“ლივერპულს” ბარელას დამატება სურს

“ლივერპული” მილანის “ინტერის” შუახაზელ ნიკოლო ბარელათი დაინტერესდა.

“ენფილდროუდელები” 24 წლის იტალიელი საყრდენი ნახევარმცველის დამატებას ზამთრის სატრანსფერო პერიოდშივე შეეცდებიან.

ნიკოლო ბარელა “ინტერის” ღირსებას 2019 წლის ზაფხულიდან იცავს და გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად ითვლება. მან მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ცხრა შეხვედრაში ერთი ბურთი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. იტალიელ ნახევარმცველსა და “ნერაძურის” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით აქვს.

სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” ნიკოლო ბარელას სატრანსფერო ღირებულებას 65 მილიონ ევროდ აფასებს.

ირაკლი აზაროვის საოცარი გოლი “შუქურას” კარში (ვიდეო)

ბათუმის “დინამოს” მარცხენა მცველმა “შუქურას” წინააღმდეგ გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. ირაკლის გოლი საოცრად კარგი გამოდგა.

ზურიკო დავითაშვილმა “ზენიტს” გაუტანა (ვიდეო)

ნიკოლოზ ბასილაშვილი: “წელიწად-ნახევარია ჩემს შვილთან ურთიერთობა არ მაქვს”

15 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. მან 1000-ქულიანი ტურნირის, ინდიან ველსის 1/4-ფინალურ ეტაპზე მსოფლიოს მე-3 ჩოგანი, სტეფანოს ციციპასი სამ სეტში, 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა.

გამარჯვების შემდეგ, ნიკამ კამერაზე ხელმოწერის ნაცვლად საკუთარი შვილის, ლუკასის სახელი დაწერა და ეს წარმატებაც სწორედ მას მიუძღვნა.

მოგვიანებით, პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ უკვე წელიწად-ნახევარია შვილთან ურთიერთობა არ აქვს.

“წელიწად-ნახევარია ჩემს შვილთან ურთიერთობა არ მაქვს. ყოველდღიურად ვცდილობ, რომ რაღაცნაირად ის სულ ყოველთვის ჩემს აზროვნებაში იყოს. ასეთ მნიშვნელოვან დროს, როცა კორტზე ვთამაშობ, ჩემს შვილზე ფიქრი მამშვიდებს. ამ მომენტს გამოვყავარ მდგომარეობიდან. სპორტის გარეთ, არის ოჯახი, პირადი ცხოვრება და ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ამიტომაც კორტზე უფრო ნაკლებად ვარ დაძაბული. ეს გამარჯვება, რა თქმა უნდა, შვილს მივუძღვენი”, – უთხრა ბასილაშვილმა Setanta Sports Georgia-ს ჟურნალისტს.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ციციპასთან გამარჯვება შვილს მიუძღვნა (ფოტო)

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 1000-ქულიანი ტურნირის, ინდიან ველსის 1/4-ფინალურ ეტაპზე მსოფლიოს მე-3 ჩოგანი, სტეფანოს ციციპასი სამ სეტში, 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ეს გამარჯვება შვილს, ლუკასს მიუძღვნა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, კამერასთან მისულმა ნიკოლოზმა საკუთარი ხელმოწერის მაგივრად, ქართული ასოებით შვილის სახელი დაწერა.

ლაშა ტალახაძე სპორტის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და მწვრთნელი გახდება

2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე სპორტის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და მწვრთნელის ფაკულტეტზე ისწავლის.

განათლების სამინისტროს ახალი დადგენილებით, ოლიმპიურ, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორებს სპორტის უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩარიცხვა შეეძლებათ და სწორედ ეს შესაძლებლობა გამოიყენა ტალახაძემაც.

ტალახაძის გარდა ჩარიცხვის სურვილი ლაშა შავდათუაშვილმა, იაკობ ქაჯაიამ, გენო პეტრიაშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და გურამ თუშიშვილმა გამოთქვეს, მაგრამ, დიდი ალბათობით, სწავლის დაწყებას მომავალი წლიდან შეძლებენ.

რა თანხა გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ციციპასის დამარცხებით?

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 1000-ქულიანი ტურნირის, ინდიან ველსის 1/4-ფინალურ ეტაპზე მსოფლიოს მე-3 ჩოგანი, სტეფანოს ციციპასი სამ სეტში, 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა.

ამჟამინდელი მონაცემებით, ნიკა მსოფლიოს 36-ე ჩოგანია, თუმცა ბერძენთან გამარჯვების შემდეგ, სავარაუდოდ, ის რეიტინგში 7 პოზიციით დაწინაურდება.

1/4-ფინალში მოგებით, ბასილაშვილმა 335 000 დოლარი და 360 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერი დაამარცხა!

რამდენიმე წუთის წინ დაასრულდა ინდიან უელსის მასტერსის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრა ნიკოლოზ ბასილაშვილსა და სტეფანოს ციციპასს შორის. ქართულ-ბერძნული დაპირისპირება ნიკოლოზის გამარჯვებით დასრულდა.

ნიკოლოზ ბარათაშვილმა გამარჯვება დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 2-1 (6:4, 2:6, 6:4) მოიპოვა.

გათამაშების ნახევარფინალურ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქის ვინაობას ფრიტცისა და ზვერევის დაპირისპირება გადაწყვეტს. ამ შეხვედრაში ფავორიტად ზვერევი მიიჩნევა.

ბართომეუ: “მე ყველაფერს გავაკეთებდი მესის შესანარჩუნებლად”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოზეპ ბართომეუმ, პრესასთან საუბრისას ლეო მესის კლუბიდან გაშვების საკითხი განიხილა.

“რონალდ კუმანს უკვე აღარ ჰყავს ლეო მესი. როგორც პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, არ მინდოდა ლეო მესის წასვლა. მე ყველაფერს გავაკეთებდი მის შესანარჩუნებლად.

ლეო მესიმ ჩათვალა, რომ “ბარსელონასთვის” და თავისი კარიერისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ წავიდოდა. ჩვენ ის ზაფხულში გავუშვით და ეს ჩემი აზრით ცუდი გადაწყვეტილება იყო.

თავიანთ კამპანიებში ისინი საუბრობენ კატასტროფულად ცუდ მემკვიდრეობაზე. თუმცა ფაქტი ისაა, რომ ბოლო ათი წლის მანძილზე 22 ტიტული გვქონდა მოგებული და გუნდში ახალგაზრდების წარმოჩენის პროცესი იყო დაწყებული,” – აცხადებს ბართომეუ.

ლუჩანო სპალეტის მანქანა მოპარეს (ფოტო)

La Gazzetta dello Sport-ის მიერ მოპოვებული უახლესი ცნობების თანახმად, “ნაპოლის” მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის მანქანა მოპარეს.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ფეხბურთის 62 წლის სპეციალისტს ხუთშაბათ საღამოს მოპარეს მანქანა. სპალეტი უკვე დაუკავშირდა იტალიური პოლიციის წარმომადგენლებს.

სპალეტი დიდი ხნის მანძილზე ატარებდა Mercedes-ის ფირმის ავტომობილს, თუმცა ნეაპოლში გადასვლის შემდეგ Fiat Panda-ს მართავდა.

ევრა: “დავიღალე! რით დაიმსახურა მესიმ ოქროს ბურთი?”

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა წევრმა, პატრის ევრამ, სატელევიზიო ეთერში საუბრისას ლეო მესის ოქროს ბურთით დაჯილდოვების საკითხი განიხილა.

“ჩემი გადმოსახედიდან, ეს ოქროს ბურთი ნგოლო კანტემ უნდა მოიგოს. მეორე ვარიანტად კი ჟორჟინიოს განვიხილავ, ის ამას იმსახურებს! არ მესმის, რატომ ამბობენ, რომ ის უბრალოდ ნახევარმცველია. ჟორჟინიომ ყველაფერი მოიგო და ამ გამარჯვებებში დიდი წვლილიც შეიტანა.

უსამართლობა. დავიღალე! რით დაიმსახურა მესიმ ოქროს ბურთი ამ სეზონში? გასაგებია, რომ კოპა ამერიკა მოიგო, მაგრამ რა გააკეთა “ბარსელონაში”?

ტიტულები ჟორჟინიომაც მოიგო და ჩემთვის დიდი უსამართლობა იქნება, თუ მას ამ ტიტულს არ გადასცემენ,” – განაცხადა ევრამ.

“მიყვარხარ, საქართველო!” – ქირიამ გამარჯვების შემდეგ ქართველებს მიმართა (ვიდეო)

ქართველმა კიკბოქსიორმა დავით ქირიამ One Championship-ის მსოფლიო გრან პრიზე პირველი შეხვედრა გამართა. ქირია მეოთხედფინალურ ეტაპზე გერმანელ ენრიკო კელს დაუპირისპირდა და მეტოქე პირველივე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

ქართველი სპორტსმენი ნახევარფინალური ეტაპის ბრძოლას რამდენიმე თვეში გამართავს. ტურნირის საპრიზო ფონდი 1 მილიონი დოლარია.

ენრიკო კელთან გამარჯვების შემდეგ, ქირიამ კომენტარი გააკეთა, ბოლოს კი ქართველებს ქართულად მიმართა:

“სალამი ყველას, ვინც მე “ანდერდოგი” მიწოდა. პირველ რიგში, მადლობა ღმერთს, ჩემს ოჯახს, ჩემს მწვრთნელ ბაჩოს. მადლობა ჩემს მენეჯმენტს. შესანიშნავი გრძნობაა აქ ყოფნა. ძალიან ემოციური მომენტია, რადგან გავიმარჯვე. დაგპირდით, რომ ერთ-ერთ საუკეთესო ბრძოლას შემოგთავაზებდით და მე ეს გავაკეთე.

მადლობა ჩემს ქვეყანას. მიყვარხარ, საქართველო! ჩვენ გავიმარჯვებთ და ბოლომდე მივიყვანთ საქმეს!” – თქვა ქირიამ.

იხილეთ ვიდეო