ესპანეთთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა შეიცვალა

ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩის დაწყებამდე 25 წუთით ადრე, საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილება განხორციელდა.

თავდაპირველად გამოქვეყნებულ ძირითად შემადგენლობაში იყო საბა ლობჟანიძე, რომელიც მოგვიანებით ზურიკო დავითაშვილმა შეცვალა. როგორც ირკვევა, ლობჟანიძე ტრავმამ კიდევ ერთხელ შეაწუხა.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრების სასტარტო თერთმეტეული ასე გამოიყურება: ლორია; ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე; კანკავა, აბურჯანია; მამუჩაშვილი, ზარია, აზაროვი; დავითაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

ესპანეთი – საქართველო (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება.

უკვე ცნობილია, როგორი შემადგენლობებით გავლენ გუნდები მოედანზე.

ესპანეთი: უნაი სიმონი; გაია, ლიაპორტი, ერიკ გარსია, ასპილიკუეტა; სოლერი, როდრი, ლორენტე; სარაბია, აბელ რუისი, ფერან ტორესი.

საქართველო: ლორია; გიორბელიძე, ლოჩოშვილი, კაშია, ჩაბრაძე; კანკავა, მამუჩაშვილი, აბურჯანია, ზარია, აზაროვი, დავითაშვილი.

სათადარიგოები: მამარდაშვილი, კუპატაძე, კაკაბაძე, ხოჭოლავა, ყაზაიშვილი, ჩაკვეტაძე, ქვილითაია, ალთუნაშვილი, ჯიღაური, წიტაიშვილი, მიქაუტაძე, დავითაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

როგორ ატარებს დასვენების დღეებს ხამეს როდრიგესი

“ევერტონის” ფეხბურთელი ხამეს როდრიგესი სანაკრებოს პაუზის დროს, დასვენების დღეებს იბიცაზე ატარებს.

ვასილ მაისურაძის 19-წლამდე ნაკრებმა ესტონეთი დამაჯერებლად დაამარცხა

ვასილ მაისურაძის 19-წლამდე ნაკრებმა ესტონეთის 19-წლამდე ნაკრები სტუმრად 0-2 დაამარცხა. გოლები მამაგეიშვილისა და იობაშვილის ანგარიშებზეა. ჩვენმა ნაკრებმა მეტოქე ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე დაამარცხა. განსაკუთრებით გამოსარჩევი მოედნის ცენტრში დომინირება გახლდათ და საპასუხოდ ესტონელებმა ვერაფერი შემოგვთავაზეს. მაისურაძის გუნდს ძირითადად “დინამო თბილისის”, “ლოკომოტივისა” და “საბურთალოს” ფეხბურთელები შეადგენენ.

მამაგეიშვილის საოცარი გოლი

ესტონეთი 0-2 საქართველო

გოლები: ო.მამაგეიშვილი 38, იობაშვილი 53

გამოძახებულთაგან მხოლოდ გოლკიპერებს, თანდილაშვილსა და ბერუაშვილს არ უთამაშიათ.

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო, ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), პაპუნა ბერუაშვილი (დინამო, თბილისი)

მცველები: დავით გოგოტიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ამბროსიძე (საბურთალო, თბილისი),თორნიკე დუნდუა (დინამო, თბილისი) ლადო ოდიშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), ლუკა სალუქვაძე (დინამო, თბილისი), გიორგი პირტახია (ლოკომოტივი, თბილისი), ზურაბ რუხაძე (საბურთალო, თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო,თბილისი)

ნახევარმცველები: ლუკა გაგნიძე (ურალი, ეკატერინბურგი, რუსეთი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო, თბილისი), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (დინამო,თბილისი), გიზო მამაგეიშვილი (საბურთალო,თბილისი), ლუკა კეკელიძე (ლოკომოტივი, თბილისი), ნიკა სიხარულაშვილი (დინამო,თბილისი), ლუკა წულუკიძე (საბურთალო, თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (საბურთალო, თბილისი), გიორგი გვიშიანი (გაგრა), ჯადული იობაშვილი (დინამო,თბილისი), დავით გოცირიძე (საბურთალო, თბილისი)

ლიონელ მესის დასაფასებელი საქციელი პატარა გულშემატკივრის მიმართ (ვიდეო)

სანიოლი: “ესპანეთისგან განსხვავებული სტილით ვთამაშობთ, მაგრამ ბოლომდე ვიბრძვით”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა.

“ესპანეთთან სათამაშოდ თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე კონცენტრირებულია, ვიცით, რომ ბევრი უნდა ვიშრომოთ და სასურველი შედეგის ჩვენება რთული იქნება, რადგან ესპანეთი უკეთესი გუნდია. მიუხედავად ამისა, პირველი შეხვედრა, რომელიც თბილისში გაიმართა თანაბარი იყო. ესპანეთისგან განსხვავებული სტილით ვთამაშობთ, მაგრამ ბოლომდე ვიბრძვით და ვცდილობთ თავდაჯერებულად ვიმოქმედოთ. ვფიქრობ, რომ ესპანეთთან გამართულ პირველ მატჩში ფრეს ვიმსახურებდით, მაგრამ ხვალ რადიკალურად განსხვავებული თამაში იქნება.

ტრავმის გამო ჩვენ საკმაოდ ბევრი მოთამაშე გვაკლია, აქედან გამომდინარე პირველი შეხვედრისგან საკმაოდ განსხვავებული შემადგენლობა გვეყოლება. მიუხედავად ამისა, ყველა მოთამაშე, რომელიც ხვალ ესპანეთის წინააღმდეგ სათამაშოდ გავა, ბოლომდე დაიხარჯება და შეეცდება იმაზე უკეთ ითამაშოს ვიდრე ეს კოსოვოსთან გავაკეთეთ.

სასტარტო შემადგენლობის შერჩევისას გამოცდილი მოთამაშეების ყოლა აუცილებელია, ასევე მნიშვნელოვანია ის ფეხბურთელები, რომლებსაც კლუბებში საკმარისი სათამაშო პრაქტიკა აქვთ. როდესაც შენ თამაშობ მაგალითად ესპანეთის წინააღმდეგ, ბევრი სირბილი გიწევს და ამისთვის მზად უნდა იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი დონის შეხვედრას ვერ ითამაშებ.

კოსოვოს წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში საბოლოო შედეგზე გავლენა საკმაოდ ბევრმა ფაქტორმა მოახდინა, არ შეიძლება, რომ ეს რომელიმე კონკრეტულ პოზიციას დაბრალდეს. აღნიშნული მარცხი მთლიანი გუნდის პასუხისმგებლობაა. როდესაც მატჩის მოგება გსურს, მეტი აგრესიითა და ხარისხით უნდა ითამაშო. ესპანეთის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, განსხვავებული შეხვედრა გვექნება, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშნელოვანია, რომ ჩემმა მოთამაშეებმა სხვა სათამაშო მენტალობა აჩვენონ”, – ციტირებს სანიოლი სიტყვებს Nakrebi.ge.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთისა და საქართველოს დაპირისპირება 5 სექტემბერს, 22:45 საათზე დაიწყება.

ფოტო: სფფ

რა თანხა გამოიმუშავეს ქართველმა პარასპორტსმენებმა ტოკიოს პარალიმპიადაზე?

4 სექტემბერს ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ბოლო წევრმა – ლადო ჭინჭარაულმა იასპარეზა. ამით საქართველომ 2020 წლის ზაფხულის პარალიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა.

საქართველო ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე 13 პარასპორტსმენით წარსდგა და ჯამში, 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ცნობილია, რა თანხას მიიღებენ სახელმწიფოსაგან ის პარასპორტსმენები, რომლებმაც საპრიზო ადგილები დაიკავეს.


ნინო თიბილაშვილი (ფარიკაობა, ხმლით ფარიკაობა)
II ადგილი – 102 000 ლარი

ინა ქალდანი (ძიუდო, -70კგ)
II ადგილი – 102 000 ლარი

რევაზ ჩიკოიძე (ძიუდო, +100კგ)
II ადგილი – 102 000 ლარი

ირმა ხეცურიანი (ფარიკაობა, ხმლით ფარიკაობა)
IV ადგილი – 20 400 ლარი

აკაკი ჯინჭარაძე (პარაწოლჭიმი, 107კგ)
IV ადგილი – 20 400 ლარი

აჰმად რაზმ აზარი (პარაწოლჭიმი, 80კგ)
V ადგილი – 13 600 ლარი

გიორგი გამჯაშვილი (ძიუდო, -66კგ)
V ადგილი – 13 600 ლარი

გიორგი ქალდანი (ძიუდო, -73კგ)
V ადგილი – 13 600 ლარი

ავსტრალიელი მოკრივე აწონვებზე გაშიშვლდა (ფოტო)

ავსტრალიელი მოკრივე იბანი ბრიჯსი ფრანგ მაილი განგლოფს დაუპირისპირდება. 34 წლის ავსტრალიელი აწონვებსა და პირისპირ დგომზე “ლიდს იუნაიტედის” შარფით გამოჩნდა, შემდეგ კი გაშიშვლდა.

ბეილი კარიერის დასრულებაზე: “გიჟურ ისტორიებს მიგონებენ”

მადრიდის “რეალისა” და უელსის საფეხბურთო ნაკრების შემტევმა, გარეტ ბეილმა, პრესასთან საუბრისას კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ჭორებზე გააკეთა კომენტარი.

“როგორც ჩანს, ყველა ისეთ ისტორიას იგონებს, როგორიც უნდათ. არ ვიცი, რა ხდება. გიჟურ ისტორიებს მიგონებენ. კარიერის დასრულებას არასდროს ვაპირებდი.

როგორც აქამდე ვამბობდი, ჩემი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე კონცენტრირება იყო. არ ვთვლიდი, რომ რაიმეს ახსნა იყო საჭირო. მგონი, როგორი განცხადებაც არ უნდა გავაკეთო მომავალთან დაკავშირებით, სხვანაირად შეინიღბება მათ მიერ.

ასე რომ, ყველაფრის მიუხედავად, გაჩუმებას ვარჩევ. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ კონცენტრირებული ვიყო ჩემ სამუშაოზე,” – განაცხადა ბეილმა.

კახა კუჭავა: “ვიხილავთ მალე “ტორპედოს” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულად”

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ, კახა კუჭავამ ქუთაისში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი, იოსებ ხახალეიშვილი წარადგინა. წარდგენისას ისაუბრა ქუთაისის “ტორპედოზეც”.

“ქუთაისს უნდა მოვუტანოთ ბევრი წარმატება, არამხოლოდ განათლება, ხელოვნება იქნება ეს, სპორტი თუ სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციის აღდგენა და გაძლიერება, რომლითაც ძლიერი იყო ქუთაისი. უნდა მოვუტანოთ ისეთი პროექტები, რითაც ქუთაისი წარმატებული და გამორჩეული იქნება არამარტო საქართველოში, არამედ რეგიონში. ამ ძალისხმევით, ვიხილავთ ქუთაისის “ტორპედოსაც” ალბათ, მალე, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულად და ბევრი სხვა წარმატება, ქალაქის განვითარებასთან ერთად”, – განაცხადა კუჭავამ.

კუჭავა ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია და ტურინის “იუვენტუსის” ფანია.

“ნებისმიერ გუნდს შეუძლია მოიგოს ისე, რომ კარგად არც ითამაშოს” – ბუსკეტსი საქართველოსთან მატჩის წინ

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა საქართველოსთან მატჩამდე ერთი დღით ადრე კომენტარი გააკეთა.

“ფეხბურთი განვითარდა, ახლა ნებისმიერ გუნდს შეუძლია მოიგოს მატჩი ისე, რომ კარგად არც ითამაშოს. ეს ბევრჯერ დავინახეთ იმ შეხვედრებში, რომლებიც ჩვენ ჩავატარეთ. თუმცა, ახლა საკუთარ თავზე ვართ კონცენტრირებული. შვედეთთან მატჩში, ნახევარდაცვაში შეგვეძლო უკეთესები ვყოფილიყავით, შევეცდებით, ხარვეზები მომდევნო თამაშებში გამოვასწოროთ.

ვიცით, რომ გვექნება ისეთი მატჩები, სადაც ბრწყინვალეები ვერ ვიქნებით, მაგრამ როცა ვერ ვიმარჯვებთ, სწორედ მაშინ გვჭირდება ფანების გვერდით დგომა. ყველა მატჩი განსხვავებულია. ჩვენ ისეთი გუნდი ვართ, რომელსაც ბურთის კონტროლი უყვარს და ცდილობს იშვიათად დაჯარიმდეს. ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, ჯგუფში ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს, გვინდა, რომ ყველა დარჩენილი შეხვედრა მოვიგოთ”, – განაცხადა ბუსკეტსმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთი-საქართველოს დაპირისპირება ხვალ, 5 სექტემბერს, 22:45 საათზე დაიწყება.

ლუის ენრიკე: “საქართველო სირთულეებს შეგვიქმნის და ამას ისევ უნდა გავუმკლავდეთ”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ საქართველოსთან მატჩამდე ერთი დღით ადრე კომენტარი გააკეთა.

ესპანელი სპეციალისტი ამბობს, რომ მისი გუნდისათვის საკუთარი გულშემატკივრების წინ თამაში უპირატესობა იქნება.

“შვედეთთან გამართული მატჩი კიდევ ერთხელ ვნახეთ და გავაანალიზეთ. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. საქართველო სირთულეებს შეგვიქმნის და ამას ისევ უნდა გავუმკლავდეთ. ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ საკუთარი გულშემატკივრების წინ ვითამაშებთ. შეგახსენებთ, რომ საქართველოსთან პირველ დაპირსპირებაში ბოლო წუთზე გავიმარჯვეთ.

მე შემტევი ფეხბურთი მომწონს, ამ დროს რისკებზე წასვლა საჭიროა, მაგრამ ფეხბურთელები ამისათვის მზად არიან. გულშემატკივრებს თამაშზე დიდი გავლენა აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ სირთულეები შეგვექმნება, ისინი გაგვამხნევებენ”, – განაცხადა ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთი-საქართველოს დაპირისპირება 5 სექტემბერს, 22:45 საათზე დაიწყება.