ოფიციალურად: “იუვენტუსმა” ლოკატელი გამოსყიდვის უფლებით ინათხოვრა

“იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მანუელ ლოკატელი ამიერიდან ტურინული გრანდის ღირსებას დაიცავს.

23 წლის იტალიელი ფეხბურთელი “ბიანკონერის” არენდის წესით შეუერთდა. ტურინელებები ვალდებულნი არიან 2022/23 წლების სეზონის დასრულების შემდეგ “მილანის” აღზრდილი ფეხბურთელი გამოსიყიდონ.

გეტყვით იმასაც, რომ კონტრაქტში ლოკატელის გამოსასყიდ თანხად 25 მილიონი ევროა გაწერილი. გარდა ამისა, “სასუოლოს” ბონუსების სახით კიდევ 12.5 მილიონი ევროს მიღება შეუძლია.

“არსენალი” რამსდეილის ტრანსფერს უახლოვდება

“შეფილდ იუნაიტედის” მეკარე, აარონ რამსდეილი, ძალიან ახლოსაა კარიერის ლონდონის “არსენალში” გაგრძელებასთან. ამ ინფორმაციას გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Athletic ადასტურებს.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, “მეთოფეები” ინგლისელი მეკარის ტრანსფერში 24 მილიონ ფუნტს გადაიხდიან. გარდა ამისა, კონტრაქტში დამატებით 6 მილიონი ფუნტის ოდენობის ბონუსებიც იქნება გათვლილი.

ცნობილია ისიც, რომ რამსდეილი “ემირეიტსზე” 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. “არსენალს” ტრანსფერის განხორციელება “ჩელსისთან” კვირას გასამართ მატჩამდე სურთ.

როგორც იცით, აარონ რამსდეილი “შეფილდთან” ერთად ჩემპიონშიფში დაქვეითდა, სადაც უკვე მოასწრო ორი მატჩის ჩატარება.

ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე ზვიადაურს თავდებში უდგებიან

ოლიმპიური ჩემპიონები, ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე მზად არიან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს თავდებში ჩაუდგნენ.

ზვიადაურს პროკურატურამ ბრალი ცოტა ხნის წინ 108-ე მუხლით წარუდგინა, რაც სასჯელის სახით 8-დან 15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ზვიადაურმა ის პიროვნება მოკლა, რომელმაც მანამდე მისი ძმა და მეგობარი სასიკვდილოდ დაჭრა. 3-ვე მათგანი ზურაბმა საკუთარი მანქანით ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ზვიადაურის ადვოკატი აპირებს აღკვეთი ღონისძიების სახით სასამართლოს გირაო შესთავაზოს.

მანუელ ნოიერის ორთაბრძოლა ერლინგ ჰოლანდის წინააღმდეგ (ვიდეო)

მამარდაშვილი, ჰოლანდი, გრინვუდი – ქართველი კიდევ ერთ სიმბოლურ ნაკრებში

საფეხბურთო სტატისტიკის პორტალმა WhoScored-მა ევროპის ტოპ 5 ლიგიდან გასული სათამაშო კვირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები აარჩია და 21-წლამდე მოთამაშეებისაგან სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ თერთმეტეულში მოხვდა “ვალენსიას” ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ლა ლიგის ტურში “ხეტაფეს” წინააღმდეგ შესანიშნავი სეივი გააკეთა და კარი მშრალად შეინახა.


სიმბოლური ნაკრები

მეკარე: მამარდაშვილი (“ვალენსია”);

მცველები: შლოტერბეკი (“უნიონ ბერლინი”), ვუჰი (“ლანსი”), პავლოვიჩი (“მონაკო”);

ნახევარმცველები: რიუტერი (“ჰოფენჰაიმი”), ბელინგჰემი (“დორტმუნდი”), მენდი (“ანჟე”), დეივისი (“ბაიერნი”);

თავდამსხმელები: გრინვუდი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ჰოლანდი (“დორტმუნდი”), გუირი (“ნიცა”).

რამდენ ათას ლარად გაუშვეს აზაროვი “დინამო თბილისიდან”?

წლევანდელი სეზონის წინ “დინამო ბათუმმა” “დინამო თბილისიდან” მოულოდნელად მარცხენა მცველი, ირაკლი აზაროვი დაიმატა.

აზაროვი აჭარელია, მაგრამ თბილისის აკადემიაში აღიზარდა და გუნდი მასზე დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა ნაკლებად ათამაშებდა. ბათუმში გადასვლის შემდეგ კი ნაკრებში გამოიძახეს, ევროტურნირებზე საუკეთესოდ გამოიყურებოდა და მისით რამდენიმე ევროპული კლუბი დაინტერესდა.

ირაკლის სატრანსფერო ფასი ახლა 500 ათას ევროზე მეტია, როცა “დინამო თბილისმა” ის სულ რაღაც 40 ათას ლარად გაასხვისა. თავის დროზე უფასოდ გაუშვეს ხვიჩა კვარაცხელია.

ირაკლის მიმართ ინტერესს “დინამო ზაგრები”, “ბრიუგე” და “კრასნოდარი” იჩენენ.

როგორ ატარებს დასვენების დღეებს დარია ბილოდიდი (ფოტო)

უკრაინის ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, დარია ბილოდიდმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე -48კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტოკიოს ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, 20 წლის სპორტსმენი დასვენების დღეებს მალდივებზე ატარებს.

ერლინგ ჰოლანდის რეაქცია ლევანდოვკის გოლის შემდეგ (ვიდეო)

ბრეითუეიტი “ბარსელონას” ულტიმატუმს უყენებს

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი, მარტინ ბრეითუეიტი, კლუბის ხელმძღვანელებისგან ხელფასის მომატებას ითხოვს. ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც “ბლაუგრანას” ფეხბურთელები ხელფასს ერთმანეთის მიყოლებით იკლებენ, რათა კლუბში არსებული ფინანსური კრიზისი შეამსუბუქონ.

როგორც ცნობილი ხდება, დანიელი ფეხბურთელი უკმაყოფილოა “ბარსელონასთან” არსებული ურთიერთობით და თვლის, რომ გაცილებით მეტს იმსახურებს. ამ ინფორმაციას კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo ადასტურებს.

იმ შემთხვევაში, თუ ბრეითუეიტს ხელფასის გაზრდაზე არ დათანხმდებიან, ეს უკანასკნელი კლუბთან არსებული ხელშეკრულების გაწყვეტას აპირებს.

30 წლის თავდამსხმელმა ლა ლიგის პირველ ტურში ორი გოლის გატანა და ერთი საგოელ გადაცემის გაკეთება შეძლო.

ანჩელოტიმ რონალდუს შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

უცხოურ პრესაში ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ხმები კრიშტიანუ რონალდუსა და მადრიდის “რეალს” შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ.

Marca-ს ინფორმაციით პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის დაბრუნება გუნდში დაბრუნებულ კარლო ანჩელოტის სურს. თუმცა, ამ ინფორმაციას თავად იტალიელი სპეციალისტი გამოეხმაურა.

“კრიშტიანუ “რეალის” ლეგენდაა, მე ის ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ. არასდროს დამიგეგმავს ეს ტრანსფერი. ჩვენ მხოლოდ წინ ვიყურებით. #HalaMadrid,” – ვკითხულობთ ანჩელოტის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში.

სამოყვარულო გუნდმა ტურნირის მოგების შემდეგ ლონდონში ავტობუსით აღლუმი მოაწყო

ინგლისელებს ფეხბურთისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება რომ აქვთ, კიდევ ერთხელ დამტკიცდა.

7-7-ზე გამართული სამოყვარულო ტურნირის მოგების შემდეგ საფეხბურთო კლუბმა “ჯუდასმა” ორსართულიანი ავტობუსი დაიქირავა და ლონდონის ქუჩებში საჩემპიონო აღლუმი მოაწყო. აღმოსავლეთ ლონდონის გუნდი ექიმებით, მასწავლებლებით, გამყიდველებითა და სხვა პროფესიის ადამიანებით დაკომპლექტებულია.

ფეხბურთელებმა გაჩემპიონების აღნიშვნა მხოლოდ ადგილობრივ პაბში მოლხენით არ იკმარეს.

“ვფიქრობდით, რომ ლოქდაუნისა და ყველასათვის რთული წლის გათვალისწინებით ეს გამარჯვება რაღაც განსაკუთრებულად აღგვენიშნა და ერთ-ერთი ჩვენგანი ავტობუსით აღლუმის ინიციატივით გამოვიდა. თავიდან მეგონა, ხალხი იფიქრებდა, რომ სულელების ბრბო ვართ, თუმცა საოცარი მიმღებლობა გამოიჩინეს. ბავშვები სირბილით გამოგვყვნენ და აპლოდისმენტით გვაჯილდოვებდნენ, ადამიანები გვილოცავდნენ, საკმაოდ დადებითი ამბავი იყო”, – თქვა ფეხბურთელმა ნიკ სკოტმა “თოქსპორტთან”.