დავით ქირიას ბრწყინვალე გამარჯვება – ქართველმა მეტოქე პირველივე რაუნდში დაამარცხა! (ვიდეო)

ქართველმა კიკბოქსიორმა დავით ქირიამ One Championship-ის მსოფლიო გრან პრიზე პირველი შეხვედრა გამართა. ქირია მეოთხედფინალურ ეტაპზე გერმანელ ენრიკო კელს დაუპირისპირდა და მეტოქე პირველივე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

ქართველი სპორტსმენი ნახევარფინალური ეტაპის ბრძოლას რამდენიმე თვეში გამართავს. ტურნირის საპრიზო ფონდი 1 მილიონი დოლარია.

იხილეთ ვიდეო

ოტამენდისა და რომეროს რეაქცია, როცა პერუელმა ფეხბურთელმა პენალტი ვერ გამოიყენა (ვიდეო)

საქართველოში “ინტერის” აკადემია იხსნება (ვიდეო)

მილანის “ინტერი” საქართველოში ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას ხსნის.

იტალიური გრანდის რიგით მეოცე აკადემია თბილისში დაფუძნდება. პროექტი “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან” პარტნიორობით ხორციელდება. ცენტრში სწავლა 5-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებს შეეძლებათ. განაცხადების მიღება კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე დაწყებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, 24 ოქტომბერს “ინტერსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გასამართი მატჩის მიმდინარეობისას საქართველოში “ნერაძურის” აკადემიის დაფუძნების შესახებ აღსანიშნავი ბანერი გამოეფინება.

მილანის “ინტერთან” გაფორმებული თანამშრომლოობის დეტალებზე “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ დავით კერესელიძემ ისაუბრა:

“მოხარული ვარ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს საფეხბურთო კლუბთან თანამშრომლობის გაფორმებით. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი, ვინაიდან ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ წამყვან კლუბთან, როგორიც არის “ინტერი”, რომელსაც ახალგაზრდების განვითარებისთვის მუშაობაში გამოცდილება მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს.

აკადემიაში 5-დან 17 წლამდე ბავშვებს მივიღებთ, რომლებსაც იტალიიდან ჩამოყვანილი სპეციალისტი მასიმილიანი ფერარი უხელმძღვანელებს. მან “ინტერის” აკადემია ჩინეთში ააწყო. ყოველწლიურად “ინტერში” სტაჟირებას მინიმუმ ათი ქართველი მწვრთნელი და ოცი ფეხბურთელი გაივლის. “ინტერის” აკადემია საქართველოში ფუნქციონირებას გაზაფხულიდან დაიწყებს. ეს ამბავი იმიტომ მიხარია, რომ საქართველოში “ინტერის” აკადემიის გახსნა ქართულ ფეხბურთს წაადგება“.

“ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” სპორტული კლუბი დიღომში მდებარეობს. აქვე შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა” ქუთაისის “ტორპედო” შეისყიდა.

მილანის “ინტერმა” საქართველოში აკადემიის დაფუძნების შესახებ სპეციალური ვიდეორგოლი გამოაქვეყნა.

აგუერო: “მესის “ბარსელონადან” წასვლა ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო”

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ, “ბარსელონაში” ტრანსფერსა და ლეო მესის კლუბიდან წასვლაზე გააკეთა კომენტარი.

– ნანობთ “ბარსელონასთან” კონტრაქტის გაფორმებას?

– არა. ვის არ უნდა “ბარსელონაში” თამაში? ვფიქრობ, ფეხბურთელების უმეტესობა ოცნებობს ამ კლუბის მაისურის მორგებაზე იმის მიუხედავად, თუ როგორ მდგომარეობასი იმყოფება “ბარსა”.

არ ვმალავ, რომ აქ ლეო მესისთან ერთად სათამაშოდ გადმოვედი. გვინდოდა, რომ კარგი გუნდი შეგვეკრა. როდესაც პირველად დამიკავშირდნენ, იდეა მომეწონა. არ მაინტერესებდა რამდენი მექნებოდა ხელფასი, მინდოდა გუნდს დავხმარებოდი.

– რამდენად რთული იყო მესის წასვლის მომენტი თქვენთვის?

– მესის “ბარსელონადან” წასვლა ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიყავი. თავდაპირველად ამის დაჯერებაც კი მიჭირდა.

“პარი სენ-ჟერმენის” პრიორიტეტი ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი იქნება

უცხოურ პრესაში გავრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავუჯერებთ, “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები უკვე იწყებენ მუშაობას ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის განსახორციელებლად.

Foot Mercato-ს ცნობით, კილიან მბაპეს მადრიდის “რეალში” გადასვლა თითქმის გარდაუვალია, “პარიზელები” კი მის შემცვლელს ერლინგ ჰოლანდში ხედავენ. მინო რაიოლასთან, ერლინგ ჰოლანდის აგენტთან, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

ფრანგული გრანდი 21 წლის ნორვეგიელს იგივე პირობებს სთავაზობს, როგორიც მბაპეს ჰქონდა. ჰოლანდთან ხელშეკრულება 2+1 სქემის თანახმად გაფორმდება. მისი ხელფასი კი 38-42 მილიონი ევრო იქნება წელიწადში.

ტოლისო “ბაიერნს” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს

მიმდინარე სეზონის მიწურულს მიუნხენის “ბაიერნის” რიგებს ნახევარმცველი კორენტინ ტოლისო დატოვებს.

გერმანული ტაბლოიდის, Bild-ის, მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანულ გრანდს ფრანგ ფეხბურთელთან თანამშრომლობის არანაირი სურვილი არ გააჩნია. ამიტომაც ის “რეკორდმაისტერს” კონტრაქტის დასრულებისთანავე დატოვებს.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფება კინგსლი კომანიც. თუმცაღა, ამ უკანასკნელის ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ნაცვლად 2023 წლის ზაფხულში გასდის.

მიმდინარე სეზონში 27 წლის ტოლისომ “ბაიერნის” მაისურით ბუნდესლიგაში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა.

ფერგიუსონი: “რონალდუ ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს”

ოქროს ბურთისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. ამ დროისთვის ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების ფავორიტებად კარიმ ბენზემა, ლეო მესი, ჟორჟინიო და რობერტ ლევანდოვსკი სახელდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუ რონალდუს ბევრი ფავორიტად არ მიიჩნევს, სერ ალექს ფერგიუსონი თვლის, რომ პორტუგალიელი ამ ტიტულის მოგებას იმასხურებს.

“კრიშტიანუ ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს. 2021 წელს ის რეკორდს რეკორდზე ამხობს,” – განაცხადა ლეგენდარულმა შოტლანდიელმა მწვრთნელმა.

რამდენიმე დღის წინ კრიშტიანუმ კარიერაში 58-ე ჰეთ-ტრიკი გაიფორმა. მატჩის შემდეგ მან ასეთი კომენტარი გააკეთა – “ყოველთვის მეტი და უფრო მეტი მსურს, ეს ჩემ დნმ-შია.”

რონალდომ “ოქროს ბურთზე” საკუთარი ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ 2021 წლის “ოქროს ბურთის” მოპოვების კანდიდატებს შორის თავისი ფავორიტი დაასახელა.

“ეჭვგარეშეა, რომ ჩემი კანდიდატი არის კარიმ ბენზემა. ის საუკეთესო თავდამსხმელია, ათი წელია უმაღლეს დონეს ინარჩუნებს და ყველაფერთან ერთად ჩემპიონია. ასე არ ფიქრობთ?” – აღნიშნა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთი” დაჯილდოების ცერემონია 29 ნოემბერს, პარიზში გაიმართება.

მბაპე ავტობიოგრაფიული კომიქსის გამოცემას აპირებს

საფრანგეთის ნაკრებისა და “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი კილიან მბაპე ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემას აპირებს, რომელსაც კომიქსის სახე ექნება.

კომიქსი 12 ნოემბერს გამოიცემა და მისი სახელწოდება იქნება “Je m’appelle Kylian”, რაც ქართულად ასე ითარგმნება – “მე მქვია კილიანი”. ავტობიოგრაფიულ კომიქსში გადმოცემული იქნება მბაპეს განვილილი ცხოვრებისა და სირთულეების შესახებ. წიგნი 300 ათასი ტირაჟით დაიბეჭდება.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს თანაგუნდელებმა ვიზუალური მსგავსების გამო ცნობილი კომიქსის “კუ-ნინძების” ერთ-ერთი გმირის – დონატელოს სახელი შეარქვეს.

წარმოუდგენელი ცვლილება – როგორ გამოიყურება სამირ ნასრი ამჟამად? (ფოტო)

სამირ ნასრიმ, რომელმაც პროფესიონალური კარიერა 2020 წლის ზაფხულში დაასრულა, მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო მატჩში. მან მარსელის “ოლიმპიკის” ფორმა ისევ მოირგო და ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად ითამაშა.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ნასრი წონაში საგრძნობლადაა მომატებული.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ნახევარმცველი სხვადასხვა დროს “მარსელში”, “არსენალში”, “მანჩესტერ სიტიში”, “სევილიასა” და “ვესტ ჰემში” თამაშობდა. მის კარიერის ბოლო კლუბი ბელგიური “ანდერლეხტი” იყო.

გურამ კაშიას ბრწყინვალე მოქმედება კოსოვოს ნაკრებთან მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო