დავითაშვილი: “ძნელია მსგავსი შედეგის მერე გულშემატკივარს რამე უთხრა”

საქართველოს ნაკრების შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. 20 წლის ფეხბურთელი სექტემბერში გამართულ სანაკრებო მატჩებს გამოეხმაურა.

“ძნელია მსგავსი შედეგის მერე უთხრა გულშემატკივარს რამე. ბევრი რაღაც არ გამოგვივიდა და რა თქმა უნდა, ამას ყველა განვიცდით, მარგამ არის ფეხბურთში მსგავსი მომენტები და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს!” – წერს დავითაშვილი Instagram-ში.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის სანაკრებო მატჩებში (კოსოვოს, ესპანეთისა და ბულგარეთის წინააღმდეგ) საქართველოს მხრიდან ერთადერთი გოლი სწორედ ზურიკომ გაიტანა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე

2-10 ოქტომბერს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. უკვე ცნობილია, როგორი შემადგენლობით იასპარეზებს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო პირველობაზე.

საქართველოს ნაკრები

57კგ: ბექა ბუჯიაშვილი;
61კგ: ბექა ლომთაძე;
65კგ: შოთა ფარტენაძე;
70კგ: ზურაბ იაკობიშვილი;
74კგ: ავთანდილ კენჭაძე;
79კგ: ნიკა კენჭაძე;
86კგ: სანდრო ამინაშვილი;
92კგ: ირაკლი მწითური;
97კგ: ელიზბარ ოდიკაძე;
125კგ: გენო პეტრიაშვილი.

ფოტო: საქართველოს ბანკი

გრიგოლ ვაშაძე: “250 მილიონი დაგვიჯდა 91-ე ადგილი FIFA-ს რეიტინგში”

პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა და “მესამე ძალის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ქართული ფეხბურთის დაფინანსების შესახებ მოკლედ ისაუბრა.

“პოპულისტურად თანხების დახარჯვა არავის უნდა ეპატიოს. 400 მილიონი დაიხარჯა ხვნა-თესვაში და ბოლოს რა? 250 მილიონი დაგვიჯდა 91-ე ადგილი FIFA-ს რეიტინგში და ახლა 3-0-ს აგებენ და ბოლო ადგილი ჯგუფში. რა მივიღეთ ამით?” – განაცხადა ვაშაძემ.

2018 წელს, როცა ის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, შემდეგი რამ აქვს ნათქვამი: “ამას რად უნდა 265 მილიონი, კაცო? ამ აუდიტორიაში ვინც ვართ, დაგვნიშნონ მწვრთნელად და გავიყვანთ ბოლო ადგილზე გარანტირებულად. 100 ლარად თანახმა ვართ ვიმუშავოთ.

ვითომ ფეხბურთის დრო გვაქვს? თუ მაინცდამაინც სპორტში უნდა წავიდეს ეს ფული, წავიდეს ეს ფული რაგბიში, ძიუდოში და ძალოსნობაში, ვისაც საქართველოს სახელი გააქვს  საზღვარგარეთ.
ეს რა აჩემებული გვაქვს, გეგონება ყიფიანი და ხურცილავა თამაშობენ ისევ. ერთხელ ინტერესის გულისთვის წავედი “დინამოს” და”ტორპედოს” მატჩზე. ამერიკაში ორი საშუალო სკოლის გუნდის შეხვედრაზე უფრო მეტი ხალხი ესწრება, ვიდრე მესხის სტადიონზე. ამაში ვიხდით ჩვენ, გადასახადის გადამხდელები ფულს”, – ვაშაძე.
ფეხბურთის განვითარების ფონდი 2016 წლიდან ფუნქციონირებს.

სანიოლი: “გპირდებით, რომ ოქტომბერის მატჩებისთვის თამაშის ხარისხი გამოსწორდება”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბულგარეთთან გამართული ამხანაგური მატჩის (4:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის ოქტომბრისა და ნოემბრის მატჩებს იმედიანად ელოდება.

“დღევანდელ შეხვედრაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. შესაძლოა პირველ ტაიმში შეტევაში არც თუ ისე ცუდად გამოვიყურებოდით, თუმცა დაცვაში უპატიებელი შეცდომები დავუშვით. როდესაც ასე თამაშობ პოზიტიური მოლოდინი ვერ გექნება. ასევე ვთვლი, რომ კონკრეტულ მომენტებში არ გაგვიმართლა. მსურს მივულოცო ბულგარეთს ეს გამარჯვება. მათ ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშეს და ჩვენი შეცდომები კარგად გამოიყენეს.

სამწუხაროდ, ძალიან ცუდი სანაკრებო პაუზა გამოგვივიდა. ვფიქრობ, რომ თავდაჯერებულობის ნაკლებობის ბრალიცაა. საკმაოდ ბევრი წამყვანი მოთამაშე დაგვაკლდა და აღნიშნული ნაკლებობა სწორედ ამან გამოიწვია. როდესაც ამ დონის ფეხბურთელები ვერ გეხმარებიან, ძალიან რთულია რომ ხარისხი შეინარჩუნო. ოქტომბერს და ნოემბერს იმედიანად ველოდები. მარტში ვნახეთ, რომ ამ გუნდს ხარისხიანი ფეხბურთის თამაში შეუძლია. არ ვფიქრობ, რომ ეს ხარისხი სადმე გაქრა და გპირდებით, რომ ოქტომბერის მატჩებისთვის თამაშის ხარისხი გამოსწორდება”, – ციტირებს სანიოლის სიტყვებს Nakrebi.Ge.

ფოტო: სფფ

ტიმო ვერნერის აცილება ისლანდიასთან მატჩში (ვიდეო)

რონალდუს სუპერფანი, რომელიც პორტუგალიელს დილის 6 საათიდან ელოდებოდა (ვიდეო)

კრიშტიანო რონალდუმ “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნების შემდეგ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო.

გასაკვირი არ არის, რომ პორტუგალიელს კლუბის ბაზასთან გულშემატკივრების გარკვეული ნაწილი ელოდებოდა, მაგრამ მათგან ერთ-ერთმა ალი მასუდმა ინტერნეტსივრცე დაიწყო.

ალი მასუდმა Sky Sports-თან ინტერვიუში განაცხადა: “რონალდუს ვნახავ. მინდა მასთან სელფი გადავიღო. ის საოცარი ადამიანია. დღეს ფოტოს აუცილებლად გადავიღებ. ბლექბერნიდან ტაქსით ჩამოვედი. დილის 6 საათიდან აქ ვარ.”

ფანს მაისური ეცვა, რომელზეც რონალდუს შვილთან და დედასთან ერთად გადაღებული ფოტოები იყო დატანილი.

მისთვის სამწუხაროდ, კრიშტიანომ ბაზა ისე დატოვა, რომ გულშემატკივრებთან არ გაჩერდა.

“რუბინის” დირექტორი: “ხვიჩას სანაცვლოდ რუბლიც კი არავის შემოუთავაზებია”

ქართველ გულშემატკივრებში არსებული დიდი მოლოდინის მიუხედავად, ხვიჩა კვარაცხელია ზამთრის სატრანსფერო ფანჯარამდე რუსულ “რუბინს” არ დატოვებს. ყაზანური კლუბის დირექტორის თქმით, ზაფხულში მათ ოფიციალური შეთავაზება არ მიუღიათ.

“ხვიჩა არ წავიდა, რაც ძალიან გვახარებს. მისი გაყიდვა ჩვენი მისია არც არასდროს ყოფილა, უბრალოდ ძალიან ბევრი საუბარი იყო ამის შესახებ. სპეკულირებდნენ, რომ მისი ტრანსფერით ბევრი კლუბი იყო დაინტერესებული. მისი ტრანსფერის თაობაზე ერთი წინადადებაც არ მიგვიღია.

ჩვენ მისთვის ფასი არ დაგვიდია, ამიტომაც არ შეიძლება იმაზე საუბარი, რომ ძვირს ვითხოვდით. ხვიჩას სანაცვლოდ რუბლიც კი არავის შემოუთავაზებია. განსახილველი არაფერია.

ჩვენ მზად ვიყავით მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ წინადადებები არ მიგვიღია. ის დარჩა და ჩვენ ეს გვახარებს. ჩვენ მისნაირი ფეხბურთელი გვჭირდება. როგორც ჩანს, ფანებსაც ძალიან შეუყვარდათ ის. ახლა ის “რუბინის” ფეხბურთელია,” – აცხადებს რუსტემ საიმანოვი.

რვა ბრაზილიელ ფეხბურთელს პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში თამაში აეკრძალა

ჩვენ ხელთ არსებული დადასტურებული ცნობების თანახმად, პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში თამაში რვა ბრაზილიელ ფეხბურთელს აეკრძალა. ყოველივე ეს ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციასა და პრემიერ ლიგის მესვეურებს შორის არსებული უთანხმოების შედეგი გახლავთ.

როგორც იცით, პრემიერ ლიგის კლუბებმა ბრაზილიის ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების გაშვებაზე უარი განაცხადეს, რითიც ბრაზილიელები განარისხეს. სამხრეთ ამერიკელთა პასუხმა არ დააყოვნა.

ბრაზილიელების საჩივარი FIFA-ს წარმომადგენლებმა ვალიდურად მიიჩნიეს და ზემოხსენებულ კლუბებს ნაკრებში გამოძახებული ბრაზილიელი ფეხბურთელების გამოყენება 5 დღის განმავლობაში აუკრძალეს.

ასე რომ, 12-13 სექტემბერს თავიანთ კლუბებს ვერ დაეხმარებიან: ფაბინიო, ალისონი, ფირმინო (სამივე “ლივერპულის” ფეხბურთელი), რაფინია (“ლიდსი”), ტიაგო სილვა (“ჩელსი”), ფრედი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ედერსონი, გაბრიელ ჟეზუსი (“მანჩესტერ სიტი”).

სანიოლი: “გაკვირვებული ვარ იმით, თუ რამდენი შეცდომა დავუშვით”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბულგარეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში განცდილი მარცხის (4:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“გაკვირვებული ვარ იმით, თუ რამდენი შეცდომა დავუშვით. პირველ ტაიმში ჩვენ უფრო მეტი დარტყმა და შესატევი სიტუაცია გვქონდა. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და როცა ასე ხდება, რთულია რაიმე დადებითს ელოდო. ვფიქრობ, დღეს ბურთით საინტერესოდ ვითამაშეთ.

რაც შეეხება საჯარიმო დარტყმებს, ბულგარეთის ნაკრებმა ის გამოიყენა და ანგარიში 1:0 გახდა, ჩვენ საჯარიმო დარტყმის შესრულების შემდეგ გოლამდე 5 სანტიმეტრი დაგვაკლდა. ბულგარეთმა მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა, ცოტა შეცდომა დაუშვა”, – განაცხადა სანიოლმა.

კუმანი პიანიჩის გაშვებაზე: “ჩვენ მასზე უკეთესი ფეხბურთელები გვყავს”

“ბარსელონადან” “ბეშიქთაშში” გადაბარგებულმა მირალემ პიანიჩმა პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ რონალდ კუმანი მას პატივს არ სცემდა. ბოსნიელი ფეხბურთელის განცხადებას თავად “ბლაუგრანას” მთავარი მწვრთნელი გამოეხმაურა.

“ვფიქრობ, ის ამ დროისთვის იმედგაცრუებას განიცდის, რაც გარკვეულწილად მესმის კიდეც. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მან ჩვენ ნახევარმცველებთან ბრძოლა წააგო. სხვა არაფერი მომხდარა.

მე მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. სიტუაცია გართულებული იყო. ვცადეთ, ბევრჯერ ვცადეთ, მაგრამ გამოჩნდა, რომ მასზე უკეთესი ფეხბურთელები გვყავს,” – განაცხადა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.

ჰოლანდი საკუთარი თავით უკმაყოფილოა: “უფრო მეტი გოლი უნდა გამქონდეს”

დორტმუნდის “ბორუსიას” ნორვეგიელმა ვარსკვლავმა, ერლინგ ჰოლანდმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ საკუთარი შედეგებით ბოლომდე კმაყოფილი ვერ არის.

“არ ვთვლი, რომ საკმარისი ოდენობის გოლები გამაქვს. ახლოს ვარ სტატისტიკურად მატჩში თითო გოლის გატანასთან. პირადად მე ვთვლი, რომ უფრო მეტი გოლი უნდა გამქონდეს.

მინდა, რომ მატჩზე მეტი გოლი მქონდეს გატანილი. მე მუდმივად ვმუშაობ იმისთვის, რომ უფრო ძლიერი გავხდე,” – განაცხადა ჰოლანდმა.

გიბრალტართან მატჩში გაფორმებული ჰეთ-ტრიკის შემდეგ ჰოლანდს ნორვეგიის ნაკრებში ჩატარებულ 15 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდი სულ რაღაც 21 წლის არის.

რუნი: “რონალდუსთან ერთად “მანჩესტერ იუნაიტედი” ტიტულისთვის იბრძოლებს”

“დერბი ქაუნთის” მთავარმა მწვრთნელმა, უეინ რუნიმ, “ოლდ ტრაფორდზე” კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი. ინგლისელი სპეციალისტი თვლის, რომ რონალდუს ტრანსფერს კლუბზე დიდი გავლენა ექნება.

“როგორი იქნება რონალდუს გავლენა გუნდზე? დანამდვილებით გეტყვით, რომ მის ტრანსფერს უზარმაზარი ეფექტი იქნება. ვფიქრობ, ის ახლაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

ირლანდიასთან მატჩში (რონალდუს დუბლით პორტუგალიამ ბოლო 5 წუთში შემოუტრიალა თამაში მეტოქეს) მან დაამტკიცა, რომ კვლავაც უმაღლეს დონეზე თამაშობს. ორი გოლი ბოლო წუთებზე, ორივე თავური – შესანიშნავია.

ვფიქრობ, რონალდუსთან ერთად “მანჩესტერ იუნაიტედი” ტიტულისთვის იბრძოლებს. როგორც იქნა, ჩვენც ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ვიქნებით,” – აცხადებს ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა.