კოსოვო – საქართველო (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები სტუმრად კოსოვოს დაუპირისპირდება.

უკვე ცნობილია, როგორი შემადგენლობებით გავლენ გუნდები მოედანზე.

კოსოვო:

საქართველო: გიორგი ლორია; ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე; ნიკა კვეკვესკირი, ვაკო გვილია, საბა ლობჟანიძე; ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი წიტაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი

შეგახსენებთ, რომ მატჩი 22:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მურიქი: “საქართველოს ნაკრები კარგად შევისწავლეთ, უნდა გავიმარჯვოთ”

კოსოვოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, “ლაციოს” თავდამსხმელმა ვედათ მურიქიმ საქართველოსთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი გუნდი სამი ქულის მოპოვებას გეგმავს.

“საქართველოსთან უნდა გავიმარჯვოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდი სტუმრად დავამარცხეთ, მეტოქის არდაფასება გამორიცხულია. რთული მატჩი გველის, თუმცა საქართველოს ნაკრები კარგად შევისწავლეთ და მოედანზე მოსაგებად გავალთ. არ აქვს მნიშვნელობა, რა ანგარიშით გავიმარჯვებთ, ჩვენ სამი ქულა გვჭირდება. კოსოვოს ნაკრებში ყოველთვის კარგი ატმოსფეროა. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ერთმანეთს კარგად ვიცნობთ”, – განაცხადა მურიქიმ.

შეგახსენებთ, რომ კოსოვოსა და საქართველოს ნაკრებებს შორის შეხვედრა დღეს, პრიშტინაში, 22:45 საათზე დაიწყება.

თომას მიულერის საგოლე გადაცემა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

დათუნაშვილი: “ორი წლის წინ კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი”

სერბეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუნაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, 30 წლის მოჭიდავე 87კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო პირველობის გამარჯვებული გახდა. მან ფინალში ბელარუსი მასკევიჩი 9:1 დაამარცხა.

გამარჯვების შემდეგ, დათუნაშვილმა თქვა, რომ ორი წლის წინ ის კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა.

“მინდა, სერბეთს მადლობა გადავუხადო. საქართველოში ძალიან ცუდი პერიოდი მქონდა. ორი წლის წინ კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი, რადგან საქართველოს ჭიდაობის ფედერაციასთან პრობლემები მქონდა. ამის შემდეგ სერბეთში წავედი, დამეხმარნენ და ამისათვის მადლობელი ვარ”, – განაცხადა მსოფლიო ჩემპიონმა.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონი კარიერაში პირველად გახდა. მან საქართველოს დატოვების გადაწყვეტილება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან კონფლიქტის შემდეგ გადაწყვიტა. ზურა სერბეთის სახელით 2020 წლიდან ასპარეზობს.

სანიოლი: “გვსურს ქართველი გულშემატკივარი ამაყობდეს საკუთარი ნაკრებით”

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და შემტევმა საბა ლობჟანიძემ კოსოვოსთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართეს.

ვილი სანიოლი: “სექტემბერში კოსოვოსთან დავმარცხდით, ეს ჩვენთვის საკმაოდ რთული მომენტი იყო, საშინაო მატჩში ყველა განსხვავებულ შედეგს ელოდა. რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, მსურს, რომ ჩემი ფეხბურთელები ისე განეწყონ თამაშისთვის , როგორც ეს კოსოვოელებმა ბათუმში მოახერხეს. გვსურს, ქართული ფეხბურთი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ. პირველ შეხვედრაში განცდილი მარცხი ჯერაც ვერ დავივიწყეთ და შევეცდებით ეს გამოვასწოროთ.

საბერძნეთის წინააღმდეგ რთული შეხვედრა გამოვიდა, თუმცა ამ მატჩში უკეთესად გამოვიყურებოდით ვიდრე ეს სექტემბერში კოსოვოს წინააღმდეგ იყო. სამწუხაროდ ბოლო წუთებზე ჩვენს კარში პენალტი მივიღეთ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხვალინდელ შეხვედრაში მოედანზე პოზიტიური განწყობით უნდა გავიდეთ. ყველა მატჩში ვცდილობთ, რომ მოედანზე საუკეთესო შემადგენლობით ვიყოთ და ქართველი ხალხი გავახაროთ. ასევე გვსურს,რომც”, – განაცხადა სანიოლმა.

“კოსოვოს ძლიერი ნაკრები ჰყავს და ამაში ერთი თვის წინ დავრწმუნდით. რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, ჩემი და მთლიანი გუნდის მოლოდინია, რომ ხვალ სამი ქულისთვის უნდა ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ, რომ რთული თამაში გველის, მაგრამ მოედანზე გამარჯვებისთვის უნდა გავიდეთ და მჯერა, რომ ამის ძალა შეგვწევს”, – დაამატა საბა ლობჟანიძემ.

Nakrebi.Ge

გიორგი ჩაკვეტაძე ნაკრებს კოსოვოსთან ვერ დაეხმარება

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას 12 ოქტომბერს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი პრიშტინაში დღეს ჩავიდა და კოსოვოსთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა. შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე საწვრთნელი პროცესი ძლიერი წვიმის ფონზე ერთი საათი გაგრძელდა.

პრიშტინაში ჩვენი გუნდი 21 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება. საქართველოს ნაკრებს კოსოვოს წინააღმდეგ შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარება. ფეხბურთელმა გუნდთან ერთად გამგზავრება სასუნთქი გზების მწვავე ინფექციის ნიშნების გამო ვერ შეძლო.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კოსოვოს წინააღმდეგ:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)

კოსოვოსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 12 ოქტომბერს პრიშტინას ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

Nakrebi.GE

შოთა არველაძემ კვარაცხელიასა და ჩაკვეტაძეს მიმართა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ვეტერანმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძეს მიმართა.

“რთულია პერიოდია და თქვენზე ბევრი რამეა დამოკიდებული. უნდა შეძლოთ!” – წერს არველაძე Facebook-ში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, B ჯგუფში 6 ტურის შემდეგ, 1 ქულით, ბოლო ადგილს იკავებს.

ოფიციალურად: ლევან მჭედლიძე “ტორპედოს” ფეხბურთელია!

ლევან მჭედლიძე ამიერიდან ქუთაისის “ტორპედოს” ღირსებას დაიცავს. 31 წლის ფეხბურთელმა ქუთაისურ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა, რის შესახებაც ცნობილი დღეს გახდა.

მჭედლიძე სხვადასხვა დროს “ემპოლისა” და “პალერმოს” რიგებში თამაშობდა. 2019 წელს ის თბილისის “დინამოში” გადავიდა, 2021 წელს კი ბათუმის “დინამოს” წევრი გახდა. მან ბათუმური კლუბი 1 ივლისს დატოვა, რის შემდეგაც უკლუბოდ იყო.

მჭედლიძეს ეროვნულ ლიგაში სულ 8 მატჩი აქვს ჩატარებული, მან საქართველოს ჩემპიონატში 1 გოლის გატანა მოახერხა.

ზურაბ დათუნაშვილი: “ახლა მეფე მე ვარ”

სერბეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუნაშვილმა 87კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ზურამ მსოფლიო პირველობის ფინალში ბელარუსი კირილ მასკევიჩი 9:1 დაამარცხა.

“რთული დაპირისპირება იყო, მაგრამ სტრატეგია მქონდა. მე და ჩემმა მწვრთნელმა ამაზე ვიმუშავეთ. მეტოქის შესახებ ბევრი რამ ვიცი, ვიცი, როგორ ჭიდაობს. მან შეცდომა დაუშვა და ამ მომენტით ვისარგებლე. ის ჩვენს წონით კატეგორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ადრე მან მოიგო, შემდეგ – მე, ახლა ისევ მე გავიმარჯვე. ეს ფინალი იყო, ახლა მეფე მე ვარ.

ტოკიოში ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე და ამის შემდეგ, ფსიქოლოგიურად, ძალიან კარგ მდგომაროებაში ვიყავი. ერთი თვით დავისვენე და შემდეგ ოსლოში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისათვის ვემზადებოდი”, – ციტირებს დათუნაშვილის სიტყვებს uww.org.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონი კარიერაში პირველად გახდა. მან საქართველოს დატოვების გადაწყვეტილება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან კონფლიქტის შემდეგ გადაწყვიტა. ზურა სერბეთის სახელით 2020 წლიდან ასპარეზობს.

საქართველოს ნაკრები კოსოვოში სამი ფეხბურთელის გარეშე გაემგზავრა

12 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები პრიშტინაში კოსოვოს ნაკრებს დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის შეგირდები სამი ქულის მოპოვებას სამი ფეხბურთელის დანაკლისის ფონზე შეეცდებიან.

ზემოხსენებულ შეხვედრას მიღებული ყვითელი ბარათების გამო ჯაბა კანკავა და გიორგი აბურჯანია გამოტოვებენ. მცირე დაზიანების გამო კოსოვოელებთან ვერ დაგვეხმარება გიორგი მიქაუტაძეც.

რაც შეეხება მედლის მეორე მხარეს, დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ მოედანზე გასვლას შეძლებენ გურამ კაშია და გოგა ჩაბრაძე.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული 6 მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთი ქულა აქვს მოპოვებული და ბოლო პოზიციას იკავებს.

შმეიხელი: “არ მგონია, ფეხბურთში ფერგიუსონზე ძლიერი მწვრთნელი გამოჩნდეს”

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და დანიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მეკარემ, პეტერ შმეიხელმა, პრესასთან საუბრისას სერ ალექს ფერგიუსონის სიდიადეზე გაამახვილა ყურადღება.

“არ მგონია, ფეხბურთში მასზე ძლიერი მწვრთნელი გამოჩნდეს. მის არსენალში ძალიან ბევრი ძლიერი იარაღი იყო, თუმცა მისი კომუნიკაციის უნარი განსაკუთრებულად მაღალი დონის იყო.

მას ბრწყინვალედ შეეძლო ისეთ რთულ ადამიანებთან გამკლავება, როგორიც მე და როი კინი ვიყავით… იმ დროს გასახდელი სავსე იყო განსხვავებული ხასიათების მქონე ფეხბურთელებით, მაგრამ მისთვის ეს პრობლემას არასდროს წარმოადგენდა.

მისთვის უმნიშვნელოვანესი იყო გასახდელში ასეთი ფეხბურთელების ყოლა. მილიონი მიზეზი არსებობს ამისთვის,” – აცხადებს პეტერ შმეიხელი.