ჯეკ გრილიშმა “მანჩესტერ სიტიში” სადებიუტო გოლი გაიტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

Sky Sports: “ტოტენჰემი” კვარაცხელიას ან ტრაორეს დაიმატებს

ბრიტანული Sky Sports-ის ჟურნალისტი ლიალ ტომასი წერს, რომ “ტოტენჰემი” სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ადამა ტრაორეს ან ხვიჩა კვარაცხელიას დაიმატებს.

“ტოტენჰემს” კვლავ აქვს იმედი, რომ კიდევ ერთი შემტევი დაიმატოს სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე და ორ ვარიანტს განიხილავენ, ხვიჩა კვარაცხელიას “რუბინიდან” და ადამა ტრაორეს “ვულვზიდან” იჯარის წესით”.

კვარაცხელია 20 მილიონ ევროდ ფასობს და შესაძლო ტრავმის გამო, “რუბინმა” ჩემპიონატის განაცხადიდანაც ამოიღო.

გიორგი ქვილითაია “აპოელის” ვიცე-კაპიტანია

“აპოელის” ერთ-ერთ ვიცე-კაპიტანი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია იქნება.

ქვილითაია “აპოელში” სეზონის დასრულების შემდეგ “ანორთოსისიდან” დაუშვილთან და ოქრიაშვილთან ერთად გადავიდა.

“კაპიტნის სამკლავურს პირველად ვატარებ კარიერაში და ეს უდიდესი პასუხიმგებლობაა კლუბისა და ფანების მიმართ. ძალიან ბედნიერი ვარ და მზად ვარ, ეს პასუხისმგებლობა ღირსეულად ვატარო”, – განაცხადა ქვილიმ.

ქვილითაიას გარდა კაპიტნები ტომას დე ვისენტი, პაულო ვინისიუსი და გეორგიოს ეფრემი იქნებიან.

“აიაქსის” ტალანტმა მატჩში საოცარი გადაცემა შეასრულა (ვიდეო)

ამსტერდამის “აიაქსი” მსოფლიო ფეხბურთისთვის ტალანტების ჩუქებას აგრძელებს. ამჯერად ყურადღების ცენტრში ნიდერლანდური კლუბის აკადემიის დანიელი თავდამსხმელი კრისტიან რასმუსენი მოექცა, რომელმაც ამხანაგურ მატჩში საოცარი გადაცემა შეასრულა.

18 წლის ფეხბურთელს მარჯვენა ფლანგის გარემარბად და გამთამაშებლადაც შეუძლია თამაში, სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” კი მის სატრანსფერო ღირებულებას 250 ათას ევროდ აფასებს და დიდი ალბათობით, ეს თანხა მალე მკვეთრად გაიზრდება, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ რასმუსენის დამატების მსურველ კლუბთა რაოდენობა სულ უფრო მატულობს.

ლუკა გაგნიძეს კორონავირუსი აქვს

18 წლის ქართველ ფეხბურთელ ლუკა გაგნიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ რუსულ პრესას გაგნიძის აგენტმა, ირაკლი ლილუაშვილმა უთხრა.

“ლუკას ნამდვილად კოვიდი აქვს, მაგრამ ახლა თავს უკეთ გრძნობს. ვარჯიშს რამდენიმე დღეში დაიწყებს”, – განაცხადა ლილუაშვილმა.

“ურალის” რამდენიმე ფეხბურთელი ტესტირებისას კოვიდდადებითი აღმოჩნდა, თუმცა გუნდს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

ლუკა იჯარის წესით მოსკოვის “დინამოდან” არის აყვანილი. მანამდე მოსკოველებმა იგი “დინამო თბილისიდან” 1.5 მილიონ ევროდ იყიდეს.

ზურაბ ზვიადაურმა ნიკა კენჭოშვილის ოჯახს ციხიდან წერილი გაუგზავნა

20 აგვისტოს, ოლიმპიური ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს ადვოკატები შეხვდნენ. ადვოკატებმა ციხიდან ზვიადაურის წერილი გამოიტანეს, რომელიც ვეტერანმა სპორტსმენმა მოკლული ნიკა კენჭოშვილის ოჯახს გაუგზავნა.

ადვოკატის თქმით, ზვიადაური ნიკა კენჭოშვილის ოჯახს უსამძიმრებს.

“მან მიუსამძიმრა კენჭოშვილების ოჯახს. თქვა, რომ მისი მდგომარეობა უკიდურესი იყო, თორემ არავის სიკვდილი, არავის გაუბედურება და არავის დაზიანება არ სურდა. გულწრფელად განიცდის, გულწრფელად ნანობს, ისევე როგორც გული შესტკივა თავის ძმისა და თავისი ახლობლის სიკვდილზე, ისე სტკივა გული მას ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იყო და ისევ იგივე პოზიციაზეა. მოწმეებს ჩვენს გამოვკითხავთ, ვიმუშავებთ ამ მიმართულებით იმისათვის, რომ რეალობა დადგინდეს იმიტომ, რომ არ არის ჯერჯერობით მოწმეთა ბაზა ამოწურული და დაკითხული ყველა. დავეხმარებით გამოძიებას მოწმეთა ბაზის დადგენაში, მტკიცებულების მოძიებაში და დადგენაში”, – ციტირებს ტარიელ მურმანიშვილის სიტყვებს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ვებ-გვერდი.

ზვიადაურის ადვოკატები აცხადებენ, რომ ოლიმპიური ჩემპიონის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა, მას ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეს.

რუბინმა ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონატის განაცხადიდან ამოწერა

ყაზანის “რუბინმა” ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია, რუსეთის ჩემპიონატის განაცხადიდან ამოწერა. ინფორმაციას რუსეთის პრემიერ ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დასტურდება.

კლუბის ოფიციალური გვერდის ამასთან დაკავშირებით ასეთ განცხადებას აკეთებს – “ხვიჩა კვარაცხელია დაზიანების გამო დროებით იქნა ამოწერილი “რუბინის” განაცხადიდან. მის ადგილს მონტასარ ტალბი დაიკავებს.”

ყაზანელებს გუნდში ბევრი ლეგიონერი ჰყავთ. წესდების თანახმად განაცხადში მაქსიმუმ 8 ლეგიონერის ყოფნაა შესაძლებელი. განაცხადში არ იმყოფება არც ჯორჯ დესპოტოვიჩი.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ “რუბინის” მაისურით 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი ერთი გატანილი გოლით გამოიჩინა.

ოფიციალურად: ბენზემამ “რეალთან” ხელშეკრულება გაახანგრძლივა

მადრიდის “რეალის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კარიმ ბენზემამ კლუბთან არსებული ხელშეკრულება 2023 წლის ივნისის თვემდე გაახანგრძლივა.

33 წლის ფრანგი თავდამსხმელი მადრიდული გრანდის ღირსებას 2009 წლიდან იცავს. ამ დროის მანძილზე კარიმმა სამჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა.

“ბარსელონამ” პედრის ორკვირიანი შვებულება გამოუწერა

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა პედრის დასვენება გადაწყვიტეს. “ატლეტიკთან” მატჩის შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელს ორკვირიანი შვებულება ექნება.

“გარკვეული დროის მანძილზე ვფიქრობდით, თუ რა გაგვეკეთებინა პედრისთან დაკავშირებით. გადავწყვიტეთ, რომ ხვალიდენლი მატჩის შემდეგ ის ორკვირიან შვებულებაში გავუშვათ.

მას დასვენება ნამდვილად სჭირდება. ასეთი სიხშირით თამაში წარმოუდგენელია. ორკვირიან შვებულებას აუცილებლად იმსახურებს,” – აცხადებს ნიდერლანდელი სპეციალისტი პრესასთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 18 წლის პედრიმ გასულ სეზონში 73 მატჩი ჩაატარა შესვენების გარეშე.

ემოციური ვიდეო – ლაშა ბექაურმა ბებია სამშობლოში დააბრუნა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

ახალი სიტყვა ფეხბურთში – Emporio Armani-მ “ნაპოლის” ფორმები წარადგინა (ფოტო)

იტალიურმა ბრენდმა Emporio Armani-მ “ნაპოლის” საშინაო, საგარეო და მესამე ფორმა გამოუშვა. გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.