გურამ კაშია: “ეს წაგება ჩვენთვის ძალიან ცუდი იყო, მისი დავიწყება რთული იქნება”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ კოსოვოსთან მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“რთული თამაში გამოვიდა, დასანანი გოლი გავუშვით. მანამდე იძულებითი ცვლილებაც განხორციელდა. საერთო ჯამში კარგად ვერ ვითამაშეთ. ფეხბურთელებმა უფრო მეტი ორთაბრძოლა უნდა მოვიგოთ და უფრო თამამად ვიმოქმედოთ. სამწუხაროდ, დღეს ნაჩვენები თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ქულა მაინც აგვეღო.

რაც შეიძლება მალე უნდა აღვიდგინოთ ძალები, ეს წაგება ჩვენთვის ძალიან ცუდი იყო, მისი დავიწყება რთული იქნება, მაგრამ აუცილებელია, რომ რაც შეიძლება მალე შემდეგ მატჩზე გადავერთოთ”, – ციტირებს კაშიას სიტყვებს Nakrebi.ge.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება.

ფოტო: სფფ

უნგრელმა ფანებმა სტერლინგს ნივთები დაუშინეს – დეკლან რაისის პასუხი (ვიდეო)

რონალდუმ პორტუგალიის ნაკრები ნაადრევად დატოვა

კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრები დროზე ადრე დატოვა და მანჩესტერში გაემგზავრა სადებიუტო მატჩისთვის მოსამზადებლად. ინფორმაცია ოფიციალურად დასტურდება.

როგორც იცით, პირველ სექტემბერს კრიშტიანუ რონალდუმ ირლანდიას ორი გოლი გაუტანა და სანაკრებო დონეზე ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიპოვა (მის ანგარიშზე 111 გოლია).

გამარჯვების გოლის გატანის შემდეგ 36 წლის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მაისურის გახდისთვის ყვითელი ბარათი მიიღო და ნაკრების მომდევნო მატჩის გამოტოვება უწევს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან შეკრების ნაადრევად დატოვება.

ხაბიბი: “რონალდუმ ერთი თვის წინ მითხრა, რომ “მანჩესტერში” გადადიოდა”

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის შესახებ მას წინასწარ აცნობა.

“რონალდუმ ერთი თვის წინ მითხრა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში” გეგმავდა. ის ამას მოუთმენლად ელოდა. ჩემი აზრით, “იუვენტუსზე” მეტად მას “მანჩესტერ იუნაიტედი” შეეფერება. ამიტომაც, ეს ტრანსფერი ჩემთვის მოსალოდნელი იყო,” – აცხადებს ნურმაგომედოვი.

შეგახსენებთ, რომ ინგლისურმა გრანდმა კრიშტიანუ რონალდუსთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტში გაწერილია პუნქტი, რომლის გააქტიურების შემთხვევაშიც რონალდუ “ოლდ ტრაფორდზე” კიდევ ერთ სეზონს გაატარებს.

დი მარიამ ხუთ საუკეთესო თანაგუნდელს შორის რონალდუ და ნეიმარი არ დაასახელა

“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ, ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომელთანაც კარიერის განმავლობაში უთამაშია. აღსანიშნავია, რომ დი მარიამ ხუთეულს მიღმა კრიშტიანუ რონალდუ და ნეიმარ ჟუნიორი დატოვა.

პირველ ადგილზე დი მარიამ თავისი თანამემამულე ლეო მესი გაიყვანა, მეორე ადგილზე კი მისი თანაკლუბელი მარკო ვერატი. მესამე ფეხბურთელად არგენტინელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაასახელა, რომელთან ერთადაც პარიზულ კლუბში თამაშობდა.

სიაში ბოლო ორი ადგილი ყოფილმა მადრიდელმა თანაკლუბელებმა, ლუკა მოდრიჩმა და ტონი კროოსმა დაიკავეს.

“შემეძლო ის [კრიშტიანუ რონალდუ] სიაში შემეყვანა, თუმცა მე ისეთი ტიპის ფეხბურთელები უფრო მომწონს, რომელთაც მოედნის მცირე მონაკვეთის ათვისება შეუძლიათ – როგორც ლეოს, ვერატისა და მოდრიჩს,” – განმარტა დი მარიამ.

საქართველო – კოსოვო (ფეხბურთელთა შეფასებები)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო მატჩში კოსოვოს უმასპინძლა და 0-1 დამარცხდა. კოსოვომ თითქმის ყველა კომპონენტში გვაჯობა და Sofascore-მაც კოსოვოს მთლიანი გუნდი საშუალოდ 7.1 რეიტინგით შეაფასა, ჩვენ კი 6.74 ქულით.

საუკეთესო შეფასება ჩვენი ნაკრებიდან ჯაბა კანკავამ (7.3) მიიღო, ყველაზე დაბალი კი აბურჯანიამ (6.3). კოსოვოდან ბერიშამ 7.7 დაიმსახურა.

ლორია – 6.8

აზაროვი – 7.2

ხოჭოლავა – 6.8

კაშია – 7.1

აბურჯანია – 6.3

კანკავა – 7.3

კიტეიშვილი – 6.6

ყაზაიშვილი 6.4

წიტაიშვილი – 7

ქვილითაია – 6.8

შეცვლაზე: ჩაკვეტაძე – 6.4

ჯიღაური – 6.6

მიქაუტაძე – 6.5

საქართველო – კოსოვო (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მე-4 შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ბათუმში კოსოვოს დაუპირისპირდება.

ცნობილია, როგორი შემადგენლობებით გავლენ გუნდები მოედანზე.

საქართველო: ლორია; ჩაბრაძე, კაშია, ხოლოჭოლავა, აზაროვი; აბურჯანია, კანკავა; წიტაიშვილი, კიტეიშვილი, ყაზაიშვილი; ქვილითაია.

სათადარიგოები: მამარდაშვილი, კუპატაძე, კაკაბაძე, გიორბელიძე, დაუშვილი, ჩაკვეტაძე, ლოჩოშვილი, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ჯიღაური, მიქაუტაძე, დავითაშვილი.

კოსოვო: მურიჩი, ჰადერჯონაი, ალიტი, რაჰმანი, ვოივოდა, ბერიშა, დრესევიჩი, ჰალიმი, რაშანი, მურიქი, კასტრატი.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

“ტრაბზონსპორი” ლევან ხარაბაძეზე გადაერთო

მას შემდეგ, რაც თურქულმა “ტრაბზონსპორმა” ბათუმის “დინამოდან” ირაკლი აზაროვის ყიდვა ვერ შეძლო, ამჯერად “დინამო თბილისის” მარცხენა მცველზე, ლევან ხარაბაძეზე გადაერთო.

“ტრაზბონმა” “დინამოსთან” მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და მზად არის 300 ათას ევროზე მეტი გადაიხადოს მასში, დაახლოებით ის თანხა, რასაც აზაროვის სანაცვლოდ იხდიდნენ.

თურქებმა გუნდის გასაძლიერებლად მარეკ ჰამშიკი, ჟერვინიო და ბრუნო პერესი დაიმატეს. “ტრაბზონს” ახლა განსაკუთრებით მარცხენა მცველი სჭირდება. ერთადერთი მარცხენა მცველი ისმაილ კოიბაშია, რომელიც 32 წლისაა.

ხარაბაძე, ისევე, როგორც აზაროვი, “დინამოს” აკადემიის აღზრდილია, 2019 წელს მასში “ციურიხმა” 200 ათასი ევროც გადაიხადა, შვეიცარიასაც მოერგო, მაგრამ ტრავმების გამო თბილისში დაბრუნება მოუწია.

ვან დეიკთან, ინტერვიუს დროს, გულშემატკივარი შეიჭრა (ვიდეო)

რონალდუმ ბოლო წუთებში 2 გოლი გაიტანა და პორტუგალიას მოაგებინა! (ვიდეო)

პირველი გოლი | 89-ე წუთი

მეორე გოლი | 90+6′

სანიოლი: “გიორგი ლორია ჩემთვის ნაკრების ნომერ პირველი მეკარეა”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა. ფრანგმა სპეციალისტმა 20 წლის მეკარე შეაქო, თუმცა თქვა, რომ მისთვის ნაკრების ნომერ პირველ მეკარედ გიორგი ლორია რჩება.

“მამარდაშვილის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ სამი ოფიციალური მატჩი იყო. გიორგი 20 წლისაა, მას ბევრი მიმართულებით სჭირდება განვითარება და ამასთან ერთად მან გამოცდილება უნდა დააგროვოს. ვალენსია შესანიშნავი გუნდია და ის ფაქტი, რომ ჩვენი ერთ-ერთი მეკარე ასეთ დიდ კლუბში თამაშობს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დაგვეხმარება იმაში, რომ საფეხბურთო სამყაროს ვუჩვენოთ, თუ როგორი მეკარებიის აღზრდა შეგვიძლია საქართველოში.

ამ ყველაფრის მიუხედავად, გიორგი ლორია ჩემთვის ნაკრების ნომერ პირველი მეკარეა და ეს ასეა მას შემდეგ, რაც მარტში საქართველოს ნაკრების მწვრთნელად დავინიშნე. ამ დროიდან მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ და ჩემთვის არ არსებობს მიზეზი, რომ ეს მოცემულობა შევცვალო. რა თქმა უნდა, თუ მამარდაშვილი ვალენსიაში თამაშს ასეთ დონეზე გააგრძელებს, ეს გუნდს უფრო მეტ კონკურენციას შესძენს, რაც განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ლაზარე კუპატაძე, ჩვენ მას რუმინეთის წინააღმდეგ შანსი მივეცით და მან შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. ამიტომ ჩვენ არ გვყავს, მხოლოდ ლორია და მამარდაშვილი, ამ გუნდის წევრები ასევე არიან კუპატაძე და მაკარიძე, რომლებიც ძალიან კარგი მეკარეები არიან. აქედან გამომდინარე, ამ კონკრეტულ პოზიციაზე არსებული სიტუაციით ძალიან ბედნიერი ვარ”, – ციტირებს სანიოლის სიტყვებს Nakrebi.Ge.

ფოტო: სფფ