომა ერთ ვიდეოში (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მერვე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედმა” დასანანი მარცხი განიცადა “ლესტერ სიტისთან” (4-2). შედეგად ოლე გუნარ სულშერის გუნდი სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციაზე ჩამოქვეითდა.

ზემოხსენებული მატჩის ერთ-ერთი მთავარი ანტიგმირი ჰარი მაგუაირი გახლდათ, რომლისთვისაც 2021/22 წლების სეზონი კატასტროფულად დაიწყო. გთავაზობთ ერთ-ერთი ფანის მიერ შექმნილ ვიდეოს, სადაც მაგუაირის მიერ დაშვებული სეზონის ყველა შეცდომაა გაერთიანებული.

“რომამ” გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ვერ გამოიყენეს (ვიდეო)

კვირა სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა ტურინში გაიმართა, სადაც “იუვენტუსი” “რომას” დაუხვდა. შეხვედრა მასიმილიანო ალეგრის გუნდის მინიმალური ანგარიშით გამარჯვებით დასრულდა (1-0).

პირველი ტაიმის მიწურულს მაყურებლები საკმაოდ უცნაური შემთხვევის მომსწრენი გახდნენ. ტამი აბრაჰამმა, რომელზეც საჯარიმოში თამაშის წესებს არღვევდნენ, “იუვენტუსის” კარში გოლი მაინც გაიტანა, თუმცა მსაჯმა პენალტი დანიშნა. ორსატოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მწვავე გახდა მას შემდეგ, რაც ვერეტუმ თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ მოახერხა.

გამარჯვების აღნიშვნისას “ვიტესის” ფანების ტრიბუნა ჩამოინგრა (ვიდეო)

სოციალურ ქსელში არნემიდან საზარელი კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ ჩამოინგრა “ვიტესის” ფანების ტრიბუნა გამარჯვების აღნიშვნისას. საბედნიეროდ, სერიოზულად არავინ დაშავებულა.

ქართველი ფანებისთვის კარგად ნაცნობმა კლუბმა კვირას მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. მოპოვებული სამი ქულა ფეხბურთელებმა ფანების იმ სექტორთან აღნიშნა, რომელიც ინციდენტში მოყვნენ.

ლაპორტა: “ჩვენ “ბარსელონას” ფსკერიდან ამოვიყვანთ”

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, კლუბის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. თათბირზე 2020/21 წლების სეზონის ფინანსური კუთხით გაანალიზეს.

“დღეს ჩვენ 2020/21 წლების სეზონი უნდა დავხუროთ. კარგი შედეგი არ გვაქვს. ვიტყოდი, რომ ეს ჩვენ ისტორიაში ყველაზე ცუდი ციფრებია. ვალი 1.35 მილიარდი ევროა. როდესაც კლუბში მოვედით, ხელფასების გადახდის საშუალებაც არ გვქონდა.

თქვენ აქ შეკრებილი ხართ წარსული მმართველების მიერ გადადგმული ნაბიჯებით მიღებული კატასტროფული შედეგების დასანახად.

ნაცვლად იმისა, რომ წარსულის მემკვიდრეობაზე ვიწუწუნოთ, თავს მუშაობა უნდა ვაიძულოთ. ბოლო ექვსი თვის მანძილზე მუდმივად ვცდილობდით სიტუაციის გამოსწორებას, თუმცა ეს ერთ დღეში ვვერ მოხერხდება. ჩვენ “ბარსელონას” ფსკერიდან ამოვიყვანთ,” – აცხადებს ლაპორტა.

“პსჟ” “ბარსელონას” ბარტერს სთავაზობს

El Nacional-ის მიერ გაცრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავეყრდნობით, სერხიო აგუეროს კატალონიურ კარიერას, შესაძლოა, ბოლო ძალიან მალე მოეღოს. არგენტინელი შემტევის გადაბირების სურვილს “პარი სენ-ჟერმენი” გამოთქვამს.

ყველასათვის ნათელია და არც თავად აგუერო მალავს, რომ “მანჩესტერ სიტიდან” “ბარსელონაში” ლეო მესის მხარდამხარ სათამაშოდ გადაბარგდა. აგუეროს თქმით, მესის პარიზში გადაბარგება მისთვის შოკისმომგვრელი იყო.

ფრანგული გრანდი მზადაა, რომ “ბარსელონას” 33 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ მაურო იკარდი შესთავაზოს. ჯერჯერობით “ბლაუგრანა” ამ ბარტერის წინააღმდეგია.