სანიოლი: “ბევრი ისეთი მოთამაშე გვყავს, რომლებსაც მატჩის სრულად ჩატარება არ შეუძლიათ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან სტუმრად განცდილი მარცხის (0:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ვიცოდით, რომ რთული ძალიან რთული თამაში გველოდა, რადგან რამდენიმე წამყვანი მოთამაშე არ გვყავდა. მატჩი კატასტროფულად დავიწყეთ და ესპანეთმა უპირატესობა მოიპოვა. მეორე ტაიმში თამაში შედარებით გამოვასწორეთ, მაგრამ გუნდებს შორის სხვაობა კვლავაც ძალიან დიდი იყო. დღეს მეტოქემ თამაშის ყველა ასპექტში გვაჯობა.

ბევრი ისეთი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც შეხვედრის მთლიანად ჩატარება არ შეუძლიათ. ამის მიზეზი ის არის, რომ ისინი საკუთარ კლუბებში ერთ საათზე მეტს არ თამაშობენ. ისინი კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მათ მინდორზე მთელი 90 წუთით ვერ დავტოვებ.

ესპანეთის ნაკრებს და განსაკუთრებით, ჩემს მეგობარ ლუის ენრიკეს, საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებას ვუსურვებ”, – განაცხადა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, B ჯგუფის ლიდერი ესპანეთი გახდა. საქართველოს ნაკრები, 1 ქულით, ბოლო, მე-5 ადგილზეა.

ფოტო: სფფ

ბრწყინვალე გოლი – ბრაზილიის ნაკრებმა მატჩის ჩაშლის შემდეგ ვარჯიში დაიწყო (ვიდეო)

5 სექტემბერს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ სან პაულუში უნდა ეთამაშათ. მატჩი დაიწყო, თუმცა საწყის წუთებში მოედანზე ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეიჭრნენ, რომლებიც არგენტინელთა ოთხ ფეხბურთელს კოვიდ 19-ის რეგულაციების დარღვევაში ადანაშაულებდნენ.

ბრაზილიის მთავრობა ემილიანო მარტინესის, კრისტიან რომეროს, ლო სელსოსა და ემილიანო ბუენდიას ქვეყნიდან გაძევებას აპირებდა. საბოლოოდ, არგენტინის ნაკრებმა მოედანი დატოვა, თამაში კი შეწყდა.

მატჩის ჩაშლის შემდეგ, ბრაზილიის ნაკრებმა ვარჯიში დაიწყო. ბრაზილიელები ორ გუნდად დაიყვნენ და ფეხბურთის თამაში დაიწყეს.

იხილეთ ვიდეო

ლუის ენრიკე: “მატჩის შემდეგ ვილი სანიოლს ვესაუბრე…”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საქართველოსთან გამარჯვების (4:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“პროფესიონალურ ფეხბურთში კონკრეტულ შედეგებზე ვართ დამოკიდებულნი. დღეს ჩვენთვის უკეთესი დღე იყო. გავიმარჯვეთ, ახლა მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ და კოსოვოზე გადავერთოთ.

სანიოლს ვესაუბრე და მათ წინა შეხვედის შემდეგ 6 ცვლილება განახორციელეს. ისეთი ფეხბურთელები ჰყავდათ, რომლებიც ჩვენთან პირველ შეხვედრაში განაცხადშიც კი არ ყოფილან. ამის გამო, ჩვენთვის საქმე მარტივად არ ყოფილა. ბევრი საგოლე მომენტიდან მხოლოდ ოთხი გამოვიყენეთ. ბოლო 10 წუთში გამოჩნდა, რომ თუ საქართველოს ნაკრებს პრესინგს არ შესთავაზებ, მათთვის ბურთის ართმევა ძალიან რთულია”, – განაცხადა ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, B ჯგუფის ლიდერი ესპანეთი გახდა. საქართველოს ნაკრები, 1 ქულით, ბოლო, მე-5 ადგილზეა.

ლიორენტე: ‘ასეთი მატჩი გვჭირდებოდა’

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა მარკოს ლიორენტემ საქართველოსთან გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთმა საქართველო 4:0 დაამარცხა. გოლების გატანა ხოსე გაიამ, კარლოს სოლერმა, ფერან ტორესმა და პაბლო სარაბიამ მოახერხეს.

“დღეს გუნდმა ის გააკეთა, რაც უნდა გაკეთებინა. ასეთი გამარჯვება მნიშნელოვანი იყო. გამიმართლა, რომ დღეს აქ ვიყავი და კარგად ვითამაშე. გვჭირდებოდა ისეთი მატჩის ჩატარება, როგორშიც ბევრ საგოლე მომენტს შევქმნიდით და გოლებს გავიტანდით. ასე უნდა გავაგრძელოთ”, – ციტირებს მარკო ლიორენტეს სიტყვებს “ასი”.

გელა აფრასიძე სერჟიო პარისეს დაუპირისპირდა (ვიდეო)

4 სექტემბერს, საფრანგეთის ტოპ 14-ში “ტულონი” საკუთარ მოედანზე “მონპელიეს” დაუპირისპირდა.

შეხვედრის ბოლო წუთებში “მონპელიეს” მორაგბე გელა აფრასიძე იტალიელ სერჟიო პარისეს დაუპირისპირდა, მოედანზე სიტუაცია დაიძაბა.

შეხვედრა ფრედ 24:24 დასრულდა. “ტულონის” რიგებში ბექა გიგაშვილმა ითამაშა, “მონპელიეს” სასტარტო შემადგენლობაში გელა აფრასიძე, მარქაფაში კი მიხეილ ნარიაშვილი.

იხილეთ ვიდეო

ვიდეო: რაგბის ანატომია

ლევან საგინაშვილმა ამერიკელი დეივ ჩეფი გაანადგურა! (ვიდეო)

ქართველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, TOP 8-ის პირველ ეტაპზე ამერიკელ დეივ ჩეფის დაუპირისპირდა.

“ქართველმა ჰალკმა” დეივ ჩეფის ხელი 6-ჯერ გადაუწია და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.

იხილეთ ვიდეო

მესი: “სამი დღე აქ ვართ, უფრო ადრე რატომ არ მოხვედით?”

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბრაზილიის ნაკრები სან პაულუში არგენტინას მასპინძლობს. შეხვედრა საწყის წუთებში, ძალიან მოულოდნელად შეწყდა.

როგორც ირკვევა, ოთხი არგენტინელი ფეხბურთელი ბოლო 14 დღის განმავლობაში ინგლისში იმყოფებოდა, რის გამოც მათ ბრაზილიაში შესვლის უფლება არ ჰქონდათ. ამის გამო, მოედანზე ოფიციალური პირები შეივდნენ, რომლებსაც ემილიანო მარტინესის, კრისტიან რომეროს, ლო სელსოსა და ემილიანო ბუენდიას ქვეყნიდან გაძევება სურდათ.

ბრაზილიის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ამ ოთხმა ფეხბურთელმა კოვიდ 19-ის პროტოკოლი დაარღვია.

არგენტინის ნაკრებმა მოედანი დატოვეს. ლიონელ მესი სიტუაციაში გარკვევას ცდილობდა. გუნდის კაპიტანი არგენტინის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ესაუბრებოდა და მათ შეკითხვა დაუსვა: “უხერხულია. სამი დღეა აქ ვართ და მატჩის დაწყებას ველოდით. აქამდე რატომ არ მოხვედით?”

ბრაზილია – არგენტინა შეწყდა: რამდენიმე არგენტინელ მოთამაშეს დეპორტაციას უპირებენ (ვიდეო)

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბრაზილიის ნაკრები სან პაულუში არგენტინას მასპინძლობს. შეხვედრა საწყის წუთებში, ძალიან მოულოდნელად შეწყდა.

ბრაზილიის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ოთხი არგენტინელი ფეხბურთელი ბოლო 14 დღის განმავლობაში ინგლისში იმყოფებოდა, რის გამოც მათ ბრაზილიაში შესვლის უფლება არ ჰქონდათ. ამის გამო, მოედანზე ოფიციალური პირები შეივდნენ, რომლებსაც ემილიანო მარტინესის, კრისტიან რომეროს, ლო სელსოსა და ემილიანო ბუენდიას ქვეყნიდან გაძევება სურდათ.

საბოლოოდ, არგენტინელმა ფეხბურთელებმა მოედანი დატოვეს და თამაში შეწყდა.

კლოპი შესვენებაზე ფიქრობს: “მინდა გავიხსენო, თუ როგორია ჩვეულებრივი ცხოვრება”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, პრესასთან საუბრისას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კარიერაში პაუზის აღებაზე სერიოზულად ფიქრობს.

“როდესაც “ლივერპულთან” ჩემ კონტრაქტს ვადა გაუვა, როგორც კი ეს მოხდება, მინდა გავიხსენო, თუ როგორია ჩვეულებრივი ცხოვრება.

ერთწლიანი პაუზა კარგი რამ უნდა იყოს. მსგავსი რამ კარიერაში არასდროს მქონია, მაგრამ მჯერა, რომ ერთი წლის გამოტოვება ჩემთვის სარგებლის მომტანი იქნება.

მე დიდებული სამსახური მაქვს, რომელიც ძალიან მიყვარს. ერთადერტი პრობლემა ის არის, რომ არასდროს სრულდება. არ არსებობს გზა, რომლის დახმარებითაც გამოთიშვას შეძლებ,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

ხაბიბმა რონალდუს “იუვენტუსიდან” წასვლის მიზეზი დაასახელა

მსუბუქ წონაში UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, პრესასთან საუბრისას კრიშტიანუ რონალდუს “იუვენტუსიდან” წასვლის განმაპირობებელი მიზეზი დაასახელა.

“არ მინდა პირადი მიმოწერის დეტალები გავასაჯარავო… რონალდუმ მითხრა, რომ “იუვენტუსში” მოწყენილი იყო და ინგლისის პრემიერ ლიგაში სურდა გადასვლა.

იტალიური ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი მეც არ ვარ. დიდი სიამოვნებით გადავერთვებოდი პრემიერ ლიგაში, სადაც ნებისმიერ კლუბს შეუძლია სპექტაკლის შემოთავაზება,” – განაცხადა ხაბიბმა.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბსა და რონალდუს კარგი ურთიერთობა აქვთ. რუსი სპორტსმენის თქმით, რონალდუმ მას წინასწარ აცნობა “მანჩესტერ იუნაიტედში” მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ.

ლუკაკუ: “არასდროს შემადაროთ რონალდუს”

ლონდონის “ჩელსიში” დაბრუნებულმა რომელუ ლუკაკუმ პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ საკუთარ თავს კრიშტიანუ რონალდუს დონეზე არ აყენებს

“არასდროს შემადაროთ რონალდუს, არასდროს. ჩემთვის, კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის ერთ-ერთია.

ის, რასაც ამ ფეხბურთელმა მიაღწია, ჩვენი თაობის ფეხბურთელებისთვის განსაკუთრებული რამ არის. მიხარია, რომ იტალიაში მის წინააღმდეგ თამაშის შანსი მომეცა. ახლა კი ის პრემიერ ლიგაში დაბრუნდა, რაც ინგლისური ფეხბურთისთვის დიდებული რამ არის.

რაც შეეხება დანარჩენს, სტატისტიკების შედარება სრულად უაზრო რამ არის,” – აცხადებს ბელგიელი ვარსკვლავი.

მოდრიჩმა მანჯუკიჩთან სამწლიან უთანხმოებაზე ღიად პირველად ისაუბრა

ლუკა მოდრიჩმა პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე მარიო მანჯუკიჩთან რთული ურთიერთობა ჰქონდა. მანჯუკიჩი და მოდრიჩი ერთმანეთს სამი წლის მანძილზე არ ესაუბრებოდნენ.

“მანჯუკიჩს ყოველთვის დიდებულ ადამიანად, დიდი გულის მქონე კაცად ვიცნობდი. ის პირველივე დღიდან მიყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო დამჭირდა მის გასაგებად.

ერთად ყოველთვის დიდ დროს ვატარებდით ნაკრებში ყოფნისას. ისლანდიასთან მატჩამდე მას სასტუმროში შევხვდი და ვუთხარი – “მიდი, მარიო, დღეს ბევრი უნდა ვიმუშავოთ.” მე მისი გამხნევება და მისთვის მოტივაციის მიცემა მინდოდა, მან კი ასე მიპასუხა – “შენ თავს მიხედე, შემეშვი.”

მე მასთან იმ მომენტამდე მშვენიერი ურთიერთობა მქონდა, მუდმივ კონტაქტში ვიყავით. მას შემდეგ კი სიჩუმემ დაისადგურა. მაშინ ისეთივე ჩამოყალიბებული რომ ყოფილიყო, როგორიც ახლაა, ეს არ მოხდებოდა.

შეცდომა მან დაუშვა, თუმცა პირველი ნაბიჯის გადადგმა არ სურდა. სწორ დროს დაველოდე და მასთან საუბარი წამოვიწყე. ყველაფერი გავარკვიეთ, მითხრა, რომ ჩემზე გაბრაზებული არ იყო. ეგონა, რომ მე ვიყავი მასზე გაბუტული. მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენ შორის კვლავაც სასიამოვნო ურთიერთობა ჩამოყალიბდა,” – აცხადებს მოდრიჩი.