ბასილაშვილი: “რა თქმა უნდა, გამარჯვება მინდოდა, მაგრამ დავბრუნდები”

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიანა უელსის ტურნირის ფინალში ბრიტანელ კამერონ ნორისთან სამ სეტში (3:6, 6:4, 6:1) დამარცხდა.

მასტერსზე მეორე ადგილის დაკავების შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა კომენტარი გააკეთა.

“ვულოცავ კამერონ ნორის კარგი ტურნირის ჩატარებას, ვულოცავ შენს გუნდს ამ გამარჯვებას და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა ჩემს გუნდს. რა თქმა უნდა, მინდოდა, რომ ეს ტიტული მომეგო, მაგრამ არა უშავს, წინსვლას გავაგრძელებ და მარტში დავბრუნდები”, – თქვა ბასილაშვილმა.

“ზესტაფონისთვის” გოლს დირექტორი ჯაბა დვალიც იტანს (ვიდეო)

“ზესტაფონის” ლეგენდარული თავდამსხმელი ჯაბა დვალი გოლების გატანას 2021 წელსაც ახერხებს. 36 წლის დვალი მე-4 ლიგელი “ზესტაფონის” გენერალური დირექტორია და აკადემიის საქმეებს კურირებს. საჭიროების ჟამს კი კარიერასაც ანახლებს და ბურთი გააქვს.

“უნდა ითქვას, რომ თანაქალაქელებთან შეხვედრამდე “ზესტაფონს” საკმაოდ სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნა – ავთანდილ სირაძისა და ირაკლი საღარეიშვილის რამდენიმეკვირიან იძულებით უქმობას ყვითელი ბარათების ლიმიტის გადამეტების გამო გიგა ამბროლაძის დისკვალიფიკაცია და ვანო წილოსანის ტრავმა დაემატა…

შეტევის ხაზში წარმოქმნილი საკადრო დეფიციტის შესავსებად გუნდის დამრიგებელმა ლევან ჯოხაძემ ზესტაფონელთა უბერებელ გოლეადორ ჯაბა დვალს უხმო. როგორც მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე თვის წინ ჯაბამ სპორტული კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა და ჩვენი კლუბის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაიწყო მოღვაწეობა, თუმცა პირველივე საჭიროებისას ის გუნდს ისევ გვერდით დაუდგა…”, – წერს “ზესტაფონის” ოფიციალური გვერდი.
დვალმა პენალტი ძალიან ტექნიკურად შეასრულა.

ილია ბერიაშვილის თავური გოლი “როტორში (ვიდეო)

ცენტრალუმა მცველმა ილია ბერიაშვილმა “როტორში” სეზონში მე-3 გოლი გაიტანა. “როტორმა” “სპარტაკის” მე-2 გუნდთან 1-1 ითამაშა. ყიფიანს ტრავმა აქვს, ქავთარაძე სკამზე დარჩა.

“როტორი” 22 ქულით 20 გუნდში მე-15 ადგილზეა.

“კიდევ ერთი ოჯახი დაანგრიე ბო*ის გამო” – ვანდა ნარა მაურო იკარდის დაშორდა

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელ მაურო იკარდისა და ვანდა ნარას გზები გაიყარა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ვანდა ნარა მეუღლეს ღალატის გამო გაშორდა.

28 წლის მაურო იკარდი და 34 წლის ვანდა ნარა 2014 წელს დაქორწინდნენ. თუმცა მათი რომანი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ვანდა ნარა იკარდის ყოფილ თანაგუნდელ მაქსი ლოპესთან იმყოფებოდა ქორწინებაში.

ვანდა ნარასა და მაურო იკარდის ხუთი შვილი ჰყავდათ, რომელთაგან ორი საერთო იყო, სამი კი ლოპესისა და ვანდა ნარასი.

წყვილის დაშორების შესახებ ვანდა ნარამ სოციალურ ქსელში გააკეთა განცხადება – “კიდევ ერთი ოჯახი დაანგრიე ბო*ის გამო”. ვანდამ ყველა ის ფოტო წაშალა, სადაც იკარდისთან ერთად იყო.

ირლანდიაში მეკარე მოედნიდან თანაგუნდელის ცემის გამო გააძევეს (ვიდეო)

ირლანდიაში უმაღლეს ჩემპიონატში მომხდარმა ეპიზოდმა სოციალური ქსელებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. “გლენტორანის” მეკარემ მეორე გოლის გაშვების შემდეგ თავის თანაგუნდელს სცემა, რის გამოც მოედნიდან გააძევეს.

ნემანია მატიჩი: “14 ქულა გვაქვს, ჯერ კიდევ ტიტულისთვის ბრძოლაში ვართ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ნემანია მატიჩი ბოლოდროინდელი არასახარბიელო შედეგების მიუხედავად ოპტიმიზმს ინარჩუნებს.

“ძალიან ვწუხვართ ჩვენი გულშემატკივირების იმედების გაცრუებისთვის. ისინი ბრწყინვალედ ასრულებენ თავიანთ საქმეს, გასვლით მატჩებშიც ზურგს გვიმაგრებენ. ფანები გაცილეებით უფრო მეტს იმსახურებენ.

მათ გასახარებლად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. 14 ქულა გვაქვს, ჯერ კიდევ ტიტულისთვის ბრძოლაში ვართ. ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას, დანებება არც კი განიხილება.

რაც შეეხება “ატალანტასთან” მატჩს, ძალიან რთული დაპირისპირება გველის. მეტოქე ძალიან ძლიერია. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მოედანზე სრულად წარმოვაჩინოთ ჩვენი პოტენციალი,” – აცხადებს მატიჩი.

Матич.

ბასილაშვილი: “ჩემი ქვეყნიდან ხელშეწყობა არასოდეს მქონია”

17 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა ინდიანა ველსის მასტერსის ნახევარფინალში ამერიკელი ტეილორ ფრიტცი ორ სეტში (5:7, 3:6) დაამარცხა და პირველად გავიდა ამ დონის ტურნირის ფინალში.

გამარჯვების შემდეგ, ნიკამ პრესკონფერენცია გამართა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მას ჰკითხა იმის შესახებ, თუ როგორი რთული გზის გავლა მოუწია იქამდე, სანამ აქ მოვიდოდა. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ საქართველოში ჩოგბურთი ისეთივე პოპულარული არ არის, როგორც დიდ ბრიტანეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

“ძალიან რთული გზა გამოვიარე. დიდი გამოცდილება უნდა დამეგროვებინა აქამდე მოსასვლელად. ახალგაზრდულ ასაკში, ვიცოდი, რომ ნამდვილად კარგ ჩოგბურთს ვერ ვითამაშებდი, რადგან გამოცდილების დაგროვება მჭირდებოდა. არასოდეს მქონია იმის შესაძლებლობა, რომ ვაილდქარდი მიმეღო. არანაირი ხელშეწყობა არ მქონია ჩემი ქვეყნიდან, რადგან იქ ჩოგბურთი პოპულარული სახეობა არ არის. ფინანსური კუთხით, სპონსორი არასოდეს მყოლია. ვიცოდი, რომ აქ მოსახვედრად ეს გზა უნდა გამევლო. შეხვედრიდან შეხვედრამდე გამოცდილებას ვიღებდი. მიხარული ვარ იმით, თუ სად ვარ ახლა. ვიცოდი, რომ კარიერის ბოლო წლებში კარგ ჩოგბურთს ვითამაშებდი”, – განაცხადა ბასილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ფინალში ნიკას მეტოქე დიდი ბრიტანელი, მსოფლიოს 26-ე ჩოგანი კამერონ ნორი იქნება. ეს დაპირისპირება 17 ოქტომბერს, თბილისის დროით, 22:00 საათზე ჩანიშნული.

კლოპი: “სალაჰი ახლა მსოფლიოში საუკეთესოა, ვინ დგას მასზე მაღლა?”

პრემიერ ლიგის მერვე ტურში მორიგი სუპერმატჩი ჩაატარა მოჰამედ სალაჰმა და “ლივერპულმა”. “სკაუზერებმა” კლაუდიო რანიერის “უოტფორდი” 0-5 გაანადგურეს. მატჩის შემდეგ იურგენ კლოპმა და ჯეიმი კარაგერმა მოჰამედ სალაჰის ბრწყინვალე სათამაშო ფორმა გამოარჩიეს.

“მოჰამედ სალაჰმა უბრალოდ ბრწყინვალედ ითამაშა. მისი გადაცემა პირველი გოლის მომენტში შესანიშნავი იყო, გოლი კი – დიდებული.

სალაჰი ახლა მსოფლიოში საუკეთესოა, ამას ყველა ვხედავთ. ვინ დგას მასზე მაღლა? ახლა საუბარი არ მაქვს კრიშტიანუ რონალდუსა და მესის დომინაციასა და იმაზე, თუ რა აქვთ გაკეთებული ფეხბურთში. ახლა ის საუკეთესოა,” – განაცხადა კლოპმა.

კლოპის პოზიცია სრულად გაიზიარა ჯეიმი კარაგერმა და სოციალურ ქსელში ასეთი პოსტი გამოაქვეყნა – “ამ დროისთვის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი – მოჰამედ სალაჰია.”

“ბარსელონამ” ჰოლანდის ალტერნატივას “ფიორენტინაში” მიაკვლია

არსებული ფინანსური კრიზისიდან გამომადინარე კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის განხორციელების იმედები დაკარგეს და მის ალტერნატივას “ფიორენტინაში” მიაკვლიეს.

ჟურნალისტი ჟერარა რომერო ირწმუნება, რომ “ლურჯ-ბროწეულისფრებს” მიზნად დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერის განხორციელება აქვთ დასახული. 21 წლის ფეხბურთელი იტალიური სერია A-ს დატოვებასთან ძალიან ახლოს არის.

მიმდინარე სეზონში სერბმა თავდამსხმელმა “ფიორენტინას” მაისურით 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 4 გატანილი გოლით გამოიჩინა. გასულ სეზონში კი მან იტალიის ჩემპიონატის 37 მატჩში 21 გოლი გაიტანა.

რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ინდიანა უელსის მასტერსის ფინალში გასვლით?

17 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა ინდიანა ველსის მასტერსის ნახევარფინალში ამერიკელი ტეილორ ფრიტცი ორ სეტში (5:7, 3:6) დაამარცხა და პირველად გავიდა ამ დონის ტურნირის ფინალში.

ნახევარფინალში გამარჯვებით, ბასილაშვილმა 600 სარეიტინგო ქულა და 640 000 ამერიკული დოლარი გაომიმუშავა.

ფინალში ნიკას მეტოქე დიდი ბრიტანელი, მსოფლიოს 26-ე ჩოგანი კამერონ ნორი იქნება. ეს დაპირისპირება 17 ოქტომბერს, თბილისის დროით, 22:00 საათზე ჩანიშნული.

ბასილაშვილის პირველი კომენტარი ინდიანა უელსის მასტერსის ფინალში გასვლის შემდეგ

17 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა ინდიანა ველსის მასტერსის ნახევარფინალში ამერიკელი ტეილორ ფრიტცი ორ სეტში (5:7, 3:6) დაამარცხა და პირველად გავიდა ამ დონის ტურნირის ფინალში.

ფინალში ნიკას მეტოქე დიდი ბრიტანელი, მსოფლიოს 26-ე ჩოგანი კამერონ ნორი იქნება.

ფრიტცთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა კომენტარი ქართულ ენაზე გააკეთა.

“რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ინდიანა უელსს მე-5 დიდი შლემის ტურნირს უწოდებენ. ეს არის ჩოგბურთის პიკი. ჩემთვის ფინალი ძალიან მნიშვნელოვნია. თავს კარგად ვგრძნობ და იმედია, ფინალში კარგი თამაში მექნება. ნორი საინტერესო ჩოგბურთელია, დღეს საღამოს ზუსტად შევისწავლი. აქცენტს ჩემს თამაშზე გავაკეთებ და არ დავისტრესები იმით, თუ როგორია ჩემი მეტოქე”, – თქვა ბასილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ფინალური დაპირისპირება 17 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:00 საათზეა ჩანიშნული.

მესამე მშრალი მატჩი – როგორი იყო რონალდუს სტატისტიკა “ლესტერთან”?

“მანჩესტერ იუნაიტედმა” პრემიერ ლიგის მერვე ტურის მატჩში მორიგი კრახი განიცადა. ოლე გუნარ სულშერის შეგირდები გასვლაზე “ლესტერ სიტისთან” დამარცხდნენ ანგარიშით 4:2.

კრიშტიანუ რონადლუმ მოედანზე 90 წუთი გაატარა, თუმცა თავის გამოჩენა ვერ შეძლო. კარგი სტარტის შემდეგ ეს პრემიერ ლიგის ზედიზედ მესამე მატჩია, რომელშიც რონალდუმ ვერც გოლის გატანა მოახერხა და ვერც საგოლე გადაცემის გაკეთება.

დღევანდელ შეხვედრაში კრიშტიანუმ 3 დარტყმა განახორციელა კარის მიმართულებით, გააკეთა 31 გადაცემა (სიზუსტე – 90.3 პროცენტი) და სამჯერ მოხვდა თამაშგარე მდგომარეობაში. პორტუგალიელმა ორჯერ დაკარგა ბურთი და ერთხელ დაჯარიმდა მეტოქეზე.

რაც შეეხება საერთო სტატისტიკას, “ოლდ ტრაფორდზე” დაბრუნების შემდეგ რონალდუს 7 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.