“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ლა ლიგის 2021-2022 წლების სეზონის პირველ ტურში “ხეტაფესთან” გამარჯვების შემდეგ გიორგი მამარდაშვილის შესახებ კომენტარი გააკეთა.
“მისი თამაშით მოხარულები ვართ, მაგრამ ეს არ გაგვკვირვებია. გიორგი ახალგაზრდა ბიჭია, უნდა მოუმატოს, თუმცა სიმართლე ის არის, რომ დღეს ის ძალიან კარგი იყო. ის გუნდის ახალწვეული, ესპანურად ჯერ ვერ საუბრობს, მაგრამ საკუთარი ხასიათი და განვითარების უნარი დაგვანახა”, – თქვა 57 წლის სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა მეკარემ “ხეტაფესთან” მატჩში რამდენიმე სეივი გააკეთა, რომელთაგან გამოსარჩევი 92-ე წუთის მომენტი იყო, როცა მან საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისაგან იხსნა.