რამოსმა მესის ოჯახი საკუთარ სახლში დასარჩენად მიიწვია

2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მოვლენები წარმოუდგენელი სცენარით განვითარდა – ამიერიდან სერხიო რამოსი და ლეო მესი, ბოლო დროის უდიდესი მეტოქეები, ერთ გუნდში ითამაშებენ.

El Pais-ის ცნობით, მესის ტრანსფერი იმდენად სწრაფად განხორციელდა, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა საკუთარი ოჯახისთვის სახლის შეძენა ვერ მოასწრო და ისინი ამ დრომდე სასტუმროში რჩებიან.

სერხიო რამოსმა ლეო მესის ოჯახი საკუთარ სახლში პირადად მიიპატიჟ – “თუ სასტუმროში ყოფნას სახლში ცხოვრება გირჩევნიათ, შეგიძლიათ ჩემი სახლით ისარგებლოთ.”

შეგახსენებთ, რომ რამოსი 2005-2021 წლებში მადრიდის “რეალის” ღირსებას იცავდა. ლეო მესი კი 2003-21 წლებში გამოდიოდა “ბარსელონას” მაისურით.

ფონტე: “რონალდუს ყოველდღე ვეპატიჟები “ლილში”

ლეო მესის “პარი სენ-ჟერმენში” ტრანსფერის შემდეგ, ჟოზე ფონტემ, მიზნად კრიშტიანუ რონალდუს გადმობირება დაისახა. პორტუგალიელი მცველის თქმით, ის ყოველდღე უკავშირდება თავის თანამემამულეს.

“ჩვენთვის ძალიან რთული იქნება კრიშტიანუს გადმობირება, მაგრამ მზად ვართ ამ გამოწვევას შევეჭიდოთ. რონალდუს ყოველდღე ვეპატიჟები “ლილში”, თუმცა ის მხოლოდ სიცილით მპასუხობს.

ყველანაირად ვედებით ჩვენი იარაღების გამოყენებას და კრიშტიანუს როგორმე მოყვანას. მე პირად გეგმას შევიმუშავებ! აქ მოსვლის შემდეგ მას მხოლოდ ტიტულების მოგება დაევალება,” – აცხადებს ფონტე.

გენო პეტრიაშვილი: “არ ვიცი რა დამემართა და რა შეიძლება დავარქვა ამას”

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში განცდილი მარცხის შესახებ კომენტარი გააკეთა.

“მიჭირს იმ შეხვედრაზე ლაპარაკი, ძალიან დასანანი იყო. უბრალოდ, იმდენად დასანანი შეხვედრა წავაგე, რომ… ფაქტიც არ ვიცი, რა დამემართა და რა შეიძლება დავარქვა ამას. ფაქტიურად, მოგებული მქონდა და ძალიან უაზროდ დავკარგე ფინალი. სპორტში თითოეული დღე ბრძოლაა. უნდა ვიბრძოლოთ, რომ მომავალში გამოვასწოროთ და უკეთეს შედეგზე წავიდეთ”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გენო ფინალში ამერიკელ გაბლ სტივსონთან ბოლო წამებში დამარცხდა.

ეს უნდა ნახოთ – იაპონელებმა საქართველოსათვის უნიკალური კიმონო დაამზადეს (ფოტო)

იაპონურმა ორგანიზაციამ Imagine One World 2014 წელს ამბიციური პროექტი დაიწყო, რომლის მიზანიც 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე ყველა ქვეყნისათვის უნიკალური კიმონოს დამზადება იყო.

საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში 213 კიმონო დამზადდა, რომელთა შორის ერთი ქართველებისთვისაა განკუთვნილი. თითოეული მათგანი კონკრეტული ქვეყნების ეროვნულ მოტივებზეა შექმნილი. ორგანიზაცია სწავლობდა ქვეყნების ისტორიას, კულტურას და ამის შემდეგ იაპონურ ტრადიციულ სამოსს ტრადიციული მეთოდით, ხელით ამზადებდა.

კიმონო საქართველოსთვის

საქართველოსთვის კიმონო ყურძნის მოტივებზე შეიქმნა. ასევე, სამოსზე გამოსახულია წმინდა ნინო, მის უკან კი კავასიონია.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, თითოეული კიმონოს ფასი 18 300 დოლარია.

“თავი მეტკინა, წავედი” – როცა ოლიმპიურ ჩემპიონს აბრაზებენ (ვიდეო)

@takotodua1

ჩაშლილი კადრი 😂🤣 ##foryou ##foryoupage ##fly ##ლაშატალახაძე ##lashatalakhadze ##funnyvideo ##funnymoments ჩვენი რეაქცია 😂

♬ original sound – user4602566038153

იხილეთ ვიდეო

ედინ ჯეკო კარიერას “ინტერში” გააგრძელებს

“რომას” თავდამსხმელი, ედინ ჯეკო, კარიერას მილანის “ინტერში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ადასტურებს.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, დღეს ბოსნიელი ფეხბურთელი მილანში ჩაფრინდება, სადაც “ნერაძურისთან” კონტრაქტს ხელს მოაწერს. 35 წლის თავდამსხმელმა “ინტერთან” ორწლიანი ხელშეკრულება უნდა გააფორმოს.

ედინ ჯეკომ იტალიის სერია A-ს 2020/21 წლების გათამაშების 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 7 გოლი და გააკეთა სამი საგოლე გადაცემა.

“პსჟ”-ს პრეზიდენტი: “მბაპე უნდა დარჩეს, სხვა გზა არ აქვს”

ლეო მესისა და ნასერ ალ-ხელაიფის ერთობლივი პრესკონფერენციის მიმდინარეობისას “პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტმა კილიან მბაპეს გარშემო არსებული სიტუაცია შეაფასა.

“ვფიქრობ, დღესდღეობით ჩვენ ყველაზე კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს მსოფლიოში. მბაპე უნდა დარჩეს, მას სხვა გზა არ აქვს. ვფიქრობ, უკვე ყველამ იცის, თუ როგორი იქნება კილიანის მომავალი.

კილიან მბაპე ძალიან კონკურენტუნარიანი ფეხბურთელია. მას ყოველთვის გამარჯვება სურს, უნდა რომ ყველაზე დიდი ტიტულები მოიგოს. მას ისეთ გუნდში სურდა თამაში, რომელიც ყველა ტიტულისთვის იბრძოლებდა და ასეც იქნება.

ასე რომ, მას არ აქვს მიზეზი, რის გამოც კლუბის დატოვება უნდა მოუნდეს. ის დარჩება, სხვას ვერაფერს გააკეთებს,” – აცხადებს ნასერ ალ-ხელაიფი.

“ვალენსიას” ფანმა მამარდაშვილს სიმღერა მიუძღვნა (ვიდეო)

“ვალენსიას” ერთ-ერთმა ფანმა სოციალურ ქსელ Twitter-ში დაწერა, რომ თუ მისი გამომწერების რაოდენობა 800-ს მიაღწევდა, ის გიორგი მამარდაშვილისთვის მიძღვნილ სიმღერას გამოაქვეყნებდა.

სოციალური ქსელის ამ მომხმარებელის გამომწერთა რაოდენობა 800-ს გადასცდა, რის შემდეგაც მან პირობა შეასრულა და ქართველ მეკარეს სიმღერა მიუძღვნა.

სალომე ფაჟავა: “თქვენი თანადგომით, მე გავძლიერდი”

ქართველმა ტანმოვარჯიშემ, სალომე ფაჟავამ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

“დასრულდა ნანატრი ტოკიოს ოლიმპიური თამაშები. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც გულწრფელად მგულშემატკივრობდა, გვერდში მედგა და მაძლევდა სტიმულს და იმის ძალას, რომ ბოლომდე მებრძოლა, მიუხედავად ყველა სირთულისა, იმედგაცრუების, უსამართლობისა და ტრავმების, რაც მთელი კარიერის მანძილზე გამოვიარე. თქვენი თანადგომით მე გავძლიერდი და უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ შევძელი ამ დიდი რთული და წარმატებული გზის გავლა! მადლობა ყველას ვისაც სჯეროდა ჩემი”, – წერს ფაჟავა ინსტაგრამში.

შეგახსენებთ, რომ სალომემ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, მხატვრულ ტანვარჯიშში, საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხი ვარჯიში შეასრულა, ხოლო ფინალში გადასვლა ვერ მოახერხა.

გენო პეტრიაშილი: “თითოეულ სამოტივაციო სიტყვას ვგრძნობდი”

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, გენო პეტრიაშვილმა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

27 წლის სპორტსმენი მადლობას უხდის გულშემატკივრებს და ამბობს, რომ ის ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას თითოეულ სამოტივაციო სიტყვას გრძნობდა.

“ძალიან დიდი მადლობა. თითოეულ შეტყობინებას, სამოტივაციო სიტყვას ვგრძნობდი. დიდი მადლობა თითოეულ ქართველს. მინდა, ყველა გამარჯვებულს, ჩვენს ბიჭებს, მათ ოჯახებს მივულოცო. კიდევ ერთხელ მადლობა”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გენო ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში ამერიკელ გეიბლ სტივსონთან ბოლო წამს დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ლიონელ მესის პირველი დღე პარიზში (ვიდეო)

ბრაიტვეიტს “ტოტენჰემში” ჰარი კეინის შეცვლა სურს

კატალონიის “ბარსელონას” დანიელ შემტევ მარტინ ბრაიტვეიტს კლუბის გამოცვლა აქვს გადაწყვეტილი. Sport.es-ის ცნობით, დანიელ ვარსკვლავს “ტოტენჰემში” სურს კარიერის გაგრძელება.

როგორც იცით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” სერხიო აგუერო და მემფის დეპაი დაიმატეს, რაც მარტინ ბრაიტვეიტის სათამაშო დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

გასულ სეზონში ბრაიტვეიტმა 42 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მარტინმა თავი 7 გატანილი გოლითა და ოთხი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

შეგახსენებთ რომ ბრაიტვეიტი ძალიან ახლოს იყო “ვესტ ჰემში” გადაბარგებასთან, თუმცა 15 მილიონად შეფასებული ტრანსფერი ჩაიშალა.