მადრიდის “ატლეტიკომ” გუშინ “ჰერტას” თავდამსხმელი მათეუს კუნა დაიმატა. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, “როხიბლანკოს” ეს ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდა.
Transfermarkt-ის ცნობით, ამ ტრანსფერის შემდეგ დიეგო სიმეონე რიგით მეექვსე მწვრთნელი გახდა, რომელსაც ტრანსფერებში მილიარდ ევროზე მეტი აქვს დახარჯული. ამ რეიტინგში პირველ ადგილს ჟოზე მოურინიო იკავებს.
1. ჟოზე მოურინიო – 1.76 მილიარდი ევრო (104 ტრანსფერი)
2. პეპ გვარდიოლა – 1.59 მილიარდი ევრო (67 ტრანსფერი)
3. კარლო ანჩელოტი – 1.3 7მილიარდი ევრო (88 ტრანსფერი)
4. მანუელ პელეგრინი – 1.16 მილიარდი ევრო (88 ტრანსფერი)
5. დიეგო სიმეონე – 1.15 მილიარდი ევრო (69 ტრანსფერი)
6. მასიმილიანო ალეგრი – 1.06 მილიარდი ევრო (96 ტრანსფერი)
7. ანტონიო კონტე – 944 მილიონი ევრო (84 ტრანსფერი)
8. არსენ ვენგერი – 891 მილიონი ევრო (84 ტრანსფერი)
9. ერნესტო ვალვერდე – 864 მილიონი ევრო (53 ტრანსფერი)
10. უნაი ემერი – 846 მილიონი ევრო (73 ტრანსფერი)